პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში
როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში

ახა­ლი წლის­თვის ხე­ლო­ვა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ისი­ნი ხომ არა­სო­დეს ხვდე­ბი­ან სახ­ლში დღე­სას­წა­ულს, მომ­ღერ­ლე­ბი კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ან, მსა­ხი­ო­ბე­ბი კი წამ­ყვა­ნე­ბის ამ­პლუ­ას ირ­გე­ბენ. პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ხუთი წელი სცე­ნა­ზე ხვდე­ბო­და ახალ წელს, მე­ექ­ვსე წელს და­ი­ღა­ლა და შინ დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. ამ­ჯე­რად არ იცის, სად იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლშიც. დაგვპირ­და, რომ ამა­ზე მო­მა­ვალ წელს ისა­უბ­რებს. მა­ნამ­დე კი ვთხო­ვეთ, ზამ­თა­რი, ბავ­შვო­ბა, თოვ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახა­ლი წელი გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

- რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს, მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და თოვ­ლი. თან თე­ლავ­ში გემ­რი­ე­ლი თოვა იცის, მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ობ­და, ქუ­ჩე­ბი იკე­ტე­ბო­და. ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ინ­სტი­ტუ­ტის უბ­ნი­დან ცი­გე­ბით რომ და­ვეშ­ვე­ბო­დით, კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლამ­დე ჩავ­დი­ო­დით. ჩემი კლა­სე­ლი ლექ­სო მო­დე­ბა­ძე მო­ჭი­და­ვე გახ­ლდათ, მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი, და­ტე­ხი­ლი ყუ­რე­ბით. ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რით და დიდი ზო­მის ფეხი ჰქონ­და. ერთხელ ბი­ჭებ­მა დიდი ციგა გა­ა­კე­თეს და ზედ მე, ლექ­სო და ჩვე­ნი ერთი მე­გო­ბა­რი დავ­სხე­დით. ლექ­სო სი­მაღ­ლის გამო პირ­ვე­ლი დავ­სვით და ფე­ხე­ბი წინ ჰქონ­და გაშ­ვე­რი­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩი­დან და­ვეშ­ვით და უცებ ჩვენ წინ მი­მა­ვალ ცი­გას და­ვე­ჯა­ხეთ. უკან მჯდარ გო­გო­ნას ლექ­სოს ფეხი მოხ­ვდა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ლექ­სოს თა­ვი­სი ჭი­და­ო­ბი­დან და ტურ­ნი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ვე­ლი, რაც თავ­ში აზ­რად მო­უ­ვი­და, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა იყო. ეცა გო­გო­ნას და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­უ­ტა­რა. ახლა კი სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ მა­შინ დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. უცებ მე­ო­რე ქუ­ჩი­დან გო­გო­ნას მამა მორ­ბის ყვი­რი­ლით, რომ და­ი­ნა­ხა, შვილს ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას უტა­რებ­დნენ, იყ­ვი­რა, მა­გას არ ჩა­ა­ბე­რი­ნოთ, შარ­დის ბუშტს გა­უ­ხეთ­ქავ­სო (იცი­ნის). თუმ­ცა უშ­ვე­ლა, მო­ა­სუ­ლი­ე­რა. გა­ცო­ცხლდა და კოც­ნას ვინ ჩი­ო­და.

- ზამ­თარ­ში გო­გო­ნებს ალ­ბათ გუნ­დებს ეს­რო­დით?

- დიახ, ზამ­თა­რი ხომ თოვლთან, გუნ­და­ო­ბას­თან და კა­ხუ­რად, თოვ­ლის პა­პას­თან ასო­ცირ­დე­ბა. კარ­გი ფრა­ზაა ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა", რო­დე­საც ბურ­ნუ­თა მაყ­ვა­ლას აგ­ვის­ტო­ში ეკი­თხე­ბა, - თოვ­ლი გიყ­ვარს? - კი. - მოვა (იღი­მე­ბა). ფი­ლმი "ათოვ­და ზამ­თრის ბა­ღებს" თე­ლავ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და კარ­გად ჩანს, რო­გო­რი ზამ­თა­რია თე­ლავ­ში. მახ­სოვს, ერთი პე­რი­ო­დი იმ­ხე­ლა თოვ­ლი მო­ვი­და, თოვ­ლის გვი­რა­ბე­ბი იყო გაყ­ვა­ნი­ლი და ხალ­ხი ისე და­დი­ო­და.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ის რა ასა­კამ­დე გჯე­რო­და?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ძი­რი­თა­დად კან­ფე­ტე­ბი მოჰ­ქონ­და. სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ რა­ი­ონ­ში ად­რე­ულ ასაკ­ში ხვდე­ბი­ან ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხუმ­რო­ბაა. იქ უფრო პა­ტა­რა ასაკ­ში იწყე­ბენ შრო­მას და შრო­მა თა­ვის­თა­ვად სი­მარ­თლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, თოვ­ლის ბა­ბუ­ა­დაც მი­მუ­შა­ვია. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, 1996-1997 წელი იდგა და თე­ატ­რა­ლურ­ში რა­ღაც პრო­ექ­ტი იყო, ვინც სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებ­და, ან ვერ მოხ­ვდე­ბო­და გა­ნა­წი­ლე­ბა­ში, სან­ტე­ბად უნდა ემუ­შა­ვა, ოღონდ ანა­ზღა­უ­რე­ბით. სან­ტე­ბი ვი­­ყა­ვით მე, ვახო ჩა­ჩა­ნი­ძე, ზაზა ას­ლა­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი აბა­ში­ძე. ტაქ­სე­ბი გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ფორ­მა გვეც­ვა, წვე­რი გვე­კე­თა. მი­სა­მარ­თე­ბი მოგ­ვცეს, სა­დაც უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, მა­შინ სან­ტე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო და ბავ­შვე­ბის სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მშობ­ლე­ბი წი­ნას­წარ უკ­ვეთ­დნენ სა­ჩუქ­რებს, რაც უნდა დაგ­ვე­რი­გე­ბი­ნა.

ბი­ჭებს ცოტა გვე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და სან­ტო­ბა, მაგ­რამ ეს იყო ჩვე­ნი შრო­მით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რი. პირ­ვე­ლი მერ­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით შუა ზამ­თარ­ში. ზაზა ნა­მე­ტა­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და ერთ-ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სვა­ნე­ბის ოჯახ­ში მოხ­ვდა. ონა­ვა­რი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ჰყავ­დათ, ისე­თი, თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის რომ არ სჯე­რა და მშობ­ლე­ბი რომ ძა­ლით აჯე­რე­ბენ. ზაზა შე­ვი­და თუ არა, ლექ­სი თქვა, ეცა ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და წვერ­ზე მო­ქა­ჩა. რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო და წვე­რი მი­წე­ბე­ბუ­ლი ჰქონ­და, ყვი­რი­ლი მორ­თო, აი, ხომ გე­უბ­ნე­ბო­დით, არ არ­სე­ბობ­სო. შემ­დეგ ამ ოჯახ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა. და­რე­კეს, ცოტა შე­სა­ხე­დი კაცი მა­ინც გა­მო­გეგ­ზავ­ნა­თო. ბო­ლოს მა­ინც ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, ყან­წე­ბით აქე­ი­ფეს და ისე დათ­ვრა, რომ სხვა გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე ვე­ღარ წა­ვი­და.

- შენ რო­გორ მოხ­ვდი გა­მო­ძა­ხე­ბი­სას ათი გო­გო­ნას გა­რე­მოც­ვა­ში?

- ერთ-ერთი გა­მო­ძა­ხე­ბა იყო და სახ­ლში რომ შე­ვე­დი, ტრა­დი­ცი­უ­ლი პა­ტა­რა ლექ­სი წა­ვი­კი­თხე და და­ვი­წყე ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ძებ­ნა, რომ დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. თა­ვი­დან დე­რე­ფან­ში ვი­დე­ქი და მი­სა­ღე­ბი­დან ხი­თხი­თი მეს­მო­და. უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და და ბო­ლოს, ოთახ­ში რომ შე­ვე­დი, ათი გო­გო­ნა შემ­რჩა. უკვე შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ღა­და­ობ­დნენ. მა­შინ 18 წლის ვი­ყა­ვი, ვერც ვიპ­რან­ჭე­ბო­დი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სან­ტას ფორ­მა მეც­ვა. ერთი ცოტა აქ­ტი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა და და­მი­წყო, ვინ ხარ, წვე­რი მო­იხ­სე­ნი და ისე გვე­ბაზ­რეო. მე კი­დევ მა­ნამ­დე შო­კო­ლა­დის ფი­ლა­ზე მქონ­და ლექ­სი წა­კი­თხუ­ლი (იცი­ნის). ვფიქ­რობ­დი, ღმერ­თო, დრო­ზე გა­ვი­დეს და­ნიშ­ნუ­ლი დრო-მეთ­ქი. შემ­დეგ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ და ღა­და­ო­ბა და­ი­წყეს. ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და, ვფიქ­რობ­დი, მიწა გას­კდეს და ესე­ნი აქ არ იყ­ვნენ-მეთ­ქი. ბო­ლოს მი­თხრეს, გა­თხო­ვი­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ, ასე შევ­ხვდეთ ახალ წელს, სუფ­რას­თან კაცი არ გვყავს და არ­სად არ გიშ­ვებ­თო. ამ დროს სტრესს სას­მე­ლი თუ მო­გიხ­სნის ადა­მი­ანს და დიდი ჭიქა მო­ვი­თხო­ვე. ერთი, მე­ო­რე, თან მში­ე­რი ვარ, ბამ­ბის წვე­რი მკი­დია, ვერ ვჭამ, უბე­დურ დღე­ში ვარ. ბო­ლოს წვე­რი მო­ვიხ­სე­ნი და წა­ვი­და გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სე­ბი. მხი­ა­რუ­ლად გა­ვა­ტა­რე დრო, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვე­დი.

- თუ ყო­ფი­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი ახა­ლი წელი, იმ­დე­ნი და­გე­ლი­ოს, რა მოხ­და აღარ გახ­სოვ­და?

- მაგ­დენს არა­სო­დეს ვსვამ და რა­ტომ­ღაც მგო­ნია, იტყუ­ე­ბი­ან, თით­ქოს არ ახ­სოვთ რა მოხ­და, უბ­რა­ლოდ, არ უნ­დათ, რომ ახ­სოვ­დეთ.

- მეკვლედ ხში­რად გე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ?

- ბავ­შვო­ბა­ში თეთ­რი ჩოხა მქონ­და და კონ­ცერ­ტებ­ზე ვთა­მა­შობ­დი ახალ წელს, მაგ­რამ მეკვლედ ნაკ­ლე­ბად. სახ­ლში გა­რეთ გა­მიშ­ვებ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი მე­კა­ვა ხელ­ში და უკან შე­მოვ­დი­ო­დი. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ახალ წელს გა­რეთ ვხვდე­ბი, შინ გამ­თე­ნი­ი­სას ვბრუნ­დე­ბი და მეკვლე გა­მოვ­დი­ვარ. ისე, შემ­თხვე­ვით სად­მე თუ მოვ­ხვედ­რილ­ვარ, ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი ფეხი მაქვს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემი მე­გობ­რის მეკვლე ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა ჰყავ­და და იმ წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მე მოვ­ნათ­ლე.

- პა­ა­ტა, ადრე რა­ი­ო­ნებ­ში ძვე­ლით ახალ წელს უფრო აღ­ნიშ­ნავ­დნენ...

- 25 დე­კემ­ბრი­დან ვი­წყებ­დით, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ალი­ლო­ზე" დავ­დი­ო­დი. სახ­ლებ­თან ვმღე­რო­დით "ოც­და­ხუთ­სა დე­კემ­ბერ­სა" და კან­ფე­ტებს ან ფულს გვაძ­ლევ­დნენ. სულ გვინ­დო­და, რომ ფული ეჩუ­ქე­ბი­ნათ. ზოგი გვე­ჩხუ­ბე­ბო­და, წა­დით, კაცო, მე­რამ­დე­ნე­ე­ბი ხართ, ნუ შეგ­ვჭა­მე­თო, მაგ­რამ წი­ნას­წარ ვარ­ჩევ­დით ოჯა­ხებს. მახ­სოვს, ერთხელ ჩემს ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვე­დით. თე­ლავ­ში, პრეს­ტი­ჟულ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ღი­ლაკ­ზე თითი და­ვა­ჭი­რეთ და რო­დე­საც იკი­თხა, ვინ ხარ­თო, სიმ­ღე­რა და­ვი­წყეთ, მაგ­რამ კარი არ გაგ­ვი­ღო და არ შეგ­ვიშ­ვა. ძა­ლი­ან დაგ­ვწყდა გული.

მორ­წმუ­ნე ბე­ბია მყავ­და და სულ მარ­ხუ­ლობ­და, ამი­ტომ ახალ წელს ნაკ­ლე­ბად აღ­ნიშ­ნავ­და. ნა­თე­სა­ვე­ბი 7 იან­ვარს ბი­ძას­თან სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცია გვქონ­და. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ კა­ხეთ­ში ღო­რის დაკ­ვლის ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც ღო­რის ქელეხს ეძა­ხი­ან. სა­დღეგ­რძე­ლო ის­მე­ბა, ამა­ზე მეტი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ იყოს თქვენს ოჯ­ახ­შიო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­გო­ბა­რი ხუმ­რობ­და, იმ­დე­ნი ღო­რის ქელეხ­ში ვი­ყა­ვი, ღო­რებს თვა­ლებ­ში ვე­ღარ ვუ­ყუ­რე­ბო. მა­გა­საც თა­ვი­სი პეწი აქვს, თან თოვ­ლი უხ­დე­ბა ამ ტრა­დი­ცი­ას. ღო­რის ქელეხს ხში­რად ჭა­ჭის გა­მოხ­დის პრო­ცესს, "ზა­ო­ტო­ბას" ამ­თხვე­ვენ. ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვით მე და გოგა ბარ­ბა­ქა­ძე კა­ხეთ­ში, სო­ფელ სა­ქო­ბო­ში და ქელეხს და "ზა­ო­ტო­ბას" და­ვეს­წა­რით. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­აა კა­ხეთ­ში. ღო­რებს ზა­ფხუ­ლი­დან ასუ­ქე­ბენ და ბოლო ორ თვეს "ბა­გურ" კვე­ბა­ზე გა­დაჰ­ყავთ, რომ და­ზო­ლი­ლი ხორ­ცი ჰქონ­დეს - ქონი, მჭლე, ქონი, მჭლე...

- შე­გიძ­ლია ბოლო წლებ­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ახა­ლი წელი გა­იხ­სე­ნო?

- უც­ნა­უ­რო­ბა ალ­ბათ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს ხან მარ­ნე­ულ­ში მიმ­ყავს კონ­ცერ­ტი, ხა­ნაც - სა­გა­რე­ჯო­ში, ცივა, რე­ა­ლუ­რად არც არა­ვინ გის­მენს. შე­მოქ­მე­დის­თვის ახა­ლი წელი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. 31 დე­კემ­ბრი­დან იწყე­ბა და 14 იან­ვრამ­დე გრძელ­დე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი. ბოლო ხუთი წელი სულ მარ­ტო, სცე­ნა­ზე ვხვდე­ბო­დი ახალ წელს. ყვე­ლა ქე­ი­ფობს, შენ კი ერთი კონ­ცერ­ტი­დან მე­ო­რე­ზე გარ­ბი­ხარ. შარ­შან ერთ-ერთ კლუბ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე იწყე­ბო­და, მაგ­რამ არ წა­ვე­დი, იმ­დე­ნად და­ვი­ღა­ლე და სახ­ლში შევ­ხვდი ახალ წელს. 5 იან­ვარს დე­დას და­ბა­დე­ბის დღეა და სულ ვცდი­ლობ, თუ მცა­ლია, თე­ლავ­ში ჩა­ვი­დე, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში სა­ა­ხალ­წლო სპექ­ტაკ­ლე­ბი მაქვს. წელს ამინ­დი თუ შე­მი­წყობს ხელს, ჩა­ვალ, თან თე­ლა­ვის თე­ატ­რში თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

- რას ელო­დე­ბი ახა­ლი წლის­გან?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ახალ წელს ახა­ლი სურ­ვი­ლე­ბით, შე­მარ­თე­ბით, იდე­ე­ბით ხვდე­ბა. მეც მინ­და, რომ იმ წელს რა­ღაც გა­მოს­წორ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში. ვნა­ხოთ, რას მო­ი­ტანს 2013 წელი. ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტე­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მაქვს, ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ წელს ინ­ტერ­ვი­უ­ზე გი­თხრა, რომ ახალ წელს სახ­ლში შევ­ხვდი.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში

როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში

ახალი წლისთვის ხელოვანები განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი ხომ არასოდეს ხვდებიან სახლში დღესასწაულს, მომღერლები კონცერტებზე გამოდიან, მსახიობები კი წამყვანების ამპლუას ირგებენ. პაატა გულიაშვილი ხუთი წელი სცენაზე ხვდებოდა ახალ წელს, მეექვსე წელს დაიღალა და შინ დარჩენა ამჯობინა. ამჯერად არ იცის, სად იქნება, შეიძლება, სახლშიც. დაგვპირდა, რომ ამაზე მომავალ წელს ისაუბრებს. მანამდე კი ვთხოვეთ, ზამთარი, ბავშვობა, თოვლი და განსაკუთრებული ახალი წელი გაეხსენებინა.

-  როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარდა თოვლი. თან თელავში გემრიელი თოვა იცის, მანქანები არ მოძრაობდა, ქუჩები იკეტებოდა. ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ინსტიტუტის უბნიდან ციგებით რომ დავეშვებოდით, კახეთის გზატკეცილამდე ჩავდიოდით. ჩემი კლასელი ლექსო მოდებაძე მოჭიდავე გახლდათ, მაღალი, ძლიერი, დატეხილი ყურებით. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძლიერით და დიდი ზომის ფეხი ჰქონდა. ერთხელ ბიჭებმა დიდი ციგა გააკეთეს და ზედ მე, ლექსო და ჩვენი ერთი მეგობარი დავსხედით. ლექსო სიმაღლის გამო პირველი დავსვით და ფეხები წინ ჰქონდა გაშვერილი. უნივერსიტეტის ქუჩიდან დავეშვით და უცებ ჩვენ წინ მიმავალ ციგას დავეჯახეთ. უკან მჯდარ გოგონას ლექსოს ფეხი მოხვდა და გონება დაკარგა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ლექსოს თავისი ჭიდაობიდან და ტურნირებიდან გამომდინარე, პირველი, რაც თავში აზრად მოუვიდა, ხელოვნური სუნთქვა იყო. ეცა გოგონას და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ახლა კი სასაცილოა, მაგრამ მაშინ დიდი ამბავი ატყდა. უცებ მეორე ქუჩიდან გოგონას მამა მორბის ყვირილით, რომ დაინახა, შვილს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, იყვირა, მაგას არ ჩააბერინოთ, შარდის ბუშტს გაუხეთქავსო (იცინის). თუმცა უშველა, მოასულიერა. გაცოცხლდა და კოცნას ვინ ჩიოდა.

-  ზამთარში გოგონებს ალბათ გუნდებს ესროდით?

-  დიახ, ზამთარი ხომ თოვლთან, გუნდაობასთან და კახურად, თოვლის პაპასთან ასოცირდება. კარგი ფრაზაა ფილმში "სიყვარული ყველას უნდა", როდესაც ბურნუთა მაყვალას აგვისტოში ეკითხება, - თოვლი გიყვარს? - კი. - მოვა (იღიმება). ფი­ლმი "ათოვდა ზამთრის ბაღებს" თელავშია გადაღებული და კარგად ჩანს, როგორი ზამთარია თელავში. მახსოვს, ერთი პერიოდი იმხელა თოვლი მოვიდა, თოვლის გვირაბები იყო გაყვანილი და ხალხი ისე დადიოდა.

-  თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდა?

-  ძალიან პატარა რომ ვიყავი, ძირითადად კანფეტები მოჰქონდა. საერთოდ, მგონია, რომ რაიონში ადრეულ ასაკში ხვდებიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. იქ უფრო პატარა ასაკში იწყებენ შრომას და შრომა თავისთავად სიმართლესთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის, თოვლის ბაბუადაც მიმუშავია. მაშინ სტუდენტი ვიყავი, 1996-1997 წელი იდგა და თეატრალურში რაღაც პროექტი იყო, ვინც სადიპლომო სპექტაკლში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ან ვერ მოხვდებოდა განაწილებაში, სანტებად უნდა ემუშავა, ოღონდ ანაზღაურებით. სანტები ვი­­ყავით მე, ვახო ჩაჩანიძე, ზაზა ასლანიშვილი და გიორგი აბაშიძე. ტაქსები გვემსახურებოდა, ფორმა გვეცვა, წვერი გვეკეთა. მისამართები მოგვცეს, სადაც უნდა მივსულიყავით, მაშინ სანტები ფუფუნება იყო და ბავშვების სურვილების მიხედვით, მშობლები წინასწარ უკვეთდნენ საჩუქრებს, რაც უნდა დაგვერიგებინა.

ბიჭებს ცოტა გვეუხერხულებოდა სანტობა, მაგრამ ეს იყო ჩვენი შრომით გამომუშავებული საფასური. პირველი მერცხლები ვიყავით შუა ზამთარში. ზაზა ნამეტანი შეხედულებით არ გამოირჩევა და ერთ-ერთ გამოძახებაზე სვანების ოჯახში მოხვდა. ონავარი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ჰყავდათ, ისეთი, თოვლის ბაბუის არსებობის რომ არ სჯერა და მშობლები რომ ძალით აჯერებენ. ზაზა შევიდა თუ არა, ლექსი თქვა, ეცა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და წვერზე მოქაჩა. როდესაც დაინახა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და წვერი მიწებებული ჰქონდა, ყვირილი მორთო, აი, ხომ გეუბნებოდით, არ არსებობსო. შემდეგ ამ ოჯახთან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. დარეკეს, ცოტა შესახედი კაცი მაინც გამოგეგზავნათო. ბოლოს მაინც ქართული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს, ყანწებით აქეიფეს და ისე დათვრა, რომ სხვა გამოძახებებზე ვეღარ წავიდა.

-  შენ როგორ მოხვდი გამოძახებისას ათი გოგონას გარემოცვაში?

-  ერთ-ერთი გამოძახება იყო და სახლში რომ შევედი, ტრადიციული პატარა ლექსი წავიკითხე და დავიწყე ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძებნა, რომ დავლაპარაკებოდი. თავიდან დერეფანში ვიდექი და მისაღებიდან ხითხითი მესმოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ბოლოს, ოთახში რომ შევედი, ათი გოგონა შემრჩა. უკვე შეზარხოშებულები იყვნენ და ღადაობდნენ. მაშინ 18 წლის ვიყავი, ვერც ვიპრანჭებოდი, წარმოიდგინეთ, სანტას ფორმა მეცვა. ერთი ცოტა აქტიური აღმოჩნდა და დამიწყო, ვინ ხარ, წვერი მოიხსენი და ისე გვებაზრეო. მე კიდევ მანამდე შოკოლადის ფილაზე მქონდა ლექსი წაკითხული (იცინის). ვფიქრობდი, ღმერთო, დროზე გავიდეს დანიშნული დრო-მეთქი. შემდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ღადაობა დაიწყეს. ძალიან მრცხვენოდა, ვფიქრობდი, მიწა გასკდეს და ესენი აქ არ იყვნენ-მეთქი. ბოლოს მითხრეს, გათხოვილები ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ასე შევხვდეთ ახალ წელს, სუფრასთან კაცი არ გვყავს და არსად არ გიშვებთო. ამ დროს სტრესს სასმელი თუ მოგიხსნის ადამიანს და დიდი ჭიქა მოვითხოვე. ერთი, მეორე, თან მშიერი ვარ, ბამბის წვერი მკიდია, ვერ ვჭამ, უბედურ დღეში ვარ. ბოლოს წვერი მოვიხსენი და წავიდა გალაკტიონის ლექსები. მხიარულად გავატარე დრო, მაგრამ დანარჩენ გამოძახებებზე დაგვიანებით მივედი.

-  თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი ახალი წელი, იმდენი დაგელიოს, რა მოხდა აღარ გახსოვდა?

-  მაგდენს არასოდეს ვსვამ და რატომღაც მგონია, იტყუებიან, თითქოს არ ახსოვთ რა მოხდა, უბრალოდ, არ უნდათ, რომ ახსოვდეთ.

-  მეკვლედ ხშირად გეპატიჟებოდნენ?

-  ბავშვობაში თეთრი ჩოხა მქონდა და კონცერტებზე ვთამაშობდი ახალ წელს, მაგრამ მეკვლედ ნაკლებად. სახლში გარეთ გამიშვებდნენ ოჯახის წევრები, ტკბილეული მეკავა ხელში და უკან შემოვდიოდი. ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს გარეთ ვხვდები, შინ გამთენიისას ვბრუნდები და მეკვლე გამოვდივარ. ისე, შემთხვევით სადმე თუ მოვხვედრილვარ, ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრის მეკვლე ვიყავი, რომელსაც რამდენიმე გოგონა ჰყავდა და იმ წელს ვაჟი შეეძინათ. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მე მოვნათლე.

-  პაატა, ადრე რაიონებში ძველით ახალ წელს უფრო აღნიშნავდნენ...

-  25 დეკემბრიდან ვიწყებდით, როდესაც მეგობრებთან ერთად "ალილოზე" დავდიოდი. სახლებთან ვმღეროდით "ოცდახუთსა დეკემბერსა" და კანფეტებს ან ფულს გვაძლევდნენ. სულ გვინდოდა, რომ ფული ეჩუქებინათ. ზოგი გვეჩხუბებოდა, წადით, კაცო, მერამდენეები ხართ, ნუ შეგვჭამეთო, მაგრამ წინასწარ ვარჩევდით ოჯახებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელთან მივედით. თელავში, პრესტიჟულ კორპუსში ცხოვრობდა. ღილაკზე თითი დავაჭირეთ და როდესაც იკითხა, ვინ ხართო, სიმღერა დავიწყეთ, მაგრამ კარი არ გაგვიღო და არ შეგვიშვა. ძალიან დაგვწყდა გული.

მორწმუნე ბებია მყავდა და სულ მარხულობდა, ამიტომ ახალ წელს ნაკლებად აღნიშნავდა. ნათესავები 7 იანვარს ბიძასთან სახლში ვიკრიბებოდით და ერთგვარი ტრადიცია გვქონდა. წინასაახალწლოდ კახეთში ღორის დაკვლის ტრადიციაა, რომელსაც ღორის ქელეხს ეძახიან. სადღეგრძელო ისმება, ამაზე მეტი მიცვალებული არ იყოს თქვენს ოჯ­ახშიო. რამდენიმე დღის წინ მეგობარი ხუმრობდა, იმდენი ღორის ქელეხში ვიყავი, ღორებს თვალებში ვეღარ ვუყურებო. მაგასაც თავისი პეწი აქვს, თან თოვლი უხდება ამ ტრადიციას. ღორის ქელეხს ხშირად ჭაჭის გამოხდის პროცესს, "ზაოტობას" ამთხვევენ. ახლახან ვიყავით მე და გოგა ბარბაქაძე კახეთში, სოფელ საქობოში და ქელეხს და "ზაოტობას" დავესწარით. ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა კახეთში. ღორებს ზაფხულიდან ასუქებენ და ბოლო ორ თვეს "ბაგურ" კვებაზე გადაჰყავთ, რომ დაზოლილი ხორცი ჰქონდეს - ქონი, მჭლე, ქონი, მჭლე...

-  შეგიძლია ბოლო წლებში ყველაზე უცნაური ახალი წელი გაიხსენო?

-  უცნაურობა ალბათ იმაში გამოიხატება, რომ ახალი წლის ღამეს ხან მარნეულში მიმყავს კონცერტი, ხანაც - საგარეჯოში, ცივა, რეალურად არც არავინ გისმენს. შემოქმედისთვის ახალი წელი შემოსავლის წყაროა. 31 დეკემბრიდან იწყება და 14 იანვრამდე გრძელდება კონცერტები. ბოლო ხუთი წელი სულ მარტო, სცენაზე ვხვდებოდი ახალ წელს. ყველა ქეიფობს, შენ კი ერთი კონცერტიდან მეორეზე გარბიხარ. შარშან ერთ-ერთ კლუბში ღონისძიების წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, პირველის ნახევარზე იწყებოდა, მაგრამ არ წავედი, იმდენად დავიღალე და სახლში შევხვდი ახალ წელს. 5 იანვარს დედას დაბადების დღეა და სულ ვცდილობ, თუ მცალია, თელავში ჩავიდე, მაგრამ ამ პერიოდში საახალწლო სპექტაკლები მაქვს. წელს ამინდი თუ შემიწყობს ხელს, ჩავალ, თან თელავის თეატრში თოჯინების თეატრის სპექტაკლები გაიმართება.

-  რას ელოდები ახალი წლისგან?

-  ყველა ადამიანი ახალ წელს ახალი სურვილებით, შემართებით, იდეებით ხვდება. მეც მინდა, რომ იმ წელს რაღაც გამოსწორდეს ცხოვრებაში, ქვეყანაში. ვნახოთ, რას მოიტანს 2013 წელი. ახალი წლის კონცერტებიდან შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება, შეიძლება მომავალ წელს ინტერვიუზე გითხრა, რომ ახალ წელს სახლში შევხვდი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება