მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"
"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გულ­გუ­ლა­ში მცხოვ­რებ­მა 78 წლის სი­მონ გი­გი­ტე­ლაშ­ვილ­მა ახა­ლი სარ­ე­კორ­დო ზო­მის ჩურ­ჩხე­ლა და­ამ­ზა­და. ეს მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­სა­მე სარ­ე­კორ­დო ნუგ­ბა­რია, რომ­ლის სიგ­რძე ამ­ჯე­რად 8 მეტ­რია (201 სმ-სა და 365 სმ სიგ­რძის ჩურ­ჩხე­ლე­ბის შემ­დეგ). გი­გან­ტუ­რი ჩურ­ჩხე­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს - და­ბა­დე­ბი­დან 80 წელს ეძღვნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­მონ გი­გი­ტე­ლაშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, მერი ჩა­ვე­ლაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს კომ­პა­ნია "გი­ნე­სის" დი­რექ­ცი­ას, მათი ნა­ხე­ლა­ვი გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში რომ აღი­რი­ცხოს; ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო მიღ­წე­ვა­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­თა ხელ­შემ­წყო­ბი კავ­ში­რი "გი­ორ­გი".

გი­გან­ტუ­რი ჩურ­ჩხე­ლის შემ­ქმნელ­მა სი­მონ გი­გი­ტე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა, გვი­თხრა: "ამ ჩურ­ჩხე­ლის დამ­ზა­დე­ბას 28 ლიტ­რი ბა­და­გი, 7 კგ ფქვი­ლი და ორი კი­ლოგ­რა­მი ნი­გო­ზი დას­ჭირ­და, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ გამ­ძლე ძაფ­ზე ნა­ხე­ვარ ლებ­ნე­ბად იყო ას­ხმუ­ლი, მის დამ­ზა­დე­ბა-ამოვ­ლე­ბას კი ორი სა­ა­თი მო­ვან­დო­მეთ. ამის შემ­დეგ ჭო­ჭო­ნა­ქის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის დო­ნე­ზე ავ­წი­ეთ.

პატ­რი­არ­ქს ამ დღე­ებ­ში მი­ვარ­თმევ გი­გან­ტურ ჩურ­ჩხე­ლას, ასე­ვე, მის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ ჩემი ხე­ლით და­წუ­რულ 80 ლიტრ ღვი­ნოს.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხებთ ჩურ­ჩხე­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას?

- ჩურ­ჩხე­ლა, სიგ­რძის გამო, დახ­ვე­უ­ლი მაქვს. უგემ­რი­ე­ლეს ჩურ­ჩხე­ლას ჩემს მან­ქა­ნა­ზე და­ვაკ­რავ და ისე ჩა­ვი­ტან სა­პატ­რი­არ­ქომ­დე.

- გაქვთ იმე­დი, რომ თქვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შევა?

- ვი­მე­დოვ­ნებ, ასე იქ­ნე­ბა, ეს უზარ­მა­ზა­რი ნუგ­ბა­რია, მსგავ­სი არა­ვის ამო­უვ­ლია. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სარ­ე­კორ­დო სხვაც ბევ­რი მაქვს, მა­გა­ლი­თად, ჩემი ხე­ლით დარ­გულ-გა­ხა­რე­ბუ­ლი 16 000 ძირი ვაზი. 5 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი თა­ვი­სი ხე­ლით არა­ვის გა­უ­შე­ნე­ბია, სწო­რედ ამ ვე­ნა­ხის ღვი­ნოს მი­ვარ­თმევ პატ­რი­არ­ქს. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ჯა­ფით მი­ვაღ­წი­ეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ.

- რას უსურ­ვებთ დამ­დეგ შო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას?

- ჩემს ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბას, უღ­რუბ­ლო ცას და ბა­რა­ქას ვუ­სურ­ვებ. თუ ვინ­მეს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა უნდა, ხელი და თავი მე­ტად უნდა გა­ა­ტო­კოს, უშ­რომ­ლად არა­ფე­რი მო­დის... ჰოდა, ვი­საც ჩემი რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა, სცა­დოს! სა­ქარ­თვე­ლო­ში, ღვთის მად­ლით, ნი­გო­ზიც ბევ­რია და ძა­ფიც; ან ჩემ­ზე დიდი და მსხმო­ი­ა­რე, 6 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნოს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"

"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მცხოვრებმა 78 წლის სიმონ გიგიტელაშვილმა ახალი სარეკორდო ზომის ჩურჩხელა დაამზადა. ეს მის მიერ დამზადებული მესამე სარეკორდო ნუგბარია, რომლის სიგრძე ამჯერად 8 მეტრია (201 სმ-სა და 365 სმ სიგრძის ჩურჩხელების შემდეგ). გიგანტური ჩურჩხელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 80 წელს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ სიმონ გიგიტელაშვილმა და მისმა მეუღლემ, მერი ჩაველაშვილმა განცხადებით მიმართეს კომპანია "გინესის" დირექციას, მათი ნახელავი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში რომ აღირიცხოს; ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი "გიორგი".

გიგანტური ჩურჩხელის შემქმნელმა სიმონ გიგიტელაშვილმა, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა, გვითხრა: "ამ ჩურჩხელის დამზადებას 28 ლიტრი ბადაგი, 7 კგ ფქვილი და ორი კილოგრამი ნიგოზი დასჭირდა, რომელიც სპეციალურ გამძლე ძაფზე ნახევარ ლებნებად იყო ასხმული, მის დამზადება-ამოვლებას კი ორი საათი მოვანდომეთ. ამის შემდეგ ჭოჭონაქის დახმარებით ჩვენი ორსართულიანი სახლის სახურავის დონეზე ავწიეთ.

პატრიარქს ამ დღეებში მივართმევ გიგან­ტურ ჩურჩხელას, ასევე, მის საიუბილეოდ ჩემი ხელით დაწურულ 80 ლიტრ ღვინოს.

- როგორ მოახერხებთ ჩურჩხელის ტრანსპორტირებას?

- ჩურჩხელა, სიგრძის გამო, დახვეული მაქვს. უგემრიელეს ჩურჩხელას ჩემს მანქანაზე დავაკრავ და ისე ჩავიტან საპატრიარქომდე.

- გაქვთ იმედი, რომ თქვენი ნახელავი გინესის რეკორდების წიგნში შევა?

- ვიმედოვნებ, ასე იქნება, ეს უზარმაზარი ნუგბარია, მსგავსი არავის ამოუვლია. საოჯახო მეურნეობაში სარეკორდო სხვაც ბევრი მაქვს, მაგალითად, ჩემი ხელით დარგულ-გახარებული 16 000 ძირი ვაზი. 5 ჰექტარი ვენახი თავისი ხელით არავის გაუშენებია, სწორედ ამ ვენახის ღვინოს მივართმევ პატრიარქს. ამ ყველაფერს დიდი ჯაფით მივაღწიეთ მე და ჩემმა მეუღლემ.

- რას უსურვებთ დამდეგ შობას საქართველოს მოსახლეობას?

- ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უღრუბლო ცას და ბარაქას ვუსურვებ. თუ ვინმეს წარმატების მიღწევა უნდა, ხელი და თავი მეტად უნდა გაატოკოს, უშრომლად არაფერი მოდის... ჰოდა, ვისაც ჩემი რეკორდის გაუმჯობესება უნდა, სცადოს! საქართველოში, ღვთის მადლით, ნიგოზიც ბევრია და ძაფიც; ან ჩემზე დიდი და მსხმოიარე, 6 ჰექტარი ვენახი გააშენოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"