იაპონიის ქალაქ ოსაკაში განთავსებული 16-სართულიანი საოფისე შენობის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულში ცენტრალური მაგისტრალი გადის.
იაპონიაში ჩასული ტურისტი აუცილებლად სტუმრობს ოსაკას და რამდენიმე საათი ჩერდება შენობასთან - "Gate Tower Building" (კოშკის შენობის ჭიშკარი).
იაპონიის მთავრობისა და მიწის მფლობელთა კომპრომისული გადაწყვეტილების თანახმად, ცენტრალური მაგისტრალი შენობის სართულებში უნდა შეჭრილიყო.
თავდაპირველად ტერიტორიას ხისა და ნახშირის გადამამუშავებელი კომპანია ფლობდა. 1983 წელს ბიზნესის გაფართოების მიზნით, ნაგებობას სართულების დამატება დასჭირდა, აღმოჩნდა, რომ გზის აშენება უკვე დამტკიცებული იყო, შესაბამისად, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გზატკეცილს შენობის 3 სართული დაეკავებინა.
მაგისტრალზე მთელი დღის განმავლობაში ათასობით ავტომობილი დაქრის, თუმცა კომპანიის ბიზნესს ხელი არ ეშლება და 16 სართულიან ოფისში დასაქმებული ათასამდე ადამიანი დღის განმავლობაში კომფორტულად მუშაობს. სპეციალური კონსტრუქციების წყალობით, ისეთი სიმშვიდეა, რომ ოფისში მომუშავე ადამიანები ვერც კი გრძნობენ, რომ შენობის ქვედა სართულზე მანქანები მოძრაობენ.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.