მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე
რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე

2012 წლის წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი კო­ლე­გე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ვთხო­ვეთ გა­ემ­ხი­ლათ, სა­კუ­თარ კო­ლე­გებს შო­რის ვის მი­იჩ­ნე­ვენ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბად და ვის - ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლად. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­მოგ­ვი­ტყდა, რომ ამ კი­თხვას ობი­ექ­ტურ პა­სუხს ვერ გას­ცემ­და, ზო­გიც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კო­ლე­გის სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბას მო­ე­რი­და, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა შე­სა­შუ­რად გულ­წრფე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

გია ნო­დია, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- ფაქ­ტია, რომ 2012 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. მათ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გა­უ­მარ­თლათ. წა­რუ­მა­ტებ­ლე­ბი კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აღ­მოჩ­ნდნენ. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?

სოსო ცინ­ცა­ძე, ექ­სპერ­ტი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში:

- ჩემს კო­ლე­გებს შო­რის ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ჩვენ­ში ძი­რი­თა­დად არ­შემ­დგა­რი და შემ­დეგ გა­პო­ლი­ტო­ლო­გე­ბუ­ლი დურ­გლე­ბი, ვაჭ­რე­ბი, სან­ტექ­ნი­კო­სე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი არი­ან. ე.ი. მათ შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის მო­ძი­ე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი­სა. ვი­საც თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტო­ლო­გებს ეძა­ხით, ალი­კა რონ­დე­ლის გარ­და, სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა ერ­თსაც კი არ გა­აჩ­ნია. ეს ხალ­ხი 40 წლის ასაკ­ში (ზოგი კი­დევ უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით) და­ინ­ტე­რეს­და მეც­ნი­ე­რე­ბის ამ დარ­გით. 40 წლის კაცი რომ სწავ­ლას და­ი­წყებ, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი, სა­ი­ქი­ო­ში წა­სას­ვლე­ლიც გახ­დე­ბი. აი, იქ სჭირ­დე­ბა თუ არა ვინ­მეს პო­ლი­ტო­ლო­გია, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რად­გან სა­ი­ქი­ო­ში ჯერ არ ვარ ნამ­ყო­ფი. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, რად­გან ასე­თი საკ­მა­ოდ ბევ­რი გვყავს. თუმ­ცა ამ­ჯე­რად იმას და­ვა­სა­ხე­ლებ, ვინც მათ შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა. ეს გახ­ლავთ ან­დრო ბარ­ნო­ვი. სა­წყალ ბიჭს არ­სად გა­უ­მარ­თლა, ხან სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი იყო, ხან - მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე... ბო­ლოს ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­აგ­დეს. სხვე­ბიც არი­ან წა­რუ­მა­ტებ­ლე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი მთლად ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არ არი­ან, ჯერ მხო­ლოდ კან­დი­და­ტე­ბი არი­ან. ამი­ტომ მათი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან დრო­ე­ბით თავს შე­ვი­კა­ვებ.

ანრი ჯო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ვფიქ­რობ, რომ წლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ვართ. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ მათ გვა­რებს არ ვი­ტყვი. ჯერ კი­დევ ახა­ლი წე­ლია და არ გა­ვა­ნა­წყე­ნებ.

ნანა კა­კა­ბა­ძე, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

- წელს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკა ბე­სე­ლი­აა. ამ ადა­მი­ან­მა შეძ­ლო, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, ამ­ნის­ტი­ის მი­ღე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე უიღ­ბლო გი­ორ­გი ტუ­ღუ­შია. წე­სით, ცი­ხის სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ხალ­ხო დამ­ცველს სირ­ცხვი­ლით თავი აღარ უნდა გა­მო­ე­ყო.

გი­ორ­გი ტუ­ღუშს ჰქონ­და ცი­ხე­ებ­ში შეს­ვლი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის უფ­ლე­ბა. თუ მან თა­ვი­სი უფ­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, მი­სი­ვე პრობ­ლე­მაა. თუ გა­მო­ი­ყე­ნა, ანუ ცი­ხე­ებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ა­ტა­რა, გა­ი­გო, იქ რაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ ხმა არ ამო­ი­ღო, ეს უკვე და­ნა­შა­უ­ლია. წე­სით, ტუ­ღუ­ში ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო, მან კი რა გა­ა­კე­თა? სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი მო­ირ­გო. ამ ნა­ბი­ჯით მან თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ვე­რა­ფერს გე­ტყვი, შვი­ლო, ვერც წარ­მა­ტე­ბულს და­ვა­სა­ხე­ლებ და ვერც წა­რუ­მა­ტე­ბელს. მე ვიცი, რა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი პრო­ფე­სია და რო­გორ წვა­ლო­ბენ ჩემი კო­ლე­გე­ბი. და­მი­ჯე­რეთ, თავს არ იზო­გა­ვენ, რაც შე­უძ­ლი­ათ და არ შე­უძ­ლი­ათ, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ამი­ტომ არ მინ­და, მათ შო­რის ვინ­მე გა­მოვ­ყო, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად წვა­ლობს.

დოდო ხურ­ცი­ლა­ვა, ტელე-წამ­ყვა­ნი:

- ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი კო­ლე­გე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, არც სა­კუ­თა­რი თა­ვით ვარ კმა­ყო­ფი­ლი... წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კი ნო­და­რი­კო მე­ლა­ძე იყო. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, იმა­ზე ბევ­რად უკე­თე­სი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, ვიდ­რე "100 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით" იყო. მე მას წა­რუ­მა­ტებ­ლად იმი­ტომ მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე, მო­სა­მარ­თლე:

- ალ­ბათ ვე­რა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ წელს ჩემს კო­ლე­გებს შო­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ყო­ჩა­ღი, ამა­ვე დროს - მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, ჩემი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი - კუბ­ლაშ­ვი­ლია. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ სი­მარ­თლეს სად გა­ვექ­ცე? აღარც კი ვიცი, რამ­დენ­ჯერ უნდა მო­ვიკ­ლა თავი მისი გაზ­რდის­თვის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დე და კბი­ლე­ბით იცავ­დე ამ მა­ხინჯ სის­ტე­მას?

ია ან­თა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ჩემს კო­ლე­გებს შო­რის 2012 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ორ ადა­მი­ანს მი­ვიჩ­ნევ, პირ­ვე­ლი ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ, ჯერ იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, შემ­დეგ მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ამას მოჰ­ყვა, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ზოგი ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას ეძა­ხის. ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ობი­ექ­ტუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო. მისი გა­და­ცე­მა ყო­ველ­თვის პლუ­რა­ლის­ტუ­რი იყო, ის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებს სვამ­და. იმა­ვეს თქმა შე­მიძ­ლია თა­მარ რუ­ხა­ძე­ზეც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მუ­შა­ობ­და "მე­ცხრე არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის ფაქ­ტი, რომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო), შეძ­ლო შე­ექ­მნა ისე­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ხალ­ხის ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლებს, ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­და­ში ჩაბ­მუ­ლი ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი პრო­პა­გან­დის­ტი ხდე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ის რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მკვდა­რია.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე

რას ფიქრობენ წარმატებული ადამიანები საკუთარ კოლეგებზე

2012 წლის წარმატებულ ადამიანებს საკუთარი კოლეგები ასახელებენ. საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ გაემხილათ, საკუთარ კოლეგებს შორის ვის მიიჩნევენ ყველაზე წარმატებულებად და ვის - ყველაზე წარუმატებლად. ზოგიერთი მათგანი გამოგვიტყდა, რომ ამ კითხვას ობიექტურ პასუხს ვერ გასცემდა, ზოგიც წარუმატებელი კოლეგის საჯაროდ დასახელებას მოერიდა, თუმცა მათი უმეტესობა შესაშურად გულწრფელი აღმოჩნდა.

გია ნოდია, პოლიტოლოგი:

- ფაქტია, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ წარმატებულები. მათ ყველას ერთნაირად გაუმართლათ. წარუმატებლები კი "ნაციონალები" აღმოჩნდნენ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რას ვიზამთ?

სოსო ცინცაძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- ჩემს კოლეგებს შორის ძალიან გამიჭირდება წარმატებულის დასახელება, რადგან საქართველოში ნამდვილი პოლიტოლოგები არ არსებობენ. ჩვენში ძირითადად არშემდგარი და შემდეგ გაპოლიტოლოგებული დურგლები, ვაჭრები, სანტექნიკოსები, ფსიქოლოგები, ეკონომისტები და ისტორიკოსები არიან. ე.ი. მათ შორის ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მოძიება შეგიძლიათ, გარდა პროფესიონალი პოლიტოლოგისა. ვისაც თქვენ, ჟურნალისტები პოლიტოლოგებს ეძახით, ალიკა რონდელის გარდა, საბაზო განათლება ერთსაც კი არ გააჩნია. ეს ხალხი 40 წლის ასაკში (ზოგი კიდევ უფრო მოგვიანებით) დაინტერესდა მეცნიერების ამ დარგით. 40 წლის კაცი რომ სწავლას დაიწყებ, ვიდრე პროფესიონალად ჩამოყალიბდები, საიქიოში წასასვლელიც გახდები. აი, იქ სჭირდება თუ არა ვინმეს პოლიტოლოგია, ნამდვილად არ ვიცი, რადგან საიქიოში ჯერ არ ვარ ნამყოფი. ძალიან ადვილია წარუმატებელი პოლიტოლოგების დასახელება, რადგან ასეთი საკმაოდ ბევრი გვყავს. თუმცა ამჯერად იმას დავასახელებ, ვინც მათ შორის პირველ ადგილზეა. ეს გახლავთ ანდრო ბარნოვი. საწყალ ბიჭს არსად გაუმართლა, ხან სამხედრო აკადემიის რექტორი იყო, ხან - მინისტრის მოადგილე... ბოლოს ყველა სამსახურიდან გამოაგდეს. სხვებიც არიან წარუმატებლები, მაგრამ ისინი მთლად ხელმოცარულები არ არიან, ჯერ მხოლოდ კანდიდატები არიან. ამიტომ მათი გვარების დასახელებისგან დროებით თავს შევიკავებ.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- ვფიქრობ, რომ წლის ყველაზე წარმატებული მომღერალი მე და ჩემი მეგობარი, ვერიკო ტურაშვილი ვართ. წარუმატებელი ძალიან ბევრია, მაგრამ მათ გვარებს არ ვიტყვი. ჯერ კიდევ ახალი წელია და არ გავანაწყენებ.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

- წელს ყველაზე წარმატებული ეკა ბესელიაა. ამ ადამიანმა შეძლო, უდიდესი წვლილი შეეტანა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში, ამნისტიის მიღებაში. ყველაზე უიღბლო გიორგი ტუღუშია. წესით, ციხის სკანდალის შემდეგ სახალხო დამცველს სირცხვილით თავი აღარ უნდა გამოეყო.

გიორგი ტუღუშს ჰქონდა ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის უფლება. თუ მან თავისი უფლება ვერ გამოიყენა, მისივე პრობლემაა. თუ გამოიყენა, ანუ ციხეებში მონიტორინგი ჩაატარა, გაიგო, იქ რაც ხდებოდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო, ეს უკვე დანაშაულია. წესით, ტუღუში ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისთანავე უნდა გადამდგარიყო, მან კი რა გააკეთა? სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი მოირგო. ამ ნაბიჯით მან თვითმკვლელობა ჩაიდინა.

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- ვერაფერს გეტყვი, შვილო, ვერც წარმატებულს დავასახელებ და ვერც წარუმატებელს. მე ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩვენი პროფესია და როგორ წვალობენ ჩემი კოლეგები. დამიჯერეთ, თავს არ იზოგავენ, რაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ არ მინდა, მათ შორის ვინმე გამოვყო, ყველა ერთნაირად წვალობს.

დოდო ხურცილავა, ტელე-წამყვანი:

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგებით აღფრთოვანებული ვარ. ცუდად არ გამიგოთ, არც საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი... წარუმატებელი კი ნოდარიკო მელაძე იყო. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია, იმაზე ბევრად უკეთესი გადაცემის გაკეთება შეეძლო, ვიდრე "100 გრადუსი ცელსიუსით" იყო. მე მას წარუმატებლად იმიტომ მივიჩნევ, რომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცა.

მინდია უგრეხელიძე, მოსამართლე:

- ალბათ ვერავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ წელს ჩემს კოლეგებს შორის ყველაზე წარმატებული თეა წულუკიანი აღმოჩნდა. ძალიან ნიჭიერი, ყოჩაღი, ამავე დროს - მიუკერძოებელი პროფესიონალია. ყველაზე წარუმატებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩემი ყოფილი სტუდენტი - კუბლაშვილია. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სიმართლეს სად გავექცე? აღარც კი ვიცი, რამდენჯერ უნდა მოვიკლა თავი მისი გაზრდისთვის. როგორ შეიძლება ემსახურებოდე და კბილებით იცავდე ამ მახინჯ სისტემას?

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

- ჩემს კოლეგებს შორის 2012 წლის წარმატებულად ორ ადამიანს მივიჩნევ, პირველი ნინო ჟიჟილაშვილია. ჟურნალისტებმა ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ჯერ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, შემდეგ მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, ამას მოჰყვა, კოჰაბიტაციის პროცესი, რომელსაც ზოგი ორხელისუფლებიანობას ეძახის. ნინო ჟიჟილაშვილმა ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, ობიექტურობის შენარჩუნება შეძლო. მისი გადაცემა ყოველთვის პლურალისტური იყო, ის ყოველთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდა. იმავეს თქმა შემიძლია თამარ რუხაძეზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მუშაობდა "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად (მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ამ ტელეკომპანიის მფლობელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო), შეძლო შეექმნა ისეთი საინფორმაციო პროგრამა, რომელმაც ხალხის ნდობა დაიმსახურა. რაც შეეხება წარუმატებლებს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩაბმული ყველა ჟურნალისტი წარუმატებელია. როდესაც ჟურნალისტი პროპაგანდისტი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის როგორც პროფესიონალი, მკვდარია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"