პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნონა გაფრინდაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის"
ნონა გაფრინდაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის"

ახალ წელს ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ნიშ­ნავს - ზოგი მშვიდ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში, ზო­გიც - მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად. ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ნომ­რის სტუმ­რად სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, ბევრ ქარ­თულ ოჯახ­ში იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი მეკვლე. ქალ­ბა­ტონ­მა ნო­ნამ გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო, რო­გო­რი გან­წყო­ბით ეგე­ბე­ბა ახალ, 2013 წელს და რას მო­ე­ლის მის­გან:

- ახა­ლი წელი იმე­დი­ა­ნად და­ი­წყო, რად­გან და­მარ­ცხდა რე­ჟი­მი, რო­მელ­საც უბე­დუ­რე­ბის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია ჩვე­ნი ხალ­ხი­სათ­ვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ კი ყვე­ლას გა­უ­ჩი­ნა ვი­თა­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის იმე­დი, რის გა­მოც წლე­ვან­დე­ლი ახა­ლი წელი ჭეშ­მა­რი­ტად სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბის მომ­ტა­ნია. მარ­თა­ლია, ე.წ. ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მაქ­სი­მა­ლუ­რად ებ­რძვის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­თა­რე­ბა ნელ-ნელა მო­წეს­რიგ­დე­ბა და 2012 წელი იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი იმ აღ­მავ­ლო­ბი­სა, შე­ნე­ბი­სა, რო­მელ­საც ჩვენ ასე ვე­ლო­დით. გა­მო­გი­ტყდე­ბით, ბოლო წლებ­ში ჩემ­თვის არც და­ბა­დე­ბის დღე იყო და არც ახა­ლი წელი, ხა­ლი­სი არ მქონ­და, როცა ვხე­დავ­დი ქვე­ყა­ნა­ში რა უსა­მარ­თლო­ბაც ტრი­ა­ლებ­და. დღეს კი სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რად­გან მეც სხვებ­თან ერ­თად უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი გა­მიჩ­ნდა.

- თუმ­ცა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან კვლავ გვეს­მის სი­ტყვე­ბი - პუ­ტი­ნის აგენ­ტე­ბი, ოროს­ნე­ბი და ა.შ...

- ეს მათი ბოლო გაბ­რძო­ლე­ბაა. ხომ გსმე­ნი­ათ, ყვე­ლა­ზე კარ­გი თავ­დაც­ვა თავ­დას­ხმა­აო?! და­მარ­ცხე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ჩვე­ულ რი­ტო­რი­კას გა­ნაგ­რძობს, ერ­თსა და იმა­ვე ტექსტს იმე­ო­რე­ბენ, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი და თავი ხომ უნდა და­იც­ვან? ათა­სო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბაა შე­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, არა­ვინ იცის, რო­დის გა­ირ­კვე­ვა მათი საქ­მე­ე­ბი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლამ ვი­ცით გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­მოკ­ვლე­ვა არც სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ იქ­ცე­ვი­ან ასე აგ­რე­სი­უ­ლად, თუმ­ცა რაც უფრო ცუ­დად მო­იქ­ცე­ვი­ან, მით მე­ტად გა­ა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ ხალ­ხს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე გა­მო­ფხიზ­ლდა და ში­ში­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ამი­ტომ არა­ვის აპა­ტი­ებს უკან დაბ­რუ­ნე­ბას. ჩემი აზ­რით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უნდა აიკ­რძა­ლოს. ვემ­ხრო­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ად­გი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ არის.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, შობა-ახა­ლი წლის დღე­ე­ბია და შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ თე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ: თუ გიყ­ვართ სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი და ფუს­ფუ­სი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დღე­სას­წა­ულს თან ახ­ლავს?

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­სა­გან პრაქ­ტი­კუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ. ადრე დე­და­ჩემს ვეხ­მა­რე­ბო­დი ხოლ­მე და ახ­ლაც დამ­ხმა­რეს როლ­ში გა­მოვ­დი­ვარ, რად­გან ყვე­ლა­ფერს ჩემი რძა­ლი აკე­თებს. ნაძ­ვის ხე­საც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რთა­ვენ.

- რო­მე­ლია თქვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძი და თუ გე­ხერ­ხე­ბათ მისი მომ­ზა­დე­ბა?

- ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძი ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. რო­გორც წესი, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის არის ინ­და­უ­რი და სა­ცი­ვი. სა­ცი­ვი სულ ორ­ჯერ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი დე­დას რე­ცეპ­ტით. როცა ისე­თი მშო­ბე­ლი გყავს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თებს, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ეს ცოდ­ნა შენ­ზეც გად­მო­დის. არ ვფიქ­რობ, რომ ცუდი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ, ვხუმ­რობ კი­დეც - ქარ­თველ მო­ჭად­რა­კე­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ-მეთ­ქი. დე­და­ჩე­მი ზუგ­დი­დე­ლი გახ­ლდათ, მე­ბო­ნი­ას ქალი - სა­ოც­რად კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მეც მი­წევ­და ოჯახ­ში სა­დი­ლის გა­კე­თე­ბა. ზო­გი­ერთ კერძს არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად ახ­ლაც არ მო­ვამ­ზა­დებ. მი­მაჩ­ნია, რომ როცა შვი­ლი გყავს და შვი­ლიშ­ვი­ლი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მის კე­თე­ბაც უნდა შეძ­ლო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, ოჯახ­ში მეკვლე თუ გყავთ ხოლ­მე?

- წი­ნას­წარ არა­სო­დეს ვგეგ­მავთ, ვინ გვე­ყო­ლე­ბა მეკვლედ. მთე­ლი ოჯა­ხი იკ­რი­ბე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მშვი­დად აღ­ვნიშ­ნავთ დღე­სას­წა­ულს. მე იმის მომ­ხრეც არ ვი­ყა­ვი, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე პომ­პე­ზუ­რად რომ აღ­ნიშ­ნავ­დნენ ახალ წელს. არ­სად, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის­თვის ამ­ხე­ლა თან­ხას არ ხარ­ჯა­ვენ. დალ­ხი­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზედ­მეტ ხარჯს გას­წევს, ხალ­ხი მის­გან პა­სუხს მო­ი­თხოვს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გა­სულ 2012 წელს?

- მე მას ის­ტო­რი­ულ წელს ვუ­წო­დებ, რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­ა­მარ­ცხა ძა­ლა­დო­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი რე­ჟი­მი - ეს სა­უ­ცხოო მოვ­ლე­ნა იყო. ჩემი აზ­რით, ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღია 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რიც. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ - ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ამ რე­ჟი­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც ჰქონ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყვე­ლა ხერ­ხი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძოდ­ნენ, ის მშვი­დად, ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ის გა­რე­შე ამ­ბობ­და: სა­წა­დელს მა­ინც მი­ვაღ­წე­ვო და მარ­თლაც ასე მოხ­და. ბიძიIნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რაც კი შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ამი­ტომ მაქვს უზარ­მა­ზა­რი რწმე­ნა იმი­სა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- და­სას­რულ, რა შე­იძ­ლე­ბა უსურ­ვოთ ქარ­თველ ხალ­ხს ახალ, 2013 წელს?

- სი­ხა­რუ­ლით მი­ვუ­ლო­ცავ მშო­ბელ ხალ­ხს ახალ, 2013 წელს, დაე, ეს წელი გამ­ხდა­რი­ყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის აღმშე­ნებ­ლო­ბის, წინსვლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი!

ესა­უბ­რა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ნონა გაფრინდაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის"

ნონა გაფრინდაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის"

ახალ წელს ყველა თავისებურად აღნიშნავს - ზოგი მშვიდ, ოჯახურ გარემოში, ზოგიც - მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. ჩვენი საახალწლო ნომრის სტუმრად სახელგანთქმული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი შევარჩიეთ, რომელიც, ალბათ, ბევრ ქართულ ოჯახში იქნებოდა სასურველი მეკვლე. ქალბატონმა ნონამ გულახდილად გვიამბო, როგორი განწყობით ეგებება ახალ, 2013 წელს და რას მოელის მისგან:

- ახალი წელი იმედიანად დაიწყო, რადგან დამარცხდა რეჟიმი, რომელსაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანია ჩვენი ხალხისათვის. ხელისუფლების შეცვლამ კი ყველას გაუჩინა ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი, რის გამოც წლევანდელი ახალი წელი ჭეშმარიტად საზეიმო განწყობილების მომტანია. მართალია, ე.წ. ოპოზიციაში გადასული "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ებრძვის ახალ ხელისუფლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვითარება ნელ-ნელა მოწესრიგდება და 2012 წელი იქნება დასაწყისი იმ აღმავლობისა, შენებისა, რომელსაც ჩვენ ასე ველოდით. გამოგიტყდებით, ბოლო წლებში ჩემთვის არც დაბადების დღე იყო და არც ახალი წელი, ხალისი არ მქონდა, როცა ვხედავდი ქვეყანაში რა უსამართლობაც ტრიალებდა. დღეს კი საბედნიეროდ, ვითარება შეიცვალა, გულწრფელად მიხარია, რადგან მეც სხვებთან ერთად უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი გამიჩნდა.

- თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან კვლავ გვესმის სიტყვები - პუტინის აგენტები, ოროსნები და ა.შ...

- ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა. ხომ გსმენიათ, ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმააო?! დამარცხებული ხელისუფლებაც ჩვეულ რიტორიკას განაგრძობს, ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებენ, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თავი ხომ უნდა დაიცვან? ათასობით დაზარალებულის განცხადებაა შეტანილი სასამართლოებში, არავინ იცის, როდის გაირკვევა მათი საქმეები, მაგრამ ამასთანავე, ყველამ ვიცით გახმაურებული დანაშაულები, რომლებსაც გამოკვლევა არც სჭირდება. ამიტომ იქცევიან ასე აგრესიულად, თუმცა რაც უფრო ცუდად მოიქცევიან, მით მეტად გააღიზიანებენ ხალხს. საზოგადოება უკვე გამოფხიზლდა და შიშისაგან გათავისუფლდა, ამიტომ არავის აპატიებს უკან დაბრუნებას. ჩემი აზრით "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს. ვემხრობი იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

- ქალბატონო ნონა, შობა-ახალი წლის დღეებია და შედარებით მსუბუქ თემებზეც ვისაუბროთ: თუ გიყვართ საახალწლო სამზადისი და ფუსფუსი, რომელიც ნებისმიერ დღესასწაულს თან ახლავს?

- საოჯახო საქმეებისაგან პრაქტიკულად გათავისუფლებული ვარ. ადრე დედაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე და ახლაც დამხმარეს როლში გამოვდივარ, რადგან ყველაფერს ჩემი რძალი აკეთებს. ნაძვის ხესაც ჩემი შვილიშვილები რთავენ.

- რომელია თქვენი გამორჩეული საახალწლო კერძი და თუ გეხერხებათ მისი მომზადება?

- ქართული კერძები მართლაც განსაკუთრებულია, თუმცა რაღაც გამორჩეული კერძი ჩემთვის არ არსებობს. როგორც წესი, საახალწლო სუფრაზე ჩვენს ოჯახში ყოველთვის არის ინდაური და საცივი. საცივი სულ ორჯერ მაქვს გაკეთებული დედას რეცეპტით. როცა ისეთი მშობელი გყავს, რომელიც ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს, ძალაუნებურად ეს ცოდნა შენზეც გადმოდის. არ ვფიქრობ, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, ვხუმრობ კიდეც - ქართველ მოჭადრაკეებს შორის ყველაზე კარგი დიასახლისი ვარ-მეთქი. დედაჩემი ზუგდიდელი გახლდათ, მებონიას ქალი - საოცრად კარგი დიასახლისი. ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ ზოგჯერ მეც მიწევდა ოჯახში სადილის გაკეთება. ზოგიერთ კერძს არავისზე ნაკლებად ახლაც არ მოვამზადებ. მიმაჩნია, რომ როცა შვილი გყავს და შვილიშვილი, საოჯახო საქმის კეთებაც უნდა შეძლო.

- ქალბატონო ნონა, ოჯახში მეკვლე თუ გყავთ ხოლმე?

- წინასწარ არასოდეს ვგეგმავთ, ვინ გვეყოლება მეკვლედ. მთელი ოჯახი იკრიბება და ჩვეულებრივად, მშვიდად აღვნიშნავთ დღესასწაულს. მე იმის მომხრეც არ ვიყავი, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ასე პომპეზურად რომ აღნიშნავდნენ ახალ წელს. არსად, არც ერთ ქვეყანაში საახალწლო ზეიმისთვის ამხელა თანხას არ ხარჯავენ. დალხინებულ ქვეყნებშიც კი, როცა ხელისუფლება ზედმეტ ხარჯს გასწევს, ხალხი მისგან პასუხს მოითხოვს.

- როგორ შეაფასებდით გასულ 2012 წელს?

- მე მას ისტორიულ წელს ვუწოდებ, რადგან ქართველმა ხალხმა დაამარცხა ძალადობასა და უსამართლობაზე აგებული რეჟიმი - ეს საუცხოო მოვლენა იყო. ჩემი აზრით, ისტორიული თარიღია 1-ლი ოქტომბერიც. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ - ეს იყო აბსოლუტურად სხვა რეიტინგის მქონე პიროვნება, რომელსაც ამ რეჟიმის დასამარცხებლად საჭირო ფინანსური რესურსიც ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით ებრძოდნენ, ის მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე ამბობდა: საწადელს მაინც მივაღწევო და მართლაც ასე მოხდა. ბიძიIნა ივანიშვილმა, რაც კი შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ მაქვს უზარმაზარი რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება.

- დასასრულ, რა შეიძლება უსურვოთ ქართველ ხალხს ახალ, 2013 წელს?

- სიხარულით მივულოცავ მშობელ ხალხს ახალ, 2013 წელს, დაე, ეს წელი გამხდარიყოს ჩვენი ქვეყნისათვის აღმშენებლობის, წინსვლისა და ბედნიერების მომტანი!

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა