პარტნიორები:

    სოფელ ალგეთში ცოლ-ქმარი მოკლეს

    სოფელ ალგეთში ცოლ-ქმარი მოკლეს

    მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში ცოლ-ქმარი რამიზ და ჯავახიზ დოვრუშოვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

    როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რამიზ დოვრუშოვს გულმკერდის არეში ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. ჯავახიზ დოვრუშოვას კი სამი ტყვია თავში აქვს ნასროლი. დაჭრილია ასევე მათი ვაჟი ვალი დოვრუშოვი.

    როგორც მეზობლები აცხადებენ, რამიზ დოვრუშოვი მოკლულია ქუჩაში, მისი მეუღლე კი სახლში მოკლეს. რაც შეეხება ვაჟს, ის ეზოში, საქონლის სადგომთან იმყოფებოდა და თავდამსხმელმა სადგომში ხელყუმბარა შეაგდო. ვალი დოვრუშოვი ხელყუმბარის ნამსხვრევებით გულმკერდის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    დოვრუშოვების მეზობლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათივე მეზობელია, თუმცა, ისინი დამნაშავის ვინაობას  არ ასახელებენ. ასევე, მეზობლებს უჭირთ დანაშაულის მოტივზე საუბარი.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები დანაშაულში ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობენ.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია