მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუთქუნა და თამაზა ინტერვიუზე ნაბახუსევი თავებით და მათი მხიარული საახალწლო თავგადასავალი
ბუთქუნა და თამაზა ინტერვიუზე ნაბახუსევი თავებით და მათი მხიარული საახალწლო თავგადასავალი

თქვენ­თვის კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რუბ­რი­კის პირ­ველ სტუმ­რე­ბად ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა შე­ვარ­ჩიე. ცნო­ბი­ლი "ბრენ­დის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ნიკა არა­ბი­ძე და ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი ნა­ა­ხალ­წლევს, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გა­მო­ვი­ჭი­რე. ხა­ლი­სი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა მათ­მა ფო­ტო­სე­სი­ამ. ვა­ხომ კი გა­აპ­რო­ტეს­ტა, - ეს რა ქუდი მო­გი­ტა­ნია, აბა, ჩემს თავს შე­ხე­დე, ჩა­მე­ტე­ვაო?!. მაგ­რამ მშვე­ნივ­რად მო­ირ­გო. და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად წა­ი­კი­თხეთ.

(არ­ქი­ვი)

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ახალ წელს გი­ლო­ცავთ!

ნიკა:

- მად­ლო­ბა, ჩვენც გი­ლო­ცავთ, ვუ­ლო­ცავთ თქვენს მკი­თხვე­ლებს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას, გა­ხა­რე­ბას, გამ­რავ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი თქვენ­თვის გვე­მე­ტე­ბა. წელს თუ გა­დავ­რჩი, გა­ი­სა­დაც მო­გი­ლო­ცავთ.

ვახო:

- ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ვართ, ისეთ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე, რომ... რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და. ჩვენ­მა კონ­ცერ­ტებ­მა ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. ახლა ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხებ­ში მივ­დი­ვართ.

ნიკა:

- ქე­ი­ფი არ გვა­ცა­დე, გე­ყო­თო და აგერ, მო­ვე­დით ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

- მო­მი­ყე­ვით, ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდით?

- რამ­დე­ნი­მე ახა­ლი წე­ლია, მე და ვახო ერ­თად ვხვდე­ბით კონ­ცერ­ტებ­ზე. ხან თერ­ჯო­ლა­ში ვართ, ხან - ზუგ­დიდ­ში, ანაკ­ლი­ა­ში...

ვახო:

- ამ კონ­ცერ­ტე­ბი­დან ხალ­ხის სით­ბო და ზამ­თრის სი­ცი­ვე მახ­სოვს.

ნიკა:

- ერთხელ თერ­ჯო­ლა­ში ლა­ზერ-შოუს წამ­ყვა­ნე­ბად მიგ­ვიწ­ვი­ეს. მეც არ მქონ­და ნა­ნა­ხი, მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ვუ­ყუ­რებ და თან მეს­მის, დაბ­ლი­დან პა­ტა­რა ბავ­შვი მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რის: - ნიკა! ნი-კაა!!! ნიი-კააა!!! მი­ვუბ­რუნ­დი: - რა გინ­და, ბი­ძია-მეთ­ქი? - გა­მარ­ჯო­ბაო!

ვახო:

- ერთხელ ბავ­შვი ასე თავ­გან­წირ­ვით გა­ი­ძა­ხის: ნიკა! ნიკა! ნიკა! - ბა­ტო­ნოო, გა­ა­გო­ნა და ბავ­შვი ეუბ­ნე­ბა, - "ვა­ხოს გა­მო­ა­ხე­დე, რა!"

- "ბრენ­დი" "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა" რო­გორ შე­იქ­მნა?

- ჯერ არ­სე­ბობ­და "შპს ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა". ბუთ­ქუ­ნა მე ვარ, თა­მა­ზა ნიკა გახ­ლავთ. სა­ხე­ლე­ბი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა დაგ­ვარ­ქვა.

ნიკა:

- ჩვენ კარ­გი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს, უბ­რა­ლოდ, არ ვამ­ჟღავ­ნებ­დით. ადა­მი­ა­ნებს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ჩვენ ვმღე­რით, ძა­ლი­ან მოს­წონთ. ქარ­თვე­ლებს ტა­ში­ტუ­ში ხომ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ჩვენ­თან სულ ახა­ლი წე­ლია.

- ფანი თა­მა­ზა არ გყავთ?

- ჯერ ჩვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა, არ ვი­ცით. ბუთ­ქუ­ნა ფა­ნე­ბი კი ძა­ლი­ან ბევ­რნი არი­ან.

- თოვ­ლის ბა­ბუა ყო­ფილ­ხარ?

- სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი. ერთ-ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ვასო ფხა­კა­ძეს­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ბავ­შვმა რომ დაგ­ვი­ნა­ხა, ლა­მის გა­გიჟ­და, ნამ­დვი­ლი თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი მო­ვიდ­ნე­ნო. მერე გა­ში­ნა­ურ­და, მკი­თხა, ბუხ­რი­დან რა­ტომ არ ჩა­მოხ­ვე­დიო? აი­ჩე­მა, გინ­და თუ არა, ირ­მე­ბი მა­ნახ­ვეო. რა იცო­და, რომ ერთი დან­გრე­უ­ლი "ადი­ნა­ცა­ტი" გვყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ძრა­ვას თუ გა­მორ­თავ­დი, აღარ იქო­ქე­ბო­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა. ის იყო, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას ვა­პი­რებ­დით, დი­ა­სახ­ლის­მა, - ასე რო­გორ გა­გიშ­ვებთ, ახალ წელს ჩემს ოჯახ­ში უნდა შეხ­ვდე­თო. სუფ­რას­თან მიგ­ვი­პა­ტი­ჟა. გა­და­მე­კი­და, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყი გა­სინ­ჯეო. გო­ზი­ნაყს ჩემი ბამ­ბის წვე­რი მი­ე­წე­ბა და ლა­მის ჩა­მო­მე­შა­ლა. მოკ­ლედ, ცუდ დღე­ში ჩავ­ვარ­დი.

ვახო:

- მე თოვ­ლის ბა­ბუა მხო­ლოდ "ცელქ ბავ­შვებ­ში" ვი­თა­მა­შე. თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლებს ბავ­შვო­ბა­ში ვწერ­დი. ერთ წელ­საც, ჩემს დას­თან ერ­თად მომ­ღე­რა­ლი სან­ტა კლა­უ­სი მო­ვი­სურ­ვე. კარი გა­მო­ვა­ღე და რას ვხე­დავ? ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი დევს. სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის გავ­გიჟ­დი. - აი, ზუს­ტად ასე­თი მინ­დო­და, მამი, თოვ­ლის ბა­ბუა სად ნახე, ეს რომ მინ­დო­და, რო­გორ გა­ა­გე­ბი­ნე-მეთ­ქი? - თოვ­ლის ბა­ბუა კი არა, შენი.... ტარა რა-რა-რა, 100 ლარი მი­ვე­ციო (იცი­ნის).

- მზად ხართ, კი­თხვებ­ზე გა­და­ვი­დეთ?

- სხვა რა გზა გვაქვს, ამ ნა­ბა­ხუ­სე­ვი თა­ვე­ბით თუ რა­მეს გა­ვიხ­სე­ნებთ, გი­პა­სუ­ხებთ.

- ოჯახ­ში, ნაძ­ვის ხის მორ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ?

ნიკა:

- წელს ნაძ­ვის ხე რამ­დენ­ჯე­რაც მოვ­რთე, ჩემ­მა შვილ­მა იმ­დენ­ჯერ­ვე და­შა­ლა.

- თუ იცით, რა პე­რი­ო­დი­დან შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაძ­ვის ხის მორ­თვის ტრა­დი­ცია?

ნიკა:

- წელი ზუს­ტად არ მახ­სოვს. ვიცი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან აკე­თებ­დნენ ჩი­ჩი­ლაკს. ვფიქ­რობ, რომ ეს და­ახ­ლო­ე­ბით XIX სა­უ­კუ­ნი­დან იქ­ნე­ბა.

- სულ რა­ღაც 1 სა­უ­კუ­ნე შე­გე­შა­ლა.

- რას ამ­ბობ, XVIII-დან რთა­ვენ? შე­იძ­ლე­ბა, ასეა, მე მა­შინ აქეთ არ ვი­ყა­ვი და არ მახ­სოვს.

- "ახა­ლი წლის სა­ღა­მოა, ქარი ქრის და ფიფ­ქი ცვი­ვა,/ თოვ­ლის სა­ბანს..."

- (მა­წყვე­ტი­ნე­ბენ და ერ­თხმად აგ­რძე­ლე­ბენ) "...თოვ­ლის სა­ბანს რომ იხუ­რავ,/ ნაძ­ვის ხეო, არა გცი­ვა?" გე­გო­ნა, არ ვი­ცო­დით?

- ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

ვახო:

- არ წა­მოგცდეს. დავ­ფიქ­რდე­ბი და გი­პა­სუ­ხებ. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ნო­დარ დუმ­ბა­ძე. სწო­რად ვამ­ბობ?

- რა თქმა უნდა. ახლა მი­თხა­რით, დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე რო­გო­რი სა­ა­თი უჩ­ვე­ნებს სწორ დროს მხო­ლოდ ორ­ჯერ?

ნიკა

- ყვე­ლა სა­ა­თი. არა?

ვახო:

- მხო­ლოდ ახალ წელს?

ნიკა:

- არა, არა (იცი­ნის). გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ა­თი იქ­ნე­ბა.

- წამ­ში ერთხელ არის, წუთ­შიც ერთხელ არის, თვე­ში არ არის და წე­ლი­წად­ში ორ­ჯე­რაა. რა არის?

- დღე­ში არ არის?

- არა.

ვახო:

- ჩი­ტო­ვიჩ, ახლა ბო­ლომ­დე გა­მო­ფხიზ­ლდი და იაზ­როვ­ნე. ჩვენ ორნი ვართ, ეს - ერთი და რა­ღა­ცას გვა­ტყუ­ებს.

ნიკა:

- კი არ გვა­ტყუ­ებს, ეშ­მა­კუ­რი კი­თხვაა. მე რა­ღა­ცას ვხვდე­ბი. ის რა­ღაც დღე­ში რამ­დენ­ჯერ არის?

- დღე­ში არ არის.

- ასო "წ", გა­მო­ვი­ცა­ნი (იცი­ნის)? ვახო, შენ რა და­ლიე, ბიჭო, ასე­თი?

- აღარ გა­მახ­სე­ნო, შენ­ნა­ი­რი კარ­გი ღვი­ნო არ მქონ­და და ახლა, ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, ყვე­ლა­ნი შენ­თან მოვ­დი­ვართ.

- ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა იცით?

ნიკა:

- რო­გორ არ ვიცი?! ახალ წელს ჩემი და­წუ­რუ­ლი ღვი­ნო მქონ­და.

- თეთ­რი ღვი­ნო დაძ­ვე­ლე­ბი­სას მუქ­დე­ბა. რა ემარ­თე­ბა წი­თელ ღვი­ნოს?

ვახო:

- ძველ­დე­ბა, ობ­დე­ბა, არა?

- ცდე­ბი.

ნიკა:

- სქელ­დე­ბა?

- არა.

- ისევ რა­ღა­ცას გვა­ტყუ­ებ?

- არა­ფერს გა­ტყუ­ებთ. აწი იცო­დეთ, რომ წი­თე­ლი ღვი­ნო დაძ­ვე­ლე­ბი­სას ღი­ავ­დე­ბა.

- რა­ტომ ვერ გი­პა­სუ­ხე, იცი? - ჩვენ­თან ღვი­ნოს დაძ­ვე­ლე­ბას ვინ აც­დის?!

- თუ ის კარ­გია, ქაფი 3 წუთ­ზე ადრე არ უნდა უქ­რე­ბო­დეს. უნდა შედ­გე­ბო­დეს ბუშ­ტუ­კე­ბის­გან. მისი არო­მა­ტი უფრო იგ­რძნო­ბა, როცა ცი­ვია.

- ჩვენ რომ გვინ­და ნა­ბა­ხუ­სევ­ზე და და­ლე­ვას რომ არ გვაც­დი, - ლუდი.

- რისი ში­შია ჩერ­ო­ფო­ბია?

ვახო:

- კაკ­ლის ჩე­რო­სი (იცი­ნის). მი­ნიშ­ნე­ბას არ გვე­ტყვი?

- ეს შიში თქვენ არ გაქვთ.

ნიკა:

- სი­ცი­ლის შიში არ გვაქვს. ასეა?

- ჩერ­ო­ფო­ბია გარ­თო­ბის ში­შია. უყ­ვარს თუ არა, თეთრ დათვს თაფ­ლი?

- უყ­ვარს, მაგ­რამ ვინ მი­უ­ტანს?!. თეთ­რი დათ­ვის ბელი ეუბ­ნე­ბა დე­და­მისს: - დედა, შენ ქმრად შავი დათ­ვი ხომ არ გყო­ლი­აო? - არა, დედა, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეო? - ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე წი­ნა­პა­რი ხომ არ იყო შა­ვიო? - არა, რა­ტომ მე­კი­თხე­ბიო? - აბა, რა­ტომ მცი­ვაო?

- რა ერ­ქვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- ისა­კი. ვახო, ხე­დავ, სად გვაბ­ნევს? დიდი ოქ­ტომ­ბრის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცია რო­დის მოხ­დაო?

- და­ას­რუ­ლეთ სალ­ვა­დორ და­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ მე..."

ვახო:

- "...უფრო სუ­ლე­ლი ვარ".

ნიკა

- მე ჭკვი­ა­ნი ვარ, ან მე მხატ­ვა­რი ვარ.

- "...რომ მე სუ­ლე­ლი არ ვარ".

- სუ­ლე­ლი ვინც არ არის, ის ხომ ჭკვი­ა­ნია და და­წე­რე, გა­მო­იც­ნო-თქო.

- რა ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რომ კედ­ლის მე­ო­რე მხა­რეს აღ­მოჩ­ნდეს?

- კარი.

ვახო:

- ეს მეც ვი­ცო­დი და ნი­კამ და­მას­წრო.

- გზა­ზე მი­დის 2 ვე­ფხვი. პა­ტა­რა დი­დის შვი­ლია, დიდი ვე­ფხვი პა­ტა­რის დედა არ არის. რა არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის ისი­ნი?

- მამა და შვი­ლი.

- ციყვს ხეზე აძ­რო­მა უფრო ად­ვი­ლად შე­უძ­ლია თუ მი­წა­ზე სირ­ბი­ლი?

- ხეზე აძ­რო­მა.

- ქა­მე­ლე­ონს ენა უფრო გრძე­ლი აქვს თუ სხე­უ­ლი?

- სხე­უ­ლი.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ?

ნიკა:

- (ვი­თომ კი­თხვა ვერ გა­ვი­გეთ) ქა­მე­ლე­ონ­ზე გვე­კი­თხე­ბი? ენა უფრო გრძე­ლი აქვს, აბა, რაა! (იცი­ნის).

- გარ­და იმი­სა, რომ ზედა ყბას ამოძ­რა­ვებს, კი­დევ რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ნი­ან­გი?

- არ ვიცი.

- ენის გა­მო­ყო­ფა არ შე­უძ­ლია.

- გვე­ლი კი ორი­ვე ყბას ამოძ­რა­ვებს.

- და­ა­სა­ხე­ლეთ ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბუ­ლი 5 დღე ისე, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სი­ტყვე­ბი: ორ­შა­ბა­თი, სამ­შა­ბა­თი, ოთხშა­ბა­თი...

- (მღე­რი­ან) ჩემ­თვის კვი­რა არ არ­სე­ბობს, ყო­ვე­ლი დღე შა­ბა­თია, ყო­ვე­ლი დღე შა­ბა­თი­აა. გუ­შინ­წინ, გუ­შინ, დღეს, ხვალ, ზეგ.

- ნე­ლის მა­მას 5 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ერთს ჰქვია ნონა, მე­ო­რეს - ნანა, მე­სა­მეს - ანა, მე­ო­თხეს - ნინო. რა ჰქვია მე­ხუ­თეს?

ვახო:

- ნელი. ცოტა თვა­ლებ­ში გა­მო­ვი­ხე­დე.

- რა ჰქვია ფი­ჭი­ან თაფლს?

ნიკა:

- პირ­ვე­ლი ასო მი­თხა­რი.

- "გ".

ვახო:

- მე მე­ო­რე მი­თხა­რი.

- "ო".

- ოოო!!! არ ვი­ცით.

- გო­ლე­უ­ლი.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ოს­კარ უა­ილ­დის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "უმარ­ტი­ვე­სი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს, მხო­ლოდ..."

ნიკა:

- "...კარ­გი მომ­წონს".

- "...მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მაკ­მა­ყო­ფი­ლებს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ბუთქუნა და თამაზა ინტერვიუზე ნაბახუსევი თავებით და მათი მხიარული საახალწლო თავგადასავალი

ბუთქუნა და თამაზა ინტერვიუზე ნაბახუსევი თავებით და მათი მხიარული საახალწლო თავგადასავალი

თქვენთვის კარგი განწყობილების შესაქმნელად, რუბრიკის პირველ სტუმრებად ბუთქუნა და თამაზა შევარჩიე. ცნობილი "ბრენდის" წარმომადგენლები - ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი ნაახალწლევს, ნაბახუსევზე გამოვიჭირე. ხალისიანად ჩაიარა მათმა ფოტოსესიამ. ვახომ კი გააპროტესტა, - ეს რა ქუდი მოგიტანია, აბა, ჩემს თავს შეხედე, ჩამეტევაო?!. მაგრამ მშვენივრად მოირგო. დანარჩენი თავად წაიკითხეთ.

(არქივი)

პრეამბულის მაგიერ

- ახალ წელს გილოცავთ!

ნიკა:

- მადლობა, ჩვენც გილოცავთ, ვულოცავთ თქვენს მკითხველებს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას, გამრავლებას ვუსურვებთ! ყველაფერი კარგი თქვენთვის გვემეტება. წელს თუ გადავრჩი, გაისადაც მოგილოცავთ.

ვახო:

- ნაბახუსევზე ვართ, ისეთ ნაბახუსევზე, რომ... რთული პერიოდი გვქონდა. ჩვენმა კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა. ახლა ერთმანეთის ოჯახებში მივდივართ.

ნიკა:

- ქეიფი არ გვაცადე, გეყოთო და აგერ, მოვედით ინტერვიუზე.

- მომიყევით, ახალ წელს როგორ შეხვდით?

- რამდენიმე ახალი წელია, მე და ვახო ერთად ვხვდებით კონცერტებზე. ხან თერჯოლაში ვართ, ხან - ზუგდიდში, ანაკლიაში...

ვახო:

- ამ კონცერტებიდან ხალხის სითბო და ზამთრის სიცივე მახსოვს.

ნიკა:

- ერთხელ თერჯოლაში ლაზერ-შოუს წამყვანებად მიგვიწვიეს. მეც არ მქონდა ნანახი, მაინტერესებდა. ვუყურებ და თან მესმის, დაბლიდან პატარა ბავშვი მთელი ხმით გაჰყვირის: - ნიკა! ნი-კაა!!! ნიი-კააა!!! მივუბრუნდი: - რა გინდა, ბიძია-მეთქი? - გამარჯობაო!

ვახო:

- ერთხელ ბავშვი ასე თავგანწირვით გაიძახის: ნიკა! ნიკა! ნიკა! - ბატონოო, გააგონა და ბავშვი ეუბნება, - "ვახოს გამოახედე, რა!"

- "ბრენდი" "ბუთქუნა და თამაზა" როგორ შეიქმნა?

- ჯერ არსებობდა "შპს ბუთქუნა და თამაზა". ბუთქუნა მე ვარ, თამაზა ნიკა გახლავთ. სახელები ვანო ჯავახიშვილმა დაგვარქვა.

ნიკა:

- ჩვენ კარგი ვოკალური მონაცემები გვაქვს, უბრალოდ, არ ვამჟღავნებდით. ადამიანებს ეს მიმართულება, რომელშიც ჩვენ ვმღერით, ძალიან მოსწონთ. ქართველებს ტაშიტუში ხომ ძალიან გვიყვარს. ჩვენთან სულ ახალი წელია.

- ფანი თამაზა არ გყავთ?

- ჯერ ჩვენამდე არ მოსულა, არ ვიცით. ბუთქუნა ფანები კი ძალიან ბევრნი არიან.

- თოვლის ბაბუა ყოფილხარ?

- სტუდენტობის წლებში გამოძახებებზე დავდიოდი. ერთ-ერთ გამოძახებაზე ვასო ფხაკაძესთან ერთად ვიყავი. ბავშვმა რომ დაგვინახა, ლამის გაგიჟდა, ნამდვილი თოვლის ბაბუები მოვიდნენო. მერე გაშინაურდა, მკითხა, ბუხრიდან რატომ არ ჩამოხვედიო? აიჩემა, გინდა თუ არა, ირმები მანახვეო. რა იცოდა, რომ ერთი დანგრეული "ადინაცატი" გვყავდა დაქირავებული. ძრავას თუ გამორთავდი, აღარ იქოქებოდა. მოკლედ, ყველაფერმა ჩაიარა. ის იყო, სახლიდან გამოსვლას ვაპირებდით, დიასახლისმა, - ასე როგორ გაგიშვებთ, ახალ წელს ჩემს ოჯახში უნდა შეხვდეთო. სუფრასთან მიგვიპატიჟა. გადამეკიდა, ჩემი გაკეთებული გოზინაყი გასინჯეო. გოზინაყს ჩემი ბამბის წვერი მიეწება და ლამის ჩამომეშალა. მოკლედ, ცუდ დღეში ჩავვარდი.

ვახო:

- მე თოვლის ბაბუა მხოლოდ "ცელქ ბავშვებში" ვითამაშე. თოვლის ბაბუას წერილებს ბავშვობაში ვწერდი. ერთ წელსაც, ჩემს დასთან ერთად მომღერალი სანტა კლაუსი მოვისურვე. კარი გამოვაღე და რას ვხედავ? ლამაზად შეფუთული დევს. სიხარულისგან ლამის გავგიჟდი. - აი, ზუსტად ასეთი მინდოდა, მამი, თოვლის ბაბუა სად ნახე, ეს რომ მინდოდა, როგორ გააგებინე-მეთქი? - თოვლის ბაბუა კი არა, შენი.... ტარა რა-რა-რა, 100 ლარი მივეციო (იცინის).

- მზად ხართ, კითხვებზე გადავიდეთ?

- სხვა რა გზა გვაქვს, ამ ნაბახუსევი თავებით თუ რამეს გავიხსენებთ, გიპასუხებთ.

- ოჯახში, ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობა მიიღეთ?

ნიკა:

- წელს ნაძვის ხე რამდენჯერაც მოვრთე, ჩემმა შვილმა იმდენჯერვე დაშალა.

- თუ იცით, რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

ნიკა:

- წელი ზუსტად არ მახსოვს. ვიცი, რომ ქართველები უხსოვარი დროიდან აკეთებდნენ ჩიჩილაკს. ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით XIX საუკუნიდან იქნება.

- სულ რაღაც 1 საუკუნე შეგეშალა.

- რას ამბობ, XVIII-დან რთავენ? შეიძლება, ასეა, მე მაშინ აქეთ არ ვიყავი და არ მახსოვს.

- "ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,/ თოვლის საბანს..."

- (მაწყვეტინებენ და ერთხმად აგრძელებენ) "...თოვლის საბანს რომ იხურავ,/ ნაძვის ხეო, არა გცივა?" გეგონა, არ ვიცოდით?

- ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

ვახო:

- არ წამოგცდეს. დავფიქრდები და გიპასუხებ. (პაუზის შემდეგ) ნოდარ დუმბაძე. სწორად ვამბობ?

- რა თქმა უნდა. ახლა მითხარით, დღე-ღამის მანძილზე როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ ორჯერ?

ნიკა

- ყველა საათი. არა?

ვახო:

- მხოლოდ ახალ წელს?

ნიკა:

- არა, არა (იცინის). გაჩერებული საათი იქნება.

- წამში ერთხელ არის, წუთშიც ერთხელ არის, თვეში არ არის და წელიწადში ორჯერაა. რა არის?

- დღეში არ არის?

- არა.

ვახო:

- ჩიტოვიჩ, ახლა ბოლომდე გამოფხიზლდი და იაზროვნე. ჩვენ ორნი ვართ, ეს - ერთი და რაღაცას გვატყუებს.

ნიკა:

- კი არ გვატყუებს, ეშმაკური კითხვაა. მე რაღაცას ვხვდები. ის რაღაც დღეში რამდენჯერ არის?

- დღეში არ არის.

- ასო "წ", გამოვიცანი (იცინის)? ვახო, შენ რა დალიე, ბიჭო, ასეთი?

- აღარ გამახსენო, შენნაირი კარგი ღვინო არ მქონდა და ახლა, ამ ინტერვიუს შემდეგ, ყველანი შენთან მოვდივართ.

- ღვინის დაყენება იცით?

ნიკა:

- როგორ არ ვიცი?! ახალ წელს ჩემი დაწურული ღვინო მქონდა.

- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება წითელ ღვინოს?

ვახო:

- ძველდება, ობდება, არა?

- ცდები.

ნიკა:

- სქელდება?

- არა.

- ისევ რაღაცას გვატყუებ?

- არაფერს გატყუებთ. აწი იცოდეთ, რომ წითელი ღვინო დაძველებისას ღიავდება.

- რატომ ვერ გიპასუხე, იცი? - ჩვენთან ღვინოს დაძველებას ვინ აცდის?!

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს. უნდა შედგებოდეს ბუშტუკებისგან. მისი არომატი უფრო იგრძნობა, როცა ცივია.

- ჩვენ რომ გვინდა ნაბახუსევზე და დალევას რომ არ გვაცდი, - ლუდი.

- რისი შიშია ჩეროფობია?

ვახო:

- კაკლის ჩეროსი (იცინის). მინიშნებას არ გვეტყვი?

- ეს შიში თქვენ არ გაქვთ.

ნიკა:

- სიცილის შიში არ გვაქვს. ასეა?

- ჩეროფობია გართობის შიშია. უყვარს თუ არა, თეთრ დათვს თაფლი?

- უყვარს, მაგრამ ვინ მიუტანს?!. თეთრი დათვის ბელი ეუბნება დედამისს: - დედა, შენ ქმრად შავი დათვი ხომ არ გყოლიაო? - არა, დედა, საიდან მოიტანეო? - ჩვენი რომელიმე წინაპარი ხომ არ იყო შავიო? - არა, რატომ მეკითხებიო? - აბა, რატომ მცივაო?

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- ისაკი. ვახო, ხედავ, სად გვაბნევს? დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია როდის მოხდაო?

- დაასრულეთ სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე..."

ვახო:

- "...უფრო სულელი ვარ".

ნიკა

- მე ჭკვიანი ვარ, ან მე მხატვარი ვარ.

- "...რომ მე სულელი არ ვარ".

- სულელი ვინც არ არის, ის ხომ ჭკვიანია და დაწერე, გამოიცნო-თქო.

- რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?

- კარი.

ვახო:

- ეს მეც ვიცოდი და ნიკამ დამასწრო.

- გზაზე მიდის 2 ვეფხვი. პატარა დიდის შვილია, დიდი ვეფხვი პატარის დედა არ არის. რა არიან ერთმანეთისთვის ისინი?

- მამა და შვილი.

- ციყვს ხეზე აძრომა უფრო ადვილად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ხეზე აძრომა.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- სხეული.

- დარწმუნებული ხართ?

ნიკა:

- (ვითომ კითხვა ვერ გავიგეთ) ქამელეონზე გვეკითხები? ენა უფრო გრძელი აქვს, აბა, რაა! (იცინის).

- გარდა იმისა, რომ ზედა ყბას ამოძრავებს, კიდევ რით გამოირჩევა ნიანგი?

- არ ვიცი.

- ენის გამოყოფა არ შეუძლია.

- გველი კი ორივე ყბას ამოძრავებს.

- დაასახელეთ ერთმანეთზე მიყოლებული 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენოთ სიტყვები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი...

- (მღერიან) ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია, ყოველი დღე შაბათიაა. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.

- ნელის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს. ერთს ჰქვია ნონა, მეორეს - ნანა, მესამეს - ანა, მეოთხეს - ნინო. რა ჰქვია მეხუთეს?

ვახო:

- ნელი. ცოტა თვალებში გამოვიხედე.

- რა ჰქვია ფიჭიან თაფლს?

ნიკა:

- პირველი ასო მითხარი.

- "გ".

ვახო:

- მე მეორე მითხარი.

- "ო".

- ოოო!!! არ ვიცით.

- გოლეული.

- დაბოლოს, დაასრულეთ ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "უმარტივესი გემოვნება მაქვს, მხოლოდ..."

ნიკა:

- "...კარგი მომწონს".

- "...მხოლოდ საუკეთესო მაკმაყოფილებს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები