გასული წლის ყველაზე ზღაპრული ქორწინება

გასული წლის ყველაზე ზღაპრული ქორწინება

გინდათ გაიგოთ ქორწილის შესახებ, რომლის მხოლოდ სადღესასწაულო ვახშამი რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა? უამრავი ფული დაიხარჯა გასული წლის ყველაზე ძვირადღირებულ და ზღაპრულ ქორწილში - 32 წლის პრინცესა ჰაფიზისა და მუჰამად რუზაინის ქორწილში.

ბრუნეის სულთანი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში (მისი ქონება 20 მლრდ დოლარად არის შეფასებული), ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ქალიშვილის ქორწილში ფულს არ დაზოგავდა.

დღესასწაული 4 დღესა და 4 ღამეს გრძელდებოდა. 2000-მდე სტუმარი ესწრებოდა. როცა პატარძალი გამოჩნდა მოოქრულ დარბაზში, ყველას სუნთქვა შეეკრა - მას 16 შეიარაღებული მცველი ახლდა. ძვირად ღირებული კრემისფერი კაბა ეცვა, ვერცხლით მორთული. თავზე გვირგვინი და ფატა ედგა.

საინტერესოა, რომ მონარქის რჩეული არ ყოფილა რომელიმე სამეფო დინასტიის შთამომავალი, არამედ ჩვეულებრივი მუშაკი მუჰამად რუზაინი, რომელიც, სხვათა შორის, საპატარძლოზე 2 წლით უმცროსია. მასაც კრემისფერი სამოსი ეცვა და ხმალიც ამშვენებდა.

ქორწილის შემდეგ ახალგაზრდები მოოქრულ სასახლეში დააბინავეს, სადაც 1788 ოთახია და მათგან 257 - სააბაზანო. საცხოვრებელი ფართი 200 ათასი კვადრატული მეტრია. დარბაზის ქვეშ 1150 მანქანის უშველებელი სადგომია. ფარეხში დგას 500 მერსედესი, 350 ბენტლი, 170 იაგუარი და 130 როლს-როისი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრინცესა უმუშევრად არ ზის. ფინანსთა სამინისტროში მუშაობს, სადაც მამამისი ფინანსთა მინისტრია. მისი ქმარი კი პრემიერთანაა დასაქმებული, ეკონომიკური საკითხების ქვეგანყოფილებაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს