პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?
კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ახალ 2013 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა და მისი თა­ნამ­დე­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის მო­ლო­დი­ნით შეხ­ვდა, მა­შინ, რო­დე­საც აწყო­ბი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის წი­ნა­სა­შო­ბაო დღე­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, პა­უ­ზას იღებს ხოლ­მე.

ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის "მსუ­ბუ­ქი ხე­ლით" შე­მოგ­დე­ბულ­მა ცნე­ბა "კო­ა­ბი­ტა­ცი­ამ" ("თა­ნა­არ­სე­ბო­ბა") სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­მის საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისე­დაც მკვდრად­შო­ბილ "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის" იდე­ის კუ­ბოს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ლურ­სმა­ნი და­ა­ჭე­დეს. ორმა ლი­დერ­მა - პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ აგ­რძნო­ბი­ნეს ყვე­ლას, შინ თუ გა­რეთ, რომ მათი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა არ გა­მო­ვა.

და­სავ­ლე­თის მიერ "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის" შე­თა­ვა­ზე­ბა ზუს­ტად ისე­ვე ეხე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას." თუმ­ცა, ათწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" არა­ერ­თგზის და­ამ­ტკი­ცეს, რომ მათი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან და პო­ლი­ტი­კუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან "კო­ა­ბი­ტა­ცია" არა­თუ მი­უ­ღე­ბე­ლი, არა­მედ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტო­მაც აყალ­ბებ­დნენ ისი­ნი ყვე­ლა არ­ჩევ­ნებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში ჰყო­ლო­დათ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არაფ­რის­მაქ­ნი­სი "ჯი­ბის ოპო­ზი­ცი­ით" და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ის, რა­საც თვი­თონ ჩათ­ვლიდ­ნენ სა­ჭი­როდ, სხვა პარ­ტი­ებ­თან თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა­ზე დრო და ენერ­გია რომ არ და­ე­ხარ­ჯათ.

პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მალე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით წა­რუდ­გე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მალე რომ დაბ­რუნ­დეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე პარ­ტია "გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში" იწყებს მუ­შა­ო­ბას, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად "დიდი სა­ხალ­ხო კო­ა­ლი­ცი­ის" შექ­მნას და მა­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი მო­რიგ "ხა­ვერ­დო­ვან რე­ვო­ლუ­ცი­ა­საც" არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ჩანს, იმის იმე­დით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბით გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ისევ "შეჩ­ვე­ულ ჭირს" და­იბ­რუ­ნებს. თუმ­ცა, გაჰ­ყვე­ბი­ან თუ არა ამ­ჟა­მად მა­სე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ძნე­ლი სა­ვა­რა­უ­დოა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნა­ცი­ო­ნალ­თა სწრა­ფად დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ლა­პა­რაკს ბოლო ხანს სა­ა­კაშ­ვილ­მაც მო­უხ­ში­რა. თუმ­ცა 2013 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მეტ­წი­ლად უარ­ყო­ფით ასო­ცი­ა­ცას იწ­ვევს, ვიდ­რე 2003 წელს და ეს ბოლო სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა. თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ფარ-ხმალს არ ყრი­ან და ბო­ლომ­დე აპი­რე­ბენ ბრძო­ლას, რად­გა­ნაც ხვდე­ბი­ან, რომ "კო­ა­ბი­ტა­ცი­აც" კი ვერ აა­ცი­ლებს მათ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მძი­მე ხელს.

შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს, არის ის, რას მო­ი­მოქ­მე­დებს კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"? მათი რე­სურ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით დი­დია, მაგ­რამ სწრა­ფად ილე­ვა, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ლე­ვა­დი რე­სურ­სი კი ხალ­ხის ნდო­ბაა.

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შან­ტაჟს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სით, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს არ­სე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ბერ­კე­ტე­ბით შე­უძ­ლია შექ­მნას.

სან­დო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ორი­ო­დე კვი­რის წინ ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლახ­ლა შეს­თა­ვა­ზა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მა და უა­რის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნელ მძი­მე შე­დე­გებ­ზეც გა­აფრ­თხი­ლა. ეს ირი­ბად დას­ტურ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­თაც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­თა მი­ზა­ნია პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მკვეთ­რი შეკ­ვე­ცა არა 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ამ­ჟა­მად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ადრე. თუ ეს მო­ხერ­ხდა, მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის იმ ბერ­კე­ტებს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აქვს და რომ­ლი­თაც ინარ­ჩუ­ნებს კონ­ტროლს მთავ­რო­ბა­ზე, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ზე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­გა­რეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. რაც მთა­ვა­რია, ის ვე­ღარ შეძ­ლებს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბას და პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნას.

ამის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ კე­დელ­თან მი­ა­ყე­ნეს, სას­წრა­ფოდ მო­იწ­ვია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცია "ექ­სპო-ჯორ­ჯი­ას" დარ­ბაზ­ში და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჩვე­ულ სტილ­ში გა­ამ­ხნე­ვა ნა­ცი­ო­ნალ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის" პერ­სპექ­ტი­ვით. პარ­ტი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მხილ­ველ­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში უეჭ­ვე­ლად ამო­ტივ­ტივ­დე­ბო­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მორ­ჩი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რი­ტო­რი­კით ცდი­ლობ­და ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის მო­გე­ბას.

რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილს წო­ნას­წო­რო­ბა და­ა­კარ­გვი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მა­ზო­მი­ერ­მა შე­ტე­ვამ და მის­მა მშვიდ­მა, აუ­ღელ­ვე­ბელ­მა სტილ­მა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა უფრო გამ­წა­რე­ბუ­ლი კა­ცის გა­მოს­ვლას ჰგავ­და, ვიდ­რე ქვეყ­ნი­სა და ერის ბე­დით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ლი­დე­რი­სას. ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და­უ­ფა­რა­ვი ზი­ზღის დე­მონ­სტრი­რე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ თე­მას მი­უბ­რუნ­და და ივა­ნიშ­ვი­ლის სი­მაღ­ლე­ზე და­ი­წყო ქი­ლი­კი, ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე პუ­ტი­ნის ტან­მორ­ჩი­ლო­ბა გა­ი­ხა­და სა­ქი­ლი­კო თე­მად. მის­მა უად­გი­ლო ოხუნ­ჯო­ბამ, რომ ვი­თომ რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ ნარ­კო­ტიკ "კრო­კო­დილს "თურ­მე უხ­ვად ეწა­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბევ­რი მომ­ხრეც კი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­როდ, მხა­რე­ე­ბის მო­რი­გე­ბას კარ­გი პირი არ უჩანს. რჩე­ბა მცი­რე იმე­დი, რომ, რო­გორც ყო­ველ­თვის, ევ­რო­პა და აშშ ჩა­ე­რე­ვი­ან პრო­ცეს­ში და მოხ­დე­ბა მხა­რე­ე­ბის "მშვი­დო­ბი­სა და თა­ნა­არ­სე­ბო­ბის­კენ" იძუ­ლე­ბა. თუმ­ცა და­სავ­ლე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით მეთ­ვალ­ყუ­რის როლ­შია. შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკვე საკ­მა­რი­სად შე­ამ­ზა­დეს ნი­ა­და­გი იმი­სათ­ვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნას და­სავ­ლე­თის წრე­ე­ბი გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ. გა­ზეთ თჰე Iნდე­პენ­დენ-ის ანა­ლი­ტი­კოს შონ უო­კერს მოჰ­ყავს ინ­კოგ­ნი­ტო და­სავ­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ცი­ტა­ტა: "არ­სე­ბობს სა­გან­გა­შო ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ მას (ივა­ნიშ­ვილს) სურს სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გა­და­ა­ყე­ნოს, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია კო­ა­ბი­ტა­ცი­ურ პე­რი­ოდ­ში".

ამას­თა­ნა­ვე, და­სავ­ლე­თი რა­ტომ­ღაც "ვერ ამ­ჩნევს" სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის" დან­გრე­ვის გა­მუდ­მე­ბულ მცდე­ლო­ბას. "მე მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენ ყვე­ლამ მო­ვახ­დი­ნოთ კონ­სო­ლი­დი­რე­ბა... მი­მაჩ­ნია, რომ ეს დრო­ე­ბი­თი წა­გე­ბაა და ჩვენ ყვე­ლა­ფერს უკან შე­ვატ­რი­ა­ლებთ, ამის­თვის ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დად­გეს ერ­თად, ვიმ­სჯე­ლოთ და ჩვე­ნი დას­კვნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ვან­შის­კენ მო­წო­დე­ბაა. თუმ­ცა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წუ­ხი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო ზუს­ტად ისე­ვე აღიქ­ვა, რო­გორც მისი უსი­ტყვო მხარ­და­ჭე­რა, რო­გორც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ი­გო არას­წო­რად აშშ-ის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, დღეს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ა­კაშ­ვილს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, წა­რად­გი­ნოს ახა­ლი მთავ­რო­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო პრე­ზი­დენ­ტის მიერ წარ­დგე­ნილ მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას სამ­ჯერ არ და­ამ­ტკი­ცებს, სა­ა­კაშ­ვილს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი.

შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში (მას შემ­დეგ, რაც გახ­მა­ურ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის­თვის) "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რჩე­ბა (თე­ო­რი­უ­ლად), და­ას­წროს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა-გან­ხილ­ვა-დამ­ტკი­ცე­ბის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის პე­რი­ოდ­ში (რა­საც, სულ ცოტა, 1 თვე სჭირ­დე­ბა) და და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბა. სა­ა­კაშ­ვილს კონ­სტი­ტუ­ცია ანი­ჭებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლად, მის მიერ ფორ­მი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცოს. ანა­ლი­ტი­კოს­თა აზ­რით, "სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა" სა­ა­კაშ­ვი­ლის ბოლო შან­სია.

სტა­ტია: "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის წერ­ტი­ლი"

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?

კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?

საქართველოში მოსახლეობა ახალ 2013 წელს პოლიტიკური კრიზისისა და მისი თანამდევი კატაკლიზმების მოლოდინით შეხვდა, მაშინ, როდესაც აწყობილი და სტაბილური სახელმწიფოებისთვის წინასაშობაო დღეებში პოლიტიკური ცხოვრება, ჩვეულებისამებრ, პაუზას იღებს ხოლმე.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების "მსუბუქი ხელით" შემოგდებულმა ცნება "კოაბიტაციამ" ("თანაარსებობა") საქართველოში ლამის საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. რამდენიმე დღის წინ ისედაც მკვდრადშობილ "კოაბიტაციის" იდეის კუბოს კიდევ რამდენიმე ლურსმანი დააჭედეს. ორმა ლიდერმა - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აგრძნობინეს ყველას, შინ თუ გარეთ, რომ მათი პოლიტიკური თანაარსებობა არ გამოვა.

დასავლეთის მიერ "კოაბიტაციის" შეთავაზება ზუსტად ისევე ეხებოდა "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც "ქართულ ოცნებას." თუმცა, ათწლიანი მმართველობის განმავლობაში "ნაციონალებმა" არაერთგზის დაამტკიცეს, რომ მათი მენტალიტეტიდან და პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, სხვა პოლიტიკურ ძალასთან "კოაბიტაცია" არათუ მიუღებელი, არამედ შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც აყალბებდნენ ისინი ყველა არჩევნებს, რომ პარლამენტში ჰყოლოდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფრისმაქნისი "ჯიბის ოპოზიციით" და, შესაბამისად, გაეკეთებინათ ის, რასაც თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ, სხვა პარტიებთან თუ საზოგადოებასთან შეთანხმებაზე დრო და ენერგია რომ არ დაეხარჯათ.

პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მალე "ნაციონალური მოძრაობა"განახლებული სახით წარუდგება საზოგადოებას, ხელისუფლებაში რაც შეიძლება მალე რომ დაბრუნდეს. მისივე განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე პარტია "განსხვავებულ რეჟიმში" იწყებს მუშაობას, რაც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად "დიდი სახალხო კოალიციის" შექმნას და მასების მობილიზებას გულისხმობს.

ნაციონალების ცალკეული ლიდერები მორიგ "ხავერდოვან რევოლუციასაც" არ გამორიცხავენ, ჩანს, იმის იმედით, რომ ხელისუფლების შეცდომებით გამწარებული ხალხი ისევ "შეჩვეულ ჭირს" დაიბრუნებს. თუმცა, გაჰყვებიან თუ არა ამჟამად მასები "ნაციონალურ მოძრაობას", ძნელი სავარაუდოა. ხელისუფლებაში ნაციონალთა სწრაფად დაბრუნებაზე ლაპარაკს ბოლო ხანს სააკაშვილმაც მოუხშირა. თუმცა 2013 წელს საზოგადოების უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობა" მეტწილად უარყოფით ასოციაცას იწვევს, ვიდრე 2003 წელს და ეს ბოლო სოციოლოგიური კვლევებითაც დასტურდება. თუმცა "ნაციონალები" ფარ-ხმალს არ ყრიან და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, რადგანაც ხვდებიან, რომ "კოაბიტაციაც" კი ვერ ააცილებს მათ მართლმსაჯულების მძიმე ხელს.

შესაბამისად, მთავარი კითხვა, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, არის ის, რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"? მათი რესურსი ჯერჯერობით დიდია, მაგრამ სწრაფად ილევა, ყველაზე სწრაფად განლევადი რესურსი კი ხალხის ნდობაა.

ნაციონალები განაგრძობენ ხელისუფლებისა და საზოგადოების შანტაჟს პოლიტიკური კრიზისით, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს არსებული საკონსტიტუციო ბერკეტებით შეუძლია შექმნას.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ორიოდე კვირის წინ ივანიშვილმა სააკაშვილს ხელახლა შესთავაზა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და უარის შემთხვევაში მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეც გააფრთხილა. ეს ირიბად დასტურდება ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებითაც კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელთა მიზანია პრეზიდენტის უფლებამოსილების მკვეთრი შეკვეცა არა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ამჟამად არის გათვალისწინებული, არამედ გაცილებით ადრე. თუ ეს მოხერხდა, მაშინ სააკაშვილი გამოემშვიდობება ძალაუფლების იმ ბერკეტებს, რომელიც ამჟამად აქვს და რომლითაც ინარჩუნებს კონტროლს მთავრობაზე, ძალოვან სტრუქტურებზე, თვითმმართველობის ორგანოებსა და საგარეო საქმიანობაზე. რაც მთავარია, ის ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად მთავრობის გადაყენებას და პარლამენტის დათხოვნას.

ამის შემდეგ, სააკაშვილმა, რომელიც აცნობიერებს, რომ კედელთან მიაყენეს, სასწრაფოდ მოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული კონფერენცია "ექსპო-ჯორჯიას" დარბაზში და მხარდამჭერები ჩვეულ სტილში გაამხნევა ნაციონალთა ხელისუფლებაში "თავდაჯერებულად დაბრუნების" პერსპექტივით. პარტიული კონფერენციის მხილველთა მეხსიერებაში უეჭველად ამოტივტივდებოდა წინასაარჩევნო პერიოდის სააკაშვილი, რომელიც მორჩილი ტელევიზიების საშუალებით, შეურაცხმყოფელი რიტორიკით ცდილობდა ოპონენტებისთვის პოლიტიკური ბრძოლის მოგებას.

როგორც ჩანს, სააკაშვილს წონასწორობა დააკარგვინა ივანიშვილის გეგმაზომიერმა შეტევამ და მისმა მშვიდმა, აუღელვებელმა სტილმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა შეფასებები, რომ სააკაშვილის გამოსვლა უფრო გამწარებული კაცის გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ქვეყნისა და ერის ბედით შეწუხებული ლიდერისას. ივანიშვილის მიმართ დაუფარავი ზიზღის დემონსტრირებაში სააკაშვილი თავის საყვარელ თემას მიუბრუნდა და ივანიშვილის სიმაღლეზე დაიწყო ქილიკი, ისევე როგორც თავის დროზე პუტინის ტანმორჩილობა გაიხადა საქილიკო თემად. მისმა უადგილო ოხუნჯობამ, რომ ვითომ რუსეთიდან შემოსულ ნარკოტიკ "კროკოდილს "თურმე უხვად ეწაფება საქართველოს მოსახლეობა, სააკაშვილის ბევრი მომხრეც კი გააღიზიანა.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მხარეების მორიგებას კარგი პირი არ უჩანს. რჩება მცირე იმედი, რომ, როგორც ყოველთვის, ევროპა და აშშ ჩაერევიან პროცესში და მოხდება მხარეების "მშვიდობისა და თანაარსებობისკენ" იძულება. თუმცა დასავლეთი ჯერჯერობით მეთვალყურის როლშია. შესაძლოა სააკაშვილი და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ უკვე საკმარისად შეამზადეს ნიადაგი იმისათვის, რომ სააკაშვილის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას დასავლეთის წრეები გაგებით მოეკიდონ. გაზეთ თჰე Iნდეპენდენ-ის ანალიტიკოს შონ უოკერს მოჰყავს ინკოგნიტო დასავლელი დიპლომატის ციტატა: "არსებობს საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ მას (ივანიშვილს) სურს სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გადააყენოს, რაც დემოკრატიულად გაუმართლებელია კოაბიტაციურ პერიოდში".

ამასთანავე, დასავლეთი რატომღაც "ვერ ამჩნევს" სააკაშვილის მიერ "კოაბიტაციის" დანგრევის გამუდმებულ მცდელობას. "მე მივმართავ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველამ მოვახდინოთ კონსოლიდირება... მიმაჩნია, რომ ეს დროებითი წაგებაა და ჩვენ ყველაფერს უკან შევატრიალებთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოება დადგეს ერთად, ვიმსჯელოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ", - განაცხადა სააკაშვილმა, რაც, ფაქტობრივად, რევანშისკენ მოწოდებაა. თუმცა დასავლურ მედიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წუხილი ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებების გამო ზუსტად ისევე აღიქვა, როგორც მისი უსიტყვო მხარდაჭერა, როგორც 2008 წლის აგვისტოში გაიგო არასწორად აშშ-ის მხარდამჭერი განცხადებები.

როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, დღეს მოქმედი კონსტიტუციით სააკაშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია დაითხოვოს მთავრობის სრული შემადგენლობა, წარადგინოს ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას სამჯერ არ დაამტკიცებს, სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს, დაითხოვოს პარლამენტი.

შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში (მას შემდეგ, რაც გახმაურდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილის გუნდისთვის) "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ერთადერთი შესაძლებლობა რჩება (თეორიულად), დაასწროს საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვა-დამტკიცებისთვის საჭირო დროის პერიოდში (რასაც, სულ ცოტა, 1 თვე სჭირდება) და დაითხოვოს მთავრობა. სააკაშვილს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებამოსილებას, პარლამენტის ნდობის გამოუცხადებლად, მის მიერ ფორმირებული მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცოს. ანალიტიკოსთა აზრით, "საკონსტიტუციო გადატრიალება" სააკაშვილის ბოლო შანსია.

სტატია: "კოაბიტაციის წერტილი"

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა