ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბრიტანელ მსახიობ ჰელენ მირენს ვარსკვლავი გაუხსნეს. 67 წლის მსახიობს საზეიმო ცერემონიაზე რეჟისორი ჯონ ტერტელტაუბი და სცენარისტი დევიდ მამეტი ახლდნენ.
ჰელენ მირენი "ოსკარის" მფლობელია. პრემია მას 2007 წელს ფილმში - "დედოფალი" შესრულებული როლისთვის ერგო. მსახიობი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე სამჯერ იყო ნომინირებული.
გამორიცხული არაა, რომ 2013 წელს მირენი ფილმ "ჰიჩკოკში" შესრულებული როლისთვის "ოსკარის" ნომინაციაზე წარადგინონ. მირენი "ჰიჩკოკისთვის" პრემია "ოქროს გლობუსზე" ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი" უკვე წარდგენილია.
2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ჰელენ მირენი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა - მას ევროპული კინოაკადემიის საპატიო პრემია მიენიჭა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.