2013 წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - მინიმუმ 6%, ხოლო 2014 წლისთვის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უკვე ორნიშნა რიცხვი იქნება. მთავრობის ეკონომიკური გუნდი დარწმუნებულია, რომ 2013 წელს ქვეყანაში ეკონომიკა 6%-ზე მეტად გაიზრდება. ბიუჯეტის კანონში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით 6%-ით დაიგეგმა.
"ეკონომიკის რეალური ზრდა 6%-ს გადააჭარბებს. ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალ წელს ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოვა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მათგან მარტო მილიარდს აზერბაიჯანული "სოკარი" კარბამიდის ქარხნის აშენებაში ჩადებს. ამასთან, მთავრობა სამი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს. კერძოდ, მსხვილი საინვესტიციო ფონდი, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და 50-მილიონიანი ფონდი ახალგაზრდების მხარდასაჭერად",- აცხადებს კვირიკაშვილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9