პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"
კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"

გა­სულ 2012 წელს პო­ლი­ტი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში აფა­სებს სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი:

- გა­სუ­ლი წლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო. ბოლო ათწლე­ულ­ში ყვე­ლა დო­ნის არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი ძალა იმარ­ჯვებ­და, თა­ნაც - აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით. ოპო­ზი­ცია შე­გუ­ე­ბუ­ლი იყო, რომ ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებ­და და ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ჰქონ­და, რო­გორ­მე გა­და­ე­ლა­ხა 5%-იანი ბა­რი­ე­რი. ამ ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­არ­ყია პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რე­ა­ლუ­რად მოხ­და ის, რაც სა­ჭი­რო იყო ქვეყ­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის - ერთი კა­ცის ხელ­ში არ ყო­ფი­ლი­ყო უზურ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- თუმ­ცა მი­ვი­ღეთ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა...

- დიახ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თავს ორი მმარ­თვე­ლი გუნ­დი. რამ­დე­ნიც უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს პარ­ლა­მენ­ტში, ნაც­მო აკონ­ტრო­ლებს პრე­ზი­დენ­ტის ბერ­კე­ტებს, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და სა­სა­მარ­თლოს. ერთი მხრივ, გაჩ­ნდა სიმპტო­მე­ბი, რომ მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში აღარ არის, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, სა­ჭი­როა მომ­ზად­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი, ჩემი აზ­რით, არის სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დამ­დე და­ნიშ­ვნა ოქ­ტომ­ბერ­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვა­და­ში, თო­რემ, მე რომ მკი­თხოთ, საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა სა­ა­კაშ­ვილს 4 იან­ვარს გას­დის. სა­ა­კაშ­ვილ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, 11 თვით გა­ი­ხან­გრძლი­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა.

- ბა­ტო­ნო კახა, იან­ვარ­ში ან აპ­რილ­ში გა­დად­გე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი? ამ მო­თხოვ­ნით 5 იან­ვარს სა­ყო­ველ­თაო აქ­ცი­ე­ბი იწყე­ბა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ხალ­ხის ნე­ბას. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი და ნაც­მოს ხუ­თე­უ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ის ახ­ლაც ასე მო­იქ­ცე­ვა - არ გა­დად­გე­ბა, იტყვის, რომ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­მა­ვალ ნა­ბი­ჯებ­ზე თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ის აპ­რილ­ში შე­ეც­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­მოწ­ვე­ვას. ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია სა­ჭი­როდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დამ­დე და­ნიშ­ვნა, მას­ში სხვა პო­ლი­ტი­კურ­მა სუ­ბი­ექ­ტებ­მაც უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გახ­დეს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი. ვფიქ­რობ, უმ­ცი­რე­სო­ბა ამას არ და­თან­ხმდე­ბა. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მმარ­თველ გუნ­დზე და მის პროგ­რა­მა­ზე. ნდო­ბის რე­ი­ტინ­გი ერ­თია, მაგ­რამ რე­ი­ტინგს აქვს ერთი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა - ის ქრე­ბა, რო­დე­საც მარ­თვის პრო­ცეს­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ისევ და ისევ და­მო­კი­დე­ბუ­ლია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე". მან, პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს­ უნდა ჩა­მო­ა­შო­როს შსს, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როს და­მო­უ­კი­დე­ბელ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ სა­სა­მარ­თლოს.

- სა­სა­მარ­თლო ახ­სე­ნეთ და, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცესს?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, არა ვარ ვინ­მეს და­ჭე­რის მომ­ხრე. აქამ­დე თუ ევ­რო­პა­ში ვი­ყა­ვით პირ­ველ ად­გილ­ზე პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, ახლა მსოფ­ლი­ო­შიც პირ­ველ ად­გილ­ზე ხომ არ უნდა გა­ვი­დეთ და გავ­ხდეთ ჩემ­პი­ო­ნე­ბი?! რო­გორც ვიცი, დღეს 7000-მდე გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. თუმ­ცა ისიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ იმას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა არ იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი და ხალ­ხს იმე­დი აქვს, რომ მათ გან­ცხა­დე­ბებს შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა.

- ხომ არ ემ­სგავ­სე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას?

- ეს პრო­ცე­სი სა­ჭი­რო­ებს უფრო კვა­ლი­ფი­ცი­ურ მიდ­გო­მას პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან. დღეს, რო­დე­საც ნა­ცე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამი­ტომ შე­უც­ვა­ლა სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბულს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, არ არის სწო­რი მიდ­გო­მა, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლე ხელ­მძღვა­ნე­ლობს რამ­დე­ნი­მე პა­რა­მეტ­რით - მი­ი­მა­ლე­ბა თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი, შეძ­ლებს თუ არა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ან მოწ­მე­ებ­ზე. ეს უნდა იყოს კრი­ტე­რი­უ­მი, მაგ­რამ დღეს სა­სა­მარ­თლო იღებს პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და იმარ­თე­ბა ნა­ცე­ბის მხრი­დან, ისი­ნი ცვლი­ან და­პა­ტიმ­რე­ბას მსუ­ბუ­ქი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით და ცდი­ლო­ბენ, შექ­მნან პრობ­ლე­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო საქ­მე­ებ­ში. იუ­რის­ტე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ტერ­მი­ნი - საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა. რო­დე­საც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ზე იწყებ საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბას, რთუ­ლია დად­გეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი გან­სას­ჯე­ლის მი­მართ. დღე­საც არის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლო ას­რუ­ლებს ნაც­მოს ნე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რას უქ­მნის პრობ­ლე­მებს. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ დღეს იგი­ვე სა­სა­მარ­თლო ემ­ზა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვი­სას გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად და ეს იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის.

- რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?

- ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან არას­წო­რი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, თუკი ისი­ნი გა­და­ხე­დავ­დნენ სა­კუ­თარ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას - ზო­გი­ერ­თი პირი, ვინც მათ და­ა­წი­ნა­უ­რეს, სა­ერ­თოდ არ უნდა მუ­შა­ობ­დეს იმ სფე­რო­ში. სა­ჭი­როა საქ­მი­სად­მი პრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მა. მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ჭე­რას და გა­სა­მარ­თლე­ბას, მაგ­რამ ეს იმას არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე იქ­ნეს მი­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს ბოლო ხანს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა?

- პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ რამ­დე­ნი­მე შეც­დო­მა იყო დაშ­ვე­ბუ­ლი და კარ­გი იქ­ნე­ბა, მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ. მა­გა­ლი­თად, არას­წო­რი მიდ­გო­მა იყო გუ­ნა­ვას საქ­მე­ში - ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა, მოხ­მა­რე­ბა და ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტა­რე­ბა ის მუხ­ლე­ბია, რო­მელ­თაც ნა­ცე­ბი იყე­ნებ­დნენ კონ­კუ­რენ­ტე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად. რო­დე­საც პა­სუ­ხის­გე­ბა­ში აძ­ლევ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს ია­რა­ღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა და მას ია­რა­ღის ტა­რე­ბას ედა­ვე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, მას სის­ხლში არ აღე­ნიშ­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ნიშ­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აჩენს ეჭვს. ჩემი აზ­რით, არას­წო­რი იყო ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი - არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმი­სა, რომ გვა­რა­მია ნამ­დვი­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­დე­საც ხარ ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვგუ­ლის­ხმობ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, უნდა იცო­დე, რა მოჰ­ყვე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­კა­ვე­ბას მა­შინ, რო­დე­საც არ არის საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ბაზა. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ხის გენ­დი­რექ­ტო­რო­ბა არ აძ­ლევს გვა­რა­მი­ას ინ­დულ­გენ­ცი­ას და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი და­კა­ვე­ბი­სას, მით უფრო, როცა პო­ლი­ტი­კას­თან და ტე­ლე­არ­ხის დი­რექ­ტორ­თან გვაქვს საქ­მე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ქონა. პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გა­წე­რი­ლი არას­წო­რი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტრა­ტე­გია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შეც­ვლის მას.

- ბოლო ხანს უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან გახ­შირ­და აპ­რი­ლის ხსე­ნე­ბა. მარ­თლა დად­გე­ბა აპ­რილ­ში მათი "გა­ზა­ფხუ­ლი"?

- ჩემი აზ­რით, დღეს ნაც­მოს არა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, მით უმე­ტეს - აპ­რილ­ში. ისი­ნი 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა­საც ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ. თუმ­ცა შე­ეც­დე­ბი­ან, პრე­ზი­დენ­ტის ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნან პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი იმ მიზ­ნით, რომ მო­ახ­დი­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უსუ­სუ­რი, ვერ ას­რუ­ლებს და­პი­რე­ბებს. ამას­თა­ნა­ვე, ანა­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სის შექ­მნას შე­ეც­დე­ბი­ან და­სავ­ლეთ­შიც. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ნა­ცებს სურთ მი­ი­ღონ იმის გა­რან­ტია, რომ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. დღეს მათი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­ხან­გრძლი­ვონ სი­ცო­ცხლე სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო და კონ­სტი­ტუ­ცი­ით ჰქონ­და უფ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ არ წა­რედ­გი­ნა მთავ­რო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წა­ვი­და. იგი და­სავ­ლეთს სუ­პერ­დე­მოკ­რატ მმარ­თვე­ლად მო­ევ­ლი­ნა არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხის აღი­ა­რე­ბით. უმ­ცი­რე­სო­ბა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა დესტრუქ­ცი­ის რე­ჟიმ­ში ყვე­ლა იმ ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც მას აქვს. ვა­ღი­ა­როთ, რომ მათ აქვთ ბევ­რი ბერ­კე­ტი, და არი­ან გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბი და­სავ­ლეთ­ში, რო­მე­ლიც პრო­ტო­კო­ლუ­რი­დან მე­გობ­რულ კავ­შირ­ში გა­და­ი­ზარ­და. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას იმის­თვის, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უ­ლა­ხონ იმი­ჯი და შე­უქ­მნან პრობ­ლე­მე­ბი. მე­ო­რეა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დო­ნით ერთი თა­ვით მათ­ზე მაღ­ლა იდ­გეს, პრე­ვენ­ცი­უ­ლად რომ მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლო პრობ­ლე­მის ლო­კა­ლი­ზა­ცია. ასე რომ, არც ისე კარ­გად აქვს საქ­მე "ოც­ნე­ბას" და მგო­ნია, რე­ა­ლუ­რად ვერ აფა­სებს ოპო­ნენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"

კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"

გასულ 2012 წელს პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში აფასებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო. ბოლო ათწლეულში ყველა დონის არჩევნებში მმართველი ძალა იმარჯვებდა, თანაც - აბსოლუტური უმრავლესობით. ოპოზიცია შეგუებული იყო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს წააგებდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა, როგორმე გადაელახა 5%-იანი ბარიერი. ამ ფონზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, შეარყია პოლიტიკური ვითარება საქართველოში. რეალურად მოხდა ის, რაც საჭირო იყო ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის - ერთი კაცის ხელში არ ყოფილიყო უზურპირებული სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება.

- თუმცა მივიღეთ ორხელისუფლებიანობა...

- დიახ, დღეს საქართველოს მართავს ორი მმართველი გუნდი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობას წარმოადგენს პარლამენტში, ნაცმო აკონტროლებს პრეზიდენტის ბერკეტებს, უშიშროების საბჭოს და სასამართლოს. ერთი მხრივ, გაჩნდა სიმპტომები, რომ მთელი ძალაუფლება საქართველოში ერთი ადამიანის ხელში აღარ არის, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროა მომზადდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა ოქტომბერში, კონსტიტუციურ ვადაში, თორემ, მე რომ მკითხოთ, საპრეზიდენტო ვადა სააკაშვილს 4 იანვარს გასდის. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, 11 თვით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა.

- ბატონო კახა, იანვარში ან აპრილში გადადგება სააკაშვილი? ამ მოთხოვნით 5 იანვარს საყოველთაო აქციები იწყება.

- სააკაშვილი, სამწუხაროდ, არასოდეს ითვალისწინებდა ხალხის ნებას. ყველა გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი და ნაცმოს ხუთეულის ინტერესების გათვალისწინებით. ის ახლაც ასე მოიქცევა - არ გადადგება, იტყვის, რომ ეს არის ხელისუფლების უზურპაციის კიდევ ერთი მცდელობა. სააკაშვილის მომავალ ნაბიჯებზე თუ ვიმსჯელებთ, ის აპრილში შეეცდება პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას. ამიტომაც მიმაჩნია საჭიროდ საპარლამენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა, მასში სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული. ვფიქრობ, უმცირესობა ამას არ დათანხმდება. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია მმართველ გუნდზე და მის პროგრამაზე. ნდობის რეიტინგი ერთია, მაგრამ რეიტინგს აქვს ერთი უნიკალური თვისება - ის ქრება, როდესაც მართვის პროცესში განხორციელებული პროგრამა არ შეესაბამება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემულ დაპირებებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე". მან, პირველ რიგში, პოლიტიკურ პროცესებს­ უნდა ჩამოაშოროს შსს, პროკურატურა და საფუძველი ჩაუყაროს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.

- სასამართლო ახსენეთ და, როგორ შეაფასებთ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება-გათავისუფლების პროცესს?

- მართალი გითხრათ, არა ვარ ვინმეს დაჭერის მომხრე. აქამდე თუ ევროპაში ვიყავით პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობის მხრივ, ახლა მსოფლიოშიც პირველ ადგილზე ხომ არ უნდა გავიდეთ და გავხდეთ ჩემპიონები?! როგორც ვიცი, დღეს 7000-მდე განცხადებაა შესული პროკურატურაში. თუმცა ისიც გათვალისწინებელია, ადამიანები ათი წლის განმავლობაში ელოდნენ იმას, რომ პროკურატურა არ იქნებოდა პოლიტიკური ნების გამომხატველი ინსტიტუტი და ხალხს იმედი აქვს, რომ მათ განცხადებებს შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სამართლის უპატივცემლობა.

- ხომ არ ემსგავსება ეს ყოველივე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას?

- ეს პროცესი საჭიროებს უფრო კვალიფიციურ მიდგომას პროკურატურის მხრიდან. დღეს, როდესაც ნაცები ამტკიცებენ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ამიტომ შეუცვალა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება, არ არის სწორი მიდგომა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოსამართლე ხელმძღვანელობს რამდენიმე პარამეტრით - მიიმალება თუ არა ბრალდებული, შეძლებს თუ არა ზეგავლენა მოახდინოს გამოძიებაზე ან მოწმეებზე. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი, მაგრამ დღეს სასამართლო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და იმართება ნაცების მხრიდან, ისინი ცვლიან დაპატიმრებას მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებებით და ცდილობენ, შექმნან პრობლემა სისხლის სამართლის საპროცესო საქმეებში. იურისტებისთვის კარგადაა ცნობილი ტერმინი - საქმის გაფუჭება. როდესაც აღმკვეთი ღონისძიების სტადიაზე იწყებ საქმის გაფუჭებას, რთულია დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი კონკრეტული განსასჯელის მიმართ. დღესაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სასამართლო ასრულებს ნაცმოს ნებას და პროკურატურას უქმნის პრობლემებს. არსებობს ეჭვი, რომ დღეს იგივე სასამართლო ემზადება რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვისას გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ახალი ხელისუფლებისთვის.

- რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული?

- ჩემი აზრით, ძალიან არასწორი საკადრო პოლიტიკა მიმდინარეობს შსს-სა და პროკურატურაში. ურიგო არ იქნებოდა, თუკი ისინი გადახედავდნენ საკუთარ საკადრო პოლიტიკას - ზოგიერთი პირი, ვინც მათ დააწინაურეს, საერთოდ არ უნდა მუშაობდეს იმ სფეროში. საჭიროა საქმისადმი პროფესიული მიდგომა. მართალია, საზოგადოება ელოდება დამნაშავეების დაჭერას და გასამართლებას, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანი საკმარისი მტკიცებულებების გარეშე იქნეს მიცემული პასუხისგებაში.

- თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვეს ბოლო ხანს სამართალდამცველმა ორგანოებმა?

- პროკურატურის მიერ რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული და კარგი იქნება, მათ გამოსწორებაზე იზრუნონ. მაგალითად, არასწორი მიდგომა იყო გუნავას საქმეში - ნარკოტიკის შენახვა, მოხმარება და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება ის მუხლებია, რომელთაც ნაცები იყენებდნენ კონკურენტების მოსაშორებლად. როდესაც პასუხისგებაში აძლევ ადამიანს, რომელსაც აქვს იარაღის ოფიციალურად ტარების უფლება და მას იარაღის ტარებას ედავები, ამასთანავე, მას სისხლში არ აღენიშნება ნარკოტიკული ნივთიერების ნიშნები, ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს. ჩემი აზრით, არასწორი იყო ნიკა გვარამიას დაკავების საფუძვლები - არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ გვარამია ნამდვილად მონაწილეობდა კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. როდესაც ხარ ყოფილი პოლიტიკოსი, ვგულისხმობ მთავარ პროკურორს, უნდა იცოდე, რა მოჰყვება ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის დაკავებას მაშინ, როდესაც არ არის საკმარის მტკიცებულებათა ბაზა. ბუნებრივია, არხის გენდირექტორობა არ აძლევს გვარამიას ინდულგენციას დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნებისმიერი დაკავებისას, მით უფრო, როცა პოლიტიკასთან და ტელეარხის დირექტორთან გვაქვს საქმე, აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ქონა. პროკურატურას თავიდანვე ჰქონდა გაწერილი არასწორი სისხლის სამართლებრივი სტრატეგია და კარგი იქნება, თუ შეცვლის მას.

- ბოლო ხანს უმცირესობის მხრიდან გახშირდა აპრილის ხსენება. მართლა დადგება აპრილში მათი "გაზაფხული"?

- ჩემი აზრით, დღეს ნაცმოს არა აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა, მით უმეტეს - აპრილში. ისინი 5%-იანი ბარიერის გადალახვასაც ვერ მოახერხებენ. თუმცა შეეცდებიან, პრეზიდენტის ბერკეტების გამოყენებით შექმნან პოლიტიკური კრიზისი იმ მიზნით, რომ მოახდინონ მოსახლეობის აზრის ფორმირება, რომ ახალი ხელისუფლება არის უსუსური, ვერ ასრულებს დაპირებებს. ამასთანავე, ანალოგიური თვალსაზრისის შექმნას შეეცდებიან დასავლეთშიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაბრუნდებიან. ნაცებს სურთ მიიღონ იმის გარანტია, რომ ნაწილობრივ მაინც იქნებიან წარმოდგენილი ხელისუფლებაში. დღეს მათი მიზანი იქნება, პოლიტიკური შანტაჟის მეშვეობით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო და კონსტიტუციით ჰქონდა უფლება, საერთოდ არ წარედგინა მთავრობა, მაგრამ ყველას წინააღმდეგ ვერ წავიდა. იგი დასავლეთს სუპერდემოკრატ მმართველად მოევლინა არჩევნებში მარცხის აღიარებით. უმცირესობა ყოველთვის იქნება დესტრუქციის რეჟიმში ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც მას აქვს. ვაღიაროთ, რომ მათ აქვთ ბევრი ბერკეტი, და არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, აქვთ მნიშვნელოვანი კავშირები დასავლეთში, რომელიც პროტოკოლურიდან მეგობრულ კავშირში გადაიზარდა. ისინი შეეცდებიან ამ ყველაფრის გამოყენებას იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას შეულახონ იმიჯი და შეუქმნან პრობლემები. მეორეა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, პროფესიონალიზმის დონით ერთი თავით მათზე მაღლა იდგეს, პრევენციულად რომ მოახდინოს ყველა შესაძლო პრობლემის ლოკალიზაცია. ასე რომ, არც ისე კარგად აქვს საქმე "ოცნებას" და მგონია, რეალურად ვერ აფასებს ოპონენტის შესაძლებლობებს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა