"ვარსკვლავთა ომების" შემქმნელმა ჯორჯ ლუკასმა კომპანია DreamWorks Animation-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელ მელოდი ჰობსონთან ნიშნობის შესახებ განაცხადა.
ლუკასის და ჰობსონის ქორწინების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. წყვილი ერთმანეთს 2006 წლიდან ხვდება. 68 წლის რეჟისორისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება, 43 წლის ჰობსონი გათხოვილი არ ყოფილა.
ჰობსონი არა მხოლოდ DreamWorks Animation-ის დირექტორთა საბჭოს, არამედ მსხვილ საინვესტიციო კომპანია Ariel-ს და იმავე სახელწოდების დახმარების ფონდს ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, იგი ტელეპროგრამა Good Morning America-ში ფინანსური ექსპერტია. გადაცემა ABC-ზე გადის.
ჯორჯ ლუკასმა მსოფლიო ცნობადობა კინოსაგა "ვარსკვლავთა ომებით" მოიპოვა.
მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.