მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი კარიბის კუნძულებზე დასვენების დროს დაქორწინდნენ, ამის შესახებ დასავლური პრესა იუწყება. ოფიციალურად ქორწილის შესახებ არავის განუცხადებია. ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები დასასვენებლად ექვს შვილთან და მათ 12 ძიძასთან ერთად გაემგზავრნენ.
გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ ვარსკვლავური წყვილი შობას, კარიბის კუნძულებზე, ტარკსსა და კაიკოსზე დასვენების დროს დაქორწინდა. იქ ცნობილი დიზაინერის, დონა კარანის მამულია განთავსებული. დიზაინერმა ჯოლისა და პიტის ოჯახი სადღესასწაულო არდადეგებზე დაპატიჟა.
ვარსკვლავურმა წყვილმა ექვსი შვილისთვის თორმეტი ძიძა დაიქირავა. თითოეულ ბავშვს ორი ძიძა უვლის. მოგზაურობაში ბრედ პიტის დედა და და-ძმაც ოჯახებთან ერთად გაემგზავრნენ. დონა კარანის მამული თეთრი, ქვიშიანი სანაპიროს გვერდით მდებარეობს, სახლის ფანჯრებიდან კი შესანიშნავი ხედი იშლება. მამულში დიდი აუზი, სპა-ცენტრი, იოგას სავარჯიშო ცენტრი და საკუთარი კინოთეტრიც კი არის.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo