მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს
სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

ის­რა­ელ­ში ანო­რექ­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­ი­წყო. 2013 წლი­დან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ზედ­მე­ტად გამ­ხდარ გო­გო­ნებს კონ­ტრაქტს შე­უ­წყვე­ტენ და პო­დი­უმ­ზე მხო­ლოდ ჯან­სა­ღი გა­რეგ­ნო­ბის ქა­ლე­ბი გა­მოვ­ლენ. ის­რა­ელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ე.წ. სტე­რე­ო­ტი­პი - "ჩა­მომ­ხმა­რი მო­დე­ლი" წარ­სულს ჩა­ბარ­და. "ჩვენ გვჭირ­დე­ბა ჯან­სა­ღი ტა­ნა­დო­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბი და არა უჭ­მე­ლო­ბის­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი", - ამ­ბო­ბენ ახა­ლი წე­სე­ბის მომ­ხრე­ნი.

მო­დე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ჰქონ­დეს ისე­თი­ვე სავ­სე, ქა­ლუ­რი ფორ­მა, რო­გო­რიც პო­პუ­ლა­რულ ებ­რა­ელ მო­დელ, ბარ რა­ფა­ე­ლის აქვს. ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა მო­დელს ევა­ლე­ბა, შოუს ჩვე­ნე­ბამ­დე, ან ფო­ტო­სე­სი­ამ­დე ექი­მის ხელ­მო­წე­რი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ გო­გო­ნა არ შიმ­ში­ლობს.

"არ გვჭირ­დე­ბა არა­ბუ­ნებ­რი­ვად სუს­ტი გო­გო­ნე­ბი. გამ­ხდარ მო­დე­ლებს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი ბა­ძა­ვენ, თვით­ნე­ბუ­რად იცა­ვენ დი­ე­ტებს, არას­წო­რად იკ­ვე­ბე­ბი­ან და შე­დე­გად ავად­დე­ბი­ან. ყვე­ლა ქალს ვთხოვთ, იკ­ვე­ბონ სწო­რად, მი­ირ­თვან ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, აქ­ტი­უ­რად ივარ­ჯი­შონ და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ სი­გამ­ხდრე სი­ლა­მა­ზეს არ ნიშ­ნავს", - აცხა­დე­ბენ ახა­ლი წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი.

ბოლო დროს პო­პუ­ლა­რულ­ნი ხდე­ბი­ან "ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი" მო­დე­ლე­ბი, რო­მელ­თაც სავ­სე მკერ­დი, უკა­ნა­ლი და თე­ძო­ე­ბი აქვთ. 23 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი მო­დე­ლი რო­ბინ ლავ­ლი სწო­რედ ის გო­გო­ნაა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნე­ბი და­ამ­შვე­ნა. რო­ბი­ნი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის­თვის შე­კე­რილ სა­მოსს უკე­თებს რეკ­ლა­მას. ის ე.წ. Plus-size მო­დე­ლია. ტერ­მი­ნი Plus-size გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ სა­მო­სის მი­მართ, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტი წო­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იკე­რე­ბა. სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა ხში­რად იწ­ვევს რო­ბინს ფო­ტო­სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. მა­მა­კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის გა­ცი­ლე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია.

მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი მო­დე­ლი იტან­ჯე­ბა ანო­რექ­სი­ით. 2006 წელს იტა­ლი­ა­სა და ინ­დო­ეთ­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა მა­სი­უ­რად და­ი­თხო­ვეს ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რი გო­გო­ნე­ბი. ჯან­სა­ღი კვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნით, რამ­დე­ნი­მე თვით პო­დი­უ­მი­დან, ფო­ტო­სე­სი­ე­ბი­დან და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი­დან სუს­ტი აღ­ნა­გო­ბის მო­დე­ლე­ბი "გაქ­რნენ", ხოლო მი­ლა­ნი­სა და მად­რი­დის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნის პა­ტი­ვი მხო­ლოდ "ხორ­ცი­ან" მო­დე­ლებს ერ­გოთ. შე­გახ­სე­ნებთ, მკაც­რი დი­ე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 22 წლის ბრა­ზი­ლი­ე­ლი და ურუგ­ვა­ე­ლი მო­დე­ლე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

სამოდელო სააგენტოებმა გამხდარ მოდელებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

ისრაელში ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. 2013 წლიდან სამოდელო სააგენტოები ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტს შეუწყვეტენ და პოდიუმზე მხოლოდ ჯანსაღი გარეგნობის  ქალები გამოვლენ. ისრაელში ამბობენ, რომ ე.წ. სტერეოტიპი - ”ჩამომხმარი მოდელი” წარსულს ჩაბარდა. "ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ტანადობის მქონე ქალები და არა უჭმელობისგან დასუსტებული გოგონები", - ამბობენ ახალი წესების მომხრენი.

მოდელი ვალდებულია ჰქონდეს ისეთივე სავსე, ქალური ფორმა, როგორიც პოპულარულ ებრაელ მოდელ, ბარ რაფაელის აქვს. ისრაელში მოღვაწე ყველა მოდელს ევალება, შოუს ჩვენებამდე, ან ფოტოსესიამდე ექიმის ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა წარმოადგინოს, სადაც მითითებული იქნება, რომ გოგონა არ შიმშილობს.

"არ გვჭირდება არაბუნებრივად სუსტი გოგონები. გამხდარ მოდელებს ახალგაზრდა გოგონები ბაძავენ, თვითნებურად იცავენ დიეტებს, არასწორად იკვებებიან და შედეგად ავადდებიან. ყველა ქალს ვთხოვთ, იკვებონ სწორად, მიირთვან ჯანსაღი პროდუქტი, აქტიურად ივარჯიშონ და გააცნობიერონ, რომ სიგამხდრე სილამაზეს არ ნიშნავს", - აცხადებენ ახალი წესების ინიციატორები.

ბოლო დროს პოპულარულნი ხდებიან "ჭარბწონიანი" მოდელები, რომელთაც სავსე მკერდი, უკანალი და თეძოები აქვთ. 23 წლის ავსტრალიელი მოდელი რობინ ლავლი სწორედ ის გოგონაა, რომელმაც ყველაზე პოპულარული მოდის ჟურნალების გარეკანები დაამშვენა. რობინი ჭარბწონიანი ქალებისთვის შეკერილ სამოსს უკეთებს რეკლამას. ის ე.წ. Plus-size მოდელია. ტერმინი Plus-size გამოიყენება იმ სამოსის მიმართ, რომელიც ზედმეტი წონის ადამიანებისთვის იკერება. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა ხშირად იწვევს რობინს ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად. მამაკაცები ამბობენ, რომ ის გაცილებით მიმზიდველია.

მსოფლიოში უამრავი მოდელი იტანჯება ანორექსიით. 2006 წელს იტალიასა და ინდოეთში სამოდელო სააგენტოებმა მასიურად დაითხოვეს ზედმეტად გამხდარი გოგონები. ჯანსაღი კვების მხარდამჭერი ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნით, რამდენიმე თვით პოდიუმიდან, ფოტოსესიებიდან და სარეკლამო რგოლებიდან სუსტი აღნაგობის მოდელები "გაქრნენ", ხოლო მილანისა და მადრიდის მოდის კვირეულებზე ახალი კოლექციების წარდგენის პატივი მხოლოდ "ხორციან" მოდელებს ერგოთ. შეგახსენებთ, მკაცრი დიეტის წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ბრაზილიელი და ურუგვაელი მოდელები გარდაიცვალნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს