ვაშინგტონის სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტებს თვეში ერთხელ ძალიან უცნაური ექიმები სტუმრობენ - ლამები სახელად მარისკო და ენიქსი, რომლებიც სერტიფიცირებული თერაპევტები არიან.
სამხრეთამერიკული ლამები სრულიად მშვიდად დადიან ცენტრის დერეფნებში და ხანშიშესულ პაციენტებს მათთან ურთიერთობით სიმშვიდეს და სიხარულს ანიჭებენ. გამოკეთებული გუნება და ბევრი სიცილი მოხუცი პაციენტების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
ასეთი "თერაპიის" ტრადიცია 1975 წელს დამკვიდრდა, როდესაც სოციალურმა მუშაკმა დევიდ ლიმ პაციენტებისთვის სხვადასხვა ცხოველების და ფრინველების ჩუქება დაიწყო. ამ პროგრამის შემდეგ, პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
იხილეთ ვიდეო: ლამათერაპია - მკურნალობის ახალი მეთოდი
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.