პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა

დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვი­დან 5 წელი შეს­რულ­და. 2008 წლის 5 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ­გა­რე­შე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი უძღო­და წინ. 2007 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბრის მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ხალ­ხის ახა­ლი მან­და­ტი სჭირ­დე­ბო­და და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­და­ზე ადრე გა­დად­გა. არ­ჩევ­ნე­ბი 2008 წლის 5 იან­ვრის­თვის და­ნიშ­ნა.

მა­შინ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად კენ­ჭი იყა­რა ექ­ვსმა კან­დი­დატ­მა: ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ, გია მა­ი­საშ­ვილ­მა, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა და ირი­ნა სა­რიშ­ვილ­მა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 5 იან­ვრის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხმე­ბის 53,47%-ით გა­ი­მარ­ჯვა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2008 წლის 5 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში პლე­ბის­ცი­ტიც ჩა­ტარ­და. საპ­ლე­ბის­ცი­ტო კი­თხვა ქვეყ­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ტა­რე­ბას ეხე­ბო­და. პლე­ბის­ციტ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბამ მხა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ტა­რე­ბას და­უ­ჭი­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 70-ე მუხ­ლის I პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩე­ვა სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი და პირ­და­პი­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით, 5 წლის ვა­დით. ამა­ვე მუხ­ლში 2006 წელს ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ხორ­ცი­ელ­და და IX პუნ­ქტად ჩა­ი­წე­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტის მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბი პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის კა­ლენ­და­რუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ტარ­დე­ბა.

მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­დევ­ნო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა

დღეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა. 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური პროცესები უძღოდა წინ. 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ხალხის ახალი მანდატი სჭირდებოდა და თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა. არჩევნები 2008 წლის 5 იანვრისთვის დანიშნა.

მაშინ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად კენჭი იყარა ექვსმა კანდიდატმა: ლევან გაჩეჩილაძემ, ბადრი პატარკაციშვილმა, დავით გამყრელიძემ, გია მაისაშვილმა, შალვა ნათელაშვილმა და ირინა სარიშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, 5 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53,47%-ით გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში პლებისციტიც ჩატარდა. საპლებისციტო კითხვა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასა და საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას ეხებოდა. პლებისციტზე მოსახლეობამ მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა.

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. ამავე მუხლში 2006 წელს ცვლილებები გახორციელდა და IX პუნქტად ჩაიწერა, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა