პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი
გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი

დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი - მა­რი­ნა კარ­პი უკვე მე­ო­რე წე­ლია, ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­უღ­ლეს­თან და მის მშობ­ლებ­თან ერ­თად ხვდე­ბა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ წელს არა­ფე­რი ჯობს და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­შიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ნა­წი­ლე­ობს.

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ჩუქ­რე­ბით ულო­ცავ­დნენ. ზოგ­ჯერ ისი­ნი სა­ჩუქ­რებს მთე­ლი კვი­რით ადრე ყი­დუ­ლობ­დნენ და ნაძ­ვის ხის ქვეშ აწყობ­დნენ, მაგ­რამ მათი გახ­სნი­სა და ნახ­ვის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და. არა­ერ­თხელ მივ­პა­რულ­ვარ და შე­სა­ფუ­თი ქა­ღალ­დის შიგ­ნით შეჭვრე­ტა მიც­დია, იმ იმე­დით, რომ რა­ი­მეს და­ვი­ნა­ხავ­დი, მაგ­რამ რო­გორც წესი, ჩემი მცდე­ლო­ბა ყო­ველ­თვის კრა­ხით მთავ­რდე­ბო­და... მახ­სოვს, ხე­ლე­ბი მე­ქა­ვე­ბო­და, ისე მინ­დო­და სა­ჩუქ­რე­ბის გახ­სნა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, არ შე­იძ­ლე­ბო­და და რომც გა­მე­რის­კა, და­ვის­ჯე­ბო­დი. ჰოდა, მეც ოჯა­ხურ კა­ნონს ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში მკაც­რი ზამ­თა­რი იცის, მაგ­რამ ამა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს: თოვ­ლის ბა­ბუ­ას ერთხელ რომ გა­ვა­კე­თებ­დით, სამი თვე არ დნე­ბო­და. ჩვენ სა­შო­ბაო ტრა­დი­ცი­აც გვაქვს: პა­ტა­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან და ხალ­ხს სა­შო­ბაო სიმ­ღე­რას უმ­ღე­რი­ან, მად­ლი­ე­რი ოჯა­ხი კი ბავ­შვებს ტკბი­ლე­უ­ლით უმას­პინ­ძლდე­ბა, ხან­და­ხან - ფულ­საც ჩუქ­ნი­ან. ბავ­შვე­ბი მას­პინ­ძლის კარ­თან ფეტვს ყრი­ან (რაც ბა­რა­ქის სიმ­ბო­ლოა) და ოჯახს ასე ლო­ცა­ვენ. უსურ­ვე­ბენ ბედ­ნი­ე­რე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და უფ­ლის მფარ­ვე­ლო­ბას. ბავ­შვო­ბა­ში მეც მო­მიბ­ნე­ვია ფეტვი მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის კარ­თან. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს მსგავ­სი ტრა­დი­ცია და თუ არ ვცდე­ბი, "ალი­ლო" უნდა ერ­ქვას.

- არ ცდე­ბი, მარ­თლაც ასე ჰქვია. ახლა გი­გის­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში ხარ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე). სა­ა­ხალ­წლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას არ აპი­რებთ?

- რა თქმა უნდა, ვა­პი­რებთ! კი­ევ­ში რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­ვე­დით. აქ ისე ცივა, რომ მთე­ლი დღე­ე­ბი შინ ვზი­ვართ, გა­რეთ ცხვი­რის გა­ყო­ფაც კი არ გვინ­და. წე­ღან ტრა­დი­ცი­ა­ზე მე­კი­თხე­ბო­დი და ახლა გა­მახ­სენ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას აუ­ცი­ლებ­ლად ამ­შვე­ნებს სა­ლა­თი "ოლი­ვიე". თუ მა­გი­და­ზე ეს სა­ლა­თი არ დევს, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს ახა­ლი წელი არ მოვა... რაც შე­ე­ხე­ბა ტკბი­ლე­ულს, სუფ­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია კან­ფე­ტი, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­ზე რას გვე­ტყვი?

- ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ო­რედ ვხვდე­ბი. შარ­შან "მგზავ­რებს" რუს­თავ­ში ჰქონ­დათ კონ­ცერ­ტი და მეც მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. კონ­ცერ­ტი თორ­მე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე დას­რულ­და, ჩვენ კი სას­წრა­ფოდ, მან­ქა ნაში ჩავ­სხე­დით და თბი­ლი­სის­კენ გა­მო­ვე­შუ­რეთ. იმე­დი გვქონ­და, რომ ახალ წელს შინ შევ­ხვდე­ბო­დით, მაგ­რამ დამ­დეგს მან­ქა­ნა­ში შე­ვე­გე­ბეთ. ახა­ლი წლის ქუ­ჩა­ში აღ­ნიშ­ვნა სუ­ლაც არ მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ ეს ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, 2013-ს ოჯახ­თან ერ­თად ვერ შე­ვე­გე­ბე­ბით, რად­გან "მგზავ­რებს" გუ­და­ურ­ში აქვთ კონ­ცერ­ტი და მეც მათ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი. თუმ­ცა, ეს ამ­ბა­ვიც მა­ხა­რებს, რად­გან თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლი მიყ­ვარს და წელს ამით გულს ვი­ჯე­რებ.

- ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ რა იცი?

- თით­ქმის ყვე­ლა ტრა­დი­ცია კუ­ლი­ნა­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, მე კი ამ საქ­მის დიდი ცოდ­ნით ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ. სა­მა­გი­ე­როდ, შარ­შან ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რა - "ფიფ­ქე­ბი" და მთე­ლი დღე ვმღე­რო­დი. ბო­ლოს, გი­გის თავი ისე მო­ვა­ბეზ­რე, ლა­მის მო­საკ­ლა­ვად გა­მო­მე­კი­და (იცი­ნის)... ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბაჟე მიყ­ვარს; ამ კერ­ძის გა­რე­შე დღე­სას­წა­უ­ლი წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია. მიყ­ვარს გო­ზი­ნა­ყიც. შარ­შან ეს ნუგ­ბა­რი დე­დას (გი­გის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს გუ­ლის­ხმობს. - ავტ.) მე­გო­ბარ­თან ერ­თად მო­ვამ­ზა­დე. ნუ, მე ნი­გო­ზი დავ­ჭე­რი, გო­ზი­ნა­ყის გა­კე­თე­ბა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ადრე არ მე­გო­ნა, ეს ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რი თუ იყო. გო­ზი­ნაყს უკ­რა­ი­ნა­ში დე­დაც ამ­ზა­დებ­და, მერე კი სულ ხე­ლებ­ში მირ­ტყამ­და, რად­გან ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რს ვჭამ­დი.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რი ხარ?

- ოოო... ეს რა მკი­თხე (იცი­ნის)?! ვა­ღი­ა­რებ, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი მყავს. გიგი არა­სო­დეს წუ­წუ­ნებს იმის გამო, რომ კერ­ძებს ვერ ვუმ­ზა­დებ. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სო­სი­სი და მეც ამით ვსარ­გებ­ლობ.

- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან გიყ­ვარს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) რა თქმა უნდა, მე ხომ ქარ­თვე­ლი ვარ! ვი­საც ამა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, ჩემს ცხვირს და­აკ­ვირ­დეს; აბა, რა­ნა­ი­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ? სად გი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნე­ლი კე­ხი­ა­ნი ცხვი­რით (იცი­ნის)?.. ისე, ხუმ­რო­ბა იქით იყოს და ვი­საც თხი­ლა­მუ­რე­ბი უყ­ვარს, მიხ­ვდე­ბა, რა­ტომ მაქვს კეხი; სრი­ა­ლის დროს ცხვი­რით რამ­დენ­ჯერ­მე თუ და­ე­ცე­მით, რო­გო­რი სწო­რი ცხვი­რიც უნდა გქონ­დეთ, მას ფორ­მას მა­ინც ვერ შე­უ­ნარ­ჩუ­ნებთ. ადრე მეც სწო­რი ცხვი­რი მქონ­და, მაგ­რამ ამა­ში გიგი ვე­რაფ­რით და­ვარ­წმუ­ნე. ბო­ლოს, მი­თხრა, - ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მიჩ­ვე­ნეო. ვუჩ­ვე­ნე, მაგ­რამ მა­ინც არ და­მი­ჯე­რა, - ამ ფო­ტო­ზე არა­ფე­რი გე­ტყო­ბა, რომ სწო­რი ცხვი­რი გქონ­დაო...

- რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბა ხომ არ გა­კავ­ში­რებს ახალ წელ­თან?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა 2011 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბა. მა­შინ გიგი 1 თვის გაც­ნო­ბი­ლი მყავ­და. იმ ზამ­თარს მშობ­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან წა­ვე­დი. 31 დე­კემ­ბერს სახ­ლში ერთი ამ­ბა­ვი იყო, მე კი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ია­ტაკ­ზე ვი­ჯე­ქი და "სკა­ი­პით" გი­გის ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. რა თქმა უნდა, მა­შინ მოს­კოვ­ში ყოფ­ნას თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა მერ­ჩივ­ნა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ლა­მა­ზი არ იქ­ნე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, თბი­ლის­ში 3 დღის შემ­დეგ, მა­ინც ჩა­მო­ვე­დი...

- გი­გიმ თუ იცო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­დან რომ ელა­პა­რა­კე­ბო­დი?

- რა თქმა უნდა! უფრო მე­ტიც - თა­ვა­დაც სა­პირ­ფა­რე­შოს ია­ტაკ­ზე იჯდა (იცი­ნის). ეს ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი იყო, სა­დაც ლა­პა­რაკ­ში ხელს ხმა­უ­რი და ხალ­ხი არ შეგ­ვიშ­ლი­და... გი­გის­თან ლა­პა­რაკს რომ მოვ­რჩი, ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, იქ კი მი­ნუს 20 გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო. თუ გინ­და, არ გა­ი­ყი­ნო, უნდა იცეკ­ვო. ჰოდა, იმ ყინ­ვა­ში ყვე­ლა­ნი 70-იანი წლე­ბის მუ­სი­კა­ზე, თავ­და­ვი­წყე­ბით ვცეკ­ვავ­დით.

- და­ბო­ლოს, რას უსურ­ვებ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს?

- ყვე­ლა წყვილს ვუ­სურ­ვებ, რომ მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­სო­დეს დას­რულ­დეს, ხოლო მას, ვი­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ნა­პოვ­ნი ჯერ არ ჰყავს, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ეპო­ვოს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა სწო­რედ მე­უღ­ლის გვერ­დით და­ძი­ნე­ბა და გაღ­ვი­ძე­ბაა. მინ­და, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს...

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი

გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი

დედალამაზიშვილების რძალი - მარინა კარპი უკვე მეორე წელია, ახალ წელს საქართველოში, მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ხვდება. ამბობს, რომ საქართველოში ახალ წელს არაფერი ჯობს და საახალწლო სამზადისშიც შეძლებისდაგვარად მონაწილეობს.

- ჩემი ოჯახის წევრები ახალ წელს ტრადიციულად, საჩუქრებით ულოცავდნენ. ზოგჯერ ისინი საჩუქრებს მთელი კვირით ადრე ყიდულობდნენ და ნაძვის ხის ქვეშ აწყობდნენ, მაგრამ მათი გახსნისა და ნახვის უფლება არ გვქონდა. არაერთხელ მივპარულვარ და შესაფუთი ქაღალდის შიგნით შეჭვრეტა მიცდია, იმ იმედით, რომ რაიმეს დავინახავდი, მაგრამ როგორც წესი, ჩემი მცდელობა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა... მახსოვს, ხელები მექავებოდა, ისე მინდოდა საჩუქრების გახსნა, მაგრამ ვიცოდი, არ შეიძლებოდა და რომც გამერისკა, დავისჯებოდი. ჰოდა, მეც ოჯახურ კანონს ვემორჩილებოდი.

მოგეხსენებათ, უკრაინაში მკაცრი ზამთარი იცის, მაგრამ ამასაც თავისებური ხიბლი აქვს: თოვლის ბაბუას ერთხელ რომ გავაკეთებდით, სამი თვე არ დნებოდა. ჩვენ საშობაო ტრადიციაც გვაქვს: პატარები კარდაკარ დადიან და ხალხს საშობაო სიმღერას უმღერიან, მადლიერი ოჯახი კი ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდება, ხანდახან - ფულსაც ჩუქნიან. ბავშვები მასპინძლის კართან ფეტვს ყრიან (რაც ბარაქის სიმბოლოა) და ოჯახს ასე ლოცავენ. უსურვებენ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და უფლის მფარველობას. ბავშვობაში მეც მომიბნევია ფეტვი მეზობლებისა და ნაცნობების კართან. როგორც ვიცი, საქართველოშიც არსებობს მსგავსი ტრადიცია და თუ არ ვცდები, "ალილო" უნდა ერქვას.

- არ ცდები, მართლაც ასე ჰქვია. ახლა გიგისთან ერთად, უკრაინაში ხარ (ინტერვიუ ჩაწერილია ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე). საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ! კიევში რამდენიმე დღით ჩამოვედით. აქ ისე ცივა, რომ მთელი დღეები შინ ვზივართ, გარეთ ცხვირის გაყოფაც კი არ გვინდა. წეღან ტრადიციაზე მეკითხებოდი და ახლა გამახსენდა, რომ უკრაინაში საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს სალათი "ოლივიე". თუ მაგიდაზე ეს სალათი არ დევს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ახალი წელი არ მოვა... რაც შეეხება ტკბილეულს, სუფრის აუცილებელი ატრიბუტია კანფეტი, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ.

- საქართველოში გატარებულ ახალი წლის დღესასწაულზე რას გვეტყვი?

- ახალ წელს საქართველოში უკვე მეორედ ვხვდები. შარშან "მგზავრებს" რუსთავში ჰქონდათ კონცერტი და მეც მათთან ერთად ვიყავი. კონცერტი თორმეტის ნახევარზე დასრულდა, ჩვენ კი სასწრაფოდ, მანქა ნაში ჩავსხედით და თბილისისკენ გამოვეშურეთ. იმედი გვქონდა, რომ ახალ წელს შინ შევხვდებოდით, მაგრამ დამდეგს მანქანაში შევეგებეთ. ახალი წლის ქუჩაში აღნიშვნა სულაც არ მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს ოჯახური დღესასწაულია. სამწუხაროდ, 2013-ს ოჯახთან ერთად ვერ შევეგებებით, რადგან "მგზავრებს" გუდაურში აქვთ კონცერტი და მეც მათთან ერთად ვიქნები. თუმცა, ეს ამბავიც მახარებს, რადგან თხილამურებზე სრიალი მიყვარს და წელს ამით გულს ვიჯერებ.

- ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ რა იცი?

- თითქმის ყველა ტრადიცია კულინარიას უკავშირდება, მე კი ამ საქმის დიდი ცოდნით ვერ დავიტრაბახებ. სამაგიეროდ, შარშან ვისწავლე ქართული საახალწლო სიმღერა - "ფიფქები" და მთელი დღე ვმღეროდი. ბოლოს, გიგის თავი ისე მოვაბეზრე, ლამის მოსაკლავად გამომეკიდა (იცინის)... ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად, ბაჟე მიყვარს; ამ კერძის გარეშე დღესასწაული წარმოუდგენლად მიმაჩნია. მიყვარს გოზინაყიც. შარშან ეს ნუგბარი დედას (გიგის დედას, ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილს გულისხმობს. - ავტ.) მეგობართან ერთად მოვამზადე. ნუ, მე ნიგოზი დავჭერი, გოზინაყის გაკეთებაში წვლილი შევიტანე (იცინის). სხვათა შორის, ადრე არ მეგონა, ეს ქართული ნუგბარი თუ იყო. გოზინაყს უკრაინაში დედაც ამზადებდა, მერე კი სულ ხელებში მირტყამდა, რადგან ძალიან, ძალიან ბევრს ვჭამდი.

- საინტერესოა, როგორი კულინარი ხარ?

- ოოო... ეს რა მკითხე (იცინის)?! ვაღიარებ, სადილების მომზადება არ მეხერხება. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ქმარი მყავს. გიგი არასოდეს წუწუნებს იმის გამო, რომ კერძებს ვერ ვუმზადებ. ჩემდა საბედნიეროდ, მას ძალიან უყვარს სოსისი და მეც ამით ვსარგებლობ.

- როგორც ვიცი, საქართველო ძალიან გიყვარს...

- (მაწყვეტინებს) რა თქმა უნდა, მე ხომ ქართველი ვარ! ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჩემს ცხვირს დააკვირდეს; აბა, რანაირი უკრაინელი ვარ? სად გინახავთ უკრაინელი კეხიანი ცხვირით (იცინის)?.. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ვისაც თხილამურები უყვარს, მიხვდება, რატომ მაქვს კეხი; სრიალის დროს ცხვირით რამდენჯერმე თუ დაეცემით, როგორი სწორი ცხვირიც უნდა გქონდეთ, მას ფორმას მაინც ვერ შეუნარჩუნებთ. ადრე მეც სწორი ცხვირი მქონდა, მაგრამ ამაში გიგი ვერაფრით დავარწმუნე. ბოლოს, მითხრა, - ძველი ფოტოები მიჩვენეო. ვუჩვენე, მაგრამ მაინც არ დამიჯერა, - ამ ფოტოზე არაფერი გეტყობა, რომ სწორი ცხვირი გქონდაო...

- რაიმე განსაკუთრებული მოგონება ხომ არ გაკავშირებს ახალ წელთან?

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა 2011 წლის შემობრძანება. მაშინ გიგი 1 თვის გაცნობილი მყავდა. იმ ზამთარს მშობლებთან ერთად მოსკოვში, ნათესავებთან წავედი. 31 დეკემბერს სახლში ერთი ამბავი იყო, მე კი საპირფარეშოში იატაკზე ვიჯექი და "სკაიპით" გიგის ველაპარაკებოდი. რა თქმა უნდა, მაშინ მოსკოვში ყოფნას თბილისში ჩამოსვლა მერჩივნა, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვსულიყავი, ლამაზი არ იქნებოდა... სხვათა შორის, თბილისში 3 დღის შემდეგ, მაინც ჩამოვედი...

- გიგიმ თუ იცოდა, საპირფარეშოდან რომ ელაპარაკებოდი?

- რა თქმა უნდა! უფრო მეტიც - თავადაც საპირფარეშოს იატაკზე იჯდა (იცინის). ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ლაპარაკში ხელს ხმაური და ხალხი არ შეგვიშლიდა... გიგისთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, ქუჩაში გავედი, იქ კი მინუს 20 გრადუსი ყინვა იყო. თუ გინდა, არ გაიყინო, უნდა იცეკვო. ჰოდა, იმ ყინვაში ყველანი 70-იანი წლების მუსიკაზე, თავდავიწყებით ვცეკვავდით.

- დაბოლოს, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- ყველა წყვილს ვუსურვებ, რომ მათი ბედნიერება არასოდეს დასრულდეს, ხოლო მას, ვისაც მეორე ნახევარი ნაპოვნი ჯერ არ ჰყავს, დიდი სიყვარული ეპოვოს. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ მეუღლის გვერდით დაძინება და გაღვიძებაა. მინდა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება