პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია სურამელაშვილის დავიწყებული სქესი და მაცივარში შემძვრალი ფოტოგრაფი
გია სურამელაშვილის დავიწყებული სქესი და მაცივარში შემძვრალი ფოტოგრაფი

წე­ლი­წად­ში ერთხელ, სა­ა­ხალ­წლოდ, "რე­ი­ტინ­გის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავს გა­დახ­დე­ნილ პრო­ფე­სი­ულ სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს იხ­სე­ნე­ბენ და მკი­თხვე­ლე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­ულ მა­სა­ლას ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ტყვა "კუ­რი­ო­ზი" ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებთ. მაშ ასე, გამ­ხი­ა­რულ­დით და თან უკეთ გა­ი­ცა­ნით "რე­ი­ტინ­გის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რე­დაქ­ტო­რი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი და ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი.

და­ვი­წყე­ბუ­ლი სქე­სი

მა­ნა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე (რე­დაქ­ტო­რი):

- წლის ბო­ლოს, რო­გორც წესი, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ა­ხალ­წლო სი­ურპრი­ზის სა­ხით მკი­თხველს თავს გა­დახ­დე­ნილ გა­მორ­ჩე­ულ სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს უყ­ვე­ბი­ან. წელს კუ­რი­ო­ზე­ბის შემგრო­ვე­ბე­ლი მეც შე­მო­მიჩ­ნდა, გექ­ნე­ბა რა­ი­მე გა­სახ­სე­ნე­ბე­ლიო. მთე­ლი ჩემი სა­რე­დაქ­ტო­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა კუ­რი­ო­ზი არ არის-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ არ მო­მეშ­ვა. ასე შე­უჩ­ნდე­ბა ხოლ­მე რეს­პონ­დენ­ტებ­საც... ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე, სწო­რედ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა.

წლე­ბის წინ მომ­ღე­რა­ლი გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რომ და­უბ­რუნ­და და კვლავ სცა­და მას­ზე ერთ დროს გა­გი­ჟე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის გუ­ლის მო­გე­ბა, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­ვუშ­ვით ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. "რე­ი­ტინ­გის" ერ­თგულ მკი­თხველს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბა მისი რუბ­რი­კა "რე­ი­ტინ­გშოუ", რომ­ლის­თვი­საც სამი რეს­პონ­დენ­ტი იყო სა­ჭი­რო. პირ­ველ ორ­თან ჟურ­ნა­ლის­ტი მისი ხა­სი­ა­თის გა­მო­სავ­ლე­ნად სპე­ცი­ფი­კურ შე­კი­თხვებს სვამ­და, მე­სა­მეს­თან კი ამ ორის ინ­ტერ­ვიუ მიჰ­ქონ­და და მათ და­ხა­სი­ა­თე­ბას სთხოვ­და, ზოგ­ჯერ შე­და­რე­ბით­საც, ისე, რომ მე­სა­მემ არ იცო­და, ვინ გახ­და მისი შე­ფა­სე­ბის "მსხვერ­პლი". ასეთ "მსხვერ­პლად" გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი ავირ­ჩი­ეთ. ვკი­თხუ­ლობ ინ­ტერ­ვი­უს და ვხე­დავ, რომ სქე­სის გას­წვრივ უწე­რია - ქალი. და­ვუ­ძა­ხე ჟურ­ნა­ლისტს და ვკი­თხე, ეს რა არის-მეთ­ქი? რა ვქნა, მა­ნა­ნა, სამ­ჯერ გა­ვუ­მე­ო­რე შე­კი­თხვა, ეს უნდა დავ­წე­რო-მეთ­ქი, გან­ვუ­მარ­ტე და მა­ინც ჯი­უ­ტად იმე­ო­რებ­და: - ქალი, ნინო, ქა­ლიო... გა­მო­ვი­და ორ­შა­ბათს "რე­ი­ტინ­გი", გა­რე­კან­ზე გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ფო­ტო­თი და სა­თა­უ­რით: "რა­ტომ მი­აჩ­ნია გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს თავი ქა­ლად"... და ატყდა ზა­რე­ბი რე­დაქ­ცი­ა­ში, ნი­ნოს ტე­ლე­ფონ­ზე, ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე. გია შეს­წო­რე­ბას ითხოვ­და და თან და­უ­ღა­ლა­ვად მი­მე­ო­რებ­და, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ისე­თი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და თქვე­ნი ჟუ­რნა­ლის­ტი, სულ და­ვი­ბე­ნი, მე­გო­ნა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სქესს მე­კი­თხე­ბო­და, და­წე­რეთ, რომ შე­მე­შა­ლა, ოღონდ შეც­დო­მა გა­მო­მის­წო­რეთ, სირ­ცხვი­ლია, გა­გი­ჟე­ბუ­ლია ხალ­ხი, დი­ლი­დან ტე­ლე­ფო­ნის ზა­რებს ვპა­სუ­ხო­ბო.

რომ წარ­მო­ვიდ­გინე ჩას­წო­რე­ბის ტე­ქსტი ჟურ­ნალ­ში, მა­გა­ზე კი­დევ უფრო გავმხი­ა­რულ­დი: "წინა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს სა­კუ­თა­რი სქე­სი შე­ე­შა­ლა"... მოკ­ლედ, ასე იყო თუ ისე, ჩა­ვას­წო­რეთ და გიაც შე­ვი­რი­გეთ. ამის შემ­დეგ არა­ერ­თი სა­ა­ხალ­წლო ინ­ტერ­ვიუ შედ­გა გი­ა­სა და ნი­ნოს შო­რის. მე კი მას მერე ვხა­ლი­სობ, რომ ნინო მჭედ­ლიშ­ვილს ისე­თი მზე­რა აქვს, ადა­მი­ა­ნებს სქესს ავი­წყებს!..

"ჩვე­ნი თეო ად­ვი­ლად არ იხიბ­ლე­ბა"

ნინო მურ­ღუ­ლია:

- ერთი ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვი შეგ­ვემ­თხვა მე და ჩემს ფო­ტოგ­რაფს, თე­ო­ნა ხი­ზა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ფრი­ად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ჩვენს მა­მა­კაც რეს­პონ­დენ­ტებ­ზე გა­და­სა­რევ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ თე­ო­ნა მედგრად უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბას და არც კი შე­ტოკ­დე­ბა ხოლ­მე, ისე­თი საქ­მი­ა­ნი იე­რით იღებს ფო­ტო­ებს.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­ვე­მარ­თე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რულ გმირ­თან, ლე­ვან ჯი­ბღა­შვილ­თან. მსა­ხი­ო­ბი მე­ქალ­თა­ნის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და ამას წი­ნათ თა­ვა­დაც კი­თხუ­ლობ­და, ნე­ტავ, რა­ტომ მე­ძა­ხი­ან ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­სო. მე მაქვს ამა­ზე პა­სუ­ხი. ინ­ტერ­ვი­უ­ზე ფო­ტოგ­რაფ­თან ერ­თად მი­ვე­დი. თე­ო­ნას სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლი სა­ხით რეს­პონ­დენ­ტი აშ­კა­რად უნდა მიმხვდა­რი­ყო, რომ მისი სე­რი­ა­ლი­სა და მით უმე­ტეს, რო­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არ მი­უ­ვი­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, მაგ­რამ რო­გორც კი ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად დავ­სხე­დით, ჩვენს რეს­პონ­დენტს თვა­ლე­ბი, წარ­ბე­ბი, სახე და მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­ნას­კენ "გა­ექ­ცა", თან შე­კი­თხვებ­ზე მპა­სუ­ხობ­და, თა­ვი­სით რო­გორ მი­დი­ან მას­თან ქა­ლე­ბი, რო­გორ "აბამს" მათ მზე­რით და თან ჩემს ფო­ტოგ­რაფს უპა­ჭუ­ნებ­და თვა­ლებს. თე­ო­ნას კი ძა­ლი­ან ეძი­ნე­ბო­და და ერთი სული ჰქონ­და, რო­დის მორ­ჩე­ბო­და ინ­ტერ­ვიუ, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო. შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ იქი­დან ერ­თად წა­მო­ვი­დო­დით. მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს თვა­ლე­ბის პა­ჭუ­ნით ვერ გა­მო­უ­ვი­და ვე­რა­ფე­რი და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე რომ მიდ­გა საქ­მე, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა - ჯერ მე გა­და­მი­ღეთ ფო­ტო­ე­ბი და მერე თქვენ და­დე­ქით და მე გა­და­გი­ღებ­თო. აი, აქ კი ამო­იდ­გა მუდ­მი­ვად ჩუ­მად მყოფ­მა თე­ო­ნამ ხმა, თვა­ლე­ბი და­უბ­რი­ა­ლა და უთხრა, აქ ფო­ტო­ებს მე ვი­ღე­ბო. ასე დას­რულ­და არ­შემ­დგა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თვა­ლე­ბის ჩა­პა­ჭუ­ნე­ბის ამ­ბა­ვი. მერე ჩემი კო­ლე­გის­გან გა­ვი­გე, რომ მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უ­ზეც უც­დია იმა­ვე მსა­ხი­ობს თე­ო­ნას მო­ხიბ­ვლა, მაგ­რამ მის და სხვა მა­მა­კა­ცე­ბის გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი - ჩვე­ნი თეო ასე ად­ვი­ლად არ იხიბ­ლე­ბა!..

სა­ჩუ­ქა­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის­გან

ლალი პა­პას­კი­რი:

- ამ­ჯე­რად ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მახ­სენ­და. მა­შინ ბა­ტო­ნი ზა­ქა­რია ჯერ კი­დევ ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი იყო. მე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ერთ-ერთ სე­რი­ულ და­კა­ვე­ბა­ზე ვამ­ზა­დებ­დი მა­სა­ლას... ერთი სი­ტყვით, მის ოფის­ში დღის ბო­ლოს მი­ვე­დი. ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა სა­მუ­შაო ოთახ­ში შო­კო­ლა­დი შე­მო­ი­ტა­ნა და შე­მომ­თა­ვა­ზა, - მი­ირ­თვით, გო­ნებ­რი­ვად მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პირ­და­პირ მის­წრე­ბა­აო და ერთი მოგ­რძო, სამ­ფი­ლი­ა­ნი ნა­ტე­ხი და­ით­რია... ზოგ­ჯერ, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს ყა­ვა­სა და ჩა­ი­ზე გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, რეს­პონ­დენ­ტებს თით­ქმის ყო­ველ­თვის უცივ­დე­ბათ, რა­საც მე გულ­წრფე­ლად გან­ვიც­დი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, ისე გაქ­რა მთე­ლი შო­კო­ლა­დი... ბა­ტო­ნი ზა­ქა­რია კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ში­გა­და­შიგ მო­ბი­ლურ­ზე სა­უ­ბარ­სა და შო­კო­ლა­დის ჭა­მას მშვე­ნივ­რად ას­წრებ­და. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მი­თხრა, სა­ჩუქ­რის გა­რე­შე ვერ გა­გიშ­ვე­ბო. არა, გმად­ლობთ, ნუ შე­წუხ­დე­ბით-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი დაბ­ნე­ულ­მა და შო­კო­ლა­დის ცა­რი­ელ ქა­ღალდს თვა­ლი ავა­რი­დე. არა, უნდა და­გა­სა­ჩუქ­როო, წა­მო­ვარ­და და მე­ო­რე ოთა­ხი­დან გა­საშ­ლე­ლი რკი­ნის კიბე ხრი­გი­ნით გა­მო­ათ­რია. ვა­ი­მე, ნუ შე­წუხ­დე­ბით რა, - გა­მო­ვი­დე თავი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არ ვწუხ­დე­ბი, აღ­შფოთ­და ად­ვო­კა­ტი და კიბე ჭე­რამ­დე ასულ წიგ­ნე­ბის თა­როს მი­ად­გა... უკვე დღის ბოლო იყო და მივ­ხვდი, რომ მის ოფის­ში სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც აღარ იყ­ვნენ. შევ­შინ­დი, ეს კაცი რომ გად­მო­ვარ­დეს, სად ჯან­და­ბა­ში წა­ვი­დე-მეთ­ქი... ამა­სო­ბა­ში ლა­მის კი­ბის "კენ­წე­რო­ზე" მო­ექ­ცა და შე­კი­თხვა ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იქი­დან გად­მომ­ძა­ხა. რო­დე­საც უარ­ყო­ფით პა­სუ­ხი მი­ი­ღო, კი­დევ ერთი სარ­თუ­ლით და­წი­ნა­ურ­და. რკი­ნის კიბე სა­ხი­ფა­თოდ შე­ტორ­ტმან­და. ჩან­თა ძირს და­ვაგ­დე და კი­ბეს ვეცი, არი­ქა, არ ჩა­მო­ვარ­დეთ-მეთ­ქი. საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. ვი­პო­ვე, - ჩა­მომ­ძა­ხა გა­ხა­რე­ბულ­მა ზა­ქა­რი­ამ. - აუ, რა მა­გა­რია! გა­დავ­რჩით! - ხმა­მაღ­ლა და შვე­ბით აღ­მომ­ხდა და "ჯა­დოს­ნურ" სა­ჩუ­ქარს ავ­ხე­დე... "ვიწ­ვა­ლეთ, მაგ­რამ ღირ­და", - მი­თხრა მან, რო­დე­საც ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე მო­მი­ახ­ლოვ­და. აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით გა­მო­ვარ­თვი პრი­ა­ლა ბრო­შუ­რა და საჩ­ქა­როდ გა­დავ­ფურ­ცლე, - "ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი ოჯახ­ში" - წა­ვი­კი­თხე ერთი თვა­ლის შევ­ლე­ბით და ჩემს რეს­პონ­დენტს შევ­ხე­დე, რო­მე­ლიც იდგა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხით მი­ღი­მო­და.

წიგ­ნი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

ანა კა­ლან­და­ძე:

- 2012 წელს ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის ერთ-ერთი რუბ­რი­კა "წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი" არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ოქ­ტომ­ბერ­ში წიგ­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ პოეტ ერეკ­ლე საღ­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დი. საკ­მა­ოდ და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ და შეხ­ვედ­რა­ზე ორი დღე ვერ შევ­თან­ხმდით. ერთ დი­ლა­საც მი­თხრა, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში სვა­ნეთ­ში გა­სა­მართ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი და მა­ნამ­დე შე­ეძ­ლო, ჩემ­თვის დრო და­ეთ­მო. მთხო­ვა, პარ­ტი­ის სა­თა­ვო ოფის­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, - იქ სად­მე მყუდ­რო ად­გილს ვნა­ხავ და ვი­სა­უბ­რო­თო. მა­შინ­ვე გავ­ქან­დი. ეს ის დღე იყო, როცა დღე­ვან­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­ნის­ტრთა ახა­ლი კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. მთე­ლი ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ტი­ის ოფის­თან იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ის, რა­დი­ო­სა და სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩარ­თვას ჩარ­თვა­ზე აკე­თებ­დნენ. ოფი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო, რაც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მარ­თულ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ებ­ზე იკ­რი­ბე­ბო­და, ან თუნ­დაც უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ამა თუ იმ მხარ­დამ­ჭერ თუ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გვი­ნა­ხავს.

პო­ეტს შევ­ხვდი, მაგ­რამ "მყუდ­რო ად­გი­ლი" ვერა და ვერ გა­მო­ი­ძებ­ნა ერეკ­ლე მე­ო­რის მო­ე­დან­ზე. შეხ­ვედ­რას ვე­ღარ გა­დავ­დებ­დით და ერეკ­ლე საღ­ლი­ან­მა ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, ყო­ველ­გვა­რი დის­კომ­ფორ­ტის გა­რე­შე, ჩვე­უ­ლი ტო­ნით, ემო­ცი­უ­რად, ხმა­მაღ­ლა და და­მარ­ცვლით და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, თუ რა­ო­დენ სას­წა­უ­ლია წიგ­ნი და თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მის გა­რე­შე იცხოვ­როს. მი­მო­ვი­ხი­ლეთ: "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", "სამი მუშ­კე­ტე­რი", ფოლკ­ლო­რი, ზღაპ­რე­ბი, ქარ­თვე­ლი და რუსი კლა­სი­კო­სე­ბი, მოკ­ლედ, მთე­ლი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა. ვგრძნობ­დი, რომ აშ­კა­რად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ბა­ტო­ნი ერეკ­ლეს სა­უ­ბა­რი არა მხო­ლოდ მე მეს­მო­და, არა­მედ იქ შეკ­რე­ბი­ლებ­საც. ერთხანს ჩვენ გვერ­დით ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფიც შე­ჩერ­და, რომ­ლე­ბიც ხან მე მი­ყუ­რებ­დნენ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით და ხა­ნაც პო­ეტს. დრო­დად­რო ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა ოფი­სის კა­რი­დან გა­მო­სულ უკვე და­სა­ხე­ლე­ბულ მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტებ­ზე ინაც­ვლებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დღეს მეც და ბა­ტო­ნი ერეკ­ლეც არა­ერ­თმა შეგ­ვრა­ცხა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად, ანდა რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტი­დან "გად­მო­ვარ­დნი­ლად", რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლე­ბი იყ­ვნენ, არა­და, მე ჩემს პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დი, რო­მელ­შიც ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მი­წყო ხელი და შე­დე­გად მო­რი­გი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ შედ­გა.

მა­ცი­ვარ­ში შემ­ძვრა­ლი ფო­ტოგ­რა­ფი

ციცი ომა­ნი­ძე:

- ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი საკ­მა­ოდ ხში­რად იც­ვლის ფო­ტოგ­რა­ფებს. ერთ-ერთი ასე­თი ცვლი­ლე­ბის დროს ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა, რო­მელ­თა­ნაც კონ­ტაქ­ტში შეს­ვლა პი­რა­დად მე (და მგო­ნი, არა­მარ­ტო მე) ცოტა არ იყოს გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ რად­გან სა­ერ­თო საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში ვამ­ზა­დებ­დი რუბ­რი­კას "ერთი ნივ­თის ის­ტო­რია". ფო­ტოგ­რაფ­თან ერ­თად მივ­დი­ო­დი რეს­პონ­დენ­ტის სახ­ლში, ვი­ღებ­დით მის სა­ცხოვ­რე­ბელს, თან მას­პინ­ძლის საყ­ვა­რელ და ძვირ­ფას ნივ­თებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ოჯა­ხი სავ­სეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბით, ჰოდა, ჩვენც სახ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მათ ვეს­ტუმ­რეთ. მეგ­ზუ­რო­ბას გი­ორ­გის შვი­ლი, მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გვი­წევ­და. ბი­ნა­ში სხვა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თთან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო სუ­ვე­ნი­რე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ: კატა ოყ­ნით, პა­ტა­რა ზო­მის აბა­ზა­ნა, სა­რე­ცხის უშ­ვე­ლე­ბე­ლი "შპილ­კა" და ა.შ. სა­ნამ მე და ნა­ნუ­კა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, ეს ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი აზარ­ტში შე­ვი­და, მუზა გა­ეხ­სნა და "შპილ­კის" ზო­მე­ბის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად, უფრო სწო­რად, კონ­ტრას­ტის უკეთ გა­მო­სა­ჩე­ნად, მო­უნ­და, რა­ი­მე პა­ტა­რა ზო­მის ნივ­თი ეპო­ვა და მის გვერ­დით და­ე­დო. ეტყო­ბა, ბევ­რი ეძე­ბა, ეძე­ბა და ბო­ლოს სა­ო­ცა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ნა­ნუ­კას­თან სა­უ­ბარ­ში გარ­თულ­მა ფო­ტოგ­რა­ფის­კენ მა­შინ მი­ვი­ხე­დე, როცა ის მა­ცივ­რის გა­ღე­ბულ კარ­თან იდგა და შიგ­ნით ისე ეძებ­და რა­ღა­ცას, თით­ქოს წინა სა­ღა­მოს პრო­დუქ­ტით თა­ვად გა­მო­ევ­სო. ნა­ნუ­კას გა­ო­ცე­ბა­ზე რაღა უნდა ვთქვა, როცა თა­ვად დავ­რჩი პირ­ღია. ვერ მივ­ხვდი, ნა­ნუ­კას წი­ნა­შე თავი რო­გორ მე­მარ­თლე­ბი­ნა ან ფო­ტოგ­რა­ფის­თვის რა შე­ნიშ­ვნა მი­მე­ცა. "მა­ძი­ე­ბელ­მა" ოლიმ­პი­უ­რი სიმ­შვი­დით გა­მო­ი­ღო მა­ცივ­რი­დან კვერ­ცხი, "შპილ­კას" გვე­­რდით მი­უ­დო და ფო­ტო­სე­სია გა­ნაგ­რძო. და­სას­რულ, ისე, რომ ხმა არ ამო­უ­ღია, კვერ­ცხი ისევ თა­ვის ად­გი­ლას და­აბ­რუ­ნა. მარ­თა­ლია, ნა­ნუ­კამ ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რუ­ლად მიგ­ვი­ღო, მაგ­რამ მთლად ამ­დე­ნის უფ­ლე­ბა თუ გვქონ­და, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. ფო­ტოგ­რა­ფი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი­დან ჩემ­ზე ადრე გა­ვი­და, მე კი იმ­დე­ნად შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სა­ნამ სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­ვე­დი, ოთხჯერ გა­და­მიბ­რუნ­და ფეხი და ამ­დე­ნი "წვა­ლე­ბის" შემ­დეგ, რო­გორც იქნა, და­ვე­ცი. თურ­მე ჩან­თა გახ­სნი­ლი დამ­რჩე­ნო­და, სად ჩემი დიქ­ტო­ფო­ნი მიფ­რი­ნავ­და და სად ბლოკ­ნო­ტი, კაც­მა არ იცის. რო­გორც იქნა, ნივ­თე­ბი მო­ვაგ­რო­ვე და "ავე­წყვე". სა­დარ­ბა­ზო­დან გა­სულს ფო­ტოგ­რა­ფი იქვე დამ­ხვდა. მზრუნ­ვე­ლი ტო­ნით მი­თხრა, სახ­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, შე­ვამ­ჩნიე, რომ ცუდი ფერი გედო, გა­დავ­წყვი­ტე დაგ­ლო­დე­ბო­დი, გა­ჩე­რე­ბამ­დე მი­გა­ცი­ლებ, რამე სე­რი­ო­ზუ­ლი ხომ არ გა­წუ­ხებ­სო. ვი­უ­ა­რე, არა, არ მინ­და, თა­ვად წა­ვალ-მეთ­ქი. აბა, იმას რა მათ­ქმე­ვი­ნებ­და, სა­ხე­ზე ფე­რი­ფუ­რი რამ და­მა­კარ­გვი­ნა?!

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გია სურამელაშვილის დავიწყებული სქესი და მაცივარში შემძვრალი ფოტოგრაფი

გია სურამელაშვილის დავიწყებული სქესი და მაცივარში შემძვრალი ფოტოგრაფი

წელიწადში ერთხელ, საახალწლოდ, "რეიტინგის" ჟურნალისტები თავს გადახდენილ პროფესიულ სახალისო ამბავს იხსენებენ და მკითხველებისთვის გამორჩეულ მასალას ამზადებენ. თუმცა, ჩვენი რესპონდენტებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს სიტყვა "კურიოზი" ნაკლებად აღიზიანებთ. მაშ ასე, გამხიარულდით და თან უკეთ გაიცანით "რეიტინგის" ჟურნალისტები, რედაქტორი, მისი მოადგილეები და ფოტოკორესპონდენტი.

დავიწყებული სქესი

მანანა ღოღობერიძე (რედაქტორი):

- წლის ბოლოს, როგორც წესი, ჩვენი ჟურნალისტები საახალწლო სიურპრიზის სახით მკითხველს თავს გადახდენილ გამორჩეულ სახალისო ამბავს უყვებიან. წელს კურიოზების შემგროვებელი მეც შემომიჩნდა, გექნება რაიმე გასახსენებელიო. მთელი ჩემი სარედაქტორო მოღვაწეობა კურიოზი არ არის-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ არ მომეშვა. ასე შეუჩნდება ხოლმე რესპონდენტებსაც... ჰოდა, გადავწყვიტე, სწორედ მასთან დაკავშირებული ამბავი გამეხსენებინა.

წლების წინ მომღერალი გია სურამელაშვილი საქართველოს რომ დაუბრუნდა და კვლავ სცადა მასზე ერთ დროს გაგიჟებული ქალების გულის მოგება, მასთან ინტერვიუზე გავუშვით ნინო მჭედლიშვილი. "რეიტინგის" ერთგულ მკითხველს კარგად ემახსოვრება მისი რუბრიკა "რეიტინგშოუ", რომლისთვისაც სამი რესპონდენტი იყო საჭირო. პირველ ორთან ჟურნალისტი მისი ხასიათის გამოსავლენად სპეციფიკურ შეკითხვებს სვამდა, მესამესთან კი ამ ორის ინტერვიუ მიჰქონდა და მათ დახასიათებას სთხოვდა, ზოგჯერ შედარებითსაც, ისე, რომ მესამემ არ იცოდა, ვინ გახდა მისი შეფასების "მსხვერპლი". ასეთ "მსხვერპლად" გია სურამელაშვილი ავირჩიეთ. ვკითხულობ ინტერვიუს და ვხედავ, რომ სქესის გასწვრივ უწერია - ქალი. დავუძახე ჟურნალისტს და ვკითხე, ეს რა არის-მეთქი? რა ვქნა, მანანა, სამჯერ გავუმეორე შეკითხვა, ეს უნდა დავწერო-მეთქი, განვუმარტე და მაინც ჯიუტად იმეორებდა: - ქალი, ნინო, ქალიო... გამოვიდა ორშაბათს "რეიტინგი", გარეკანზე გია სურამელაშვილის ფოტოთი და სათაურით: "რატომ მიაჩნია გია სურამელაშვილს თავი ქალად"... და ატყდა ზარები რედაქციაში, ნინოს ტელეფონზე, ჩემს ტელეფონზე. გია შესწორებას ითხოვდა და თან დაუღალავად მიმეორებდა, ქალბატონო მანანა, ისეთი თვალებით მი­ყურებდა თქვენი ჟუ­რნალისტი, სულ დავიბენი, მეგონა, თაყვანისმცემლების სქესს მეკითხებოდა, დაწერეთ, რომ შემეშალა, ოღონდ შეცდომა გამომისწორეთ, სირცხვილია, გაგიჟებულია ხალხი, დილიდან ტელეფონის ზარებს ვპასუხობო.

რომ წარმოვიდ­გინე ჩასწორების ტე­ქსტი ჟურნალში, მაგაზე კიდევ უფრო გავმხიარულდი: "წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გია სურამელაშვილს საკუთარი სქესი შეეშალა"... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩავასწორეთ და გიაც შევირიგეთ. ამის შემდეგ არაერთი საახალწლო ინტერვიუ შედგა გიასა და ნინოს შორის. მე კი მას მერე ვხალისობ, რომ ნინო მჭედლიშვილს ისეთი მზერა აქვს, ადამიანებს სქესს ავიწყებს!..

"ჩვენი თეო ადვილად არ იხიბლება"

ნინო მურღულია:

- ერთი ძალიან მაგარი ამბავი შეგვემთხვა მე და ჩემს ფოტოგრაფს, თეონა ხიზანიშვილს, რომელიც ფრიად კარგად გამოიყურება და ჩვენს მამაკაც რესპონდენტებზე გადასარევ შთაბეჭდილებას ახდენს. ამის მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თეონა მედგრად უწევს წინააღმდეგობას საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას და არც კი შეტოკდება ხოლმე, ისეთი საქმიანი იერით იღებს ფოტოებს.

ერთ მშვენიერ დღეს ინტერვიუზე გავემართე პოპულარული სერიალის პოპულარულ გმირთან, ლევან ჯიბღა­შვილთან. მსახიობი მექალთანის სა­ხელითაა ცნობილი და ამას წინათ თავადაც კითხულობდა, ნეტავ, რატომ მეძახიან ქალების მოყვარულსო. მე მაქვს ამაზე პასუხი. ინტერვიუზე ფოტოგრაფთან ერთად მივედი. თეონას სრულიად გულგრილი სახით რესპონდენტი აშკარად უნდა მიმხვდარიყო, რომ მისი სერიალისა და მით უმეტეს, როლის თაყვანისმცემელი არ მიუვიდა ფოტოების გადასაღებად, მაგრამ როგორც კი ინტერვიუს ჩასაწერად დავსხედით, ჩვენს რესპონდენტს თვალები, წარბები, სახე და მოკლედ, ყველაფერი თეონასკენ "გაექცა", თან შეკითხვებზე მპასუხობდა, თავისით როგორ მიდიან მასთან ქალები, როგორ "აბამს" მათ მზერით და თან ჩემს ფოტოგრაფს უპაჭუნებდა თვალებს. თეონას კი ძალიან ეძინებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა ინტერვიუ, რომ ფოტოები გადაეღო. შეთანხმებული ვიყავით, რომ იქიდან ერთად წამოვიდოდით. მოკლედ, ახალგაზრდა მსახიობს თვალების პაჭუნით ვერ გამოუვიდა ვერაფერი და ფოტოების გადაღებაზე რომ მიდგა საქმე, ასეთი საინტერესო წინადადება შემოგვთავაზა - ჯერ მე გადამიღეთ ფოტოები და მერე თქვენ დადექით და მე გადაგიღებთო. აი, აქ კი ამოიდგა მუდმივად ჩუმად მყოფმა თეონამ ხმა, თვალები დაუბრიალა და უთხრა, აქ ფოტოებს მე ვიღებო. ასე დასრულდა არშემდგარი სიყვარულისა და თვალების ჩაპაჭუნების ამბავი. მერე ჩემი კოლეგისგან გავიგე, რომ მეორე ინტერვიუზეც უცდია იმავე მსახიობს თეონას მოხიბვლა, მაგრამ მის და სხვა მამაკაცების გასაგონად ვიტყვი - ჩვენი თეო ასე ადვილად არ იხიბლება!..

საჩუქარი ზაქარია ქუცნაშვილისგან

ლალი პაპასკირი:

- ამჯერად ზაქარია ქუცნაშვილთან ინტერვიუ გამახსენდა. მაშინ ბატონი ზაქარია ჯერ კიდევ ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო. მე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ სერიულ დაკავებაზე ვამზადებდი მასალას... ერთი სიტყვით, მის ოფისში დღის ბოლოს მივედი. ჩემმა რესპონდენტმა სამუშაო ოთახში შოკოლადი შემოიტანა და შემომთავაზა, - მიირთვით, გონებრივად მომუშავე ადამიანებისთვის პირდაპირ მისწრებააო და ერთი მოგრძო, სამფილიანი ნატეხი დაითრია... ზოგჯერ, როდესაც ჟურნალისტებს ყავასა და ჩაიზე გვეპატიჟებიან, რესპონდენტებს თითქმის ყოველთვის უცივდებათ, რასაც მე გულწრფელად განვიცდი, მაგრამ ამ შემთხვევაში თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, ისე გაქრა მთელი შოკოლადი... ბატონი ზაქარია კითხვებზე პასუხის გაცემას, შიგადაშიგ მობილურზე საუბარსა და შოკოლადის ჭამას მშვენივრად ასწრებდა. საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს შემდეგ მითხრა, საჩუქრის გარეშე ვერ გაგიშვებო. არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით-მეთქი, ვუთხარი დაბნეულმა და შოკოლადის ცარიელ ქაღალდს თვალი ავარიდე. არა, უნდა დაგასაჩუქროო, წამოვარდა და მეორე ოთახიდან გასაშლელი რკინის კიბე ხრიგინით გამოათრია. ვაიმე, ნუ შეწუხდებით რა, - გამოვიდე თავი. არავითარ შემთხვევაში, არ ვწუხდები, აღშფოთდა ადვოკატი და კიბე ჭერამდე ასულ წიგნების თაროს მიადგა... უკვე დღის ბოლო იყო და მივხვდი, რომ მის ოფისში სხვა თანამშრომლებიც აღარ იყვნენ. შევშინდი, ეს კაცი რომ გადმოვარდეს, სად ჯანდაბაში წავიდე-მეთქი... ამასობაში ლამის კიბის "კენწეროზე" მოექცა და შეკითხვა ოჯახური მდგომარეობის შესახებ იქიდან გადმომძახა. როდესაც უარყოფით პასუხი მიიღო, კიდევ ერთი სართულით დაწინაურდა. რკინის კიბე სახიფათოდ შეტორტმანდა. ჩანთა ძირს დავაგდე და კიბეს ვეცი, არიქა, არ ჩამოვარდეთ-მეთქი. საკმაოდ მძიმე იყო. ვიპოვე, - ჩამომძახა გახარებულმა ზაქარიამ. - აუ, რა მაგარია! გადავრჩით! - ხმამაღლა და შვებით აღმომხდა და "ჯადოსნურ" საჩუქარს ავხედე... "ვიწვალეთ, მაგრამ ღირდა", - მითხრა მან, როდესაც ხელის გაწვდენაზე მომიახლოვდა. აკანკალებული ხელით გამოვართვი პრიალა ბროშურა და საჩქაროდ გადავფურცლე, - "ქალის უფლებები ოჯახში" - წავიკითხე ერთი თვალის შევლებით და ჩემს რესპონდენტს შევხედე, რომელიც იდგა და გამარჯვებული სახით მიღიმოდა.

წიგნი და "ქართული ოცნება"

ანა კალანდაძე:

- 2012 წელს ჩვენი ჟურნალი ძირითადად პოლიტიკურ თემებზე იყო გადართული, მაგრამ ამავე პერიოდში ჟურნალის ერთ-ერთი რუბრიკა "წიგნის მოყვარულთა კლუბი" არ შეჩერებულა. ოქტომბერში წიგნებზე სასაუბროდ პოეტ ერეკლე საღლიანს დავუკავშირდი. საკმაოდ დაკავებული გახლდათ და შეხვედრაზე ორი დღე ვერ შევთანხმდით. ერთ დილასაც მითხრა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში სვანეთში გასამართ კონცერტთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და მანამდე შეეძლო, ჩემთვის დრო დაეთმო. მთხოვა, პარტიის სათავო ოფისთან მივსულიყავი, - იქ სადმე მყუდრო ადგილს ვნახავ და ვისაუბროთო. მაშინვე გავქანდი. ეს ის დღე იყო, როცა დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაესახელებინა. მთელი ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები პარტიის ოფისთან იყვნენ შეკრებილი. ტელევიზიის, რადიოსა და სააგენტოს საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტები ჩართვას ჩართვაზე აკეთებდნენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენი ხალხი იყო, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის პერიოდში გამართულ მანიფესტაციებზე იკრიბებოდა, ან თუნდაც უახლოეს წარსულში ამა თუ იმ მხარდამჭერ თუ საპროტესტო აქციებზე გვინახავს.

პოეტს შევხვდი, მაგრამ "მყუდრო ადგილი" ვერა და ვერ გამოიძებნა ერეკლე მეორის მოედანზე. შეხვედრას ვეღარ გადავდებდით და ერეკლე საღლიანმა ამხელა აუდიტორიის წინაშე, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, ჩვეული ტონით, ემოციურად, ხმამაღლა და დამარცვლით დაიწყო საუბარი, თუ რაოდენ სასწაულია წიგნი და თუ რატომ არ შეიძლება ადამიანმა მის გარეშე იცხოვროს. მიმოვიხილეთ: "ვეფხისტყაოსანი", "სამი მუშკეტერი", ფოლკლორი, ზღაპრები, ქართველი და რუსი კლასიკოსები, მოკლედ, მთელი მსოფლიო ლიტერატურა. ვგრძნობდი, რომ აშკარად სხვა განზომილებაში ვიყავით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბატონი ერეკლეს საუბარი არა მხოლოდ მე მესმოდა, არამედ იქ შეკრებილებსაც. ერთხანს ჩვენ გვერდით ბავშვების ჯგუფიც შეჩერდა, რომლებიც ხან მე მიყურებდნენ გაკვირვებული თვალებით და ხანაც პოეტს. დროდადრო ხალხის ყურადღება ოფისის კარიდან გამოსულ უკვე დასახელებულ მინისტრთა კანდიდატებზე ინაცვლებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს მეც და ბატონი ერეკლეც არაერთმა შეგვრაცხა არაადეკვატურად, ანდა რომელიმე პლანეტიდან "გადმოვარდნილად", რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ გულგრილები იყვნენ, არადა, მე ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი, რომელშიც ჩემმა რესპონდენტმა არაჩვეულებრივად შემიწყო ხელი და შედეგად მორიგი საინტერესო ინტერვიუ შედგა.

მაცივარში შემძვრალი ფოტოგრაფი

ციცი ომანიძე:

- ჩვენი ჟურნალი საკმაოდ ხშირად იცვლის ფოტოგრაფებს. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების დროს ჩვენთან მუშაობა დაიწყო ფოტოკორესპონდენტმა, რომელთანაც კონტაქტში შესვლა პირადად მე (და მგონი, არამარტო მე) ცოტა არ იყოს გამიჭირდა, მაგრამ რადგან საერთო საქმეს ვემსახურებოდით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.

იმ პერიოდში ვამზადებდი რუბრიკას "ერთი ნივთის ისტორია". ფოტოგრაფთან ერთად მივდიოდი რესპონდენტის სახლში, ვიღებდით მის საცხოვრებელს, თან მასპინძლის საყვარელ და ძვირფას ნივთებზე ვსაუბრობდით.

მოგეხსენებათ, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი სავსეა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, ჰოდა, ჩვენც სახლის დასათვალიერებლად მათ ვესტუმრეთ. მეგზურობას გიორგის შვილი, მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი გვიწევდა. ბინაში სხვა ბევრ საინტერესო ნივთთან ერთად საინტერესო სუვენირები აღმოვაჩინეთ: კატა ოყნით, პატარა ზომის აბაზანა, სარეცხის უშველებელი "შპილკა" და ა.შ. სანამ მე და ნანუკა ამ ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ეს ჩვენი ფოტოგრაფი აზარტში შევიდა, მუზა გაეხსნა და "შპილკის" ზომების დასაფიქსირებლად, უფრო სწორად, კონტრასტის უკეთ გამოსაჩენად, მოუნდა, რაიმე პატარა ზომის ნივთი ეპოვა და მის გვერდით დაედო. ეტყობა, ბევრი ეძება, ეძება და ბოლოს საოცარი გადაწყვეტილება მიიღო. ნანუკასთან საუბარში გართულმა ფოტოგრაფისკენ მაშინ მივიხედე, როცა ის მაცივრის გაღებულ კართან იდგა და შიგნით ისე ეძებდა რაღაცას, თითქოს წინა საღამოს პროდუქტით თავად გამოევსო. ნანუკას გაოცებაზე რაღა უნდა ვთქვა, როცა თავად დავრჩი პირღია. ვერ მივხვდი, ნანუკას წინაშე თავი როგორ მემართლებინა ან ფოტოგრაფისთვის რა შენიშვნა მიმეცა. "მაძიებელმა" ოლიმპიური სიმშვიდით გამოიღო მაცივრიდან კვერცხი, "შპილკას" გვე­­რდით მიუდო და ფოტოსესია განაგრძო. დასასრულ, ისე, რომ ხმა არ ამოუღია, კვერცხი ისევ თავის ადგილას დააბრუნა. მართალია, ნანუკამ ძალიან შინაურულად მიგვიღო, მაგრამ მთლად ამდენის უფლება თუ გვქონდა, ნამდვილად არ ვიცოდი. ფოტოგრაფი გოგიჩაიშვილების ოჯახიდან ჩემზე ადრე გავიდა, მე კი იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ სანამ სადარბაზოდან გამოვედი, ოთხჯერ გადამიბრუნდა ფეხი და ამდენი "წვალების" შემდეგ, როგორც იქნა, დავეცი. თურმე ჩანთა გახსნილი დამრჩენოდა, სად ჩემი დიქტოფონი მიფრინავდა და სად ბლოკნოტი, კაცმა არ იცის. როგორც იქნა, ნივთები მოვაგროვე და "ავეწყვე". სადარბაზოდან გასულს ფოტოგრაფი იქვე დამხვდა. მზრუნველი ტონით მითხრა, სახლიდან რომ გამოვდიოდი, შევამჩნიე, რომ ცუდი ფერი გედო, გადავწყვიტე დაგლოდებოდი, გაჩერებამდე მიგაცილებ, რამე სერიოზული ხომ არ გაწუხებსო. ვიუარე, არა, არ მინდა, თავად წავალ-მეთქი. აბა, იმას რა მათქმევინებდა, სახეზე ფერიფური რამ დამაკარგვინა?!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები