პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელჩი ისრაელში პილიგრიმთა დიდი ჯგუფების გამგზავრებაზე შექმნილ პრობლემებს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს
ელჩი ისრაელში პილიგრიმთა დიდი ჯგუფების გამგზავრებაზე შექმნილ პრობლემებს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ის­რა­ელ­ში არ­ჩილ კე­კე­ლია შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ის­რა­ელ­ში პი­ლიგ­რიმ­თა დიდი ჯგუ­ფე­ბის გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ პრობ­ლე­მებს ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს უკავ­ში­რებს.

რო­გორც კე­კე­ლია გან­მარ­ტავს, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ის­რა­ელ­ში ჩას­ვლას აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა, მათ­თვის შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე არა­ფე­რი იცო­და. "სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით ჩვენ­თვის არ მო­უ­მარ­თავს. ვი­ზე­ბის გა­ცე­მა-არ გა­ცე­მის სა­კი­თხი მა­ინც ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩოს გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ, რომ დაგ­ვკავ­ში­რე­ბოდ­ნენ, იქ­ნებ ხელი შეგ­ვე­წყო", - გა­ნუ­ცხა­და კე­კე­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხს".

შე­კი­თხვას, შე­საძ­ლოა თუ არა ეს ფაქ­ტი გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ელჩი პა­სუ­ხობს, რომ ეს ორი ფაქ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" კო­მენ­ტა­რის­თვის ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო­საც და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა, რო­გორც სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტეს, ელჩი იუ­ვალ ფუქ­სი თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ელ­ჩო­ში ჯერ ვერ გა­კეთ­დე­ბა.

შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­რა­ელს სა­ქარ­თვე­ლო­დან პი­ლიგ­რიმ­თა დიდი ჯგუ­ფე­ბი ვე­ღარ ეს­ტუმ­რე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ლი­გი­უ­რი ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ნანა ბუ­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ლოც­ველ­თა 46-კა­ცი­ა­ნი სია გა­და­უგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­გან­ზე უარი მი­ი­ღეს.

"გა­დაგ­ზავ­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი არც გა­და­უ­მოწ­მე­ბი­ათ. ჩვენ­თვის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მომ­ლოც­ველ­თა დიდი ჯგუ­ფე­ბი დიდ დღე­სას­წა­ულ­ზე ის­რა­ელ­ში ვე­ღარ ჩავა. წმინ­და მი­წა­ზე სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­ლოც­ვის ტრა­დი­ცია ბოლო 10 წე­ლია არ­სე­ბობს და იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან დიდ დღე­სას­წა­ულ­ზე ერ­თდო­უ­ლად ის­რა­ელ­ში 1000-მდე მომ­ლოც­ვე­ლიც ჩა­სუ­ლა. არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა აღ­დგო­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნანა ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­ლიგ­რიმ­თა ჯგუ­ფებ­ზე უარი მი­ი­ღეს იმ ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მაც, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან ის­რა­ელ­ში მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მიჰ­ყავ­დათ. ბუ­ა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შო­ბის დღე­სას­წა­ულს სა­ქარ­თვე­ლო­დან ის­რა­ელ­ში ის პი­რე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც ვი­ზე­ბი უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო­დან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ელჩი ისრაელში პილიგრიმთა დიდი ჯგუფების გამგზავრებაზე შექმნილ პრობლემებს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს

ელჩი ისრაელში პილიგრიმთა დიდი ჯგუფების გამგზავრებაზე შექმნილ პრობლემებს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს

საქართველოს ელჩი ისრაელში არჩილ კეკელია შობის დღესასწაულზე ისრაელში პილიგრიმთა დიდი ჯგუფების გამგზავრებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს.

როგორც კეკელია განმარტავს, ინფორმირებული იყო, რომ მომლოცველები ისრაელში ჩასვლას აპირებდნენ, თუმცა, მათთვის შექმნილ პრობლემებზე არაფერი იცოდა. "საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ჩვენთვის არ მოუმართავს. ვიზების გაცემა-არ გაცემის საკითხი მაინც ისრაელის საელჩოს გადასაწყვეტია, მაგრამ, რომ დაგვკავშირებოდნენ, იქნებ ხელი შეგვეწყო", - განუცხადა კეკელიამ ტელეკომპანია "მე-9 არხს".

შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ეს ფაქტი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, ელჩი პასუხობს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

"ინტერპრესნიუსი" კომენტარისთვის ისრაელის საელჩოსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც საელჩოში განმარტეს, ელჩი იუვალ ფუქსი თბილისში არ იმყოფება, შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარი საელჩოში ჯერ ვერ გაკეთდება.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელს საქართველოდან პილიგრიმთა დიდი ჯგუფები ვეღარ ესტუმრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან ნანა ბუაძემ განუცხადა, მათ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაუგზავნეს, თუმცა, ყველა მათგანზე უარი მიიღეს.

"გადაგზავნილი საბუთები არც გადაუმოწმებიათ. ჩვენთვის რეალური მიზეზი უცნობია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოდან მომლოცველთა დიდი ჯგუფები დიდ დღესასწაულზე ისრაელში ვეღარ ჩავა. წმინდა მიწაზე სიწმინდეების მოლოცვის ტრადიცია ბოლო 10 წელია არსებობს და იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოდან დიდ დღესასწაულზე ერთდოულად ისრაელში 1000-მდე მომლოცველიც ჩასულა. არ ვიცით, რა იქნება აღდგომისთვის", - განაცხადა ნანა ბუაძემ.

მისივე ინფორმაციით, პილიგრიმთა ჯგუფებზე უარი მიიღეს იმ ტურისტულმა კომპანიებმაც, რომლებსაც საქართველოდან ისრაელში მომლოცველები მიჰყავდათ. ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ შობის დღესასწაულს საქართველოდან ისრაელში ის პირები შეხვდებიან, რომლებმაც ვიზები უშუალოდ საქართველოში არსებული ისრაელის საელჩოდან ინდივიდუალურად მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"