სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები
სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები

ქრის­ტეს­შო­ბა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. რო­დე­საც ბეთ­ლემ­ში მა­ცხო­ვა­რი იშვა, მას­თან თავ­და­პირ­ვე­ლად ღა­ტა­კი მწყემ­სე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თაც იე­სოს უბ­რა­ლო­ე­ბით, რწმე­ნი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით სავ­სე გუ­ლე­ბი მი­უ­ძღვნეს; თაყ­ვა­ნის­სა­ცე­მად მი­სულ­მა მოგ­ვებ­მა კი სამი სა­ჩუ­ქა­რი მი­არ­თვეს - ოქრო, რო­გორც სა­უ­კუ­ნო მე­ფეს, გუნ­დრუ­კი ანუ საკ­მე­ვე­ლი, რო­გორც ღმერ­თს და მური, რო­გორც ღმერ­თკაცს. მწყემ­სებს მა­ცხოვ­რის და­ბა­დე­ბა ან­გე­ლო­ზებ­მა აუ­წყეს, მოგ­ვებს კი - ვარ­სკვლავ­მა და სა­სურ­ველ ად­გი­ლამ­დე მი­საღ­წე­ვად, ძნე­ლად სა­ვა­ლი გზა გა­ი­ა­რეს...

ბოლო წლებ­ში, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა - შო­ბის დად­გო­მას მორ­წმუ­ნე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი სარ­კმელ­ში ან­თე­ბუ­ლი სან­თლით ეგე­ბე­ბი­ან, რაც სიმ­ბო­ლუ­რად, უფ­ლის­თვის კა­რის გა­ღე­ბას ნიშ­ნავს.

სა­შო­ბაო ტრა­დი­ცი­ებ­სა და ახალ წელ­ზე სა­სა­უბ­როდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯახ­ში ვხვდე­ბი. სამ სა­დღეგ­რძე­ლოს ვი­ტყვით, და­ვი­ლო­ცე­ბით, მერე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე გავ­ბო­დი­ალ­დე­ბი და ხან სად მი­თენ­დე­ბა, ხან - სად. ზოგ­ჯერ წამ­ყვა­ნა­დაც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ამა თუ იმ "ივენთზე". პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გამო წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახა­ლი წელი მქონ­და...

რაც შე­ე­ხე­ბა შო­ბას - ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ამ დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში, ლურჯ მო­ნას­ტერ­ში შევ­ხვდე, რომ­ლის მრევ­ლიც გახ­ლა­ვართ. წელ­საც შე­ვეც­დე­ბი, 7 იან­ვარს თბი­ლის­ში ვიყო და ეს წმინ­და დღე­სას­წა­უ­ლი სწო­რედ ეკ­ლე­სი­ა­ში აღ­ვნიშ­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­შო­ბაო ტრა­დი­ცი­ებს: ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თე­ბენ, რო­გორც სა­ჭი­როა - სა­შო­ბაო ღვე­ზელს აცხო­ბენ, სარ­კმელ­თან სან­თელს ან­თე­ბენ და ა.შ. მე კი უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლაფ­რით ვტკბე­ბი.

თიკა ფა­ცა­ცია, მომ­ღე­რა­ლი:

- სი­მარ­თლე გი­თხრა, დღე­სას­წა­უ­ლებს ისე აღ­ვნიშ­ნავთ, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი: მთე­ლი დღე ვემ­ზა­დე­ბით სა­ი­მი­სოდ, რომ ახალ წელს ლა­მა­ზად შე­ვე­გე­ბოთ. ამ დროს ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, მე კი ძი­რი­თა­დად, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვფუს­ფუ­სებ. სხვა­თა შო­რის, სუფ­რის გა­წყო­ბა­ში ბავ­შვე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. პირ­ველ იან­ვარს, სტუმ­რე­ბი ჩვენ­თა­ნაც მო­დი­ან, მერე ჩვენც მივ­დი­ვართ სტუმ­რად. მოკ­ლედ, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია არ გვაქვს, რო­გო­რი­ცაა შამ­პა­ნურ­ში ფერ­ფლის ჩაყ­რა და მა­გი­დის ქვეშ შეძ­რო­მე­ბი (იცი­ნის)...

რაც შე­ე­ხე­ბა შო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს - ვიდ­რე პა­ტა­რა შე­მე­ძი­ნე­ბო­და, 6 იან­ვრის სა­ღა­მოს ტა­ძარ­ში მივ­დი­ო­დი, ლი­ტა­ნი­ო­ბას ვეს­წრე­ბო­დი, წელს კი არ ვიცი, ამას რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებ. შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს; ამ დღეს თით­ქოს, სუ­ლი­ე­რად უფრო ამაღ­ლე­ბუ­ლი ხარ, სხვა­ნა­ი­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა გაქვს.

- შო­ბის დღე­სას­წა­ულს სა­ზღვარ­გა­რეთ თუ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- კი. 2000 წელს აშშ-ში შევ­ხვდი, მი­ლე­ნი­უ­მის შე­მობ­რძა­ნე­ბა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ შო­ბას 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს მათ­თვის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს უძღვნი­ან. ახა­ლი წლის ღა­მეს რა­ი­მე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი არა­სო­დეს მახ­სოვს. ერთი ის იყო, რომ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე დიდი ბუშ­ტი გას­კდა. შემ­დეგ კი რო­მე­ლი­ღაც ბარ­ში ვი­ყა­ვით, სა­დაც ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ერ­თმა­ნეთს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ვუ­ლო­ცავ­დით. ცუ­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი არ გა­ი­მარ­თე­ბა. ახლა ვხვდე­ბი, თურ­მე რო­გო­რი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ამ ყვე­ლაფ­რით ჩვენც და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც. ორი კვი­რით ადრე სა­სი­ა­მოვ­ნო სამ­ზა­დი­სი გვქონ­და, წელს კი ამ ყვე­ლაფ­რის არ­ქო­ნა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ. მომ­ღერ­ლის­თვის და წამ­ყვა­ნის­თვის ახა­ლი წლის დღე სცე­ნის გა­რე­შე, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა...

- თქვენს შვი­ლებს რო­გო­რი თოვ­ლის ბა­ბუა ჰყავ­დათ?

- ერთხელ თოვ­ლის ბა­ბუ­ამ სახ­ლში მოგ­ვა­კი­თხა, მაგ­რამ დი­დად არ მო­ი­წო­ნეს. სა­ჩუქ­რებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად რომ უტო­ვებს, ეს უფრო მე­ტად ხიბ­ლავთ. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და 2013 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცავ. მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ყო­ველ დი­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბით გა­იღ­ვი­ძონ.

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- რო­გორც მსა­ხი­ობს, ახა­ლი წლის ღა­მეს ზოგ­ჯერ, სა­ღა­მო­ე­ბის წაყ­ვა­ნაც მი­წევს. თუმ­ცა, ვიდ­რე სა­მუ­შა­ოდ წა­ვალ, ვცდი­ლობ, დამ­დეგს შინ შე­ვე­გე­ბო. ამ დღე­სას­წა­ულს მა­მაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ხვდე­ბა. მახ­სოვს, როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ზოგ­ჯერ ამას ვერ ახერ­ხებ­და, რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პი­რი სა­ღა­მო­ე­ბი გა­და­ი­ცე­მო­და... ახალ წელს ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს ვჩუქ­ნით, ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა იშ­ლე­ბა. მეკვლე­ე­ბი ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან. პი­რა­დად მე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მარ­ხვის დაც­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ცავთ. მინ­და, ეს ბრწყინ­ვა­ლე დღე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო და ყვე­ლას ღვთის წყა­ლო­ბა ვუ­სურ­ვო.

ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი:

- ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯახ­ში შევ­ხვდი, შემ­დეგ კი ჯგუ­ფის - "ვა­კის პარ­კი" წევ­რებ­თან ერ­თად, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დი. მოკ­ლედ, სა­ღა­მო საყ­ვა­რელ მსმე­ნელ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე... რაც შე­ე­ხე­ბა შო­ბას, რა თქმა უნდა, ამ დღე­სას­წა­ულს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ეკ­ლე­სი­ა­ში ვე­გე­ბე­ბი, გამ­თე­ნი­ი­სას შინ მივ­დი­ვართ, ცოტა ხანს ვი­ძი­ნებთ, მერე კი დე­დას­თან მივ­დი­ვართ სტუმ­რად. მოკ­ლედ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კუ­ლი­ნა­რო­ბა მე­ხერ­ხე­ბა და მიყ­ვარს კი­დეც, სა­ა­ხალ­წლო ან სა­შო­ბაო სამ­ზა­დის­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ - დედა და ჩემი სი­დედ­რი ამ საქ­მის ისე­თი ოს­ტა­ტე­ბი არი­ან, რომ ჩემი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბათ. ისი­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ელ სა­ცივს, "ხა­ლა­დეცს" და სხვა კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვას - ჩემი გო­გო­ნა თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რილს სწერს ხოლ­მე და ჩვენც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, სურ­ვი­ლე­ბი შე­ვუს­რუ­ლოთ.

პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბას - შო­ბის ღა­მეს ფან­ჯა­რა­ში სან­თლის ან­თე­ბის თა­ო­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად ვას­რუ­ლებთ. ლა­მა­ზი ტრა­დი­ცი­აა და სიმ­ბო­ლუ­რად, უფ­ლის­თვის გუ­ლის, ოჯა­ხის, კა­რის გა­ღე­ბას ნიშ­ნავს. ღვე­ზე­ლებს სახ­ლში არ ვა­ცხობთ; წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის მრევ­ლი ვარ და ყო­ვე­ლი დიდი მარ­ხვის შემ­დეგ, ტაძ­რის ეზო­ში ყვე­ლა ერ­თად ვიხ­სნი­ლებთ, ჰოდა, სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლებ­საც სწო­რედ იქ მი­ვირ­თმევთ.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ახალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად, ჩემს ჭერ­ქვეშ, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბი; სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მაქვს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყი. სხვა­თა შო­რის, ნაძ­ვის ხე­საც მე ვა­წყობ - ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს. "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" ტრა­დი­ცია გვაქვს, რომ ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს, მათ შო­რის - ახალ წელ­საც ყო­ველ­თვის ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ: და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ვე­ლი სა­ა­თის შემ­დეგ ვიკ­რი­ბე­ბით, ერ­თმა­ნეთს ვუ­ლო­ცავთ, სუფ­რას ვშლით, ვცეკ­ვავთ, ვმღე­რით, რა­ღაც გა­თა­მა­შე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ა.შ. ძვე­ლით ახალ წელს ჩვე­ნი­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი "თე­ატ­რა­ლურ კა­პუსტნიკს" ვამ­ზა­დებთ: 1-2-სა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მა გვაქვს, სა­დაც ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ვე­პა­ტი­ჟე­ბით და კარ­გად ვერ­თო­ბით.

- შო­ბას რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ?

- სხვა­თა შო­რის, წელს შო­ბას სპექ­ტაკ­ლი მაქვს. ძი­რი­თა­დად, მე და დედა ტა­ძარ­ში დავ­დი­ვართ და მარ­ხვა რომ ხსნილ­დე­ბა, ტრა­პეზ­საც ვეს­წრე­ბით ხოლ­მე... ზოგ­ჯერ მე­გობ­რებ­თა­ნაც მივ­დი­ვარ, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, მირ­ჩევ­ნია, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი შინ აღ­ვნიშ­ნო. სა­შო­ბა­ოდ დედა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­დილ­საც ამ­ზა­დებს და მო­ხარ­შუ­ლი ღო­რის ხორ­ციც ყო­ველ შო­ბას გვაქვს. სა­ეკ­ლე­სიო და სა­ხე­ლო­ბი­თი (თა­მა­რო­ბა, გი­ორ­გო­ბა, ქე­თე­ვა­ნო­ბა და ა.შ.) დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, შო­უ­მე­ნი:

- შო­ბის დღე­სას­წა­ულს მეც ისე აღ­ვნიშ­ნავ, რო­გორც სხვე­ბი. დედა ტრა­დი­ცი­ულ ღვე­ზე­ლებს აცხობს, ოღონდ - მათ­ზე ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი; ეს ტრა­დი­ცია ბე­ბი­ის­გან მოგ­ვდგამს. ფან­ჯრის რა­ფა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვდებთ ან­თე­ბულ სან­თელს, მერე ტა­ძარ­შიც მივ­დი­ვართ...

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ქრის­ტეს­შო­ბა მთე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. ამ დღეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი, სა­ზე­ი­მო ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა მაქვს; სულ მგო­ნია, შო­ბის ღამე ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ოც­ნე­ბე­ბი ახ­დეს. ვფიქ­რობ, ძვე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, წყე­ნა უნდა და­ვი­ვი­წყოთ და ახალ წელს ახა­ლი ემო­ცი­ე­ბით, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თუ სხვა რამ.

- ბოლო წლებ­ში, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვის შემ­დეგ, მორ­წმუ­ნე ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფან­ჯა­რას­თან სან­თელს ან­თებს. თქვენ თუ მოგ­წონთ ეს ლა­მა­ზი ტრა­დი­ცია?

- სარ­კმელ­თან სან­თლის ან­თე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრა­დი­ცი­აა. ჩემი სახ­ლი­დან ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ჩანს ხოლ­მე მო­პირ­და­პი­რე კორ­პუ­სის ფან­ჯრებ­ში მო­ციმ­ცი­მე სი­ნათ­ლე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ლოც­ვა, სურ­ვი­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბა მოჰ­ყვე­ბა თი­თო­ე­ულ ან­თე­ბულ სან­თელს. ეს ხომ ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია!..

- ახა­ლი წელი რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ?

- ვიდ­რე გავ­თხოვ­დე­ბო­დი, ახალ წელს ხან ოჯახ­ში, ხა­ნაც - მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, კლუბ­ში ან სად­მე სხვა­გან ვხვდე­ბო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ად­გი­ლია კარ­გად გარ­თო­ბი­სა და თავ­შეყ­რი­სათ­ვის. როცა დიდი სა­მე­გობ­რო წრე გყავს, არ მო­ი­წყენ, მით უმე­ტეს - ახალ წელს. ვი­ნა­ი­დან ახლა მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი მყავს, ახალ წელს მათ­თან ერ­თად შე­ვე­გე­ბე - მშვი­დად, წყნა­რად და ბედ­ნი­ე­რად.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ქარ­თუ­ლი წე­სით ჯერ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა, შემ­დეგ კი შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის, მარ­თე­ბუ­ლია?

- ჩვენ ხომ ევ­რო­პის­კენ გვაქვს გეზი აღე­ბუ­ლი - ეს გა­მოგ­ვდის თუ არა, სულ სხვა თე­მაა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩვენ­თან სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბა 31 დე­კემ­ბერს უფრო იგ­რძნო­ბა. სრუ­ლი­ად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო ახალ წელს 14 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ტაძ­რებ­ში მრევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად გა­ი­ზარ­და, სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა მარ­ხვის დაც­ვი­სა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბის სწო­რად აღ­ნიშ­ვნის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, რა ვქნა, 31 დე­კემ­ბრის ტრა­დი­ცი­აც ძა­ლი­ან მომ­წონს.

და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს ვუ­ლო­ცავ ქრის­ტეს­შო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს! ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვა ხომ სწო­რედ ქრის­ტეს­შო­ბი­დან და­ი­წყო. მარ­თა­ლია, მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი ახალ კა­ლენ­დარ­ზეა გა­და­სუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ ცდუ­ნე­ბას არ უნდა ავ­ყვეთ და ახა­ლი წელი შუა მარ­ხვა­ში, შო­ბამ­დე არ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ. თვით კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­აც კი ახალ წელს შო­ბის შემ­დგომ ზე­ი­მობს და ასე­ვეა ბერ­ძნულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი კა­ლენ­დრუ­ლი რე­ფორ­მის გამო, ამ ყვე­ლა­ფერს ვე­გუ­ე­ბით და შუა მარ­ხვი­სას ღრე­ო­ბებს ვმარ­თავთ.

- რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ შო­ბის დღე­სას­წა­ულს სა­ბერ­ძნეთ­ში?

- მთელ ქა­ლაქ­ში ლა­მა­ზი, მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნა­თე­ბაა, ვიტ­რი­ნებ­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რია გა­მო­ფე­ნი­ლი; ყვე­ლა­ფე­რი მორ­თუ­ლია და სა­შო­ბა­ოდ ერში დიდი სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბაა... რო­გორც ერის კაცს, გული მტკი­ვა იმის გამო, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, თო­რემ შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი რომ უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლის მომ­გვრე­ლია, ეს უდა­ვოა. იმის გამო, რომ ბავ­შვებს უხა­რი­ათ, ახალ წელს ქარ­თვე­ლე­ბი 31 დე­კემ­ბერს აღ­ვნიშ­ნავთ, სუფ­რას შე­მო­ვუს­ხდე­ბით, მერე ერთ სა­დღეგ­რძე­ლოს მე­ო­რე მოჰ­ყვე­ბა, მე­ო­რეს - მე­სა­მე... იქ ინ­და­უ­რის ბარ­კალს გაჰ­კრა­ვენ კბილს, მარ­ხვას არ­ღვე­ვენ; იწყე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ღრე­ო­ბა, ღა­მის თევა, კონ­ცერ­ტე­ბი და ა.შ. თავს არა­ვის შე­ვა­წყენ, მაგ­რამ ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვა რომ ქრის­ტეს­შო­ბი­დან იწყე­ბა, ეს ხომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე პეტ­რე პირ­ვე­ლის დროს, XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი სა­ე­რო ახა­ლი წელი?! ჩემი აზ­რით, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რა­ღაც შევ­ცვა­ლოთ, რად­გან 7 იან­ვრის აღ­ნიშ­ვნი­სას უკვე მა­გა­რი ნა­ქე­იფ­რე­ბიც ვართ და მარ­ხვა­გა­ტე­ხი­ლე­ბიც. იმე­დი მაქვს, ერის შეგ­ნე­ბა იქამ­დე მივა, რომ 31 დე­კემ­ბერს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მა­ინც იზე­ი­მებს.

მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ქარ­თვე­ლებს მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა მი­ვუ­ლო­ცო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შო­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში მისი საფ­ლა­ვის გახ­სნა მოხ­დე­ბა და დიდი მო­ლო­დი­ნია იმი­სა, რომ სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი გან­კურ­ნე­ბე­ბი მა­სობ­რი­ვად აღეს­რუ­ლე­ბა. იმე­დია, წმინ­და გაბ­რი­ე­ლის ლოც­ვა ჩვენს ერს რე­ა­ლუ­რად შე­მო­აბ­რუ­ნებს ქრის­ტეს­კენ. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პარ­ტი­ულ ბრძო­ლებ­სა და ყვე­ლა პრობ­ლე­მას სწო­რედ ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით დავძლევთ. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბას მტკი­ცედ ინარ­ჩუ­ნებს, უწ­მინ­დე­სი ბრძნუ­ლად წარ­მარ­თავს ყო­ვე­ლი­ვეს. ეკ­ლე­სი­ის წევ­რი უნდა იყო და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სწო­რედ მისი წი­ა­ღი­დან იღ­ვა­წო და იბ­რძო­ლო.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები

სარკმელში მოციმციმე სანთელი, საშობაო ღვეზელი და სადღესასწაულო ტრადიციები

ქრისტესშობა მორწმუნე ადამიანებისთვის უდიდესი მოვლენა და ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. როდესაც ბეთლემში მაცხოვარი იშვა, მასთან თავდაპირველად ღატაკი მწყემსები მივიდნენ, რომელთაც იესოს უბრალოებით, რწმენითა და მორჩილებით სავსე გულები მიუძღვნეს; თაყვანისსაცემად მისულმა მოგვებმა კი სამი საჩუქარი მიართვეს - ოქრო, როგორც საუკუნო მეფეს, გუნდრუკი ანუ საკმეველი, როგორც ღმერთს და მური, როგორც ღმერთკაცს. მწყემსებს მაცხოვრის დაბადება ანგელოზებმა აუწყეს, მოგვებს კი - ვარსკვლავმა და სასურველ ადგილამდე მისაღწევად, ძნელად სავალი გზა გაიარეს...

ბოლო წლებში, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენს ქვეყანაში შესანიშნავი ტრადიცია დამკვიდრდა - შობის დადგომას მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად, უფლისთვის კარის გაღებას ნიშნავს.

საშობაო ტრადიციებსა და ახალ წელზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდით.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები. სამ სადღეგრძელოს ვიტყვით, დავილოცებით, მერე კი მეგობრებთან ერთად სადმე გავბოდიალდები და ხან სად მითენდება, ხან - სად. ზოგჯერ წამყვანადაც მეპატიჟებიან ამა თუ იმ "ივენთზე". პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო წელს განსხვავებული და გამორჩეული ახალი წელი მქონდა...

რაც შეეხება შობას - ყოველთვის ვცდილობ, ამ დღესასწაულს ტაძარში, ლურჯ მონასტერში შევხვდე, რომლის მრევლიც გახლავართ. წელსაც შევეცდები, 7 იანვარს თბილისში ვიყო და ეს წმინდა დღესასწაული სწორედ ეკლესიაში აღვნიშნო. რაც შეეხება საშობაო ტრადიციებს: ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა - საშობაო ღვეზელს აცხობენ, სარკმელთან სანთელს ანთებენ და ა.შ. მე კი უბრალოდ, ამ ყველაფრით ვტკბები.

თიკა ფაცაცია, მომღერალი:

- სიმართლე გითხრა, დღესასწაულებს ისე აღვნიშნავთ, როგორც ყველა ქართული ოჯახი: მთელი დღე ვემზადებით საიმისოდ, რომ ახალ წელს ლამაზად შევეგებოთ. ამ დროს ყველა თავის საქმეს აკეთებს, მე კი ძირითადად, სამზარეულოში ვფუსფუსებ. სხვათა შორის, სუფრის გაწყობაში ბავშვებიც მეხმარებიან. პირველ იანვარს, სტუმრები ჩვენთანაც მოდიან, მერე ჩვენც მივდივართ სტუმრად. მოკლედ, რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, როგორიცაა შამპანურში ფერფლის ჩაყრა და მაგიდის ქვეშ შეძრომები (იცინის)...

რაც შეეხება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს - ვიდრე პატარა შემეძინებოდა, 6 იანვრის საღამოს ტაძარში მივდიოდი, ლიტანიობას ვესწრებოდი, წელს კი არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ. შობის დღესასწაული ძალიან მიყვარს; ამ დღეს თითქოს, სულიერად უფრო ამაღლებული ხარ, სხვანაირი განწყობილება გაქვს.

- შობის დღესასწაულს საზღვარგარეთ თუ შეხვედრიხართ?

- კი. 2000 წელს აშშ-ში შევხვდი, მილენიუმის შემობრძანება იყო. მოგეხსენებათ, იქ შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ეს მათთვის უდიდესი დღესასწაულია და ოჯახის წევრები იკრიბებიან, ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ახალი წლის ღამეს რაიმე განსაცვიფრებელი არასოდეს მახსოვს. ერთი ის იყო, რომ ცენტრალურ მოედანზე დიდი ბუშტი გასკდა. შემდეგ კი რომელიღაც ბარში ვიყავით, სადაც ახალი წლის შემობრძანებას ერთმანეთს უცხო ადამიანები ვულოცავდით. ცუდია, რომ საქართველოში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი არ გაიმართება. ახლა ვხვდები, თურმე როგორი განებივრებულები ვიყავით ამ ყველაფრით ჩვენც და მოქალაქეებიც. ორი კვირით ადრე სასიამოვნო სამზადისი გვქონდა, წელს კი ამ ყველაფრის არქონა ძალიან განვიცადეთ. მომღერლისთვის და წამყვანისთვის ახალი წლის დღე სცენის გარეშე, ვერ წარმომედგინა...

- თქვენს შვილებს როგორი თოვლის ბაბუა ჰყავდათ?

- ერთხელ თოვლის ბაბუამ სახლში მოგვაკითხა, მაგრამ დიდად არ მოიწონეს. საჩუქრებს ვირტუალურად რომ უტოვებს, ეს უფრო მეტად ხიბლავთ. ვისარგებლებ შემთხვევით და 2013 წლის შემობრძანებას სრულიად საქართველოს მივულოცავ. მინდა, რომ ადამიანებმა ყოველ დილას ბედნიერების შეგრძნებით გაიღვიძონ.

ზურა ბერიკაშვილი, მსახიობი:

- როგორც მსახიობს, ახალი წლის ღამეს ზოგჯერ, საღამოების წაყვანაც მიწევს. თუმცა, ვიდრე სამუშაოდ წავალ, ვცდილობ, დამდეგს შინ შევეგებო. ამ დღესასწაულს მამაც ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ზოგჯერ ამას ვერ ახერხებდა, რადგან ტელევიზიით პირდაპირი საღამოები გადაიცემოდა... ახალ წელს ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, ოჯახში ტრადიციული სუფრა იშლება. მეკვლეები ძირითადად, ჩვენი შვილები არიან. პირადად მე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მარხვის დაცვას ვერ ვახერხებ, მაგრამ შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს აუცილებლად ვიცავთ. მინდა, ეს ბრწყინვალე დღე მთელ საქართველოს მივულოცო და ყველას ღვთის წყალობა ვუსურვო.

ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი:

- ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში შევხვდი, შემდეგ კი ჯგუფის - "ვაკის პარკი" წევრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში წავედი. მოკლედ, საღამო საყვარელ მსმენელთან ერთად გავატარე... რაც შეეხება შობას, რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახის წევრებთან ერთად, ეკლესიაში ვეგებები, გამთენიისას შინ მივდივართ, ცოტა ხანს ვიძინებთ, მერე კი დედასთან მივდივართ სტუმრად. მოკლედ, ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კულინარობა მეხერხება და მიყვარს კიდეც, საახალწლო ან საშობაო სამზადისში არ ვმონაწილეობ - დედა და ჩემი სიდედრი ამ საქმის ისეთი ოსტატები არიან, რომ ჩემი დახმარება არ სჭირდებათ. ისინი ძალიან გემრიელ საცივს, "ხალადეცს" და სხვა კერძებს ამზადებენ. რაც შეეხება საჩუქრების შერჩევას - ჩემი გოგონა თოვლის ბაბუას წერილს სწერს ხოლმე და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, სურვილები შევუსრულოთ.

პატრიარქის მოწოდებას - შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის ანთების თაობაზე, აუცილებლად ვასრულებთ. ლამაზი ტრადიციაა და სიმბოლურად, უფლისთვის გულის, ოჯახის, კარის გაღებას ნიშნავს. ღვეზელებს სახლში არ ვაცხობთ; წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვარ და ყოველი დიდი მარხვის შემდეგ, ტაძრის ეზოში ყველა ერთად ვიხსნილებთ, ჰოდა, საშობაო ღვეზელებსაც სწორედ იქ მივირთმევთ.

თამუნა ნიკოლაძე, მსახიობი:

- ახალ წელს აუცილებლად, ჩემს ჭერქვეშ, ოჯახთან ერთად ვხვდები; სუფრაზე აუცილებლად მაქვს საკუთარი ხელით მომზადებული გოზინაყი. სხვათა შორის, ნაძვის ხესაც მე ვაწყობ - ეს პროცესი ძალიან მომწონს. "თავისუფალ თეატრში" ტრადიცია გვაქვს, რომ ყველა დღესასწაულს, მათ შორის - ახალ წელსაც ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ: დაახლოებით პირველი საათის შემდეგ ვიკრიბებით, ერთმანეთს ვულოცავთ, სუფრას ვშლით, ვცეკვავთ, ვმღერით, რაღაც გათამაშებებში ვმონაწილეობთ და ა.შ. ძველით ახალ წელს ჩვენივე თეატრის მსახიობები "თეატრალურ კაპუსტნიკს" ვამზადებთ: 1-2-საათიანი პროგრამა გვაქვს, სადაც ახლობელ ადამიანებს ვეპატიჟებით და კარგად ვერთობით.

- შობას როგორ აღნიშნავთ?

- სხვათა შორის, წელს შობას სპექტაკლი მაქვს. ძირითადად, მე და დედა ტაძარში დავდივართ და მარხვა რომ ხსნილდება, ტრაპეზსაც ვესწრებით ხოლმე... ზოგჯერ მეგობრებთანაც მივდივარ, მაგრამ საერთოდ, მირჩევნია, დღესასწაულები შინ აღვნიშნო. საშობაოდ დედა რაიმე განსაკუთრებულ სადილსაც ამზადებს და მოხარშული ღორის ხორციც ყოველ შობას გვაქვს. საეკლესიო და სახელობითი (თამარობა, გიორგობა, ქეთევანობა და ა.შ.) დღესასწაულები ძალიან მიყვარს.

დავით გოგიჩაიშვილი, შოუმენი:

- შობის დღესასწაულს მეც ისე აღვნიშნავ, როგორც სხვები. დედა ტრადიციულ ღვეზელებს აცხობს, ოღონდ - მათზე ჩვენი სახელების ინიციალებია გამოსახული; ეს ტრადიცია ბებიისგან მოგვდგამს. ფანჯრის რაფაზე აუცილებლად ვდებთ ანთებულ სანთელს, მერე ტაძარშიც მივდივართ...

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- ქრისტესშობა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი, საზეიმო შინაგანი განწყობილება მაქვს; სულ მგონია, შობის ღამე ისეთი ჯადოსნურია, რომ შეიძლება, ოცნებები ახდეს. ვფიქრობ, ძველი ტკივილები, წყენა უნდა დავივიწყოთ და ახალ წელს ახალი ემოციებით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები თუ სხვა რამ.

- ბოლო წლებში, პატრიარქის კურთხევის შემდეგ, მორწმუნე ოჯახების უმეტესობა ფანჯარასთან სანთელს ანთებს. თქვენ თუ მოგწონთ ეს ლამაზი ტრადიცია?

- სარკმელთან სანთლის ანთება შესანიშნავი ტრადიციაა. ჩემი სახლიდან ძალიან ლამაზად ჩანს ხოლმე მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში მოციმციმე სინათლე. წარმოიდგინეთ, რამდენი ლოცვა, სურვილი და კეთილგანწყობა მოჰყვება თითოეულ ანთებულ სანთელს. ეს ხომ ძალიან ამაღელვებელია!..

- ახალი წელი როგორ აღნიშნეთ?

- ვიდრე გავთხოვდებოდი, ახალ წელს ხან ოჯახში, ხანაც - მეგობრების გარემოცვაში, კლუბში ან სადმე სხვაგან ვხვდებოდი. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ადგილია კარგად გართობისა და თავშეყრისათვის. როცა დიდი სამეგობრო წრე გყავს, არ მოიწყენ, მით უმეტეს - ახალ წელს. ვინაიდან ახლა მცირეწლოვანი შვილები მყავს, ახალ წელს მათთან ერთად შევეგებე - მშვიდად, წყნარად და ბედნიერად.

- როგორ ფიქრობთ, ქართული წესით ჯერ ახალი წლის აღნიშვნა, შემდეგ კი შობის დღესასწაულის, მართებულია?

- ჩვენ ხომ ევროპისკენ გვაქვს გეზი აღებული - ეს გამოგვდის თუ არა, სულ სხვა თემაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთან საზეიმო განწყობილება 31 დეკემბერს უფრო იგრძნობა. სრულიად ქრისტიანული სამყარო ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავს და მისასალმებელია, რომ ტაძრებში მრევლის რაოდენობა ბევრად გაიზარდა, სხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა მარხვის დაცვისა და დღესასწაულების სწორად აღნიშვნის თვალსაზრისით. თუმცა, რა ვქნა, 31 დეკემბრის ტრადიციაც ძალიან მომწონს.

დავით გიორგობიანი, მსახიობი:

- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ჩვენი წელთაღრიცხვა ხომ სწორედ ქრისტესშობიდან დაიწყო. მართალია, მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალ კალენდარზეა გადასული, მაგრამ ჩვენ ცდუნებას არ უნდა ავყვეთ და ახალი წელი შუა მარხვაში, შობამდე არ უნდა აღვნიშნოთ. თვით კათოლიკური ეკლესიაც კი ახალ წელს შობის შემდგომ ზეიმობს და ასევეა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც. საქართველოში კი კალენდრული რეფორმის გამო, ამ ყველაფერს ვეგუებით და შუა მარხვისას ღრეობებს ვმართავთ.

- როგორ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს საბერძნეთში?

- მთელ ქალაქში ლამაზი, მაღალი დონის განათებაა, ვიტრინებში თოვლის ბაბუები და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარია გამოფენილი; ყველაფერი მორთულია და საშობაოდ ერში დიდი საზეიმო განწყობილებაა... როგორც ერის კაცს, გული მტკივა იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თორემ შობის დღესასწაული რომ უდიდესი სიხარულის მომგვრელია, ეს უდავოა. იმის გამო, რომ ბავშვებს უხარიათ, ახალ წელს ქართველები 31 დეკემბერს აღვნიშნავთ, სუფრას შემოვუსხდებით, მერე ერთ სადღეგრძელოს მეორე მოჰყვება, მეორეს - მესამე... იქ ინდაურის ბარკალს გაჰკრავენ კბილს, მარხვას არღვევენ; იწყება გადამეტებული ღრეობა, ღამის თევა, კონცერტები და ა.შ. თავს არავის შევაწყენ, მაგრამ ახალი წელთაღრიცხვა რომ ქრისტესშობიდან იწყება, ეს ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პეტრე პირველის დროს, XVII-XVIII საუკუნეებში დაწესებული საერო ახალი წელი?! ჩემი აზრით, სასურველი იქნება, რაღაც შევცვალოთ, რადგან 7 იანვრის აღნიშვნისას უკვე მაგარი ნაქეიფრებიც ვართ და მარხვაგატეხილებიც. იმედი მაქვს, ერის შეგნება იქამდე მივა, რომ 31 დეკემბერს უფრო მოკრძალებულად მაინც იზეიმებს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართველებს მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა მივულოცო. მოგეხსენებათ, შობის შემდგომ დღეებში მისი საფლავის გახსნა მოხდება და დიდი მოლოდინია იმისა, რომ სულიერი და ხორციელი განკურნებები მასობრივად აღესრულება. იმედია, წმინდა გაბრიელის ლოცვა ჩვენს ერს რეალურად შემოაბრუნებს ქრისტესკენ. ქვეყანაში არსებულ პარტიულ ბრძოლებსა და ყველა პრობლემას სწორედ ჭეშმარიტი რწმენით დავძლევთ. ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მტკიცედ ინარჩუნებს, უწმინდესი ბრძნულად წარმართავს ყოველივეს. ეკლესიის წევრი უნდა იყო და ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორედ მისი წიაღიდან იღვაწო და იბრძოლო.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"