საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები
ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები

კო­ტეს "ცოლი"

ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მოგ­ვა­რეა და ამის გამო ხში­რად კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა:

- ჩემს ოფისს დიდი ასო­ე­ბით აწე­რია - "ად­ვო­კა­ტე­ბი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად". სხვა ად­ვო­კა­ტე­ბის ოფი­სებს მხო­ლოდ გვა­რი და პარტნი­ო­რე­ბი აწე­რი­ათ. მეც ასე მინ­დო­და, და­მე­წე­რა, მაგ­რამ ჩემ­მა პიარ-მე­ნე­ჯერ­მა მირ­ჩია, რომ ისე აჯო­ბებ­და: - ვერ მიხ­ვდე­ბი­ან, რო­მელ კუბ­ლაშ­ვილ­ზეა ლა­პა­რა­კიო, - მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის ცოლ­საც მა­რი­ა­მი ჰქვია და ისიც იუ­რის­ტია, ამი­ტომ ხში­რად მექ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მა... არა­და, ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლებს არც კი ვიც­ნობ­დი. ერთხელ, პარ­ლა­მენ­ტში, პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი. ისე მოხ­და, რომ მისი და ჩემი შვი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ... მოკ­ლედ, რად­გან კუბ­ლაშ­ვი­ლი ვარ, ჩემ­თან იმ იმე­დით მო­დი­ოდ­ნენ, რომ მათ­თან საქ­მის ჩა­წყო­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბო­დი... დღეს იმ კლი­ენ­ტთა 40 პრო­ცენ­ტი და­ი­კარ­გა. ამი­ტომ ისიც ვი­ფიქ­რე, ად­ვო­კა­ტო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე ამა­ზე უარი ვთქი: ამ ბა­ნერს რომ ჩა­მოვხნი, არ მინ­და, თქვან, - ძმებ კუბ­ლაშ­ვი­ლებს მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლიც თან გაჰ­ყვაო... ერთხელ ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა თურ­მე ჩემს ოფის­თან ტაქ­სით ჩა­ი­ა­რა და მძღო­ლი უმ­ტკი­ცებ­და:

- ხომ ხე­დავთ, რო­გორ გა­უ­ტი­ეს კუბ­ლაშ­ვი­ლებ­მა: კოტე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეა და აგერ, მის ცოლს რამ­ხე­ლა ასო­ე­ბით აქვს გა­მოკ­რუ­ლი აბრა; ქმა­რი ცოლს კლი­ენ­ტებს უგ­ზავ­ნის, - ეს არის სა­მარ­თა­ლიო?!

ჩემი ახ­ლო­ბე­ლი კი უმ­ტკი­ცებ­და, ეს მა­რი­ა­მი მისი ცოლი არ არი­სო, მაგ­რამ მძღო­ლი არ ის­მენ­და:

- ნამ­დვი­ლად ვიცი, მისი ცო­ლი­აო...

ერთხელ ჩემი პე­და­გო­გი, როინ მეტ­რე­ვე­ლი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: - მა­რი­ამ, ოფი­სი უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს­თან გა­და­ი­ტა­ნე?

- არა, ბა­ტო­ნო როინ, რა­ტომ მე­კი­თხე­ბით?

- ჩვე­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, იქ არის მა­რი­ა­მის ოფი­სიო.

მარ­თლაც გა­ირ­კვა, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­ბურ­თა­ლო­ზე ოფი­სი გავ­ხსე­ნი, 6 თვე­ში კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის ცოლ­საც გა­უხ­სნია სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო იმა­ვე წარ­წე­რით.

ბა­ტო­ნი კოტე ოპე­რა­ში ჩვე­ნი მოგ­ვა­რი­სა და ჩემი მო­სა­ხე­ლის, ოპე­რის მომ­ღე­რალ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტზე გა­ვი­ცა­ნი.

"კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი და პა­ტიმ­რე­ბი საქ­მე­ებს მა­კარ­გვი­ნე­ბენ"

ცი­ხე­ში ჩემი შეს­ვლა ყო­ველ­თვის კუ­რი­ო­ზით მთავ­რდე­ბა. რა­ტომ­ღაც ჩემი და­სა­ცა­ვე­ბი საქ­მის ნაც­ვლად გრძნო­ბებ­ზე ლა­პა­რაკს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. ახალ­გაზ­რდა პა­ტი­მარს ვი­ცავ­დი. მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე რომ შე­ვე­დი, მი­თხრა:

- საქ­მე­ზე აღარ მე­ლა­პა­რა­კო, შენი ყუ­რე­ბის გარ­და, ახლა სხვა არა­ფე­რი მინ­და...

- ჩემს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ! - ვუ­თხა­რი გაბ­რა­ზე­ბულ­მა.

უკან არ და­ი­ხია და მო­მა­ხა­ლა:

- მინ­და, გე­ლა­პა­რა­კო და გი­ყუ­რო. ნე­ტავ, ხში­რად შე­მოხ­ვი­დე და ამა­ში, რამ­დენ­საც გინ­და, იმ­დენს გა­და­გიხ­დი!..

კი­დევ ერთს ვი­ცავ­დი - ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით იხ­დის სას­ჯელს; თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს; ადრე ეკა ბე­სე­ლი­აც იცავ­და. მას­თან შე­სახ­ვედ­რად ორ­დე­რი გა­მოვ­წე­რე და ცი­ხე­ში შე­ვე­დი. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა და­ვა­წე­რი­ნე: 10 თვე აქვს არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­მა­ტე­ბუ­ლი. ბაჩო ახა­ლა­ია ყო­ფი­ლა ცი­ხე­ში შე­სუ­ლი და მა­შინ 4 ბიჭი სას­ტი­კად და­უს­ჯი­ათ - კა­ნო­ნებს რა­ტომ არ ემორ­ჩი­ლე­ბი­თო?!. იმ ბიჭ­მა რომ და­მი­ნა­ხა, მი­თხრა, - არ მინ­და შენი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე, არ მა­ინ­ტე­რე­სებს სას­ჯე­ლი, ოღონდ კი­დევ შე­მო­დი სა­ნა­ხა­ვად, დღე­ი­დან ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლაო.

მოკ­ლედ, ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი ხოლ­მე და ვცდი­ლობ, შემ­დეგ მათ­თან საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე უარი ვთქვა. ამ მი­ზე­ზი­თაც ხში­რად ვკარ­გავ საქ­მეს, ასე რომ, კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი და პა­ტიმ­რე­ბის გრძნო­ბე­ბი საქ­მე­ებს მა­კარ­გვი­ნე­ბენ.

ად­ვო­კა­ტი ცი­ცი­ნო ცხვე­დი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად, წლის მან­ძილ­ზე მომ­ხდარ კუ­რი­ო­ზულ ამ­ბებს ინიშ­ნავს და უკვე იმ­დე­ნი ამ­ბა­ვი აქვს არ­ქივ­ში, რომ მათ წიგ­ნად გა­მო­ცე­მაც შე­უძ­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნო ძი­რი­თა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხა­ლი­სო ეპი­ზო­დებს ხში­რად აწყდე­ბა. მან წელ­საც არ უღა­ლა­ტა თა­ვის ჩვე­ვას და ჩვე­უ­ლი ენაკ­ვი­მა­ტო­ბით, მისი და მისი მე­უღ­ლის, ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლის პრაქ­ტი­კი­დან რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი გვი­ამ­ბო.

რა ჰქვია კე­სა­რი­ას?

ბოლო დროს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძვე­ლე­ბუ­რი სა­ხე­ლე­ბი შე­მო­ვი­და მო­და­ში: ბარ­ბა­რე, კესო, მე­ლა­ნო, ელი­სა­ბე­დი, თომა, მათე... ერთხელ მე და ად­ვო­კატ კე­სა­რია (კესო) ცარ­ცი­ძეს ჩემი ახლო ნაც­ნო­ბი ვაჟა სარ­თა­ნია (ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი) შეგ­ვხვდა.

- ვაჟა, გა­ი­ცა­ნი ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი კე­სა­რია, - წარ­ვუდ­გი­ნე კესო.

- სა­სი­ა­მოვ­ნოა. თქვე­ნი სა­ხე­ლი? - გა­ი­ბად­რა ვაჟა.

- კე­სა­რია, - უპა­სუ­ხა კე­სომ.

- გა­ვი­გე, კე­სა­რია რომ ხართ, მე სა­ხელს გე­კი­თხე­ბით, - გა­უ­მე­ო­რა ვა­ჟამ.

თურ­მე ვა­ჟას კე­სა­რია მეგ­რუ­ლი გვა­რი ჰგო­ნე­ბია (იმი­ტო­მაც გა­ი­ბად­რა) და სა­ხელ­საც ამი­ტომ ეკი­თხე­ბო­და. სა­ნამ კე­სომ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა უჩ­ვე­ნა, არ იჯე­რებ­და, რომ კე­სა­რია მისი სა­ხე­ლი იყო. მერე გვთხო­ვა, ეს ამ­ბა­ვი არ "გა­მი­ბაზ­რო­თო". ჩვენც შევ­პირ­დით, მაგ­რამ ვერ შე­ვუს­რუ­ლეთ და ქვე­ყა­ნას მოვ­დეთ.

ვინ უკეთ მო­ი­ტყუ­ე­ბა

ერთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მო­სა­მარ­თლე ზუ­რაბ რუ­ხა­ძე გახ­ლდათ (აწ გარ­დაც­ვლი­ლი) - შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა და კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე. ჩემი კლი­ენ­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის გა­მოს­ვლა­ზე აღ­შფოთ­და და აყ­ვირ­და:

- იტყუ­ე­ბა, არ და­უ­ჯე­როთ!..

მოკ­ლედ, ის კაცი რომ ვერ გა­ვა­ჩე­რეთ. მო­სა­მარ­თლე მი­უბ­რუნ­და და ღი­მი­ლით მი­უ­გო:

- ტყუ­ილ­ზე კაცს არ ვი­ჭერ, გა­ჩუმ­დი და შენი რიგი რომ დად­გე­ბა, შენც მო­ი­ტყუე, რამ­დე­ნიც გა­გი­ხარ­დე­ბა. ორი­ვეს მო­გის­მენთ და რო­მე­ლიც უკე­თე­სად მო­ი­ტყუ­ე­ბით, იმას და­გი­ჯე­რებთ.

საქ­მე ის არის, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და­ვებ­ში მხა­რე­ე­ბი ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თვის პა­სუხს არ აგე­ბენ.

ვის დარ­ჩეს ბავ­შვი

გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი ბავ­შვის მი­კუთ­ვნე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ობ­და. ცოლ­მა სარ­ჩე­ლი აღ­ძრა და ქმრი­სათ­ვის მა­მო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა იმ სა­ფუძ­ვლით მო­ი­თხო­ვა, რომ ის ქრო­ნი­კუ­ლი ნარ­კო­მა­ნი იყო. ქმარ­მაც უკან არ და­ი­ხია და შე­გე­ბე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლი აღ­ძრა, ცო­ლი­სათ­ვის დე­დო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მო­თხოვ­ნით. მი­უ­თი­თა, რომ ეს ქალი არის გიჟი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­უ­რა­ცხა­დი. ცოლს მე ვი­ცავ­დი, ხოლო ქმარს - მიშა ჯმუ­ხა­ძე. იმ კა­ცის ქრო­ნი­კუ­ლი ნარ­კო­მა­ნო­ბის და­სად­გე­ნად ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა მო­ვი­თხო­ვე. მი­შამ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა მო­ი­თხო­ვა იმის და­სად­გე­ნად, იყო თუ არა ცოლი შე­უ­რა­ცხა­დი. გა­ოგ­ნე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლემ ორი­ვეს დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და მერე სა­მი­ვე - მე, მიშა და მო­სა­მარ­თლე დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დით ექ­სპერ­ტი­ზე­ბის პა­სუ­ხებს.

პა­სუ­ხე­ბი ასე­თი იყო: კაცი მარ­თლაც ნარ­კო­მა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ - არა ქრო­ნი­კუ­ლი, ქალს კი გა­ქა­ნე­ბუ­ლი ნევ­რო­ზი ჰქო­ნია. მოკ­ლედ, ბავ­შვი მშობ­ლე­ბის და­კარ­გვას გა­და­ურ­ჩა, თო­რემ ალ­ბათ ად­ვო­კა­ტებს მოგ­ვი­წევ­და მას­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის აღე­ბა.

და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი

მა­მა­კა­ცის მიერ ქა­ლის ცე­მის ფაქ­ტზე აღ­ძრულ საქ­მეს იძი­ებ­დნენ. კაცს ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი იცავ­და. მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კაცი უარ­ყოფ­და ქა­ლის ცე­მის ფაქტს. ქალი გამ­წარ­და, - რას ჰქვია, არ გი­ცე­მი­ვა­რო?! - და კა­ცის­კენ გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი გა­ე­ქა­ნა. ქალ­მა კაცს სა­ხე­ში ისე სთხლი­შა, რომ სა­წყა­ლი წა­იქ­ცა და თავი ია­ტაკს და­არ­ტყა.

- ხომ დარ­წმუნ­დით, რომ ეს კაცი ამ ქალს ვერ სცემ­და? - მშვი­დად იკი­თხა როს­ტი­აშ­ვილ­მა.

გა­მომ­ძი­ე­ბელს რა უნდა ექნა, ფაქ­ტი სა­ხე­ზე იყო, კაცს ვე­ე­ბერ­თე­ლა "სი­ნი­ა­კი" აჯდა თავ­ზე და ტვი­ნის შერ­ყე­ვაც მი­ი­ღო. საქ­მე ქა­ლის მი­მართ აღ­ძრეს.

ქვეყ­ნის გა­დამ­ტრი­ა­ლე­ბე­ლი

რამ­დე­ნი­მე პირს ბრა­ლი ედე­ბო­და ქვეყ­ნის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ყვე­ლას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­უდ­გი­ნეს. დარ­ბაზ­ში გლო­ვა და ტი­რი­ლი იყო. ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა გან­სას­ჯე­ლის დე­დამ მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა, ერთი სი­ტყვა მათ­ქმე­ვი­ნე­თო. მო­სა­მარ­თლე უკვე დარ­ბა­ზი­დან გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ქალი ისევ ითხოვ­და სი­ტყვის თქმას; იმა­ნაც უარი ვერ უთხრა და შე­ჩერ­და.

დარ­ბა­ზი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სი­ტყვე­ბის მო­სას­მე­ნად მო­ემ­ზა­და:

- ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, ჩემს ლო­გინ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ეზა­რე­ბო­და და ეგ ქვე­ყა­ნას გა­და­ატ­რი­ა­ლებ­და?! - მარ­თლა ერთი სი­ტყვით და­ა­სა­ბუ­თა შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ქალ­მა.

ხალ­ხს წუ­თით და­ა­ვი­წყდა გა­მო­ტა­ნი­ლი მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი და დარ­ბაზ­ში სი­ცი­ლი ატყდა.

ცო­ცხა­ლი მოკ­ლუ­ლი

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი ერთ პი­როვ­ნე­ბას იცავ­და, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად. საქ­მე­ში არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ზუ­რა­ბი დაც­ვი­თი სი­ტყვით რომ გა­მო­ვი­და, ისე აღ­წე­რა საქ­მის ვი­თა­რე­ბა და ისე და­ა­სა­ბუ­თა თა­ვი­სი კლი­ენ­ტის პო­ზი­ცია, რომ მო­სა­მარ­თლე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხით მი­უბ­რუნ­და და უთხრა:

- უკაც­რა­ვად, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლია?

ად­ვო­კა­ტე­ბის "და­პა­ტიმ­რე­ბა"

ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე:

- 26 მა­ი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი შე­მო­დი­ო­და პი­როვ­ნე­ბე­ბის და­კა­ვე­ბის ან და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე. ად­ვო­კა­ტე­ბი ვერ­თვე­ბო­დით საქ­მე­ში, ვად­გენ­დით ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს. მო­რი­გი ზა­რით შე­ვი­ტყვეთ, რომ გე­ნე­რა­ლი გია უჩა­ვა იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ბევ­რი ძებ­ნის შემ­დეგ, მე და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ იგი მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, პირ­ველ იზო­ლა­ტორ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მხნედ იყო და გვთხო­ვა, ბად­რი ბი­წა­ძეს­თან, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­თან და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით და გვეთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ: სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გვაბ­რა­ლე­ბენ, თით­ქოს "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი" გვქონ­დაო. იმა­თაც შევ­ხვდით, მაგ­რამ გა­გიჟ­დნენ, არა­ფერს ვგეგ­მავ­დით და არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ­თო.

პრო­კუ­რო­რი დათო ხი­ზა­ნა­ი­ძე გვი­ან ღა­მით გვი­რე­კავს და მო­დულ­ში გვი­ბა­რებს, არა­და, უჩა­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბა ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ღა­მის 12 სა­ათ­ზე მე და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე მი­ვე­დით. უკვე გაშ­ლი­ლი დაგ­ვხვდა ვი­დე­ო­ა­პა­რა­ტუ­რა და გა­ვი­გეთ, - უჩა­ვა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ვაო.

- აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა უნდა მივ­ცეო, - დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

- რას ამ­ბობთ, ბა­ტო­ნო გია! თქვენ დღეს სხვა რა­მეს ამ­ბობ­დით, ახლა რი­გი­თი ჯა­რის­კა­ციც აღარ მო­იქ­ცე­ვა ასე. ამას რო­გორ აკე­თებთ?! - ვე­კი­თხე­ბი.

აშ­კა­რად ეტყო­ბო­და ზე­წო­ლა... მან პო­ზი­ცია არ შე­იც­ვა­ლა, ამი­ტომ შემ­დეგ, თვი­თა­ცი­ლე­ბის სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნეთ და მის დაც­ვა­ზე მე და ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ უარი ვთქვით. დიდი ამ­ბა­ვი ატყდა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­ნო­ბი­დან არ გაგ­ვიშ­ვა.

2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ად­ვო­კა­ტე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყავ­დით. ვუხ­სნი­დით, რომ გა­რეთ, მან­ქა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლი გვე­ლო­დე­ბო­და და ის გან­გაშს ატეხ­და, მაგ­რამ არ გვიშ­ვებ­დნენ. ისე და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია და იმ­დე­ნი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ცუ­დად გავ­ხდი და გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, წინ თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი მა­ნა­ნა იდგა და თავ­ზე ექი­მე­ბი მეხ­ვივ­ნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარი ვთქვი. ცოტა რომ მოვმჯო­ბინ­დი, გა­რეთ გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. შე­ნო­ბი­დან ძლივს გა­მოვ­დი­ო­დი, მან­ქა­ნამ­დე მა­ნა­ნას მოვ­ყავ­დი და ამ დროს პრო­კუ­რო­რი და­ვით ხი­ზა­ნა­ი­ძე ისევ უკან მოგ­ვდევ­და:

- დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რე. შენ ცუ­დად კი არ გახ­დი, უბ­რა­ლოდ, და­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი არ გაქ­ვსო.

მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­ცი­ლო არ იყო, კი­ნა­ღამ შეგ­ვი­წი­რა გე­ნერ­ლის საქ­მემ, მაგ­რამ ახლა კი ნამ­დვი­ლად მე­ცი­ნე­ბა, ად­ვო­კა­ტე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი რომ აღ­მოვ­ჩნდით... ისე, პრო­კუ­რორ ხი­ზა­ნა­ი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას მა­ინც ვა­პი­რებ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები

ქალბატონი ადვოკატების კულუარული ისტორიები

კოტეს "ცოლი"

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოგვარეა და ამის გამო ხშირად კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩენილა:

- ჩემს ოფისს დიდი ასოებით აწერია - "ადვოკატები მარიამ კუბლაშვილთან ერთად". სხვა ადვოკატების ოფისებს მხოლოდ გვარი და პარტნიორები აწერიათ. მეც ასე მინდოდა, დამეწერა, მაგრამ ჩემმა პიარ-მენეჯერმა მირჩია, რომ ისე აჯობებდა: - ვერ მიხვდებიან, რომელ კუბლაშვილზეა ლაპარაკიო, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოტე კუბლაშვილის ცოლსაც მარიამი ჰქვია და ისიც იურისტია, ამიტომ ხშირად მექმნებოდა პრობლემა... არადა, ძმებ კუბლაშვილებს არც კი ვიცნობდი. ერთხელ, პარლამენტში, პალიკო კუბლაშვილი გავიცანი. ისე მოხდა, რომ მისი და ჩემი შვილი თანაკლასელები აღმოჩნდნენ... მოკლედ, რადგან კუბლაშვილი ვარ, ჩემთან იმ იმედით მოდიოდნენ, რომ მათთან საქმის ჩაწყობაში დავეხმარებოდი... დღეს იმ კლიენტთა 40 პროცენტი დაიკარგა. ამიტომ ისიც ვიფიქრე, ადვოკატობისთვის თავი დამენებებინა და სახელმწიფო სტრუქტურაში გადავსულიყავი, მაგრამ მერე ამაზე უარი ვთქი: ამ ბანერს რომ ჩამოვხნი, არ მინდა, თქვან, - ძმებ კუბლაშვილებს მარიამ კუბლაშვილიც თან გაჰყვაო... ერთხელ ჩემმა ახლობელმა თურმე ჩემს ოფისთან ტაქსით ჩაიარა და მძღოლი უმტკიცებდა:

- ხომ ხედავთ, როგორ გაუტიეს კუბლაშვილებმა: კოტე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა და აგერ, მის ცოლს რამხელა ასოებით აქვს გამოკრული აბრა; ქმარი ცოლს კლიენტებს უგზავნის, - ეს არის სამართალიო?!

ჩემი ახლობელი კი უმტკიცებდა, ეს მარიამი მისი ცოლი არ არისო, მაგრამ მძღოლი არ ისმენდა:

- ნამდვილად ვიცი, მისი ცოლიაო...

ერთხელ ჩემი პედაგოგი, როინ მეტრეველი მირეკავს და მეუბნება: - მარიამ, ოფისი უზენაეს სასამართლოსთან გადაიტანე?

- არა, ბატონო როინ, რატომ მეკითხებით?

- ჩვენები ამბობენ, იქ არის მარიამის ოფისიო.

მართლაც გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც საბურთალოზე ოფისი გავხსენი, 6 თვეში კოტე კუბლაშვილის ცოლსაც გაუხსნია საადვოკატო ბიურო იმავე წარწერით.

ბატონი კოტე ოპერაში ჩვენი მოგვარისა და ჩემი მოსახელის, ოპერის მომღერალ მარიამ კუბლაშვილის კონცერტზე გავიცანი.

"კუბლაშვილები და პატიმრები საქმეებს მაკარგვინებენ"

ციხეში ჩემი შესვლა ყოველთვის კურიოზით მთავრდება. რატომღაც ჩემი დასაცავები საქმის ნაცვლად გრძნობებზე ლაპარაკს ამჯობინებენ. ახალგაზრდა პატიმარს ვიცავდი. მასთან შეხვედრაზე რომ შევედი, მითხრა:

- საქმეზე აღარ მელაპარაკო, შენი ყურების გარდა, ახლა სხვა არაფერი მინდა...

- ჩემს პროფესიონალიზმს შეურაცხყოფას აყენებ! - ვუთხარი გაბრაზებულმა.

უკან არ დაიხია და მომახალა:

- მინდა, გელაპარაკო და გიყურო. ნეტავ, ხშირად შემოხვიდე და ამაში, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდი!..

კიდევ ერთს ვიცავდი - ყაჩაღობის მუხლით იხდის სასჯელს; თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს; ადრე ეკა ბესელიაც იცავდა. მასთან შესახვედრად ორდერი გამოვწერე და ციხეში შევედი. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება დავაწერინე: 10 თვე აქვს არაკანონიერად დამატებული. ბაჩო ახალაია ყოფილა ციხეში შესული და მაშინ 4 ბიჭი სასტიკად დაუსჯიათ - კანონებს რატომ არ ემორჩილებითო?!. იმ ბიჭმა რომ დამინახა, მითხრა, - არ მინდა შენი გაკეთებული საქმე, არ მაინტერესებს სასჯელი, ოღონდ კიდევ შემოდი სანახავად, დღეიდან ჩემთვის ცხოვრება შეიცვალაო.

მოკლედ, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები ხოლმე და ვცდილობ, შემდეგ მათთან საქმიან შეხვედრაზე უარი ვთქვა. ამ მიზეზითაც ხშირად ვკარგავ საქმეს, ასე რომ, კუბლაშვილები და პატიმრების გრძნობები საქმეებს მაკარგვინებენ.

ადვოკატი ციცინო ცხვედიანი პერიოდულად, წლის მანძილზე მომხდარ კურიოზულ ამბებს ინიშნავს და უკვე იმდენი ამბავი აქვს არქივში, რომ მათ წიგნად გამოცემაც შეუძლია. ქალბატონი ციცინო ძირითადად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვაში მონაწილეობს და ბუნებრივია, სახალისო ეპიზოდებს ხშირად აწყდება. მან წელსაც არ უღალატა თავის ჩვევას და ჩვეული ენაკვიმატობით, მისი და მისი მეუღლის, ზურაბ როსტიაშვილის პრაქტიკიდან რამდენიმე ფაქტი გვიამბო.

რა ჰქვია კესარიას?

ბოლო დროს, მოგეხსენებათ, ძველებური სახელები შემოვიდა მოდაში: ბარბარე, კესო, მელანო, ელისაბედი, თომა, მათე... ერთხელ მე და ადვოკატ კესარია (კესო) ცარციძეს ჩემი ახლო ნაცნობი ვაჟა სართანია (ძალიან კარგი ადამიანი, აწ გარდაცვლილი) შეგვხვდა.

- ვაჟა, გაიცანი ჩემი თანამშრომელი კესარია, - წარვუდგინე კესო.

- სასიამოვნოა. თქვენი სახელი? - გაიბადრა ვაჟა.

- კესარია, - უპასუხა კესომ.

- გავიგე, კესარია რომ ხართ, მე სახელს გეკითხებით, - გაუმეორა ვაჟამ.

თურმე ვაჟას კესარია მეგრული გვარი ჰგონებია (იმიტომაც გაიბადრა) და სახელსაც ამიტომ ეკითხებოდა. სანამ კესომ პირადობის მოწმობა უჩვენა, არ იჯერებდა, რომ კესარია მისი სახელი იყო. მერე გვთხოვა, ეს ამბავი არ "გამიბაზროთო". ჩვენც შევპირდით, მაგრამ ვერ შევუსრულეთ და ქვეყანას მოვდეთ.

ვინ უკეთ მოიტყუება

ერთ ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეში ვმონაწილეობდი. მოსამართლე ზურაბ რუხაძე გახლდათ (აწ გარდაცვლილი) - შესანიშნავი პიროვნება და კარგი იუმორის მქონე. ჩემი კლიენტი მოწინააღმდეგე მხარის გამოსვლაზე აღშფოთდა და აყვირდა:

- იტყუება, არ დაუჯეროთ!..

მოკლედ, ის კაცი რომ ვერ გავაჩერეთ. მოსამართლე მიუბრუნდა და ღიმილით მიუგო:

- ტყუილზე კაცს არ ვიჭერ, გაჩუმდი და შენი რიგი რომ დადგება, შენც მოიტყუე, რამდენიც გაგიხარდება. ორივეს მოგისმენთ და რომელიც უკეთესად მოიტყუებით, იმას დაგიჯერებთ.

საქმე ის არის, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში მხარეები ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხს არ აგებენ.

ვის დარჩეს ბავშვი

განქორწინებული ცოლ-ქმარი ბავშვის მიკუთვნების თაობაზე დაობდა. ცოლმა სარჩელი აღძრა და ქმრისათვის მამობის უფლების ჩამორთმევა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ ის ქრონიკული ნარკომანი იყო. ქმარმაც უკან არ დაიხია და შეგებებული სარჩელი აღძრა, ცოლისათვის დედობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. მიუთითა, რომ ეს ქალი არის გიჟი და შესაბამისად, შეურაცხადი. ცოლს მე ვიცავდი, ხოლო ქმარს - მიშა ჯმუხაძე. იმ კაცის ქრონიკული ნარკომანობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვე. მიშამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა იმის დასადგენად, იყო თუ არა ცოლი შეურაცხადი. გაოგნებულმა მოსამართლემ ორივეს დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობა და მერე სამივე - მე, მიშა და მოსამართლე დიდი ინტერესით ველოდით ექსპერტიზების პასუხებს.

პასუხები ასეთი იყო: კაცი მართლაც ნარკომანი აღმოჩნდა, მაგრამ - არა ქრონიკული, ქალს კი გაქანებული ნევროზი ჰქონია. მოკლედ, ბავშვი მშობლების დაკარგვას გადაურჩა, თორემ ალბათ ადვოკატებს მოგვიწევდა მასზე მზრუნველობის აღება.

დამაჯერებელი არგუმენტი

მამაკაცის მიერ ქალის ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეს იძიებდნენ. კაცს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი იცავდა. მხარეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. კაცი უარყოფდა ქალის ცემის ფაქტს. ქალი გამწარდა, - რას ჰქვია, არ გიცემივარო?! - და კაცისკენ გაცეცხლებული გაექანა. ქალმა კაცს სახეში ისე სთხლიშა, რომ საწყალი წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა.

- ხომ დარწმუნდით, რომ ეს კაცი ამ ქალს ვერ სცემდა? - მშვიდად იკითხა როსტიაშვილმა.

გამომძიებელს რა უნდა ექნა, ფაქტი სახეზე იყო, კაცს ვეებერთელა "სინიაკი" აჯდა თავზე და ტვინის შერყევაც მიიღო. საქმე ქალის მიმართ აღძრეს.

ქვეყნის გადამტრიალებელი

რამდენიმე პირს ბრალი ედებოდა ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში. ყველას გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინეს. დარბაზში გლოვა და ტირილი იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდა განსასჯელის დედამ მოსამართლეს სთხოვა, ერთი სიტყვა მათქმევინეთო. მოსამართლე უკვე დარბაზიდან გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ქალი ისევ ითხოვდა სიტყვის თქმას; იმანაც უარი ვერ უთხრა და შეჩერდა.

დარბაზი გულისამაჩუყებელი სიტყვების მოსასმენად მოემზადა:

- ბატონო მოსამართლევ, ჩემს ლოგინში გადატრიალება ეზარებოდა და ეგ ქვეყანას გადაატრიალებდა?! - მართლა ერთი სიტყვით დაასაბუთა შვილის უდანაშაულობა ქალმა.

ხალხს წუთით დაავიწყდა გამოტანილი მკაცრი განაჩენი და დარბაზში სიცილი ატყდა.

ცოცხალი მოკლული

ზურაბ როსტიაშვილი ერთ პიროვნებას იცავდა, რომელსაც მკვლელობა ედებოდა ბრალად. საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. ზურაბი დაცვითი სიტყვით რომ გამოვიდა, ისე აღწერა საქმის ვითარება და ისე დაასაბუთა თავისი კლიენტის პოზიცია, რომ მოსამართლე გაკვირვებული სახით მიუბრუნდა და უთხრა:

- უკაცრავად, ბატონო ზურაბ, დაზარალებული ცოცხალია?

ადვოკატების "დაპატიმრება"

ადვოკატი ნათია კორკოტაძე:

- 26 მაისის საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინებები შემოდიოდა პიროვნებების დაკავების ან დაკარგვის თაობაზე. ადვოკატები ვერთვებოდით საქმეში, ვადგენდით ამ ადამიანების ადგილსამყოფელს. მორიგი ზარით შევიტყვეთ, რომ გენერალი გია უჩავა იყო დაკავებული. ბევრი ძებნის შემდეგ, მე და მანანა კობახიძემ იგი მოდულის შენობაში, პირველ იზოლატორში აღმოვაჩინეთ. მხნედ იყო და გვთხოვა, ბადრი ბიწაძესთან, ირაკლი ბათიაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან მივსულიყავით და გვეთქვა, საქართველო დაეტოვებინათ: სახელმწიფო გადატრიალებას გვაბრალებენ, თითქოს "მოლოტოვის კოქტეილები" გვქონდაო. იმათაც შევხვდით, მაგრამ გაგიჟდნენ, არაფერს ვგეგმავდით და არსად წასვლას არ ვაპირებთო.

პროკურორი დათო ხიზანაიძე გვიან ღამით გვირეკავს და მოდულში გვიბარებს, არადა, უჩავას ოფიციალურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. ღამის 12 საათზე მე და მანანა კობახიძე მივედით. უკვე გაშლილი დაგვხვდა ვიდეოაპარატურა და გავიგეთ, - უჩავა აღიარებით ჩვენებას იძლევაო.

- აღიარებითი ჩვენება უნდა მივცეო, - დაგვიდასტურა.

- რას ამბობთ, ბატონო გია! თქვენ დღეს სხვა რამეს ამბობდით, ახლა რიგითი ჯარისკაციც აღარ მოიქცევა ასე. ამას როგორ აკეთებთ?! - ვეკითხები.

აშკარად ეტყობოდა ზეწოლა... მან პოზიცია არ შეიცვალა, ამიტომ შემდეგ, თვითაცილების საკითხი დავაყენეთ და მის დაცვაზე მე და ქალბატონმა მანანამ უარი ვთქვით. დიდი ამბავი ატყდა, პროკურატურამ შენობიდან არ გაგვიშვა.

2 საათზე მეტხანს ადვოკატები დაკავებულები ვიყავდით. ვუხსნიდით, რომ გარეთ, მანქანაში საზოგადოებრივი დამცველი გველოდებოდა და ის განგაშს ატეხდა, მაგრამ არ გვიშვებდნენ. ისე დაიძაბა სიტუაცია და იმდენი ვინერვიულე, ცუდად გავხდი და გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, წინ თვალცრემლიანი მანანა იდგა და თავზე ექიმები მეხვივნენ. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი. ცოტა რომ მოვმჯობინდი, გარეთ გასვლა გადავწყვიტე. შენობიდან ძლივს გამოვდიოდი, მანქანამდე მანანას მოვყავდი და ამ დროს პროკურორი დავით ხიზანაიძე ისევ უკან მოგვდევდა:

- დოკუმენტს ხელი მოაწერე. შენ ცუდად კი არ გახდი, უბრალოდ, დაკითხვაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ გაქვსო.

მაშინ ეს ყველაფერი სასაცილო არ იყო, კინაღამ შეგვიწირა გენერლის საქმემ, მაგრამ ახლა კი ნამდვილად მეცინება, ადვოკატები დაპატიმრებულები რომ აღმოვჩნდით... ისე, პროკურორ ხიზანაიძის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას მაინც ვაპირებ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ