საშობაო არდადეგების შემდეგ ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი", შესაძლოა, "მაესტროზე" აღარ დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა "მეცხრე არხზე" გადაინაცვლებს. გადაცემა სტუდია "ჯი-ენ-ესის" ბაზაზე მზადდებოდა და ის კვირა საღამოს გადიოდა "მაესტროს" ეთერში. ინფორმაცია ტელეწამყვან ნანა ლეჟავასთან გადავამოწმეთ:
- ქალბატონო ნანა, ამბობენ, რომ გადაცემა "კვირის რეპორტაჟი" ამიერიდან "მეცხრე არხზე" გავა, მართალია?
- ამ ეტაპზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. ისე კი, ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები "მეცხრე არხთან" და საშობაო არდადეგების დასრულებამდე ყველაფერი გაირკვევა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)