პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"
"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"

2011 წელს, ზა­ფხულ­ში, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ნიკა რუ­რუ­ამ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მის ბრალ­დე­ბით რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თა­ნა­ვე, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დაბ­რუნ­და. დიდი რე­ჟი­სო­რი 2013 წლის გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა. რაც მეტი სირ­თუ­ლე­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. არ გე­გო­ნოთ, ამით მა­ზო­ხის­ტურ სი­ა­მოვ­ნე­ბას გან­ვიც­დი, პი­რი­ქით, ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. სწო­რედ ასე­თი იყო 2012 წელი ჩემ­თვის - უამ­რა­ვი მოვ­ლე­ნით, სირ­თუ­ლი­თა და სი­ხა­რუ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი...

- 2012 წელს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დაბ­რუნ­დით...

- ხში­რად ვე­კი­თხე­ბი ჩემს თავს - კარ­გია თუ არა, რომ თე­ატ­რში დავ­ბრუნ­დი? თუმ­ცა ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. თა­ვის დრო­ზე თე­ატ­რი­დან წას­ვლა ოჯა­ხის მი­ტო­ვე­ბას შე­ვა­და­რე, რო­დე­საც და­ტო­ვებ ცოლს, შვილს... რო­დე­საც წა­სუ­ლი ხარ ოჯა­ხი­დან, ცოლი იჩენს ახალ შეყ­ვა­რე­ბულს და რო­დე­საც შინ ბრუნ­დე­ბი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შექ­მნა აღარ გა­მო­დის (იღი­მის). კი უბ­რუნ­დე­ბი­ან ხოლ­მე კა­ცე­ბი ცო­ლებს, მაგ­რამ ძნე­ლი ასა­ტა­ნია, რო­დე­საც იცი, რომ ვიდ­რე ოჯა­ხი­დან წა­სუ­ლი იყა­ვი, შენს ცოლს რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ჰყავ­და.

- დასი რო­გორ დაგ­ხვდათ?

- ჯერ არ შევ­ხვედ­რი­ვარ დასს. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბი. ველი, რო­დის გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და თე­ატ­რის მმარ­თვე­ლის პოს­ტებს. მეც სწო­რედ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დიქ­ტა­ტო­რი რომ ვიყო (იღი­მის)...

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ. თე­ატ­რში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ხე­ლოს­ნო გა­მი­კე­თა, გა­მი­რე­მონ­ტა, სა­დაც შე­მიძ­ლია რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. ვი­ნა­ი­დან ჩემს ბი­ნა­ში ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მე სა­ხე­ლოს­ნო­ში დავ­სახ­ლდი (იღი­მის). მეტი ად­გი­ლი აღარ მაქვს და აქე­და­ნაც რომ გა­მაგ­დონ, ვე­ღარ­სად ვი­ცხოვ­რებ.

- ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეთ, რომ გსურთ ამ თე­ატ­რში დიქ­ტა­ტო­რო­ბა და სწო­რედ სი­ტყვა "დიქ­ტა­ტორ­მა" გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა...

- 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­მენ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დიქ­ტა­ტორს და რაღა მე ვერ ამი­ტა­ნენ დიქ­ტა­ტო­რად (იცი­ნის)?!

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის რო­გო­რი იყო გა­სუ­ლი წელი?

- ძა­ლი­ან კარ­გი, რად­გან ის ჭირი, რომ­ლი­თაც ვი­ყა­ვით დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი, მო­ვი­შო­რეთ, სა­ხა­დი­ვით მო­ვი­ხა­დეთ. მარ­თა­ლია, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ წა­სუ­ლან, სა­ბო­ლო­ოდ არ განვკურ­ნე­ბულ­ვართ, მაგ­რამ ჩვე­ნი საქ­მე მა­ინც უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის. სა­ა­კაშ­ვილს რა­ინ­დო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა რომ ჰქონ­დეს, გა­დად­გე­ბო­და, მაგ­რამ სად აქვს ეს თვი­სე­ბე­ბი?!

- ვის ისურ­ვებ­დით 2013 წელს მეკვლედ - სა­ა­კაშ­ვილს თუ ივა­ნიშ­ვილს?

- რო­გო­რი ცუდი ადა­მი­ა­ნიც უნდა იყოს ივა­ნიშ­ვი­ლი, მა­ინც მას ვი­სურ­ვებ­დი მეკვლედ.

- ახალ სპექ­ტაკლზე რო­დის იწყებთ მუ­შა­ო­ბას?

- ასე უცებ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სპექ­ტაკლს ვერ დავ­დგამ, თუმ­ცა მაქვს ჩა­ნა­ფიქ­რი, იდეა, დავ­დგა ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო სპექ­ტაკ­ლი, რო­გო­რიც ჯერ არ და­მიდ­გამს. მა­ნამ­დე კი ძველ სპექ­ტაკ­ლებს აღ­ვად­გენ, "გა­ვას­წო­რებ", მო­ვუვ­ლი და ამის შემ­დეგ ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ჩემს ახალ ჩა­ნა­ფიქ­რს. ეს იქ­ნე­ბა პი­ე­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას ასა­ხავს და რო­მელ­შიც პირ­და­პირ არ და­ვა­დებ ხელს ამა თუ იმ ადა­მი­ანს, ასე­ვე არ იქ­ნე­ბა ქრო­ნი­კა. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ოჯა­ხებ­ში, სიყ­ვა­რულ­ში, მე­გობ­რო­ბა­სა თუ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში თით­ქოს არ ერე­ვა მთავ­რო­ბის ხელი, მაგ­რამ ასე არ არის. სპექ­ტაკლში ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა, ამ ყვე­ლა­ფე­რის გამო ზნე­ობ­რი­ვად რა და­ე­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს და მა­ინც რო­გორ გაძ­ლო და შეძ­ლო, რომ ძმას ძმის­თვის არ ეღა­ლა­ტა და ქარ­თველ კაცს - თა­ვი­სი მრწამ­სის­თვის. ეს იქ­ნე­ბა ტრა­გი­კო­მე­დია, უამ­რა­ვი პა­ტარ-პა­ტა­რა ეპი­ზო­დით დატ­ვირ­თუ­ლი. უნდა შევ­ქმნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ხა­ტა.

- 2012 წლის ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და და­კი­თხვის მომსწრე­ნი გავ­ხდით. თქვენ რას ფიქ­რობთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

- მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვემ სას­ჯე­ლი უნდა მო­ი­ხა­დოს. არ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ი­სა­ჯონ ცი­ხე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ავ­ტო­რე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. არ ვიცი, რა ჰქვია ამას. რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა კა­ცებს აწა­მე­ბენ, შე­უ­რა­ცხყო­ფენ, შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს ვი­დე­ო­კა­მე­რით იღე­ბენ, ქა­ლებ­თან ერ­თად უყუ­რე­ბენ და ტკბე­ბი­ან. ამაზ­რზე­ნია! ქარ­თვე­ლი კა­ცის წა­მე­ბა­სა და გახ­რწნას ვე­რა­ვის მი­ვუ­ტე­ვებ. ყვე­ლამ უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი!

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი იმუქ­რე­ბი­ან, რომ კვლავ დაბ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში...

- რა ჰქ­ნან?.. კე­დელ­თან არი­ან მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი­ან! იცი­ან, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგონ და ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი იმ მო­რი­ე­ლი­ვით არი­ან, საფრ­თხე რომ შე­ექ­მნე­ბა, სა­კუ­თართ სხე­ულს რომ იგეს­ლავს და იკ­ლავს თავს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ესე­ნი რომ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რო­გორ სის­ხლისღვრას მო­ა­წყობ­დნენ?! თუმ­ცა, მორ­ჩა, დამ­თავ­რდნენ! ძა­ლი­ან მალე, ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძებთ და მა­გა­თი სახ­სე­ნე­ბე­ლიც აღარ იქ­ნე­ბა.

- რას უსურ­ვებთ 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლოს?

- ის, რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ი­დი­ნა, სა­ოც­რე­ბა იყო და უდი­დე­სი იმე­დი ჩა­მე­სა­ხა, რომ ქარ­თველ კაცს ვე­რა­ვინ და­ჯაბ­ნის, ვერ გა­და­ა­შე­ნებს. ქარ­თვე­ლე­ბო, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და წინ ვი­ა­როთ! ვი­სურ­ვებ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კი­თა და სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამო­ი­სუნ­თქოს!

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"

"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"

2011 წელს, ზაფხულში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ნიკა რურუამ ქსენოფობიური გამონათქვამის ბრალდებით რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ბატონი რობერტი რუსთაველის თეატრში დაბრუნდა. დიდი რეჟისორი 2013 წლის გეგმებზე გვესაუბრება:

- ძალიან მიყვარს თავგადასავლები, საინტერესო მოვლენებით დატვირთული ცხოვრება. რაც მეტი სირთულეებითაა დატვირთული ჩემი ცხოვრება, მით მეტ სიამოვნებას ვიღებ. არ გეგონოთ, ამით მაზოხისტურ სიამოვნებას განვიცდი, პირიქით, ასე უფრო საინტერესოა. სწორედ ასეთი იყო 2012 წელი ჩემთვის - უამრავი მოვლენით, სირთულითა და სიხარულით დატვირთული...

- 2012 წელს რუსთაველის თეატრში დაბრუნდით...

- ხშირად ვეკითხები ჩემს თავს - კარგია თუ არა, რომ თეატრში დავბრუნდი? თუმცა ამას დრო გვიჩვენებს. თავის დროზე თეატრიდან წასვლა ოჯახის მიტოვებას შევადარე, როდესაც დატოვებ ცოლს, შვილს... როდესაც წასული ხარ ოჯახიდან, ცოლი იჩენს ახალ შეყვარებულს და როდესაც შინ ბრუნდები, ბედნიერი ოჯახის შექმნა აღარ გამოდის (იღიმის). კი უბრუნდებიან ხოლმე კაცები ცოლებს, მაგრამ ძნელი ასატანია, როდესაც იცი, რომ ვიდრე ოჯახიდან წასული იყავი, შენს ცოლს რამდენიმე მამაკაცი ჰყავდა.

- დასი როგორ დაგხვდათ?

- ჯერ არ შევხვედრივარ დასს. საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდები. ველი, როდის გააერთიანებენ სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის მმართველის პოსტებს. მეც სწორედ ამ გაერთიანებულ თანამდებობას ველოდები, რუსთაველის თეატრში დიქტატორი რომ ვიყო (იღიმის)...

რუსთაველის თეატრის მეორე სართულზე ვცხოვრობ. თეატრში ბიძინა ივანიშვილმა სახელოსნო გამიკეთა, გამირემონტა, სადაც შემიძლია რეპეტიციების გამართვა. ვინაიდან ჩემს ბინაში ჩემი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ, მე სახელოსნოში დავსახლდი (იღიმის). მეტი ადგილი აღარ მაქვს და აქედანაც რომ გამაგდონ, ვეღარსად ვიცხოვრებ.

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ გსურთ ამ თეატრში დიქტატორობა და სწორედ სიტყვა "დიქტატორმა" გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება...

- 9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ დიქტატორად (იცინის)?!

- ჩვენი ქვეყნისთვის როგორი იყო გასული წელი?

- ძალიან კარგი, რადგან ის ჭირი, რომლითაც ვიყავით დასნეულებული, მოვიშორეთ, სახადივით მოვიხადეთ. მართალია, ნაციონალები ბოლომდე არ წასულან, საბოლოოდ არ განვკურნებულვართ, მაგრამ ჩვენი საქმე მაინც უკეთესობისკენ მიდის. სააკაშვილს რაინდობა და ვაჟკაცობა რომ ჰქონდეს, გადადგებოდა, მაგრამ სად აქვს ეს თვისებები?!

- ვის ისურვებდით 2013 წელს მეკვლედ - სააკაშვილს თუ ივანიშვილს?

- როგორი ცუდი ადამიანიც უნდა იყოს ივანიშვილი, მაინც მას ვისურვებდი მეკვლედ.

- ახალ სპექტაკლზე როდის იწყებთ მუშაობას?

- ასე უცებ რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლს ვერ დავდგამ, თუმცა მაქვს ჩანაფიქრი, იდეა, დავდგა ისეთი უჩვეულო სპექტაკლი, როგორიც ჯერ არ დამიდგამს. მანამდე კი ძველ სპექტაკლებს აღვადგენ, "გავასწორებ", მოვუვლი და ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განვახორციელებ ჩემს ახალ ჩანაფიქრს. ეს იქნება პიესა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს და რომელშიც პირდაპირ არ დავადებ ხელს ამა თუ იმ ადამიანს, ასევე არ იქნება ქრონიკა. თანამედროვე საქართველოს ოჯახებში, სიყვარულში, მეგობრობასა თუ სხვა ურთიერთობებში თითქოს არ ერევა მთავრობის ხელი, მაგრამ ასე არ არის. სპექტაკლში ნაჩვენები იქნება, ამ ყველაფერის გამო ზნეობრივად რა დაემართა საქართველოს და მაინც როგორ გაძლო და შეძლო, რომ ძმას ძმისთვის არ ეღალატა და ქართველ კაცს - თავისი მრწამსისთვის. ეს იქნება ტრაგიკომედია, უამრავი პატარ-პატარა ეპიზოდით დატვირთული. უნდა შევქმნა ჩვენი ქვეყნის კალეიდოსკოპური სურათი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიხატა.

- 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების ყოფილი წევრების დაპატიმრებისა და დაკითხვის მომსწრენი გავხდით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

- მიმაჩნია, რომ ყველა დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს. არ შეიძლება, არ დაისაჯონ ციხეებში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ავტორები და შემსრულებლები. არ ვიცი, რა ჰქვია ამას. როდესაც ახალგაზრდა კაცებს აწამებენ, შეურაცხყოფენ, შემდეგ ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებენ, ქალებთან ერთად უყურებენ და ტკბებიან. ამაზრზენია! ქართველი კაცის წამებასა და გახრწნას ვერავის მივუტევებ. ყველამ უნდა მოიხადოს სასჯელი!

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმუქრებიან, რომ კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში...

- რა ჰქნან?.. კედელთან არიან მიყენებული და ვერსად გაიქცევიან! იციან, რომ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგონ და ციხეში აღმოჩნდებიან. ნაციონალები იმ მორიელივით არიან, საფრთხე რომ შეექმნება, საკუთართ სხეულს რომ იგესლავს და იკლავს თავს. წარმოგიდგენიათ, ესენი რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის როგორ სისხლისღვრას მოაწყობდნენ?! თუმცა, მორჩა, დამთავრდნენ! ძალიან მალე, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძებთ და მაგათი სახსენებელიც აღარ იქნება.

- რას უსურვებთ 2013 წელს საქართველოს?

- ის, რაც ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს ჩაიდინა, საოცრება იყო და უდიდესი იმედი ჩამესახა, რომ ქართველ კაცს ვერავინ დაჯაბნის, ვერ გადააშენებს. ქართველებო, არ დაგვავიწყდეს ჩვენი ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები და წინ ვიაროთ! ვისურვებ, რომ საქართველომ ძლიერი ეკონომიკითა და სტაბილური მდგომარეობით ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"