მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერისადმი ახალი შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დაიწყო. მან "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ამისთვის 5-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. პირველი პუნქტით სააკაშვილი ოპონენტებს აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შეწყვეტას სთავაზობს; მეორე პუნქტით ის მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას, შეწყვიტოს "ოპოზიციის დევნა, დაჭერები, დაკითხვები და წარსულის უაზრო რევიზია"; მესამე პუნქტი ასეთია: "მოდი, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების მიღწევების დაკნინება". მეოთხე პუნქტში პრეზიდენტი პრემიერს და მთავრობას თვითმმართველობებზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; მეხუთეში კი - ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკობს და დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მოწვევის ინიციატივით გამოდის, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გაუძღვებიან. ამ ინიციატივისა და შარშანდელი, 2012 წლის შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ:
- ბატონო ლევან, გილოცავთ ახალ წელს! საინტერესოა, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას?
- თქვენც და თქვენი გაზეთის მკითხველსაც გილოცავთ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ! რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას, ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, სავარაუდოდ, ამაზე პრემიერს და მთავრობას პასუხი ექნებათ, მაგრამ მე ამას შევაფასებდი ერთი ანდაზით - "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა". სააკაშვილის ეს ხუთი წინადადება არის ხუთი ტყუილი. ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნასა და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტაზე, მისი ხელისუფლების მიღწევების დაკნინებაზე და გვაბრალებს ათას აბდაუბდას. მე აქედან ასეთი აზრი გამოვიტანე - სააკაშვილი გვეუბნება, კი დავმარცხდი, ვაღიარებ ამ მარცხს, მაგრამ ძალაუფლება მაინც მე უნდა დამრჩესო... ასე არ გამოვა, ამიტომაც ამ ინიციატივაზე ლაპარაკი მაინცდამაინც საინტერესო არ მგონია.
- შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს უცხოელთათვის გაკეთებული განცხადებაა და სააკაშვილი ცდილობს, დასავლეთს თავისი კონსტრუქციულობა დაანახვოს?
- სააკაშვილის ინიციატივა უფრო პოლიტიკურ აგონიაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებას ჰგავს. არა მგონია, აქ ვინმემ კონსტრუქციულობა დაინახოს.
- ბატონო ლევან, მოკლედ რომ შევაფასოთ გასული 2012 წელი, რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად?
- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავი დავაღწიეთ პოსტსაბჭოთა ეპოქას. საბჭოთა კავშირი კარგა ხნის წინ დაინგრა, მაგრამ საქართველო პოსტსაბჭოთა პერიოდში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც "ვარდების რევოლუციით" მოვიდა სააკაშვილი. დღეს კი, მისი დამარცხების შემდეგ, პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში დასრულდა, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ის დავამარცხეთ კლასიკურად, არჩევნებით. ისე, თუ დააკვირდებით, სააკაშვილს დღემდე არ სჯერა, რომ დამარცხდა. ხომ ხედავთ, რა დღეშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს ელაპარაკნენ, აუხსნეს, რომ თუ წააგებ, უნდა წახვიდეო. უხსნიდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში კარგ კაცად და პოლიტიკოსად დარჩებოდა და დაიწყებოდა თანაცხოვრება, უფრო სწორად, ჩვენში უცნაურ ტერმინად დამკვიდრებული კოაბიტაცია. კოაბიტაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს არარეგისტრირებულ ქორწინებას ანუ იმას, რომ ქალი და კაცი ცხოვრობენ ერთად, ხელი არ აქვთ მოწერილი, მაგრამ ცოლ-ქმარივით იქცევიან. არ გვინდა იმის განსაზღვრა, ქართულ პოლიტიკაში ვინ ქალია და ვინ - კაცი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილმა კოაბიტაცია ასე წარმოიდგინა: ძველი ხელისუფლების დანაშაულები არ იქნებოდა გამოძიებული და პასუხს არავინ აგებდა. მისი ეს ბოლო ინიციატივაც ამის მაჩვენებელია. ასევე, როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ კოაბიტაციის პირობებში ყველა მითვისებულ უფლებასა და პრივილეგიას შეინარჩუნებდა. მაგრამ, გაირკვა, რომ ასე არ არის, კოაბიტაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ზურაბ ადეიშვილმა ბევრი დააშავა, შერჩება. მოკლედ, ჩვენ უსამართლობასა და დანაშაულზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ და ეს არ მოსწონს სააკაშვილს. ახლა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის დემონტაჟი მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი თავს მიიჩნევს დასავლეთის მიერ მოტყუებულად. მან თურმე ვადაზე ადრე გადმოგვცა ხელისუფლება და ახლა თავისიანებს დაჰპირდა, რომ ამ ხელისუფლებას დაიბრუნებს. ჩვენ კი გვქვია "ქართული ოცნება", მაგრამ ოცნებას ვერავის დავუშლით, ჰოდა, იოცნებოს სააკაშვილმა! იგი ამბობს, რომ არ წავა პოლიტიკიდან, ნუ წავა, იყოს, მაგრამ გიორგი თარგამაძის დონე მაინც ხომ უნდა გაქაჩოს, ეგ კი ვეღარაფერს გაქაჩავს. ბატონმა სააკაშვილმა თავი ამოწურა, ეს იცის ყველამ, მათ შორის მისი გუნდის რიგმა წევრებმა, რომლებიც ახალა სწავლობენ მის გარეშე პოლიტიკურ ცხოვრებას. იმედია, ისწავლიან.
- კონკრეტულად რომელ ჯგუფს აქვს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების შანსი? ამბობენ, რომ, მაგალითად, გიგა ბოკერია ქმნის ახალ პარტიას.
- ამაზე ვერაფერს გეტყვით, პარლამენტში მე ბოკერიას მომხრეებს ვერ ვხედავ. აქვე გეტყვით, რომ ბოკერია ამ ქვეყნის პოლიტიკაში ისეთივე უპერსპექტივოა, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ან შეიძლება უფრო მეტადაც. ბოკერია უსაზღვროდ ამბიციურია, თავი სულ პირველი ჰგონია, ვერ ისწავლა, რომ ამ ქვეყანაში პირველი კი არა, მეშვიდე კაციც არ ყოფილა.
- პარლამენტმა მოახერხა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დადების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტპატიმრად მიჩნეული ადამიანების რაოდენობა გახდა.
- სააკაშვილმა გვითხრა, 180 პოლიტპატიმარი ბევრია, როგორ შეიძლება ჩვენთან ამდენი იყოს, როდესაც ჩრდილოეთ კორეას თერთმეტი პოლიტპატიმარი ჰყავსო?! სააკაშვილის გასაგონად ვიტყვი, ეს არის უწიგნური ადამიანის ნათქვამი. კორეაში ათასობით პოლიტიკური პატიმარია, უბრალოდ, დახურული ქვეყანაა და მხოლოდ თერთმეტი კაცის გვარი გაიგო მთელმა მსოფლიომ. ჩვენ 180 შემთხვევა ცალ-ცალკე შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ყველა ამ ადამიანს პოლიტიკური მოტივით წარუდგინეს სხვადასხვა ბრალი. რაც შეეხება სააკაშვილის ნათქვამს, პედოფილები გამოუშვესო, ერთი სახელი და გვარი დაასახელოს, ინიციალები მაინც. არადა, თვითონ შეიწყალა პოლიციელი, რომელმაც ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გააუპატიურა. უმცირესობიდან გვეხვეწებოდნენ, კოჭოიას ნუ შეიყვანთ პოლიტპატიმართა სიაშიო, მაგრამ შევიყვანეთ, გვეხვეწებოდნენ, ოთანაძეს ნუ შეიყვანთო და ბოლოს სააკაშვილმა თვითონ შესთავაზა ოთანაძეს, მაგათი გამოშვება არ გინდა, მე გაგიშვებო. სადაა აქ ლოგიკა?
- ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2013 წელს პოლიტიკური პროცესები უფრო გამწვავდება და შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდეც მივიდეთ.
- მცირე პოლიტიკური რყევების გარეშე არც ერთი ქვეყანა არ არსებობს. მაგრამ საქართველოში უახლოეს მომავალში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საფუძველი არ არსებობს. ის, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, არის ყოვლად უსაფუძვლო მოლოდინი. ცოტა ხნის წინ ენ-დი-აიმ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურ მოძრაობას" 10% აქვს, რაც რეალურად ნიშნავს, რომ მათ სულ 2% აქვთ, რადგან ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ენ-დი-აი როგორ ანგარიშობს ამ პროცენტებს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი თვალსა და ხელს შუა დნება. ამის ნათელი მაგალითი პარლამენტია: უმცირესობიდან პრეზიდენტის წინადადებას ხმა 24-მა კაცმა მისცა. 59 კაცი რომ გყავს და ამაზე მეტ ხმას ვერ მოაგროვებ, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს, დარბაზში რომ ზის ბატონი როლანდ ახალაია და წინააღმდეგს რომ არ აჭერს ხელს, ლევან ბეჟაშვილმა რომ არ დააჭირა, ეს შეგნებულად მოხდა, მაგრამ ახალაია, ნახეთ, რა ჭკუაზე მოსულა?! ასე რომ, "ნაცმოძრაობის" რიგები დნება. რამდენიმე კაცმა კი, რომლებიც არ გამოსულან მაგ ორგანიზაციიდან, ხმა მისცა ვეტოს დაძლევას.
- პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზე ლაპარაკი განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შემდეგ გახშირდა, როდესაც მან განაცხადა, რომ მიიღება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს შეეძლება პარლამენტი ექვსი თვის ნაცვლად სამ თვეში დაითხოვოს, მაგრამ ის ახალი მთავრობის დაკომპლექტებას ვეღარ შეძლებს. მოვისმინე ასეთი ვარაუდიც, რომ პრეზიდენტმა ამ ინიციატივის კანონად ქცევამდე შეიძლება დაითხოვოს მთავრობა...
- სააკაშვილს უფლება აქვს, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ კანონის მიხედვით, ამისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო. თუ მიხეილ სააკაშვილი მოძებნის ფორმას პარლამენტის დასათხოვნად, მაშინ პარლამენტი მოძებნის კონტრთამაშის გზას. მაგალითად ასეთს: საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლით, ეს ხუთი წლის ვადა მას გასდის ა.წ. 5 იანვარს, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავსვათ მისი სახლში გაშვების საკითხი. ამისთვის ხმების მოგროვება პარლამენტში, არა მგონია, ძალიან გაგვიჭირდეს. ეს ჩვენ არ გვინდა და იმედია, სააკაშვილიც ხვდება, რომ ეს მას ხელს არ აძლევს. პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიწვიოს იმგვარი კრიზისი, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში დაბრუნდება.
- ორიოდე სიტყვით გვითხარით, როგორ შეხვდით 2013 წელს?
- როგორც უმრავლესობას, მეც ტრადიციად მაქვს, რომ თუ საქართველოში ვარ, ახალ წელს შევხვდე ოჯახში. შარშან არ ვიყავი აქ და შევხვდი "სკაიპით", რაც ძალიან არ მომეწონა, თუმცა მშვენიერი წელიწადი კი გამოდგა. ახალ 2013 წელს ოჯახში მხიარულად შევხვდი - ვიმღერე, ვიცეკვე და ლექსები წავიკითხე ნაძვის ხესთან (იცინის). საახალწლო სამზადისში თითქმის არ ვმონაწილეობ, ისეთი კულინარი მეუღლე მყავს, ჩემი მომზადებული ვის რად უნდა. ერთი ეგაა, გოჭის დაჭრაში არ მყავს ბადალი და წელსაც არ შევირცხვინე თავი.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)