სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"
როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"

თით­ქმის 40 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა და გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა რა­ფი­ელ ერის­თა­ვის პი­ე­სის - "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" - მი­ხედ­ვით ტე­ლეს­პექ­ტაკ­ლი გა­და­ი­ღეს. მა­შინ ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი ამ­ხე­ლა დროს გა­უძ­ლებ­და და პირ­ვან­დელ ხიბლსა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და.

გი­ორ­გი კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- თუ სპექ­ტაკ­ლი "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს" მა­ყუ­რე­ბელს დღემ­დე მოს­წონს, ესე იგი, უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ვი­და. ჩემ­თვის ეს სპექ­ტაკ­ლი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ვით გახ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­ი­წყო. იმ დროს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ახა­ლი წა­მო­სუ­ლი იყო მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში კარ­ლო გარ­და­ფხა­ძემ (ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე) მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იწ­ვია და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ბა­ტონ­მა მი­შამ შე­თა­ვა­ზე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ ფე­რად გა­და­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში (გა­და­ცე­მე­ბი შავ-თეთ­რი იყო და ფე­რა­დი გა­და­ცე­მა კვი­რა­ში ორ­ჯერ გა­დი­ო­და ეთერ­ში) მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. მეც, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ნა­მო­წა­ფა­რი, იმ პე­რი­ოდ­ში ფე­რად გა­და­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. 1974 წლის ბო­ლოს, კარ­ლო გარ­და­ფხა­ძემ თუ­მა­ნიშ­ვილს სთხო­ვა, სა­ა­ხალ­წლოდ კო­მე­დია და­ედ­გა. მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ გა­ნიც­დი­და მის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს (თე­ატ­რში. - რედ.) და მე და­მა­ვა­ლა ვო­დე­ვი­ლის შერ­ჩე­ვა.

თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სამი პი­ე­სა შე­ვარ­ჩიე: რა­ფი­ელ ერის­თა­ვის "ჯერ და­ი­ხოც­ნენ, მერე იქორ­წი­ნეს", გი­ორ­გი ერის­თა­ვის "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი" და ავ­ქსენ­ტი ცა­გა­რე­ლის "ჭკუ­ი­სა მჭირს". რო­დე­საც მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა მკი­თხა, ამ სა­მი­დან რო­მე­ლი მომ­წონ­და, არ­ჩე­ვა­ნი რა­ფი­ელ ერის­თა­ვის პი­ე­სა­ზე შე­ვა­ჩე­რე. თა­ვი­დან­ვე გა­დავ­წყვი­ტე, მთა­ვარ როლ­ზე ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი მო­მეწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, გო­ძი­აშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­თან არ იმუ­შა­ვებ­სო, ბა­ტონ ვა­სოს მა­ინც და­ვუ­კავ­შირ­დი და შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. ბა­ტო­ნი ვასო არა­თუ დამ­თან­ხმდა როლ­ზე, არა­მედ საყ­ვე­დუ­რიც კი მი­თხრა, - ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რებ­მა რა­ტომ და­მი­ვი­წყე­თო? სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი ვა­სოს­თვის ეს ბოლო როლი აღ­მოჩ­ნდა.

- ელი­სა­ბე­დის როლი თა­ვი­დან­ვე ზაზა (ზა­ი­რა) ლე­ბა­ნი­ძეს შეს­თა­ვა­ზეთ?

- ელი­სა­ბე­დის როლი თა­ვი­დან სა­ლო­მე ყან­ჩელს შევ­თა­ვა­ზეთ, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ავად გახ­და და ზაზა ლე­ბა­ნი­ძემ შეც­ვა­ლა. აპო­ლო­ნის როლ­ზე კი ჩემი მე­გო­ბა­რი და მეჯ­ვა­რე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ავიყ­ვა­ნე. და­ნარ­ჩენ რო­ლებ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი (მურ­მან ჯი­ნო­რია, მა­რი­ნე ვე­ფხვა­ძე, და­რე­ჯან ჯო­ჯუა და ბად­რი კა­კა­ბა­ძე) და­ვა­კა­ვე. უდი­დე­სი სკო­ლა გახ­ლდათ ვასო გო­ძი­აშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა. ხან­და­ხან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ისე ვერ­თო­ბო­დი, მა­ვი­წყდე­ბო­და, რე­ჟი­სო­რი რომ ვი­ყა­ვი. პი­ე­სა­ში არ არის, მაგ­რამ ჩემი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა - სერ­გოს მა­ში­კოს­თვის კოც­ნის შემ­დეგ გული რომ მის­დის. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ერთი გო­გო­ნა მიყ­ვარ­და. რო­დე­საც მე და იმ გო­გო­ნამ ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად ვა­კო­ცეთ, გო­გო­ნას გული წა­უ­ვი­და. შე­ში­ნე­ბულ­მა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ძლივს მო­ვა­სუ­ლი­ე­რე. როცა გონს მო­ე­გო, მა­შინ დავ­პირ­დი, რომ ამ შემ­თხვე­ვას მთე­ლი სი­ცო­ცხლე და­ვი­მახ­სოვ­რებ­დი. სპექ­ტაკლში სწო­რედ ეს გა­მო­ვი­ყე­ნე, მაგ­რამ რო­ლე­ბი შევ­ცვა­ლე - გო­გო­ნას მა­გივ­რად, ბიჭს მის­დის გული...

- რე­პე­ტი­ცი­ებს თუ­მა­ნიშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და?

- კი, რო­გორ არა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვუ­ძღვე­ბო­დი. სა­ა­ხალ­წლოდ ვერ მო­ვას­წა­რით სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში "ჰონგკონ­გის გრი­პი" (ასე ერ­ქვა ვირუსს) გავ­რცელ­და და ბა­ტო­ნი ვასო ავად გახ­და. გივი ბე­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვე­დი გო­ძი­აშ­ვი­ლის სახ­ლში და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი იქ გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ მერე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი დრო­ე­ბით შე­ვა­ჩე­რეთ. ახა­ლი წლის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პა­ვი­ლი­ო­ნი სხვა გა­და­ცე­მე­ბის­თვის უნდა გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ჩვე­ნი დე­კო­რა­ცია არ და­ე­შა­ლათ. სპექ­ტაკ­ლი 1975 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­და­ი­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ით.

- ეთერ­ში გას­ვლა ხომ არა­ფერს შე­უ­ფერ­ხე­ბია?

- ერთი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და: სა­ნამ სპექ­ტაკ­ლი ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ცე­კა­დან კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და სპექ­ტაკ­ლი ნა­ხეს. ფი­ნალ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ მღე­რი­ან: "ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბა, შეყ­ვა­რე­ბულ გუ­ლის გარ­და", ერ­თმა იკი­თხა, რო­გორ - სამ­შობ­ლო­ცო?! ამ სიმ­ღე­რის გამო სპექ­ტაკ­ლი და­ი­წუ­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე იდო თა­რო­ზე. მერე კარ­ლო გარ­და­ფხა­ძემ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს სთხო­ვა და სპექ­ტაკ­ლი ეთერ­ში გა­უშ­ვეს. ხალ­ხმა გა­მოს­ვლის დღი­დან­ვე აი­ტა­ცა ის, რაც ჩემ­თვის, რო­გორც რე­ჟი­სო­რის­თვის, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა.

ზაზა ლე­ბა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ელი­სა­ბე­დის რო­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. რო­დე­საც გა­ვი­გე, თუ ვისი პარტნი­ო­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­მე­შინ­და, რად­გან ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. მთე­ლი იმ ხნის მან­ძილ­ზე, რაც სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დით, რო­გორც შე­მეძ­ლო, ამ შიშს ვმა­ლავ­დი.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, რო­დე­საც ამ სპექ­ტაკლში ითა­მა­შეთ?

- 38-39 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემ­სა და გო­ძი­აშ­ვილს შო­რის ძა­ლი­ან დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო. ამ რო­ლის­თვის ისე­თი გრი­მი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ დავ­ბე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და და­ბამ­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­მაც­ვეს, რათა ეკ­რან­ზე სრუ­ლი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი... ეს როლი ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. ასე­თი ხა­სი­ა­თის როლი და თა­ნაც - მთა­ვა­რი, მა­ნამ­დე არ­სად მქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ვით გახ­და ელი­სა­ბე­დის როლი ჩემ­თვის. სპექ­ტაკ­ლის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა მი­ლო­ცავ­და, ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის გვერ­დით რომ ვი­დე­ქი და თავი არ შე­ვირ­ცხვი­ნე. გა­და­ღე­ბის დროს ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და რამე რომ არ შეშ­ლო­და, ყვე­ლა­ნი და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­შინ, ერთი შეც­დო­მის გამო, მთე­ლი გა­და­ღე­ბა თა­ვი­დან უნდა და­გე­წყო, რა­საც ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მიჰ­ქონ­და. ვასო გო­ძი­აშ­ვილს სულ ეშ­ლე­ბო­და ის ტექ­სტი, სა­დაც ჩემი და მისი გმი­რე­ბი ფუ­ლის გამო ერ­თმა­ნეთს აივ­ნე­ბი­დან ეჩხუ­ბე­ბი­ან. გა­და­ღე­ბის წინ გო­ძი­აშ­ვილ­მა ცალ­კე გა­მიყ­ვა­ნა, მხარ­ზე ხელი და­მა­დო და მი­თხრა: ლე­ბა­ნი­ძე (რა­ტომ­ღაც სულ გვა­რით მომ­მარ­თავ­და), ტექ­სტი თუ და­მა­ვი­წყდე­ბა, არ გა­ჩერ­დე, გა­აგ­რძე­ლეო. მარ­თლაც ასე მოხ­და: ბა­ტონ ვა­სოს ტექ­სტი და­ა­ვი­წყდა და ჩემი ტექ­სტი გა­ვაგ­რძე­ლე. რე­ჟი­სორ­მაც კი ვერ შე­ნიშ­ნა, გო­ძი­აშ­ვი­ლი "გა­ჭედ­ვას" რომ გა­და­ვარ­ჩი­ნე. გა­და­ღე­ბა რომ დამ­თავ­რდა, გო­ძი­აშ­ვილ­მა მხარ­ზე ხელი და­მა­დო და შე­მა­ქო, - ყო­ჩაღ, ლე­ბა­ნი­ძე, კარ­გად შე­უ­ბე­რეო.

- მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­ზე რას გვე­ტყვით?

- ეს იყო უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი და მას­თან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის ოც­ნე­ბა გახ­ლდათ. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბებს ძი­რი­თა­დად, კა­ხაბ­რიშ­ვილ­თან გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

- სიმ­ღე­რა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- არა, სიმ­ღე­რა არა­სო­დეს მი­ჭირ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე მსა­ხი­ობ გოგი გე­ლო­ვა­ნის გუნდში ვმღე­რო­დი.

- თქვენს გმირს რა­ტომ არა აქვს სოლო სიმ­ღე­რა?

- რო­დე­საც გი­ორ­გი ცა­ბა­ძემ ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის და­წე­რა მუ­სი­კა, მე ელი­სა­ბე­დის როლ­ზე არ ვმუ­შა­ობ­დი. სა­ლო­მე ყან­ჩელს სიმ­ღე­რა უჭირ­და და ცა­ბა­ძემ სოლო სიმ­ღე­რა აღარ და­უ­წე­რა. როლ­ზე რომ და­მაბ­რუ­ნეს, იმ პე­რი­ოდ­ში ცა­ბა­ძე თბი­ლი­სი­დან იყო წა­სუ­ლი და ჩემ­თვის სოლო სიმ­ღე­რა ვე­ღარ და­წე­რა, რა­ზეც გული ძა­ლი­ან დამ­წყდა.

- ბა­ტო­ნო მურ­მან, ეს თქვე­ნი პირ­ვე­ლი როლი იყო?

მურ­მან ჯი­ნო­რია, მსა­ხი­ო­ბი:

- არა. მა­ნამ­დე უკვე რამ­დე­ნი­მე როლი მქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის IV კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა ამ სპექ­ტაკლზე მი­მიწ­ვია. მა­შინ 25-26 წლის ვი­ყა­ვი. თით­ქმის 40 წელი გა­ვი­და და სპექ­ტაკ­ლი დღე­საც არ ბერ­დე­ბა. ამის მი­ზე­ზი კი ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ატ­მოს­ფე­რო გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მისი შექ­მნის დროს და­ი­ბა­და. ზოგი სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან კარ­გია და გა­და­ღე­ბუ­ლიც კარ­გად არის, მაგ­რამ "სული" არა აქვს, ამი­ტომ დროს ვერ უძ­ლებს, ამ სპექ­ტაკლს კი "სული" აქვს. ალ­ბათ ღმერ­თიც ჩა­ე­რია მის შექ­მნა­ში და იმი­ტომ გა­მო­ვი­და ასე­თი კარ­გი.

- ბა­ტო­ნი მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ რას გა­იხ­სე­ნებთ?

- ბა­ტო­ნი მიშა ინ­სტი­ტუ­ტში ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, მის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი. ის გახ­ლდათ უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რი, მაგ­რამ მსა­ხი­ობს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ას­წავ­ლის, თუ თა­ვად არ არის კარ­გი "მიმ­ღე­ბი". მთა­ვა­რია, შენ რას მი­ი­ღებ ამ დიდი რე­ჟი­სო­რის­გან.

- თქვენ რა შე­ით­ვი­სეთ მის­გან?

- ყვე­ლა­ზე კარ­გად ბა­ტო­ნი მი­შას­გან მსა­ხი­ო­ბის ფუნ­ქცია, მსა­ხი­ო­ბის სათ­ქმე­ლი და პო­ზი­ცია შე­ვის­წავ­ლე. მე იმ მსა­ხი­ობ­თა რიგს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ას ფუნ­ქცი­ას აძ­ლე­ვენ და არა - პო­პუ­ლა­რო­ბას. დღეს, პო­პუ­ლა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გახ­დე, მაგ­რამ ხე­ლო­ვა­ნი ვერ გახ­დე­ბი. რო­დე­საც ისეთ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად თა­მა­შობ, რო­გო­რიც ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლია, მის­გან უნდა აიღო რა­ღაც ისე­თი, რაც შენ გაკ­ლია, მაგ­რამ კო­პი­რე­ბაც არ ვარ­გა. რო­დე­საც თა­მა­შობ უფ­როს კო­ლე­გებ­თან, ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ერ­თია - უნდა და­ი­ნა­ხო, რა თვი­სე­ბე­ბი აქვთ იმ კო­რი­ფე­ებს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ასე­თი უდი­დეს­ნი გახ­დნენ.

- თქვენ­თვის რას ნიშ­ნავ­და ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბა?

- ჩემ­თვის ვასო გო­ძი­აშ­ვილ­თან თა­მა­ში ნიშ­ნავ­და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვილ­თან, სან­დრო ახ­მე­ტელ­თან, უშან­გი ჩხე­ი­ძეს­თან თა­მაშს - გო­ძი­აშ­ვი­ლი ხომ მათი დრო­ი­დან მო­დის!.. სერ­გოს რო­ლის თა­მა­შის დროს მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ ში­ნა­გა­ნად რო­მეო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ფორ­მით კი - "ვო­დე­ვი­ლი" სერ­გო. ამის შე­დე­გად გა­მო­ვი­და უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლი, უფრო მეტი გან­ცდა, უფრო მეტი ტკი­ვი­ლი და ასე შემ­დეგ...

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"

როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"

თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ თუმანიშვილმა და გიორგი (კახა) კახაბრიშვილმა რაფიელ ერისთავის პიესის - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - მიხედვით ტელესპექტაკლი გადაიღეს. მაშინ ალბათ ბევრი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს სპექტაკლი ამხელა დროს გაუძლებდა და პირვანდელ ხიბლსა და მიმზიდველობას შეინარჩუნებდა.

გიორგი კახაბრიშვილი, რეჟისორი:

- თუ სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მაყურებელს დღემდე მოსწონს, ესე იგი, უნიკალური გამოვიდა. ჩემთვის ეს სპექტაკლი სავიზიტო ბარათივით გახდა. ყველაფერი კი ძალიან მარტივად დაიწყო. იმ დროს რუსთაველის თეატრიდან ახალი წამოსული იყო მიხეილ თუმანიშვილი. სწორედ იმ პერიოდში კარლო გარდაფხაძემ (ტელევიზიის მაშინდელი თავმჯდომარე) მიხეილ თუმანიშვილი ტელევიზიაში მიიწვია და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. ბატონმა მიშამ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა, მაგრამ ფერად გადაცემათა განყოფილებაში (გადაცემები შავ-თეთრი იყო და ფერადი გადაცემა კვირაში ორჯერ გადიოდა ეთერში) მთავარი რეჟისორის თანამდებობა დაიკავა. მეც, თუმანიშვილის ნამოწაფარი, იმ პერიოდში ფერად გადაცემათა განყოფილებაში ვმუშაობდი. 1974 წლის ბოლოს, კარლო გარდაფხაძემ თუმანიშვილს სთხოვა, საახალწლოდ კომედია დაედგა. მიშა თუმანიშვილი ჯერ კიდევ განიცდიდა მის გარშემო აგორებულ სკანდალს (თეატრში. - რედ.) და მე დამავალა ვოდევილის შერჩევა.

თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში სამი პიესა შევარჩიე: რაფიელ ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", გიორგი ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" და ავქსენტი ცაგარელის "ჭკუისა მჭირს". როდესაც მიშა თუმანიშვილმა მკითხა, ამ სამიდან რომელი მომწონდა, არჩევანი რაფიელ ერისთავის პიესაზე შევაჩერე. თავიდანვე გადავწყვიტე, მთავარ როლზე ვასო გოძიაშვილი მომეწვია. მიუხედავად იმისა, რომ თუმანიშვილმა გამაფრთხილა, გოძიაშვილი ახალგაზრდა რეჟისორთან არ იმუშავებსო, ბატონ ვასოს მაინც დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ვასო არათუ დამთანხმდა როლზე, არამედ საყვედურიც კი მითხრა, - ახალგაზრდა რეჟისორებმა რატომ დამივიწყეთო? სამწუხაროდ, ბატონი ვასოსთვის ეს ბოლო როლი აღმოჩნდა.

- ელისაბედის როლი თავიდანვე ზაზა (ზაირა) ლებანიძეს შესთავაზეთ?

- ელისაბედის როლი თავიდან სალომე ყანჩელს შევთავაზეთ, მაგრამ რეპეტიციების დროს ქალბატონი სალომე ავად გახდა და ზაზა ლებანიძემ შეცვალა. აპოლონის როლზე კი ჩემი მეგობარი და მეჯვარე, გივი ბერიკაშვილი ავიყვანე. დანარჩენ როლებზე სტუდენტები (მურმან ჯინორია, მარინე ვეფხვაძე, დარეჯან ჯოჯუა და ბადრი კაკაბაძე) დავაკავე. უდიდესი სკოლა გახლდათ ვასო გოძიაშვილთან მუშაობა. ხანდახან რეპეტიციაზე ისე ვერთობოდი, მავიწყდებოდა, რეჟისორი რომ ვიყავი. პიესაში არ არის, მაგრამ ჩემი იმპროვიზაციაა - სერგოს მაშიკოსთვის კოცნის შემდეგ გული რომ მისდის. ახალგაზრდობაში ერთი გოგონა მიყვარდა. როდესაც მე და იმ გოგონამ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ, გოგონას გული წაუვიდა. შეშინებულმა, შეყვარებული ძლივს მოვასულიერე. როცა გონს მოეგო, მაშინ დავპირდი, რომ ამ შემთხვევას მთელი სიცოცხლე დავიმახსოვრებდი. სპექტაკლში სწორედ ეს გამოვიყენე, მაგრამ როლები შევცვალე - გოგონას მაგივრად, ბიჭს მისდის გული...

- რეპეტიციებს თუმანიშვილი არ ესწრებოდა?

- კი, როგორ არა, მაგრამ ძირითადად მარტო ვუძღვებოდი. საახალწლოდ ვერ მოვასწარით სპექტაკლის დამთავრება. იმ პერიოდში თბილისში "ჰონგკონგის გრიპი" (ასე ერქვა ვირუსს) გავრცელდა და ბატონი ვასო ავად გახდა. გივი ბერიკაშვილთან ერთად რამდენჯერმე მივედი გოძიაშვილის სახლში და რეპეტიციები იქ გავიარეთ, მაგრამ მერე რეპეტიციები დროებით შევაჩერეთ. ახალი წლისთვის ტელევიზიაში პავილიონი სხვა გადაცემებისთვის უნდა გაგვეთავისუფლებინა და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩვენი დეკორაცია არ დაეშალათ. სპექტაკლი 1975 წლის თებერვალში გადაიცა ტელევიზიით.

- ეთერში გასვლა ხომ არაფერს შეუფერხებია?

- ერთი ინციდენტი მოხდა: სანამ სპექტაკლი ეთერში გავიდოდა, ცეკადან კულტურის განყოფილების წარმომადგენლები მოვიდნენ და სპექტაკლი ნახეს. ფინალში მსახიობები რომ მღერიან: "ყველაფერი იყიდება, შეყვარებულ გულის გარდა", ერთმა იკითხა, როგორ - სამშობლოცო?! ამ სიმღერის გამო სპექტაკლი დაიწუნეს. დაახლოებით ერთი თვე იდო თაროზე. მერე კარლო გარდაფხაძემ ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა და სპექტაკლი ეთერში გაუშვეს. ხალხმა გამოსვლის დღიდანვე აიტაცა ის, რაც ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ძალიან საამაყოა.

ზაზა ლებანიძე, მსახიობი:

- ჩემთვის მოულოდნელი იყო ელისაბედის როლის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. როდესაც გავიგე, თუ ვისი პარტნიორი უნდა ვყოფილიყავი, შემეშინდა, რადგან ვასო გოძიაშვილის პარტნიორობა ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც სპექტაკლზე ვმუშაობდით, როგორც შემეძლო, ამ შიშს ვმალავდი.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც ამ სპექტაკლში ითამაშეთ?

- 38-39 წლის ვიქნებოდი. ჩემსა და გოძიაშვილს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ამ როლისთვის ისეთი გრიმი უნდა გამეკეთებინა, რომ დავბერებულიყავი. გამხდარი ვიყავი და დაბამბული ტანსაცმელი ჩამაცვეს, რათა ეკრანზე სრული გამოვჩენილიყავი... ეს როლი ჩემთვის განსხვავებული იყო. ასეთი ხასიათის როლი და თანაც - მთავარი, მანამდე არსად მქონდა შესრულებული. სავიზიტო ბარათივით გახდა ელისაბედის როლი ჩემთვის. სპექტაკლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ყველა მილოცავდა, ვასო გოძიაშვილის გვერდით რომ ვიდექი და თავი არ შევირცხვინე. გადაღების დროს ვასო გოძიაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამე რომ არ შეშლოდა, ყველანი დაძაბულები ვიყავით. მაშინ, ერთი შეცდომის გამო, მთელი გადაღება თავიდან უნდა დაგეწყო, რასაც ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. ვასო გოძიაშვილს სულ ეშლებოდა ის ტექსტი, სადაც ჩემი და მისი გმირები ფულის გამო ერთმანეთს აივნებიდან ეჩხუბებიან. გადაღების წინ გოძიაშვილმა ცალკე გამიყვანა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: ლებანიძე (რატომღაც სულ გვარით მომმართავდა), ტექსტი თუ დამავიწყდება, არ გაჩერდე, გააგრძელეო. მართლაც ასე მოხდა: ბატონ ვასოს ტექსტი დაავიწყდა და ჩემი ტექსტი გავაგრძელე. რეჟისორმაც კი ვერ შენიშნა, გოძიაშვილი "გაჭედვას" რომ გადავარჩინე. გადაღება რომ დამთავრდა, გოძიაშვილმა მხარზე ხელი დამადო და შემაქო, - ყოჩაღ, ლებანიძე, კარგად შეუბერეო.

- მიშა თუმანიშვილზე რას გვეტყვით?

- ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი და მასთან მუშაობა ყველა მსახიობის ოცნება გახლდათ. თუმცა მსახიობებს ძირითადად, კახაბრიშვილთან გვქონდა ურთიერთობა.

- სიმღერა არ გაგიჭირდათ?

- არა, სიმღერა არასოდეს მიჭირდა. წლების მანძილზე მსახიობ გოგი გელოვანის გუნდში ვმღეროდი.

- თქვენს გმირს რატომ არა აქვს სოლო სიმღერა?

- როდესაც გიორგი ცაბაძემ ამ სპექტაკლისთვის დაწერა მუსიკა, მე ელისაბედის როლზე არ ვმუშაობდი. სალომე ყანჩელს სიმღერა უჭირდა და ცაბაძემ სოლო სიმღერა აღარ დაუწერა. როლზე რომ დამაბრუნეს, იმ პერიოდში ცაბაძე თბილისიდან იყო წასული და ჩემთვის სოლო სიმღერა ვეღარ დაწერა, რაზეც გული ძალიან დამწყდა.

- ბატონო მურმან, ეს თქვენი პირველი როლი იყო?

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- არა. მანამდე უკვე რამდენიმე როლი მქონდა შესრულებული. თეატრალური ინსტიტუტის IV კურსზე ვსწავლობდი, როდესაც რეჟისორმა გიორგი კახაბრიშვილმა ამ სპექტაკლზე მიმიწვია. მაშინ 25-26 წლის ვიყავი. თითქმის 40 წელი გავიდა და სპექტაკლი დღესაც არ ბერდება. ამის მიზეზი კი ის შესანიშნავი ატმოსფერო გახლავთ, რომელიც მისი შექმნის დროს დაიბადა. ზოგი სპექტაკლი ძალიან კარგია და გადაღებულიც კარგად არის, მაგრამ "სული" არა აქვს, ამიტომ დროს ვერ უძლებს, ამ სპექტაკლს კი "სული" აქვს. ალბათ ღმერთიც ჩაერია მის შექმნაში და იმიტომ გამოვიდა ასეთი კარგი.

- ბატონი მიშა თუმანიშვილის შესახებ რას გაიხსენებთ?

- ბატონი მიშა ინსტიტუტში ჩემი ხელმძღვანელი იყო, მის ჯგუფში ვსწავლობდი. ის გახლდათ უდიდესი რეჟისორი, მაგრამ მსახიობს ვერავინ ვერაფერს ასწავლის, თუ თავად არ არის კარგი "მიმღები". მთავარია, შენ რას მიიღებ ამ დიდი რეჟისორისგან.

- თქვენ რა შეითვისეთ მისგან?

- ყველაზე კარგად ბატონი მიშასგან მსახიობის ფუნქცია, მსახიობის სათქმელი და პოზიცია შევისწავლე. მე იმ მსახიობთა რიგს მივეკუთვნები, რომლებიც პროფესიას ფუნქციას აძლევენ და არა - პოპულარობას. დღეს, პოპულარული შეიძლება, ძალიან მარტივად გახდე, მაგრამ ხელოვანი ვერ გახდები. როდესაც ისეთ მსახიობთან ერთად თამაშობ, როგორიც ვასო გოძიაშვილია, მისგან უნდა აიღო რაღაც ისეთი, რაც შენ გაკლია, მაგრამ კოპირებაც არ ვარგა. როდესაც თამაშობ უფროს კოლეგებთან, ამოსავალი წერტილი ერთია - უნდა დაინახო, რა თვისებები აქვთ იმ კორიფეებს, რომლის წყალობითაც ასეთი უდიდესნი გახდნენ.

- თქვენთვის რას ნიშნავდა ვასო გოძიაშვილის პარტნიორობა?

- ჩემთვის ვასო გოძიაშვილთან თამაში ნიშნავდა კოტე მარჯანიშვილთან, სანდრო ახმეტელთან, უშანგი ჩხეიძესთან თამაშს - გოძიაშვილი ხომ მათი დროიდან მოდის!.. სერგოს როლის თამაშის დროს მიზნად დავისახე, რომ შინაგანად რომეო ვყოფილიყავი, ფორმით კი - "ვოდევილი" სერგო. ამის შედეგად გამოვიდა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი განცდა, უფრო მეტი ტკივილი და ასე შემდეგ...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება