სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური: "ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით!"
ნოდარ ხადური: "ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით!"

სა­ა­ხალ­წლო ნომ­რის სტუმ­რად სა­გან­გე­ბოდ ავირ­ჩი­ეთ - ხომ შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მეკვლედ ქვეყ­ნის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი რომ გე­ყო­ლე­ბა, თა­ნაც ახა­ლი, "მე­ოც­ნე­ბე", იმე­დი­ა­ნი და თა­ნაც - ნო­დარ ხა­დუ­რი?! მარ­თა­ლია, სა­სა­უბ­როდ 2012 წლის მი­წუ­რულს შევ­ხვდით, მაგ­რამ თქვენს ოჯა­ხებს ხომ 2013 წლის და­სა­წყის­ში ეს­ტუმ­რა. ესე იგი, სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი და სა­გან­გე­ბო მეკვლეა, მარ­ჯვე­ნა ფე­ხით შე­მო­ვი­და, თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს იღებს და იმე­დია, გა­ა­მარ­თლებს კი­დეც. მისი იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბა ჩვენც რომ გად­მოგ­ვე­დოს, საქ­მი­ან ადა­მი­ანს, უპირ­ვე­ლე­სად, საქ­მი­ა­ნად მივ­მარ­თეთ.

- ორი თვეა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობთ. რო­გო­რია სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ა­ხალ­წლო მო­სა­ვა­ლი?

- ვმუ­შა­ობ­დით ცა­იტ­ნოტ­ში და მა­ინც, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი­ვე შეკ­რე­ბა­ზე დე­პუ­ტა­ტებს უკვე ხელთ ჰქონ­დათ ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი. ამ პრო­ექ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი ერ­თე­უ­ლე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან ხალ­ხის­თვის ზრუნ­ვის, მათი კე­თილ­დღე­ო­ბის ბი­უ­ჯე­ტად იქცა. გპირ­დე­ბით, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სულ ცოტა, 6-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვექ­ნე­ბა, ფა­სე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ მო­ი­მა­ტებს, ინფლა­ცია 3 პრო­ცენტს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს, - ასე­თია სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის გათ­ვლა. რაც მთა­ვა­რია, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა­კენ კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით - მთლი­ა­ნი შიგა ბლო­კე­ბის მი­მართ ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტი მხო­ლოდ 2,8 პრო­ცენ­ტი იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დაკ­ვე­თა შე­ვას­რუ­ლოთ.

- ოჯახ­მა არა­ფე­რი და­გიკ­ვე­თათ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ?

- სა­ა­ხალ­წლო ფერ­ხულ­ში ჩა­საბ­მე­ლად ნაკ­ლე­ბად მქონ­და დრო, ასე რომ, ნაძ­ვის ხე აწყო­ბი­ლი დამ­ხვდა: მე­უღ­ლემ მორ­თო ჩვენს 8 წლის მა­რი­ამ­თან და 5 წლის ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად. საკ­მა­ოდ დიდი ნაძ­ვის ხე გვაქვს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - ჩემი სახ­ლის­თვის, ბავ­შვებ­ზე მა­ღა­ლიც კია (იცი­ნის). პა­ტა­რა ბი­ნაა და ოთა­ხის კუ­თხე­ში მი­ვამ­წყვდი­ეთ, გვერ­დით კი პა­ტა­რა თოვ­ლის ბა­ბუ­აც და­ვუ­ყე­ნეთ. მიყ­ვარს ახა­ლი წლის დად­გო­მა. სხვა ოჯა­ხე­ბის მსგავ­სად, რა­ღაც ტრა­დი­ცი­ე­ბი ჩვენც გვაქვს, თუნ­დაც ახა­ლი წლის ოჯახ­ში შეხ­ვედ­რის, მეკვლე­ო­ბის და ა.შ. ვი­სურ­ვებ, რომ არც ჩემ­მა შვი­ლებ­მა მო­შა­ლონ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი.

- თქვენ იმ­დენ ციფრ­სა და მო­ნა­ცემს იმახ­სოვ­რებთ, სა­ა­ხალ­წლო ლექ­სე­ბიც გე­მახ­სოვ­რე­ბათ. "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ნაძ­ვის ხეს­თან არა­ფერს იტყვით?

- ლექ­სე­ბი კარ­გად მახ­სოვს და შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლი, თუ დრო მაქვს. სხვა­თა შო­რის, მა­რი­ამს უყ­ვარს წიგ­ნე­ბი და მეც ყო­ველ­თვის ვყი­დუ­ლობ მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას. ნი­კო­ლოზს კი მან­ქა­ნე­ბი უყ­ვარს, თუმ­ცა მა­მა­ჩე­მის მო­ყო­ლილ ზღაპ­რებს და სა­გან­გე­ბოდ მის­თვის და­წე­რილ ლექ­სებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ის­მენს ხოლ­მე. გგო­ნი­ათ, ლექ­სებს მეც ვწერ? გა­დაჭ­რით ვამ­ბობ, - არა! თუმ­ცა გა­რითმვა, ცხა­დია, შე­მიძ­ლია. "ბა­ლა­ხი" და "ტა­ლა­ხი" რომ ერით­მე­ბა ერ­თმა­ნეთს, ნო­დარ დუმ­ბა­ძის არ იყოს, კი ვიცი, მაგ­რამ პო­ე­მა რომ დავ­წე­რო ფი­ნან­სებ­ზე ან სხვა თე­მა­ზე - არა... არას­დროს არა­ფე­რი და­მი­წე­რია... აი, წიგ­ნის კი­თხვა კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- მე მა­ინც ლექ­სის წა­კი­თხვას გთხოვთ, თუნ­დაც, ერთი სტრო­ფის. ახა­ლი წე­ლია, მეკვლე ხართ...

- მაგ­რამ, ბავ­შვი აღარ ვარ და არა მგო­ნია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყოს, ახ­ლაც წა­გი­კი­თხოთ (იცი­ნის, მე კი არ ვეშ­ვე­ბი - ი.ხ.)...

მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა მათ­ქმე­ვი­ნოთ, არა?...

- ის მა­ინც მი­თხა­რით, პო­ე­ტუ­რი უფრო ხართ თუ...

- უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი (იცი­ნის და უცებ იწყებს - ი.ხ.)... "...უსიყ­ვა­რუ­ლოდ მზე არ სუ­ფევს ცის კა­მა­რა­ზე,/ სიო არ დაჰ­ქ­რის, ტყე არ კრთე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლოდ./ უსიყ­ვა­რუ­ლოდ არ არ­სე­ბობს არც სი­ლა­მა­ზე,/ არც უკ­ვდა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს უსიყ­ვა­რუ­ლოდ..." მა­ინც მათ­ქმე­ვი­ნეთ, ხომ (იცი­ნის)? "ო, ენავ ჩემო, დე­დაო ენავ..." ძა­ლი­ან მიყ­ვარს ირაკ­ლი აბა­ში­ძის "ხმა კა­ტა­მონ­თან"... და სა­ერ­თო­დაც, პო­ე­ზია მიყ­ვარს ძა­ლი­ან, მერე რა, რომ ეკო­ნო­მის­ტი ვარ...

- ისე, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ეკო­ნო­მი­უ­რე­ბი ხართ?

- ეგ ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­მა თქვა და, მგო­ნი, თვი­თო­ნაც არ იცო­და, რას გუ­ლის­ხმობ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეკო­ნო­მი­კა არის მეც­ნი­ე­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბით ჩვე­ნი შე­უ­ზღუ­და­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ასე რომ, ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა რე­სურ­სი არის შე­ზღუ­დუ­ლი და ამ ჩვე­ნი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, ეფექ­ტი­ა­ნად მო­ვიქ­ცეთ. ასე­ვეა ბი­უ­ჯე­ტიც - რა დიდი და ძლი­ე­რი ქვეყ­ნი­საც უნდა იყოს, მა­ინც შე­ზღუ­დუ­ლია. ამი­ტომ ბი­უ­ჯეტ­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უნდა გა­მო­ძებ­ნო და შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სი ისე და­ხარ­ჯო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ეკო­ნო­მი­კამ და ქვე­ყა­ნამ მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს.

- ოჯახ­ში რო­გო­რი ფი­ნან­სის­ტი ხართ?

- ოჯახ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი სხვა არის. მიხ­ვდით, ხომ? - ჩემს მე­უღ­ლე­ზე ვამ­ბობ, რად­გან არას­დროს მქონ­და დრო, სა­ო­ჯა­ხო ფი­ნან­სე­ბით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. ჩემი სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თი აქვს მე­უღ­ლეს... გიკ­ვირთ, ასე რომ ვენ­დო­ბი? - მე­უღ­ლეს შვი­ლებს ვან­დობ და ფი­ნან­სებს არ ვან­დობ (იცი­ნის)? სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ფი­ნანსთა მი­ნის­ტრია. შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბით ხან­და­ხან შე­უძ­ლე­ბელ­საც კი აკე­თებს... ისიც გა­ინ­ტე­რე­სებთ, ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი­სას ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს რო­გორ პო­უ­ლობს? კი ბა­ტო­ნო, გე­ტყვით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბუ­ნებ­რი­ვი აირი რომ შე­მოგ­ვეყ­ვა­ნა ბი­ნა­ში, ბან­კი "რეს­პუბ­ლი­კი­დან" კრე­დი­ტი ავი­ღეთ და მგო­ნი, ბოლო გა­დახ­და ახლა მი­წევს. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. ხელ­ფა­სი ყო­ველ­თვის ნორ­მა­ლუ­რი მქონ­და, თუმ­ცა ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას თავს არას­დროს ვაძ­ლევ­დით.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, თქვენც მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ახა­ლი წლის ღამე ჯა­დოს­ნუ­რია?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, 1982 წელი იყო თუ 1983, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ბავ­შვო გა­ზე­თი გა­მო­დი­ო­და, "ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლი". ჩემი ფოტო სწო­რედ იმ გა­ზე­თის ფურ­ცელ­ზე და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლად - აე­რო­პორ­ტში, თვითმფრი­ნა­ვის ტრაპ­ზე გა­დაგ­ვი­ღეს ბავ­შვებს, სტა­ტი­ას კი ერ­ქვა: "იოც­ნე­ბეთ, ყმაწ­ვი­ლე­ბო, იოც­ნე­ბეთ გა­ბე­დუ­ლად!" აი, შარ­შან მეც "ვი­ოც­ნე­ბე", თუმ­ცა იმ­ხა­ნად, ახა­ლი წლის ღა­მეს პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა მა­ინც და­ი­წყო - 2012 წელს ერთი ნა­წი­ლი ახდა, ამ საქ­მე­ში მეც ჩა­ვერ­თე და ახლა და­ნარ­ჩე­ნი ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის­თვის ვზრუ­ნავთ...

- რად­გან სა­ო­ჯა­ხო ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლი ხართ, მეკვლეც მუდ­მი­ვი გე­ყო­ლე­ბათ.

- ასეც არის - მეკვლე ჩემი მე­უღ­ლეა, რო­მელ­საც ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სა­დარ­ბა­ზო­ში ან ეზო­ში ვუშ­ვებთ და შემ­დეგ კან­ფე­ტე­ბი­თა და ხან­და­ხან ხურ­დით ხელ­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ ის შე­მო­დის შინ. ახა­ლი წელი სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლია, ამი­ტომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი შინ უნდა შეხ­ვდეს ამ დღეს. ჩვენ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი გვყავს. სამი თა­ო­ბა ერ­თად ვცხოვ­რობთ: ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩვენ და შვი­ლე­ბი. ახა­ლი წლის ღა­მეს მამა და­ი­ლო­ცე­ბა, დედა თაფლსა და გო­ზი­ნაყს მოგ­ვაწ­ვდის, - ასე ტკბი­ლად და­მი­ბერ­დი­თო და ეს არის ჩვე­ნი ტრა­დი­ცია. მერე კი სტუმ­რად წას­ვლაც შე­იძ­ლე­ბა თუმ­ცა მა­ინც შინ, ჩემს ოჯახ­თან ვარ­ჩევ ყოფ­ნას. მერე ვუ­ყუ­რებთ ტე­ლე­ვი­ზორს, გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებს და ფილ­მებს, თუნ­დაც ქარ­თულს ან და­უ­ვი­წყარ ფილ­მს - "ბე­დის ირო­ნია, ანუ გა­ა­მოთ".

- სხვა­თა შო­რის, მაგ ფილმში ერთი სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა აყე­ნებს... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, თქვენ­თა­ნაც რომ და­ირ­ღვეს ტრა­დი­ცია და ვთქვათ, თქვე­ნი მე­უღ­ლის ნაც­ვლად მეკვლედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გეწ­ვი­ოთ?

- ცუდ სიზ­მარ­შიც არ მინ­და, ეგ მოხ­დეს, მაგ­რამ თუ მოვა, სტუ­მა­რი ღვთი­საა. ახალ წელ­საც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ხომ არ ვარ? ამ დღეს, უპირ­ვე­ლე­სად, ჩემი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ: ჩემი შვი­ლე­ბის მამა, ჩემი მშობ­ლე­ბის შვი­ლი, ჩემი ბე­ბი­ის შვი­ლიშ­ვი­ლი და ჩემი მე­უღ­ლის მე­უღ­ლე, ასე რომ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. თუმ­ცა... მე კი ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვი და რას ვე­ტყვი, მაგ­რამ არ ვიცი, თვი­თონ სა­ა­კაშ­ვილ­მა რა უნდა მი­თხრას.

- აი, თურ­მე რო­გო­რი ხართ ბა­ტო­ნი ნო­და­რი, ხა­დუ­რი... უი, მარ­თლა, ბა­ტო­ნო ნო­დარ, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხუმ­რო­ბე­ბი ხომ არ გაბ­რა­ზებთ?

- არა, რა­ტომ უნდა ვბრა­ზობ­დე (იცი­ნის)? რაკი ხში­რად მახ­სე­ნებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის ვახ­სო­ვარ.

- მა­ინც რო­გო­რია ნო­დარ ხა­დუ­რი? დაგ­ვი­ხა­სი­ა­თეთ.

- აქვს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არის ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი და ყვე­ლა და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს.

- რას ელით 2013 წლის­გან?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხარ­ში დგო­მას, რად­გან მათი მხარ­და­ჭე­რა - შვი­ლე­ბის სით­ბო და მო­ფე­რე­ბა, მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა, მშობ­ლე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბა, ბე­ბი­ის ჯან­მრთე­ლად ყოფ­ნა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. მო­ვე­ლი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას. ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ებ­ში, ახ­ლაც ვა­პი­რებ, ხში­რად ვეწ­ვიო ამ კუ­თხე­ებს, იმა­საც, რო­მელ­იც არ მი­ნა­ხავს, ვა­პი­რებ, კა­მე­რე­ბის გა­რე­შე მო­ვი­ნა­ხუ­ლო და მო­ვუს­მი­ნო ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს,­ რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბამ­დე ვერ გვაწ­ვდე­ნენ ხმას, არა­და, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამი­სათ­ვის თვე­ში ერთ დღეს მა­ინც გა­მოვ­ძებ­ნი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მეტ ტყუ­ილს ვე­ღარ აი­ტანს და რაც პრე­მი­ერ­მა ბრძა­ნა, მეც იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ: ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმა­ზე მეტს, ვიდ­რე დაგ­პირ­დით! ამი­ტომ "იოც­ნე­ბეთ, ყმაწ­ვი­ლე­ბო, იოც­ნე­ბეთ გა­ბე­დუ­ლად" და თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას ახალ წელს და მერ­წმუ­ნეთ, 2013 წელი აუ­ცი­ლებ­ლად ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის წელი იქ­ნე­ბა!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნოდარ ხადური: "ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით!"

ნოდარ ხადური: "ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით!"

საახალწლო ნომრის სტუმრად საგანგებოდ ავირჩიეთ - ხომ შესანიშნავია, მეკვლედ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი რომ გეყოლება, თანაც ახალი, "მეოცნებე", იმედიანი და თანაც - ნოდარ ხადური?! მართალია, სასაუბროდ 2012 წლის მიწურულს შევხვდით, მაგრამ თქვენს ოჯახებს ხომ 2013 წლის დასაწყისში ესტუმრა. ესე იგი, სრულუფლებიანი და საგანგებო მეკვლეა, მარჯვენა ფეხით შემოვიდა, თითოეულ ოჯახზე ფინანსურ ვალდებულებებს იღებს და იმედია, გაამართლებს კიდეც. მისი იმედიანი განწყობა ჩვენც რომ გადმოგვედოს, საქმიან ადამიანს, უპირველესად, საქმიანად მივმართეთ.

- ორი თვეა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობთ. როგორია სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის საახალწლო მოსავალი?

- ვმუშაობდით ცაიტნოტში და მაინც, პარლამენტის პირველივე შეკრებაზე დეპუტატებს უკვე ხელთ ჰქონდათ ძალიან მოკლე პერიოდში ნაცმოძრაობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის მნიშვნელოვნად კორექტირებული, რადიკალურად შეცვლილი 2013 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ამ პროექტით საქართველოს ბიუჯეტი ერთეულების ფუფუნების ბიუჯეტიდან ხალხისთვის ზრუნვის, მათი კეთილდღეობის ბიუჯეტად იქცა. გპირდებით, რომ წელს საქართველოში, სულ ცოტა, 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ფასები მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, ინფლაცია 3 პროცენტს არ გადააჭარბებს, - ასეთია სავალუტო ფონდის გათვლა. რაც მთავარია, მაკროეკონომიკური სტაბილურობისაკენ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით - მთლიანი შიგა ბლოკების მიმართ ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 2,8 პროცენტი იქნება.

მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველა წინასაარჩევნო დაკვეთა შევასრულოთ.

- ოჯახმა არაფერი დაგიკვეთათ წინასაახალწლოდ?

- საახალწლო ფერხულში ჩასაბმელად ნაკლებად მქონდა დრო, ასე რომ, ნაძვის ხე აწყობილი დამხვდა: მეუღლემ მორთო ჩვენს 8 წლის მარიამთან და 5 წლის ნიკოლოზთან ერთად. საკმაოდ დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ყოველ შემთხვევაში - ჩემი სახლისთვის, ბავშვებზე მაღალიც კია (იცინის). პატარა ბინაა და ოთახის კუთხეში მივამწყვდიეთ, გვერდით კი პატარა თოვლის ბაბუაც დავუყენეთ. მიყვარს ახალი წლის დადგომა. სხვა ოჯახების მსგავსად, რაღაც ტრადიციები ჩვენც გვაქვს, თუნდაც ახალი წლის ოჯახში შეხვედრის, მეკვლეობის და ა.შ. ვისურვებ, რომ არც ჩემმა შვილებმა მოშალონ ეს ტრადიციები.

- თქვენ იმდენ ციფრსა და მონაცემს იმახსოვრებთ, საახალწლო ლექსებიც გემახსოვრებათ. "ყველა სიახლის" ნაძვის ხესთან არაფერს იტყვით?

- ლექსები კარგად მახსოვს და შვილებსაც ვასწავლი, თუ დრო მაქვს. სხვათა შორის, მარიამს უყვარს წიგნები და მეც ყოველთვის ვყიდულობ მისთვის საინტერესო ლიტერატურას. ნიკოლოზს კი მანქანები უყვარს, თუმცა მამაჩემის მოყოლილ ზღაპრებს და საგანგებოდ მისთვის დაწერილ ლექსებს სიამოვნებით ისმენს ხოლმე. გგონიათ, ლექსებს მეც ვწერ? გადაჭრით ვამბობ, - არა! თუმცა გარითმვა, ცხადია, შემიძლია. "ბალახი" და "ტალახი" რომ ერითმება ერთმანეთს, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, კი ვიცი, მაგრამ პოემა რომ დავწერო ფინანსებზე ან სხვა თემაზე - არა... არასდროს არაფერი დამიწერია... აი, წიგნის კითხვა კი ძალიან მიყვარს.

- მე მაინც ლექსის წაკითხვას გთხოვთ, თუნდაც, ერთი სტროფის. ახალი წელია, მეკვლე ხართ...

- მაგრამ, ბავშვი აღარ ვარ და არა მგონია, აუცილებელი იყოს, ახლაც წაგიკითხოთ (იცინის, მე კი არ ვეშვები - ი.ხ.)...

მაინცდამაინც უნდა მათქმევინოთ, არა?...

- ის მაინც მითხარით, პოეტური უფრო ხართ თუ...

- უფრო ბიუჯეტური (იცინის და უცებ იწყებს - ი.ხ.)... "...უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,/ სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ./ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,/ არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ..." მაინც მათქმევინეთ, ხომ (იცინის)? "ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ..." ძალიან მიყვარს ირაკლი აბაშიძის "ხმა კატამონთან"... და საერთოდაც, პოეზია მიყვარს ძალიან, მერე რა, რომ ეკონომისტი ვარ...

- ისე, ეკონომისტები ეკონომიურები ხართ?

- ეგ ლეონიდ ბრეჟნევმა თქვა და, მგონი, თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა. სინამდვილეში, ეკონომიკა არის მეცნიერება შეზღუდული რესურსებით ჩვენი შეუზღუდავი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესახებ. ასე რომ, ეკონომიკაში ყველა რესურსი არის შეზღუდული და ამ ჩვენი შეზღუდული რესურსებით მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ეფექტიანად მოვიქცეთ. ასევეა ბიუჯეტიც - რა დიდი და ძლიერი ქვეყნისაც უნდა იყოს, მაინც შეზღუდულია. ამიტომ ბიუჯეტში პრიორიტეტები უნდა გამოძებნო და შეზღუდული რესურსი ისე დახარჯო, რომ საზოგადოებამ, ეკონომიკამ და ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

- ოჯახში როგორი ფინანსისტი ხართ?

- ოჯახში ფინანსთა მინისტრი სხვა არის. მიხვდით, ხომ? - ჩემს მეუღლეზე ვამბობ, რადგან არასდროს მქონდა დრო, საოჯახო ფინანსებით დავკავებულიყავი. ჩემი სახელფასო ბარათი აქვს მეუღლეს... გიკვირთ, ასე რომ ვენდობი? - მეუღლეს შვილებს ვანდობ და ფინანსებს არ ვანდობ (იცინის)? სხვათა შორის, ძალიან ეფექტიანი საოჯახო ფინანსთა მინისტრია. შეზღუდული რესურსებით ხანდახან შეუძლებელსაც კი აკეთებს... ისიც გაინტერესებთ, ფინანსური კრიზისისას ალტერნატიულ გზებს როგორ პოულობს? კი ბატონო, გეტყვით. რამდენიმე წლის წინ ბუნებრივი აირი რომ შემოგვეყვანა ბინაში, ბანკი "რესპუბლიკიდან" კრედიტი ავიღეთ და მგონი, ბოლო გადახდა ახლა მიწევს. ასე რომ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხელფასი ყოველთვის ნორმალური მქონდა, თუმცა ზედმეტი ფუფუნების უფლებას თავს არასდროს ვაძლევდით.

- ბატონო ნოდარ, თქვენც მიგაჩნიათ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია?

- ზუსტად არ მახსოვს, 1982 წელი იყო თუ 1983, იმ პერიოდში საბავშვო გაზეთი გამოდიოდა, "ნორჩი ლენინელი". ჩემი ფოტო სწორედ იმ გაზეთის ფურცელზე დაიბეჭდა პირველად - აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე გადაგვიღეს ბავშვებს, სტატიას კი ერქვა: "იოცნებეთ, ყმაწვილებო, იოცნებეთ გაბედულად!" აი, შარშან მეც "ვიოცნებე", თუმცა იმხანად, ახალი წლის ღამეს პოლიტიკოსობაზე არ მიფიქრია, მაგრამ ოცნებების ახდენა მაინც დაიწყო - 2012 წელს ერთი ნაწილი ახდა, ამ საქმეში მეც ჩავერთე და ახლა დანარჩენი ოცნების რეალობად ქცევისთვის ვზრუნავთ...

- რადგან საოჯახო ტრადიციების დამცველი ხართ, მეკვლეც მუდმივი გეყოლებათ.

- ასეც არის - მეკვლე ჩემი მეუღლეა, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე სადარბაზოში ან ეზოში ვუშვებთ და შემდეგ კანფეტებითა და ხანდახან ხურდით ხელში პირველად სწორედ ის შემოდის შინ. ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია, ამიტომ ოჯახის ყველა წევრი შინ უნდა შეხვდეს ამ დღეს. ჩვენ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვყავს. სამი თაობა ერთად ვცხოვრობთ: ჩემი მშობლები, ჩვენ და შვილები. ახალი წლის ღამეს მამა დაილოცება, დედა თაფლსა და გოზინაყს მოგვაწვდის, - ასე ტკბილად დამიბერდითო და ეს არის ჩვენი ტრადიცია. მერე კი სტუმრად წასვლაც შეიძლება თუმცა მაინც შინ, ჩემს ოჯახთან ვარჩევ ყოფნას. მერე ვუყურებთ ტელევიზორს, გასართობ გადაცემებს და ფილმებს, თუნდაც ქართულს ან დაუვიწყარ ფილმს - "ბედის ირონია, ანუ გაამოთ".

- სხვათა შორის, მაგ ფილმში ერთი საახალწლო ტრადიცია ყველაფერს თავ­დაყირა აყენებს... წარმოგიდგენიათ, თქვენთანაც რომ დაირღვეს ტრადიცია და ვთქვათ, თქვენი მეუღლის ნაცვლად მეკვლედ მიხეილ სააკაშვილი გეწვიოთ?

- ცუდ სიზმარშიც არ მინდა, ეგ მოხდეს, მაგრამ თუ მოვა, სტუმარი ღვთისაა. ახალ წელსაც სახელმწიფო მოხელე ხომ არ ვარ? ამ დღეს, უპირველესად, ჩემი ოჯახის შვილი ვარ: ჩემი შვილების მამა, ჩემი მშობლების შვილი, ჩემი ბებიის შვილიშვილი და ჩემი მეუღლის მეუღლე, ასე რომ, აუცილებლად გავუმასპინძლდები. თუმცა... მე კი ვიცი, როგორ მოვიქცევი და რას ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი, თვითონ სააკაშვილმა რა უნდა მითხრას.

- აი, თურმე როგორი ხართ ბატონი ნოდარი, ხადური... უი, მართლა, ბატონო ნოდარ, ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები ხომ არ გაბრაზებთ?

- არა, რატომ უნდა ვბრაზობდე (იცინის)? რაკი ხშირად მახსენებს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის ვახსოვარ.

- მაინც როგორია ნოდარ ხადური? დაგვიხასიათეთ.

- აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, არის ძალიან მშრომელი და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

- რას ელით 2013 წლისგან?

- ჩემი ოჯახის წევრების მხარში დგომას, რადგან მათი მხარდაჭერა - შვილების სითბო და მოფერება, მეუღლის გვერდით ყოფნა, მშობლების რჩევა-დარიგება, ბებიის ჯანმრთელად ყოფნა - ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება. მოველი ჩემს ქვეყანაში ბევრი პრობლემის გადაჭრას. ბავშვობაში ბევრს ვმოგზაურობდი საქართველოს კუთხეებში, ახლაც ვაპირებ, ხშირად ვეწვიო ამ კუთხეებს, იმასაც, რომელ­იც არ მინახავს, ვაპირებ, კამერების გარეშე მოვინახულო და მოვუსმინო ხოლმე ადამიანებს,­ რომლებიც შეიძლება სამინისტროებამდე ვერ გვაწვდენენ ხმას, არადა, ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ამისათვის თვეში ერთ დღეს მაინც გამოვძებნი. საზოგადოება ხელისუფლებისგან მეტ ტყუილს ვეღარ აიტანს და რაც პრემიერმა ბრძანა, მეც იმავეს გავიმეორებ: ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით! ამიტომ "იოცნებეთ, ყმაწვილებო, იოცნებეთ გაბედულად" და თქვენი ოცნებები აუცილებლად შესრულდება. გილოცავთ ყველას ახალ წელს და მერწმუნეთ, 2013 წელი აუცილებლად ოცნებების ასრულების წელი იქნება!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა