Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს
პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს

სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში უწ­მინ­დე­სის იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა დას­რულ­და. ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი უკვე და­ტო­ვა. მა­ნამ­დე პატ­რი­არ­ქმა შეკ­რე­ბი­ლებს სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა. უწ­მინ­დეს­მა პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და უფალს, რომ შე­აძ­ლე­ბი­ნა 35 წელი ემარ­თა ეკ­ლე­სია. მისი თქმით, ქედს იხ­რის წი­ნაპ­რე­ბის, პატ­რი­არ­ქე­ბის, მე­ფე­ე­ბის, მა­მე­ბის წი­ნა­შე, რომ მათი ლოც­ვით შეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი.

პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა მრევლს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ რწმე­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლო­სად­მი, არ მო­წყდნენ სა­კუ­თარ ფეს­ვებს, რად­გან რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ფეს­ვებს წყდე­ბა, სუ­ლი­ე­რად კვდე­ბა.

უწ­მინ­დეს­მა და­ლო­ცა ყვე­ლა ოჯა­ხი, სა­მე­ბის ცენ­ტრში შეკ­რე­ბი­ლე­ბი, მისი ნათ­ლუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც უკვე 13 ათა­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან ასე­ვე მი­მარ­თა მრევლს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა არის ერ­თო­ბა­ში, ილო­ცონ მის­თვის და ისიც ილო­ცებს მათ­თვის. პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, რომ მათ წი­ნა­შე დგას ერი, გა­უფრ­თხილ­დნენ ერს, ეცო­დე­ბო­დეთ და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს.

უწ­მინ­დე­სის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ერთი სა­ა­თით ადრე დას­რულ­და, რად­გან უწ­მინ­დე­სის­თვის იუ­ბი­ლის მი­ლოც­ვის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ღა­მოს წარ­მარ­თვა. სა­ღა­მოს და­სა­წყის­ში პატ­რი­არ­ქს იუ­ბი­ლე მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა და მე­უ­ფე ეფ­რემ­მა მი­უ­ლო­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს

პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს

სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში უწმინდესის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა. ილია მეორემ სამების ახალგაზრდული ცენტრი უკვე დატოვა. მანამდე პატრიარქმა შეკრებილებს სამადლობელი სიტყვით მიმართა. უწმინდესმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა უფალს, რომ შეაძლებინა 35 წელი ემართა ეკლესია. მისი თქმით, ქედს იხრის წინაპრების, პატრიარქების, მეფეების, მამების წინაშე, რომ მათი ლოცვით შეძლო ყოფილიყო ეკლესიის წინამძღოლი.

პატრიარქმა მიმართა მრევლს, შეინარჩუნონ რწმენა, სიყვარული სამშობლოსადმი, არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ ფესვებს წყდება, სულიერად კვდება.

უწმინდესმა დალოცა ყველა ოჯახი, სამების ცენტრში შეკრებილები, მისი ნათლულები, რომელიც უკვე 13 ათასია საქართველოში. მან ასევე მიმართა მრევლს, რომ ბედნიერება არის ერთობაში, ილოცონ მისთვის და ისიც ილოცებს მათთვის. პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებასაც, რომ მათ წინაშე დგას ერი, გაუფრთხილდნენ ერს, ეცოდებოდეთ და დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს.

უწმინდესის საიუბილეო ღონისძიება დაახლოებით ორი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ერთი საათით ადრე დასრულდა, რადგან უწმინდესისთვის იუბილის მილოცვის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი გახდა საღამოს წარმართვა. საღამოს დასაწყისში პატრიარქს იუბილე მეუფე დანიელმა და მეუფე ეფრემმა მიულოცეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"