პარტნიორები:

    დეპარდიე თუ დეპარდიევსკი - დასავლური პრესა მსახიობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ეხმიანება

    დეპარდიე თუ დეპარდიევსკი - დასავლური პრესა მსახიობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ეხმიანება

    ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიესთვის პუტინის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას დასავლურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    ბრიტანული პრესა წერს, რომ მსახიობს უცხო ქვეყნის პასპორტი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის დაჩქარებისთვის ესაჭიროებოდა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მის მეგობრობას ავტორიტარ პუტინთან.

    პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა Times-მა ამ ამბავს საკმაოდ ვრცელი სტატიაც კი მიუძღვნა, სადაც ავტორმა ადამ სეიჯმა დეპარდიეს გვარი რუსულად გადაუკეთა და მას დეპარდიევსკი უწოდა. "სულ მალე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი, შესაძლოა, ჩვენი დროის გამოჩენილ რუს კინომსახიობად მოგვევლინოს", - ირონიანარევი ტონით წერს ავტორი, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯით პუტინმა "ქვა ისროლა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ბოსტანში".

    BBC-ის რუსული სამსახური კი აღნიშნავს, რომ საფრანგეთისგან განსხვავებით, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ გამოჩენილ მოქალაქეებს და მდიდრებს მაღალ გადასახადებს უწესებს, რუსეთში მდიდართა შემოსავალი მხოლოდ 13%-ით იბეგრება.

    ბრიტანული "გარდიანი" წერს, რომ ჟერარ დეპარდიემ ვერ დამალა რუსეთის ფედერაციის პასპორტის მიღებით გამოწვეული სიხარული და რუსებსა და მათ კულტურას საჯაროდ "გამოუტყდა სიყვარულში". "გარდიანის" ვერსიით, დეპარდიეს სიხარული მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს "ძღვენი" კიდევ უფრო დააჩქარებს მისთვის ესოდენ საძულველი საფრანგეთის მოქალაქეობისგან გათავისუფლებას.

    დასავლურ პრესაში ასევე აღნიშნავენ, რომ მუსიე დეპარდიეს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, მაგალითად, უზბეკეთის მოქალაქე. ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ ფრანგი მსახიობი მონაწილეობას მიიღებს უზბეკეთის ავტორიტარული პრეზიდენტის, ისლამ ყარიმოვის ქალიშვილის, გულნარა ყარიმოვას სცენარით გადაღებულ ფილმში. ეს კი ბრიტანელ ჟურნალისტებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვლადიმერ პუტინი დეპარდიეს ერთადერთი მაღალანაზღაურებადი მფარველი არ იქნება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს "ახალგამომცხვარი რუსის" თბილ მეგობრულ ურთიერთობებს ჩეჩნეთის თავკაც რამზან კადიროვთან.

    მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება