პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"
გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"

სა­ა­ხალ­წლო "ფსი­ქოს" სტუ­მა­რია მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­იხ­სე­ნა ბავ­შვო­ბის წლე­ბი და თოვ­ლის ბა­ბუ­ის მო­ლო­დი­ნი.

- 2012 წელს ქვე­ყა­ნა­ში და­სა­ბა­მი მი­ე­ცა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს, პი­რა­დად ჩემ­თვის კი იმით იყო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რომ ჩემ­მა უმ­ცროს­მა გო­გო­ნამ, წლის და ერთი თვის ლი­ზამ მამა და­მი­ძა­ხა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა! ამა­ზე უკე­თე­სი რა უნდა მოხ­დეს კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში?!

- რო­დი­დან აღარ გჯე­რათ თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის?

- 8-9 წლის ვი­ყა­ვი, ეს "თავ­ზარ­დამ­ცე­მი" ამ­ბა­ვი რომ შე­ვი­ტყვე (იღი­მის). ეზო­ში თა­მა­ში­სას მი­თხრეს თა­ნა­ტო­ლებ­მა. მახ­სოვს, მა­შინ­ვე მშობ­ლებ­თან გა­ვი­ქე­ცი და ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან სა­წყე­ნი რამ მი­თხრეს, თურ­მე თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობს-მეთ­ქი.

- წელს რა მო­უ­ტა­ნა თოვ­ლის ბა­ბუ­ამ თქვენს ქა­ლიშ­ვი­ლებს?

- სა­თა­მა­შო­ე­ბი, წიგ­ნე­ბი და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის, ნი­ნის­თვის - ნუგ­ბა­რი. მარ­თა­ლია, მე და ჩემი მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა, ვცდი­ლობთ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ მივ­ცეთ ტკბი­ლე­უ­ლი, რად­გან ნინი ტი­პუ­რი ბა­ღაშ­ვი­ლია და გიჟ­დე­ბა სა­სუსნავ­ზე, მაგ­რამ სა­ა­ხალ­წლოდ გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ მხრი­ვაც გვე­ცა პა­ტი­ვი, კი­დევ უფრო ტკბი­ლად რომ და­ა­მახ­სოვ­რდეს ეს დღე­სას­წა­უ­ლი. მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ტკბი­ლე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით - გო­ზი­ნა­ყი. ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ლი­ზი­კო ბე­ბია ჩემ­თვის და ჩემი დის­თვის, თე­ო­ნას­თვის, გვი­ან გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ინა­ხავ­და გო­ზი­ნაყს და ჩურ­ჩხე­ლას. ახ­ლაც მიკ­ვირს, ამას რო­გორ ახერ­ხებ­და ან რა რა­ო­დე­ნო­ბით აკე­თებ­და, რად­გან ყო­ველ მის­ვლა­ზე ერთ დიდ თეფშ გო­ზი­ნაყს გე­ახ­ლე­ბო­დით.

- სა­ა­ხალ­წლოდ რა­ი­მე ტრა­დი­ცია თუ გაქვთ?

- ჩემი და ჩემი მშობ­ლე­ბის ოჯა­ხის მეკვლე ყო­ველ­თვის მე ვარ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კარ­გი ფეხი მაქვს (იღი­მის).

- 2013 წელს მეკვლედ სა­ა­კაშ­ვილს ისურ­ვებ­დით თუ ივა­ნიშ­ვილს?

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­მას­პინ­ძლებ­დი და მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და მისი მეკვლე­ო­ბა. არ მე­გუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი (ალ­ბათ, ძა­ლი­ან მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და), ვი­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მეკვლე­ო­ბა არ გა­უ­ხარ­დე­ბა. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ იმ კე­თილ საქ­მე­ებს, რაც ბა­ტონ ბი­ძი­ნას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უან­გა­როდ, ასე ღირ­სე­უ­ლად და ნი­ჭი­ე­რად უკე­თე­ბია თა­ვის სამ­შობ­ლო­ში, ეს ადა­მი­ა­ნი არის ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, პირ­ველ რიგ­ში, მისი ოჯა­ხი­დან გა­მოსჭვი­ვის, რაც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­და­ნაც ჩანს და არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თველ კაცს ეს არ გხიბ­ლავ­დეს.

- პა­ტა­რებს ნაძ­ვის ხე გა­ა­ო­ცებ­დათ...

- ერ­თად მოვ­რთეთ. პირ­ვე­ლი სა­თა­მა­შო ნი­ნიმ ჩა­მო­კი­და. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ნაძ­ვის ხის ოქ­როს­ფე­რი და წი­თე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და სწო­რედ ამ ფე­რებ­ში "გა­დავ­წყვი­ტეთ" ჩვე­ნი ნაძ­ვის ხე. ლი­ზამ წი­თე­ლი ფე­რის სა­თა­მა­შო რომ და­ი­ნა­ხა, აღ­ტა­ცე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა, "ვაა!" ვი­ფიქ­რე, სი­ხა­რუ­ლის­გან აღ­მოხ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ თა­მუ­ნამ გან­მი­მარ­ტა, "ვაა" იმი­ტომ თქვა, ვაშ­ლი ჰგო­ნი­აო. არ და­ვი­ჯე­რე, ვიდ­რე ლი­ზამ პი­რის­კენ არ გა­ა­ქა­ნა (იცი­ნის).

- ახალ წელს თუ დამ­თვრალ­ხართ ისე, რომ "მოს­კო­ვის ნაც­ვლად ლე­ნინ­გრად­ში ამო­გე­ყოთ თავი"?

- არა, ამ­გვა­რი ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად არ გა­დამ­ხდე­ნია. ისე, თა­ვის ქე­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, მაგ­რამ კა­ხე­ლი კაცი ვარ და ჩემი დათ­რო­ბა არც ისე ად­ვი­ლია. გარ­და ამი­სა, არ მიყ­ვარს თრო­ბის პრო­ცე­სი, როცა გო­ნე­ბა მე­რე­ვა. სულ სხვა სა­კი­თხია, როცა ქე­ი­ფობ, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ხარ, როცა ღვი­ნო კი არ გმარ­თავს, არა­მედ შენ მარ­თავ სმის პრო­ცესს. ასე­თი ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მომ­წონს.

- შე­კი­თხვას - ქალი თუ ღვი­ნო, აზრი აღარ აქვს...

- რა თქმა უნდა, არა! ქა­ლე­ბის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დიდი ხა­ნია გარ­კვე­უ­ლია. ჩემი ერ­თა­დერ­თი და უსაყ­ვარ­ლე­სი ქალი არის ჩემი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა! რაც შე­ე­ხე­ბა სას­მელს, ღვი­ნოს ვერც ერთ სას­მელს ვერ შე­ვა­და­რებ. ახალ წელს კარ­გი ღვი­ნო, ინ­და­უ­რის სა­ცი­ვი და გო­ზი­ნა­ყია მის­წრე­ბა (იღი­მის). თან თა­მუ­ნა უგემ­რი­ე­ლეს სა­ცივს ამ­ზა­დებს, ისე­ვე რო­გორც დე­და­ჩე­მი და ჩემი სი­დედ­რი. იცი­ან, რომ სა­ცივ­ზე ვგიჟ­დე­ბი, ამის გამო მი­დის გა­და­პა­ტიჟ-გად­მო­პა­ტი­ჟე­ბა, გაგ­ზავ­ნა ერ­თმა­ნეთ­თან და ამ­დე­ნი სა­ცი­ვის მერე, ნა­ა­ხალ­წლევს მი­წევს ფი­ცხე­ლი ბრძო­ლა ჭარბ წო­ნას­თან (იცი­ნის).

- სე­რე­ნა­და თუ გიმ­ღე­რი­ათ ოდეს­მე?

- კი. როცა ჩემი ნინი გაჩ­ნდა, დი­ლი­დან და­ვი­წყეთ ქე­ი­ფი, შუ­ა­ღა­მეს მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი - "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი", "ალი­ლო" და "ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი" სუფ­რი­დან პირ­და­პირ სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­ვე­დით. ვა­კე­ში, "ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის" ეზო­ში შე­ვე­დით და თა­მუ­ნას პა­ლა­ტის ფან­ჯრე­ბის ქვეშ და­ვი­წყეთ სიმ­ღე­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად მო­გუ­დუ­ლად ვმღე­რო­დით, მაგ­რამ მთელ­მა სამ­შო­ბი­ა­რომ ტაში რომ დაგ­ვიკ­რა, გავ­თა­მამ­დით. მოკ­ლედ, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და. მერე თა­მუ­ნა მიყ­ვე­ბო­და, თურ­მე მის პა­ლა­ტა­ში სხვა მშო­ბი­ა­რე­ე­ბი და ექი­მე­ბი რიგ­რი­გო­ბით შე­დი­ოდ­ნენ და ხან რო­მელ სიმ­ღე­რას სთხოვ­დნენ რომ შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და ხან - რო­მელს. მგო­ნი, ასე­თი რამ მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახა­ლი წლის ღა­მეს გეს­ტუმ­რათ თოვ­ლის ბა­ბუა. ცოტა ხან­ში მო­ი­ხა­და ქუდი, მო­იხ­სნა წვერ-ულ­ვა­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს თოვ­ლის ბა­ბუა პარ­ლა­მენ­ტა­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რია. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ?

- (იცი­ნის) ნათ­ქვა­მია, სტუ­მა­რი ღვთი­სააო­­­ და "კუ­ჩხი ბე­დი­ნერ­ში" რომ არის "ვინც არ უ­ნდა იყო მანდ, მტე­რი თუ მოყ­ვა­რე, მდი­და­რი თუ მა­თხო­ვა­რი, სი­ხა­რუ­ლით გი­ღებ კარს", მეც ასე მო­ვიქ­ცე­ვი. ახა­ლი წელს თოვ­ლის ბა­ბუ­ის ფორ­მა­ში რომ მო­დის ადა­მი­ა­ნი და ბავ­შვებს ახა­რებს, იმას ნიშ­ნავს, რომ გუ­ლის­ნა­დე­ბი კე­თი­ლი აქვს და ყვე­ლა კე­თილ წა­მო­წყე­ბა­ში ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს, ნუგ­ზა­რ წიკ­ლა­ურ­საც კი.

- რას აჩუ­ქებ­დით სა­ა­ხალ­წლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- შო­კო­ლა­დის ჰალ­სტუხს ტკბი­ლი კო­ა­ბი­ტა­ცი­ის­თვის (იცი­ნის).

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - მშვი­დი, მზრუნ­ვე­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. არის კარ­გი მე­უღ­ლე. არ უყ­ვარს ტყუ­ი­ლი. იცის დრო­ის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფასი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"

გია ბაღაშვილი: "სააკაშვილს შოკოლადის ჰალსტუხს ვაჩუქებდი, ტკბილი კოაბიტაციისთვის"

საახალწლო "ფსიქოს" სტუმარია მუსიკოსი გია ბაღაშვილი, რომელმაც სიამოვნებით გაიხსენა ბავშვობის წლები და თოვლის ბაბუის მოლოდინი.

- 2012 წელს ქვეყანაში დასაბამი მიეცა სასიკეთო ცვლილებებს, პირადად ჩემთვის კი იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ჩემმა უმცროსმა გოგონამ, წლის და ერთი თვის ლიზამ მამა დამიძახა და პირველი ნაბიჯი გადადგა! ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს კაცის ცხოვრებაში?!

- როდიდან აღარ გჯერათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- 8-9 წლის ვიყავი, ეს "თავზარდამცემი" ამბავი რომ შევიტყვე (იღიმის). ეზოში თამაშისას მითხრეს თანატოლებმა. მახსოვს, მაშინვე მშობლებთან გავიქეცი და ვუთხარი, ძალიან საწყენი რამ მითხრეს, თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობს-მეთქი.

- წელს რა მოუტანა თოვლის ბაბუამ თქვენს ქალიშვილებს?

- სათამაშოები, წიგნები და უფროსი ქალიშვილისთვის, ნინისთვის - ნუგბარი. მართალია, მე და ჩემი მეუღლე, თამუნა, ვცდილობთ, დიდი რაოდენობით არ მივცეთ ტკბი­ლეული, რადგან ნინი ტიპური ბაღაშვილია და გიჟდება სასუსნავზე, მაგრამ საახალწლოდ გადავწყვიტეთ, ამ მხრივაც გვეცა პატივი, კიდევ უფრო ტკბილად რომ დაამახსოვრდეს ეს დღესასწაული. მეც ძალიან მიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით - გოზინაყი. ჩემი უსაყვარლესი ლიზიკო ბებია ჩემთვის და ჩემი დისთვის, თეონასთვის, გვიან გაზაფხულამდე ინახავდა გოზინაყს და ჩურჩხელას. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა ან რა რაოდენობით აკეთებდა, რადგან ყოველ მისვლაზე ერთ დიდ თეფშ გოზინაყს გეახლებოდით.

- საახალწლოდ რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ?

- ჩემი და ჩემი მშობლების ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვარ. როგორც ამბობენ, კარგი ფეხი მაქვს (იღიმის).

- 2013 წელს მეკვლედ სააკაშვილს ისურვებდით თუ ივანიშვილს?

- ბატონ ბიძინას სიამოვნებით ვუმასპინძლებდი და მართლა ძალიან გამიხარდებოდა მისი მეკვლეობა. არ მეგულება ქართული ოჯახი (ალბათ, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა), ვისაც ბიძინა ივანიშვილის მეკვლეობა არ გაუხარდება. თავი რომ დავანებოთ იმ კეთილ საქმეებს, რაც ბატონ ბიძინას წლების განმავლობაში უანგაროდ, ასე ღირსეულად და ნიჭიერად უკეთებია თავის სამშობლოში, ეს ადამიანი არის ოჯახური ტრადიციების, ოჯახური ურთიერთობების დამფასებელი. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მისი ოჯახიდან გამოსჭვივის, რაც ტელეეკრანიდანაც ჩანს და არ შეიძლება ქართველ კაცს ეს არ გხიბლავდეს.

- პატარებს ნაძვის ხე გააოცებდათ...

- ერთად მოვრთეთ. პირველი სათამაშო ნინიმ ჩამოკიდა. ძალიან მოეწონათ ნაძვის ხის ოქროსფერი და წითელი სათამაშოები და სწორედ ამ ფერებში "გადავწყვიტეთ" ჩვენი ნაძვის ხე. ლიზამ წითელი ფერის სათამაშო რომ დაინახა, აღტაცებით წამოიძახა, "ვაა!" ვიფიქრე, სიხარულისგან აღმოხდა-მეთქი, მაგრამ თამუნამ განმიმარტა, "ვაა" იმიტომ თქვა, ვაშლი ჰგონიაო. არ დავიჯერე, ვიდრე ლიზამ პირისკენ არ გააქანა (იცინის).

- ახალ წელს თუ დამთვრალხართ ისე, რომ "მოსკოვის ნაცვლად ლენინგრადში ამოგეყოთ თავი"?

- არა, ამგვარი ამბავი ნამდვილად არ გადამხდენია. ისე, თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კახელი კაცი ვარ და ჩემი დათრობა არც ისე ადვილია. გარდა ამისა, არ მიყვარს თრობის პროცესი, როცა გონება მერევა. სულ სხვა საკითხია, როცა ქეიფობ, შეზარხოშებული ხარ, როცა ღვინო კი არ გმართავს, არამედ შენ მართავ სმის პროცესს. ასეთი ვითარება გაცილებით მომწონს.

- შეკითხვას - ქალი თუ ღვინო, აზრი აღარ აქვს...

- რა თქმა უნდა, არა! ქალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება დიდი ხანია გარკვეულია. ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი ქალი არის ჩემი მეუღლე თამუნა! რაც შეეხება სასმელს, ღვინოს ვერც ერთ სასმელს ვერ შევადარებ. ახალ წელს კარგი ღვინო, ინდაურის საცივი და გოზინაყია მისწრება (იღიმის). თან თამუნა უგემრიელეს საცივს ამზადებს, ისევე როგორც დედაჩემი და ჩემი სიდედრი. იციან, რომ საცივზე ვგიჟდები, ამის გამო მიდის გადაპატიჟ-გადმოპატიჟება, გაგზავნა ერთმანეთთან და ამდენი საცივის მერე, ნაახალწლევს მიწევს ფიცხელი ბრძოლა ჭარბ წონასთან (იცინის).

- სერენადა თუ გიმღერიათ ოდესმე?

- კი. როცა ჩემი ნინი გაჩნდა, დილიდან დავიწყეთ ქეიფი, შუაღამეს მე და ჩემი მეგობრები - "ქართული ხმები", "ალილო" და "ქუჩის მუსიკოსები" სუფრიდან პირდაპირ სამშობიაროში წავედით. ვაკეში, "ლეჩკომბინატის" ეზოში შევედით და თამუნას პალატის ფანჯრების ქვეშ დავიწყეთ სიმღერა. თავდაპირველად მოგუდულად ვმღეროდით, მაგრამ მთელმა სამშობიარომ ტაში რომ დაგვიკრა, გავთამამდით. მოკლედ, ერთსაათიანი კონცერტი გამოგვივიდა. მერე თამუნა მიყვებოდა, თურმე მის პალატაში სხვა მშობიარეები და ექიმები რიგრიგობით შედიოდ­ნენ და ხან რომელ სიმღერას სთხოვდნენ რომ შეგვესრულებინა და ხან - რომელს. მგონი, ასეთი რამ მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს.

- წარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამეს გესტუმრათ თოვლის ბაბუა. ცოტა ხანში მოიხადა ქუდი, მოიხსნა წვერ-ულვაში და აღმოჩნდა, რომ ეს თოვლის ბაბუა პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია. როგორი რეაქცია გექნებათ?

- (იცინის) ნათქვამია, სტუმარი ღვთი­სააო­­­ და "კუჩხი ბედინერში" რომ არის "ვინც არ უ­ნდა იყო მანდ, მტერი თუ მოყვარე, მდიდარი თუ მათხოვარი, სიხარულით გიღებ კარს", მეც ასე მოვიქცევი. ახალი წელს თოვლის ბაბუის ფორმაში რომ მოდის ადამიანი და ბავშვებს ახარებს, იმას ნიშნავს, რომ გულისნადები კეთილი აქვს და ყველა კეთილ წამოწყებაში ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნუგზა­რ წიკლაურსაც კი.

- რას აჩუქებდით საახალწლოდ მიხეილ სააკაშვილს?

- შოკოლადის ჰალსტუხს ტკბილი კოაბიტაციისთვის (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - მშვიდი, მზრუნველი და გაწონასწორებული ადამიანია. არის კარგი მეუღლე. არ უყვარს ტყუილი. იცის დროის და ურთიერთობების ფასი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"