პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"
"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"

შობა-ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის შე­სახ­ვედ­რად ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ზოგი სტუმ­რად მი­დის, ზო­გიც თა­ვად ელო­დე­ბა სტუმ­რებს. ყვე­ლა ოჯახს თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია აქვს... ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რეთ.

გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი:

- რო­გორც ყვე­ლა, ჩემი ოჯა­ხიც ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად ხვდე­ბა. მაგ­რამ ამ ტრა­დი­ცი­ა­ში არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი... დღეს რა­ტომ­ღაც, მო­და­ში შე­მო­ვი­და ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია. სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ადა­მი­ან­მა ეს დღე­სას­წა­უ­ლი მშობ­ლებ­თან, მე­უღ­ლეს­თან, შვი­ლებ­თან და რაც მთა­ვა­რია, უფ­რო­სებ­თან ერ­თად (ბე­ბია-ბა­ბუა) უნდა გა­ა­ტა­როს. ჩემი მშობ­ლე­ბი ახალ წელს ყო­ველ­თვის ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან (როცა ცო­ცხლე­ბი ჰყავ­დათ) ატა­რებ­დნენ და ჩვენც ასე მიგ­ვაჩ­ვი­ეს...

- ბე­ბი­ათ­ქვე­ნი პო­ლო­ნე­ლი თა­ვა­დის ქალი იყო. მას ამ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია ხომ არ ჰქონ­და?

- არა. პა­პა­ჩემ­მა ცო­ლად რომ მო­იყ­ვა­ნა, მა­შინ­ვე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აით­ვი­სა. სა­ერ­თოდ ასეა, ქალი რომ გა­თხოვ­დე­ბა და ოჯახ­ში შევა, იმ ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი უნდა შე­ით­ვი­სოს, ბე­ბი­ა­ჩე­მიც ასე მო­იქ­ცა - ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თებ­და, რო­გორც ქარ­თველ ქალს შე­ე­ფე­რე­ბო­და... პა­პა­ჩე­მის ტრა­დი­ცია ის იყო, რომ შო­ბის ღა­მეს ეკ­ლე­სი­ა­ში ატა­რებ­და. ბე­ბი­აც ასე იქ­ცე­ო­და.

- თქვე­ნი მშობ­ლე­ბი (ნატო ვაჩ­ნა­ძე და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია) რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დნენ ახალ წელს?

- დედა სა­დღე­სას­წა­უ­ლო სამ­ზა­დისს 31 დე­კემ­ბერს იწყებ­და, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე მუ­შა­ობ­და ხოლ­მე. მაგ­რამ ოჯახ­ში გვყავ­და დამ­ხმა­რე რუსი ქალი, რომ­ლიც ბა­ბუ­ა­ჩემ­მა რუ­სე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ბა­ბუა სამ­ხედ­რო პირი გახ­ლდათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად რომ დაბ­რუნ­და, დუ­ნი­აც (ასე ერ­ქვა იმ ქალს) ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მისი გაზ­რდი­ლია დე­ი­და­ჩე­მი, კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი. ოჯახ­ში ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს დუ­ნია გვი­კე­თებ­და... ახალ წელს ჩვენ­თან დე­და­ჩე­მი­სა და მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. სტუ­მარ­თა შო­რის ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მახ­სოვს, ერთ წე­ლი­წადს ჩვე­ნი მეკვლე პო­ე­ტი გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გახ­ლდათ... იშ­ლე­ბო­და დიდი სუფ­რა და დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ატა­რებ­დნენ. მათი თავ­ყრი­ლო­ბა ნამ­დვილ ზე­იმს ჰგავ­და.

- მეკვლეს სა­გან­გე­ბოდ თუ ირ­ჩევ­დით?

- მეკვლე სა­გან­გე­ბოდ არა­სო­დეს აგ­ვირ­ჩე­ვია... მა­შინ ისე იყო მი­ღე­ბუ­ლი, რომ მეკვლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოჯახ­ში სი­ხა­რულ­სა და სი­კე­თეს შე­მო­ი­ტან­და. ახლა კი მეკვლედ მდი­დარ ადა­მი­ანს ირ­ჩე­ვენ ანუ მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ...

- თქვენ თუ მი­დი­ხართ ხოლ­მე მეკვლედ?

- ისეთ ასაკ­ში ვარ, რომ ახალ წელს აღარ­სად არ მივ­დი­ვარ. თან, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მე­გო­ბა­რი გარ­დაც­ვლი­ლი მყავს და წა­სას­ვლე­ლიც არ­სად მაქვს. ბოლო დროს ახალ წელს შე­და­რე­ბით ხელ­მოკ­ლედ ვხვდე­ბი. სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, რომ სტუმ­რე­ბი დავ­პა­ტი­ჟო... ჩემი მეკვლე­ე­ბი კი ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას თვი­თონ აწყობთ?

- კი. წელს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის გო­ჭის ნაც­ვლად, ინ­და­უ­რი შე­ვი­ძი­ნე. ინ­და­უ­რი ხომ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. ყო­ველ წე­ლი­წადს სა­ა­ხალ­წლოდ, სო­ფელ ჭე­რემ­ში (გურ-ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნი) ვყი­დუ­ლობ ინ­და­ურს, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­ლა­ხით ზრდის მას. ასე­თი ინ­და­უ­რი კი ძალ­ზე გემ­რი­ე­ლია.

- სო­ფელ ჭე­რემ­ში თა­ვად მი­დი­ხართ თუ სხვას ჩა­მოჰ­ყავს თქვენ­თვის ინ­და­უ­რი?

- კა­ხეთ­ში ვე­ნა­ხი მაქვს. ვინც ჩემს ვე­ნახს უვ­ლის, ის ყი­დუ­ლობს ინ­და­ურს და მერე მიგ­ზავ­ნის.

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- ჩემ­თვის ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლი იყო. წელს სა­უ­ბე­დუ­როდ, ახალ წელს ლო­გინ­ში ვხვდე­ბი. ადრე, სა­ნამ ჯან­მრთე­ლო­ბა მი­წყობ­და ხელს, მთე­ლი ოჯა­ხი ჩემ­თან იკ­რი­ბე­ბო­და (შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი. 4 შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს), ტრა­დი­ცი­ად იყო ქცე­უ­ლი, რომ 31 დე­კემ­ბერს ყვე­ლა ჩემ­თან უნდა მო­სუ­ლი­ყო... ბავ­შვო­ბა­შიც ასე­თი ტრა­დი­ცია გვქონ­და, მთე­ლი ნა­თე­სა­ო­ბა ჩვენს ოჯახ­ში იყ­რი­და თავს (დე­და­ჩე­მი მი­ქე­ლა­ძის ქალი იყო და მას უფრო დიდი სა­ნა­თე­სა­ვო ჰყავ­და, ვიდ­რე მა­მას). იშ­ლე­ბო­და დიდი სუფ­რა და 12 სა­ა­თის­თვის ყვე­ლა ერ­თად მი­ვუს­ხდე­ბო­დით ხოლ­მე მას. ვმღე­რო­დით, ვცეკ­ვავ­დით, ვუკ­რავ­დით... ახა­ლი წელი ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, იმე­დი­სა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. ახალ წელს ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად იმას ფიქ­რობს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­იშ­ლე­ბა და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რებს...

- ახა­ლი წლის ღა­მეს სტუმ­რად არ მი­დი­ო­დით?

- თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, ახალ წელს ყო­ველ­თვის სახ­ლში ვხვდე­ბო­დი. მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნდა და დღე­საც ასე მი­მაჩ­ნია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ახალ წელს სა­კუ­თარ სახ­ლში უნდა შეხ­ვდეს. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ლო­ცე­ბო­დი ჩემს ოჯახ­ში და მერე, 1-ლი სა­ა­თის­თვის მე და ჩემი მე­უღ­ლე სტუმ­რად მივ­დი­ო­დით. ახა­ლი წლის სუფ­რას­თან ყო­ველ­თვის თა­მა­და ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო წრე მყავ­და და შე­სა­ნიშ­ნავ დროს ვა­ტა­რებ­დით. "დროს ტა­რე­ბა­ში" არ იგუ­ლის­ხმე­ბო­და "გა­ძღო­მა" და "დათ­რო­ბა". წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რო­მე­ლი­მე ისე დავმთვრა­ლი­ყა­ვით, რომ ადა­მი­ა­ნის სახე დაგ­ვე­კარ­გა... ახლა არ მინ­და, ვინ­მეს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­ვუწ­ბი­ლო, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში არც ისე­თი სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ზე­იმ­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ. ძა­ლი­ან მე­ში­ნია, სი­ტუ­ა­ცია არ და­ი­ძა­ბოს და რა­ი­მე ცუდი არ მოხ­დეს. ქვე­ყა­ნას იმე­დი ჩა­ე­სა­ხა და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის, მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე დამ­თავ­რდეს, რო­გორც ხალ­ხს სურს!

გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩემ­თვის და არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ახა­ლი წელი ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარ­და ახა­ლი წელი, რად­გან თოვ­ლის ბა­ბუ­ის დიდ­ხანს მჯე­რო­და. საკ­მა­ოდ დიდი ვი­ყა­ვი, როცა გა­ვი­გე, რომ ახა­ლი წლის სა­ჩუ­ქარს დედა სას­თუ­მალ­თან მი­დებ­და. მას შემ­დეგ, ახა­ლი წლის მოს­ვლას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- კი, მე­უღ­ლეს სა­ყიდ­ლებ­ზე დავ­ყვე­ბი, მაგ­რამ ბა­ზარ­ში არ შევ­დი­ვარ: ხალ­ხი მცნობს და არ მინ­და, ვი­ღა­ცამ რა­ღა­ცა მო­იკ­ლოს და მე მა­ჩუ­ქოს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ა­ხალ­წლო ტკბი­ლე­უ­ლის შე­ძე­ნა. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარ­და და ახ­ლაც მიყ­ვარს შო­კო­ლა­დი "და­თუ­ნია" და ყო­ველ ახალ წელს, სხვა ტკბი­ლე­უ­ლი რომ არ ვი­ყი­დო, მას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძენ.

- ახალ წელს სად ხვდე­ბით?

- ახალ წელს ყო­ველ­თვის ჩემს ოჯახ­ში ვხვდე­ბი. თუ ამ დღე­სას­წა­ულს გა­და­ღე­ბა და­ემ­თხვე­ო­და, მა­შინ ბი­ჭე­ბი გა­რეთ აღ­ვნიშ­ნავ­დით... მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ახა­ლი წელი ოჯახ­ში ბა­რა­ქი­ა­ნად უნდა აღ­ნიშ­ნოს... ახალ წელს ოჯახ­ში რომ და­ვი­ლო­ცე­ბი, მერე მე­ზობ­ლე­ბი ვუ­ლო­ცავთ ერ­თმა­ნეთს. ახა­ლი წლის ღა­მეს არა­სო­დეს დავ­თვრე­ბი. სხვა­თა შო­რის, კარ­გი მეკვლე ვარ და ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი მთხოვს, რომ მათი მეკვლე ვიყო... მახ­სოვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბა­ში მეკვლე­ო­ბას რომ მთხოვ­და, და­მა­რი­გებ­და ხოლ­მე: ოჯახ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ღერ­ღი­ლი, ფქვი­ლი და ხურ­და ფული უნდა შე­მო­ი­ტა­ნოო. მოკ­ლედ, ღერ­ღი­ლი­თა და ფქვი­ლით ოჯახ­ში სი­უხ­ვე და ბა­რა­ქა შემ­ქონ­და.

- ახ­ლაც ამ ტრა­დი­ცი­ის მიმ­დე­ვა­რი ხართ?

- კი, რო­გორც მო­ხერ­ხდე­ბა... მეკვლემ ოჯახ­ში სი­კე­თე, სი­უხ­ვე და ბა­რა­ქა თუ არ შე­ი­ტა­ნა, ის რა მეკვლეა?!.

- რას ელო­დე­ბით ამ ახალ წელს?

- მშვი­დო­ბას, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულ­სა და სი­ხა­რულს. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, რაც ქარ­თველ ხალ­ხს სა­ხე­ზე ღი­მი­ლი და­ე­კარ­გა. ქუ­ჩა­ში რომ და­დი­ან, სახე ჩა­მოს­ტი­რით. გა­ღი­მე­ბულ კაცს ქუ­ჩა­ში იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით. ადრე ასე არ იყო. ხალ­ხს ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვა უხა­რო­და. მეტი ადა­მი­ა­ნო­ბა და ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნა იყო. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა!

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"

"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"

შობა-ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ზოგი სტუმრად მიდის, ზოგიც თავად ელოდება სტუმრებს. ყველა ოჯახს თავისებური საახალწლო ტრადიცია აქვს... ამ თემაზე რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვესაუბრეთ.

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:

- როგორც ყველა, ჩემი ოჯახიც ახალ წელს ტრადიციულად ხვდება. მაგრამ ამ ტრადიციაში არაფერია განსაკუთრებული... დღეს რატომღაც, მოდაში შემოვიდა ახალი წლის შეხვედრა საზღვარგარეთ, რაც მიუღებლად მიმაჩნია. საახალწლო ტრადიცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ეს დღესასწაული მშობლებთან, მეუღლესთან, შვილებთან და რაც მთავარია, უფროსებთან ერთად (ბებია-ბაბუა) უნდა გაატაროს. ჩემი მშობლები ახალ წელს ყოველთვის ბებიასთან და ბაბუასთან (როცა ცოცხლები ჰყავდათ) ატარებდნენ და ჩვენც ასე მიგვაჩვიეს...

- ბებიათქვენი პოლონელი თავადის ქალი იყო. მას ამ დღესასწაულის აღნიშვნის რამე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ ჰქონდა?

- არა. პაპაჩემმა ცოლად რომ მოიყვანა, მაშინვე ქართული ტრადიციები აითვისა. საერთოდ ასეა, ქალი რომ გათხოვდება და ოჯახში შევა, იმ ოჯახის ტრადიციები უნდა შეითვისოს, ბებიაჩემიც ასე მოიქცა - ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ქართველ ქალს შეეფერებოდა... პაპაჩემის ტრადიცია ის იყო, რომ შობის ღამეს ეკლესიაში ატარებდა. ბებიაც ასე იქცეოდა.

- თქვენი მშობლები (ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია) როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს?

- დედა სადღესასწაულო სამზადისს 31 დეკემბერს იწყებდა, რადგანაც მანამდე მუშაობდა ხოლმე. მაგრამ ოჯახში გვყავდა დამხმარე რუსი ქალი, რომლიც ბაბუაჩემმა რუსეთიდან ჩამოიყვანა. ბაბუა სამხედრო პირი გახლდათ და საქართველოში ოჯახთან ერთად რომ დაბრუნდა, დუნიაც (ასე ერქვა იმ ქალს) ჩამოიყვანა. მისი გაზრდილია დეიდაჩემი, კირა ანდრონიკაშვილი. ოჯახში ყველანაირ საქმეს დუნია გვიკეთებდა... ახალ წელს ჩვენთან დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრები იკრიბებოდნენ. სტუმართა შორის ქართველი მწერლები იყვნენ. მახსოვს, ერთ წელიწადს ჩვენი მეკვლე პოეტი გიორგი ლეონიძე გახლდათ... იშლებოდა დიდი სუფრა და დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. მათი თავყრილობა ნამდვილ ზეიმს ჰგავდა.

- მეკვლეს საგანგებოდ თუ ირჩევდით?

- მეკვლე საგანგებოდ არასოდეს აგვირჩევია... მაშინ ისე იყო მიღებული, რომ მეკვლე უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ოჯახში სიხარულსა და სიკეთეს შემოიტანდა. ახლა კი მეკვლედ მდიდარ ადამიანს ირჩევენ ანუ მატერიალურ მხარეს მეტ ყურადღებას აქცევენ...

- თქვენ თუ მიდიხართ ხოლმე მეკვლედ?

- ისეთ ასაკში ვარ, რომ ახალ წელს აღარსად არ მივდივარ. თან, ნახევარზე მეტი მეგობარი გარდაცვლილი მყავს და წასასვლელიც არსად მაქვს. ბოლო დროს ახალ წელს შედარებით ხელმოკლედ ვხვდები. საშუალება არ მაქვს, რომ სტუმრები დავპატიჟო... ჩემი მეკვლეები კი ჩემი შვილები და შვილიშვილები არიან.

- საახალწლო სუფრას თვითონ აწყობთ?

- კი. წელს საახალწლო სუფრისთვის გოჭის ნაცვლად, ინდაური შევიძინე. ინდაური ხომ საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ყოველ წელიწადს საახალწლოდ, სოფელ ჭერემში (გურ-ჯაანის რაიონი) ვყიდულობ ინდაურს, იქაური მოსახლეობა ბალახით ზრდის მას. ასეთი ინდაური კი ძალზე გემრიელია.

- სოფელ ჭერემში თავად მიდიხართ თუ სხვას ჩამოჰყავს თქვენთვის ინდაური?

- კახეთში ვენახი მაქვს. ვინც ჩემს ვენახს უვლის, ის ყიდულობს ინდაურს და მერე მიგზავნის.

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი:

- ჩემთვის ახალი წელი ყველაზე დიდი დღესასწაული იყო. წელს საუბედუროდ, ახალ წელს ლოგინში ვხვდები. ადრე, სანამ ჯანმრთელობა მიწყობდა ხელს, მთელი ოჯახი ჩემთან იკრიბებოდა (შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. 4 შვილთაშვილი მყავს), ტრადიციად იყო ქცეული, რომ 31 დეკემბერს ყველა ჩემთან უნდა მოსულიყო... ბავშვობაშიც ასეთი ტრადიცია გვქონდა, მთელი ნათესაობა ჩვენს ოჯახში იყრიდა თავს (დედაჩემი მიქელაძის ქალი იყო და მას უფრო დიდი სანათესავო ჰყავდა, ვიდრე მამას). იშლებოდა დიდი სუფრა და 12 საათისთვის ყველა ერთად მივუსხდებოდით ხოლმე მას. ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვუკრავდით... ახალი წელი ეს არის სიყვარულის, იმედისა და ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაული. ახალ წელს ადამიანი მუდმივად იმას ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშლება და უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებს...

- ახალი წლის ღამეს სტუმრად არ მიდიოდით?

- თუ საქართველოში ვიყავი, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. მიუღებლად მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია, ყველა ადამიანი ახალ წელს საკუთარ სახლში უნდა შეხვდეს. აუცილებლად დავილოცებოდი ჩემს ოჯახში და მერე, 1-ლი საათისთვის მე და ჩემი მეუღლე სტუმრად მივდიოდით. ახალი წლის სუფრასთან ყოველთვის თამადა ვიყავი. ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავდა და შესანიშნავ დროს ვატარებდით. "დროს ტარებაში" არ იგულისხმებოდა "გაძღომა" და "დათრობა". წარმოუდგენელი იყო, რომელიმე ისე დავმთვრალიყავით, რომ ადამიანის სახე დაგვეკარგა... ახლა არ მინდა, ვინმეს საახალწლო განწყობილება გავუწბილო, მაგრამ ქვეყანაში არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა, რომ მთელი ყურადღება ზეიმზე გადავიტანოთ. ძალიან მეშინია, სიტუაცია არ დაიძაბოს და რაიმე ცუდი არ მოხდეს. ქვეყანას იმედი ჩაესახა და საშუალება მიეცა უკეთესი ცხოვრების, მინდა, ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორც ხალხს სურს!

გურამ ფირცხალავა, მსახიობი:

- ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ახალი წელი ლამაზი დღესასწაულია. ბავშვობიდანვე მიყვარდა ახალი წელი, რადგან თოვლის ბაბუის დიდხანს მჯეროდა. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ახალი წლის საჩუქარს დედა სასთუმალთან მიდებდა. მას შემდეგ, ახალი წლის მოსვლას მოუთმენლად ველოდები.

- საახალწლო სამზადისშიც მონაწილეობთ?

- კი, მეუღლეს საყიდლებზე დავყვები, მაგრამ ბაზარში არ შევდივარ: ხალხი მცნობს და არ მინდა, ვიღაცამ რაღაცა მოიკლოს და მე მაჩუქოს. ძალიან მიყვარს საახალწლო ტკბილეულის შეძენა. ბავშვობიდანვე მიყვარდა და ახლაც მიყვარს შოკოლადი "დათუნია" და ყოველ ახალ წელს, სხვა ტკბილეული რომ არ ვიყიდო, მას აუცილებლად შევიძენ.

- ახალ წელს სად ხვდებით?

- ახალ წელს ყოველთვის ჩემს ოჯახში ვხვდები. თუ ამ დღესასწაულს გადაღება დაემთხვეოდა, მაშინ ბიჭები გარეთ აღვნიშნავდით... მაგრამ თუ ადამიანს საშუალება აქვს, ახალი წელი ოჯახში ბარაქიანად უნდა აღნიშნოს... ახალ წელს ოჯახში რომ დავილოცები, მერე მეზობლები ვულოცავთ ერთმანეთს. ახალი წლის ღამეს არასოდეს დავთვრები. სხვათა შორის, კარგი მეკვლე ვარ და ყველა მეზობელი მთხოვს, რომ მათი მეკვლე ვიყო... მახსოვს, ბებიაჩემი ბავშვობაში მეკვლეობას რომ მთხოვდა, დამარიგებდა ხოლმე: ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა შემოიტანოო. მოკლედ, ღერღილითა და ფქვილით ოჯახში სიუხვე და ბარაქა შემქონდა.

- ახლაც ამ ტრადიციის მიმდევარი ხართ?

- კი, როგორც მოხერხდება... მეკვლემ ოჯახში სიკეთე, სიუხვე და ბარაქა თუ არ შეიტანა, ის რა მეკვლეა?!.

- რას ელოდებით ამ ახალ წელს?

- მშვიდობას, ერთმანეთის სიყვარულსა და სიხარულს. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ქართველ ხალხს სახეზე ღიმილი დაეკარგა. ქუჩაში რომ დადიან, სახე ჩამოსტირით. გაღიმებულ კაცს ქუჩაში იშვიათად შეხვდებით. ადრე ასე არ იყო. ხალხს ერთმანეთის დანახვა უხაროდა. მეტი ადამიანობა და ერთმანეთის გატანა იყო. იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება!

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"