პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე
სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რია. არ მოს­წონს, ახალ წელს ახალ­გაზ­რდე­ბი რომ გა­რეთ ხვდე­ბი­ან. ამ­ბობს, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს და­კე­ტი­ლი სახ­ლის კარ­თან ახა­ლი წელი ზის და ტი­რის, შინ შეშ­ვე­ბას ითხოვ­სო. რო­გორც ყვე­ლა, 31 დე­კემ­ბერს ისიც სა­ზე­ი­მოდ ხვდე­ბა, მაგ­რამ ძვე­ლით ახალ წელს დებ­სა და მათ ოჯა­ხებ­თან ერ­თად სა­გუ­რა­მოს აგა­რაკ­ზე აღ­ნიშ­ნავს.

- საკ­მა­ოდ მკაც­რი ზამ­თა­რი გვაქვს, თოვ­ლი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდს უხ­დე­ბა, თუმ­ცა გა­ზა­ფხუ­ლის მაგ­ვა­რი, მზი­ა­ნი 31 დე­კემ­ბე­რიც მახ­სოვს...

- ჩემ­თვის ზამ­თრის სიმ­კაც­რე მის სუს­ხი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. პირ­ვე­ლი თოვ­ლი უკვე მობ­რძან­და და დად­ნა კი­დეც. ამ ბოლო დროს თით­ქოს სამ­ყა­რო­ცა და ამინ­დიც თა­ვი­სი სიმ­კაც­რით გვაფრ­თხი­ლებს, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას მო­ვუხ­მოთ, არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, ბოღ­მა, შური, რა­მაც ამ წლის ბო­ლოს თავი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იჩი­ნა. ერთ რა­მეს გა­გიმ­ხელთ, რაც თავი მახ­სოვს, ნათ­ლის­ღე­ბის წინა დღეს ყო­ველ­თვის თოვს, შე­იძ­ლე­ბა არ და­დოს, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, ცი­დან ფიფ­ქე­ბი რომ არ ჩა­მოც­ვივ­დეს. 18 იან­ვარ­საა ჩემი და­ბა­დე­ბის დღე და ამი­ტომ მაქვს ეს ფაქ­ტი ასე კარ­გად ჩარ­ჩე­ნი­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ადრე ახა­ლი წელი იმი­ტომ მიყ­ვარ­და, რომ ჩემი იუ­ბი­ლე მოს­დევ­და. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ეს სიყ­ვა­რუ­ლი ფერ­მკრთალ­დე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ანს მა­ნამ გი­ხა­რია შენი და­ბა­დე­ბის დღე, სა­ნამ ხე­დავ, რომ შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დღის მო­ლო­დინ­ში არი­ან, მე ამით ვივ­სე­ბი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა 2012 წელს, ეს ჩემ­თვის გა­მოც­დის წე­ლი­წა­დი იყო, იმავდრო­უ­ლად ამ წელს ოჯახ­ში გვქონ­და მა­ტე­ბა, კო­კოს მე­უღ­ლეს, ანი იმ­ნა­ძეს ვგუ­ლის­ხმობ. 2010 წლი­დან ყო­ველ წელს ვმრავ­ლდე­ბით, ჯერ მა­რი­ა­მის მე­უღ­ლე შე­მოგ­ვე­მა­ტა, მერე ელე­ნი­კო მობ­რძან­და, ახლა კი - ანი. სწო­რედ გა­სულ იან­ვარს შე­მო­ვი­და ანი ჩვენს ოჯახ­ში და ეს უკვე წლის სა­ინ­ტე­რე­სო და­სა­წყი­სი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რძალ­დე­დამ­თი­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნი სა­მეც­ნი­ე­რო დო­ნე­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მაა (იღი­მე­ბა). აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ დე­დამ­თი­ლო­ბა ძა­ლი­ან უპ­რობ­ლე­მო და ბევ­რი კარ­გი ემო­ცი­ით და­ხუნძლუ­ლი ყო­ფი­ლა.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს რო­დი­დან იწყებთ?

- სამ­ზა­დისს ცოტა ადრე ვი­წყებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი მარ­ხვა­ზეა, სა­ცივს მა­ინც ვამ­ზა­დებ, ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის გა­რე­შე სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ისე, ვცდი­ლობთ, ნა­ხევ­რად სა­მარ­ხვო სა­დი­ლე­ბი გა­ვა­კე­თოთ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ნი­გო­ზი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, თა­და­რიგს ვი­ჭერ და შე­იძ­ლე­ბა ორი სამი თვით ად­რეც შე­ვი­ძი­ნო. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში უსინ­დი­სოდ სიძ­ვი­რეა, ხალ­ხს ყვლე­ფენ და ასე არ შე­იძ­ლე­ბა. ყო­ველ­თვის დრო­ის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად ღა­მით, როცა ყვე­ლა იძი­ნებს, მა­შინ ვი­წყებ ნიგვზის დაჭ­რას გო­ზი­ნა­ყის­თვის, ხან დე­დაც მეხ­მა­რე­ბა. ვცდი­ლობ, ნელ-ნელა გა­ვა­კე­თო რა­ღა­ცე­ბი, რად­გან არ მიყვრს ფა­ფხუ­რი სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ნაძ­ვის ხეს, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, სა­დღაც 29-ში ვა­წყობ და 15 იან­ვრამ­დე მაქვს ხოლ­მე, ნათ­ლის­ღე­ბას ნაძ­ვის ხით არას­დროს არ ვხვდე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ახა­ლი წლის გა­რეთ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­გო­ნა, ამ დღე­სას­წა­უ­ლის ოჯა­ხურ წრე­ში დახ­ვედ­რა ფეს­ვგამ­დგა­რი ტრა­დი­ცია იყო. ვერ მი­პა­ტი­ე­ბია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს ახალ­გაზ­რდე­ბის გა­რეთ გაყ­ვა­ნა და­ნერ­გა. სახ­ლში ერთი ნა­ჭე­რი პური და ყვე­ლი რომ მი­ირ­თვა, იმას უფრო დიდი მად­ლი აქვს, ვიდ­რე ვი­ღა­ცის ნა­კე­თებ გო­ზი­ნაყ­სა და სა­ცივს, რომ­ლის საჭ­მე­ლა­დაც შენი თეფ­შით უნდა მიხ­ვი­დე, ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე გა­მო­დის, რომ სახ­ლის კარს კე­ტა­ვენ და ახალ წელს შინ არ უშ­ვე­ნე­ბენ. არა­და, 12 სა­ა­თის დად­გო­მი­სას რომ სან­თელს აან­თებ, შენი ოჯა­ხის წევ­რს ჭი­ქას მი­უ­ჭა­ხუ­ნებ და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით აავ­სებ, ამას რა სჯობს?! შეხ­ვდი, და­ლოც­ვი­ლო, ამ დღე­სას­წა­ულს სახ­ლში და მერე გადი გა­რეთ. ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლი და­კე­ტი­ლია და ამი­ტომ მე­ცო­დე­ბა ის ოჯა­ხუ­რი კერა, რო­მე­ლიც გა­ნე­ლე­ბუ­ლია ახა­ლი წლის ღა­მეს. სულ მგო­ნია, რომ ასე­თი სახ­ლის კარ­თან ზის ახა­ლი წელი, ტი­რის და სახ­ლში შეშ­ვე­ბას ითხოვს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, თუ ით­ვა­ლის­წი­ნებთ რჩე­ვებს თუნ­დაც ფე­რე­ბის ან სუფ­რის გა­წყო­ბის შე­სა­ხებ?

- სხვა­თა შო­რის, კი. ვუს­მენ ხოლ­მე მიშა ცა­გა­რელს და ვცდი­ლობ, მივ­ყვე მის და­რი­გე­ბას, რა­ტო­მაც არ უნდა შე­ვა­ჩე­რო ყუ­რა­დღე­ბა თუნ­დაც იმ ფერ­ზე ან საკ­ვებ­ზე, რაც მო­მა­ვა­ლი წლის ნი­შანს მოს­წონს, რა­ტომ უნდა შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გო, არ მეს­მის.

- რაც შე­ე­ხე­ბა მეკვლეს, ამ­ბო­ბენ, 17 დე­კემ­ბერს, ბარ­ბა­რო­ბას, არის ნამ­დვი­ლი მეკვლე­ო­ბაო, თუ გყავთ ტრა­დი­ცი­უ­ლად ერთი მეკვლე?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ ბევ­რი რა­ღა­ცის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბამ მო­მი­წია, ოჯახ­საც მარ­ტო ვუ­ძღვე­ბი. მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს შენი ლა­მა­ზი ჯვა­რია, რო­მე­ლიც უნდა ატა­როო და ასეც ვიქ­ცე­ვი. გა­გე­ცი­ნე­ბათ და მეკვლე­ო­ბაც ჩემს თავ­ზე მაქვს აღე­ბუ­ლი. ყო­ველ ახალ წელს გავ­დი­ვარ გა­რეთ, სა­დარ­ბა­ზოს აუ­ცი­ლებ­ლად ვცილ­დე­ბი და უკან ტკბი­ლე­უ­ლით, სან­თლი­თა და ლოც­ვით ვბრუნ­დე­ბი. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ინ­სცე­ნი­რე­ბაა, მაგ­რამ წრფე­ლი. ბარ­ბა­რო­ბა­საც მე ვი­ყა­ვი მეკვლე, ესეც ჩემს თავ­ზე ავი­ღე, ღმერ­თმა მომ­ცეს იმის ძალა, რომ ოჯა­ხის წვე­რე­ბის სურ­ვი­ლე­ბი არ გა­ვაწ­ბი­ლო.

- 13 იან­ვარს ძვე­ლით ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ხდე­ბა ხოლ­მე, თქვენს ოჯახ­ში რო­გო­რაა ამ მხრივ საქ­მე?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, 31 დე­კემ­ბერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვხვდე­ბით, მაგ­რამ 7 იან­ვარს უფრო გვაქვს სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შო­ბის დად­გო­მას სახ­ლში ვერ ვე­გე­ბე­ბით, მაგ­რამ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად რჩე­ბა, რათა ფან­ჯა­რას­თან სან­თე­ლი აან­თოს. რაც შე­ე­ხე­ბა ძვე­ლით ახალ წელს, სა­გუ­რა­მო­ში გვაქვს აგა­რა­კი, სა­დაც ჩემი და ჩემი დე­ბის ოჯა­ხე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით და ამ დღე­სას­წა­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ. ხში­რად მით­ქვამს, ჩემი დები სხვი­სი დები რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, შემ­შურ­დე­ბო­და-მეთ­ქი, მი­ხა­რია, რომ ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მარ­თა­ლია, საკ­მა­ოდ ბევ­რნი ვგროვ­დე­ბით, მაგ­რამ ისე გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლი, რომ ერ­თმა­ნეთს კი არ ვა­წუ­ხებთ, პი­რი­ქით, ერ­თმა­ნე­თით ვხა­რობთ და ვივ­სე­ბით. ახ­ლობ­ლე­ბი ხში­რად ახა­ლი წლის ჩვენ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რის სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ, ჩვენ კი ჩვე­ნი მხრივ, ვე­პა­ტი­ჟე­ბით ყვე­ლას, ვი­საც უნდა, რომ ეს დღე ერ­თად გა­ვა­ტა­როთ, ეზო­ში იმარ­თე­ბა კო­ცერ­ტი და არის დიდი ჟრი­ა­მუ­ლი. ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს, თბი­ლის­ში წა­მოს­ვლი­სას ჩა­ჩუმ­დე­ბა ხოლ­მე ის ხმა­უ­რი­ა­ნი სახ­ლი, ძვე­ლით ახალ წელს კი ისევ იღ­ვი­ძებს იქა­უ­რო­ბა და ბედ­ნი­ერ წუ­თებს ვჩუქ­ნით ერ­თმა­ნეთს.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შვი­ლიშ­ვილს, ელე­ნეს, აპი­რებთ წელს მის­თვის თოვ­ლის ბა­ბუ­ის გა­მო­ძა­ხე­ბას?

- ელე­ნე 2 წლის და 4 თვის გახ­ლავთ, რომ ჰკი­თხოთ, ვინ ხარ თამ­რი­კო­სიო, გი­პა­სუ­ხებთ "სა­ქუ­ჩა­რიო" (იცი­ნის). მან იცის, რომ ჩემი სა­ჩუ­ქა­რია. ელე­ნე ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ძა­ლაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვს ძა­ლი­ან დიდი დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ეს ძალა მი­ას­მაგ­დე­ბა. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, შვი­ლიშ­ვილ­მა შვი­ლი დაგ­ვა­ვი­წყაო, დიდი სიც­რუე და შეც­დო­მაა, შვი­ლებს არა­ფე­რი და არა­ვინ გა­ვი­წყებს, მათი პა­ტა­რა­ო­ბა, ფე­ხის ად­გმა, პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმა ძა­ლი­ან მკვეთრ კად­რე­ბად მე­სა­ხე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი ბავ­შვო­ბის ხა­ნის გა­ფერ­მკრთა­ლე­ბა? გულ­ში არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლი თუ ნიშა, რო­მელ­საც წლე­ბის შემ­დეგ შვი­ლიშ­ვი­ლი იკა­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა თოვ­ლის ბა­ბუ­ას, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ვორ­ჭო­ფობ, არ მინ­და შე­შინ­დეს, არ ვიცი, სწო­რად აღიქ­ვამს თუ არა, ჯერ­ჯე­რო­ბით თო­ჯი­ნე­ბის სა­ხით ვაჩ­ვევ თოვ­ლის ბა­ბუ­ას, მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად ეს­ტუმ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ქალს, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო ცხოვ­რე­ბა არ გა­მივ­ლია, ელე­ნემ კი­დევ ერთხელ და­მიმ­ტკი­ცა ის, რომ ქალი პა­ტა­რა არ­სე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ხან­და­ხან მა­რი­ა­მი მე­ტყვის ხოლ­მე, დედა, ვერ აღ­ვიქ­ვამ, რომ შენ შვი­ლიშ­ვი­ლი გყავს, მგო­ნია, რომ ელე­ნე შენი მე­სა­მე შვი­ლი­აო (იცი­ნის). ქალ­მა ისე არ უნდა გა­ა­ტა­როს ცხოვ­რე­ბა, რომ ახალ ადა­მი­ან­ში არ ჩა­დოს თა­ვი­სი ენერ­გია და სი­კე­თე.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე

სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ტრადიციების ერთგული მიმდევარია. არ მოსწონს, ახალ წელს ახალგაზრდები რომ გარეთ ხვდებიან. ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაკეტილი სახლის კართან ახალი წელი ზის და ტირის, შინ შეშვებას ითხოვსო. როგორც ყველა, 31 დეკემბერს ისიც საზეიმოდ ხვდება, მაგრამ ძველით ახალ წელს დებსა და მათ ოჯახებთან ერთად საგურამოს აგარაკზე აღნიშნავს.

- საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვაქვს, თოვლი წინასაახალწლო პერიოდს უხდება, თუმცა გაზაფხულის მაგვარი, მზიანი 31 დეკემბერიც მახსოვს...

- ჩემთვის ზამთრის სიმკაცრე მის სუსხიანობაში გამოიხატება. პირველი თოვლი უკვე მობრძანდა და დადნა კიდეც. ამ ბოლო დროს თითქოს სამყაროცა და ამინდიც თავისი სიმკაცრით გვაფრთხილებს, კეთილგონიერებას მოვუხმოთ, არ შეიძლება ამდენი დაპირისპირება, ბოღმა, შური, რამაც ამ წლის ბოლოს თავი განსაკუთრებულად იჩინა. ერთ რამეს გაგიმხელთ, რაც თავი მახსოვს, ნათლისღების წინა დღეს ყოველთვის თოვს, შეიძლება არ დადოს, მაგრამ არ არსებობს, ციდან ფიფქები რომ არ ჩამოცვივდეს. 18 იანვარსაა ჩემი დაბადების დღე და ამიტომ მაქვს ეს ფაქტი ასე კარგად ჩარჩენილი მეხსიერებაში. ადრე ახალი წელი იმიტომ მიყვარდა, რომ ჩემი იუბილე მოსდევდა. წლების მატებასთან ერთად ეს სიყვარული ფერმკრთალდება, მაგრამ ადამიანს მანამ გიხარია შენი დაბადების დღე, სანამ ხედავ, რომ შენი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ამ დღის მოლოდინში არიან, მე ამით ვივსები და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება 2012 წელს, ეს ჩემთვის გამოცდის წელიწადი იყო, იმავდროულად ამ წელს ოჯახში გვქონდა მატება, კოკოს მეუღლეს, ანი იმნაძეს ვგულისხმობ. 2010 წლიდან ყოველ წელს ვმრავლდებით, ჯერ მარიამის მეუღლე შემოგვემატა, მერე ელენიკო მობრძანდა, ახლა კი - ანი. სწორედ გასულ იანვარს შემოვიდა ანი ჩვენს ოჯახში და ეს უკვე წლის საინტერესო დასაწყისი იყო. მოგეხსენებათ, რძალდედამთილობის ფენომენი სამეცნიერო დონეზე განსახილველი თემაა (იღიმება). აღმოვაჩინე, რომ დედამთილობა ძალიან უპრობლემო და ბევრი კარგი ემოციით დახუნძლული ყოფილა.

- საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებთ?

- სამზადისს ცოტა ადრე ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ნახევარი მარხვაზეა, საცივს მაინც ვამზადებ, ამ ტრადიციული კერძის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. ისე, ვცდილობთ, ნახევრად სამარხვო სადილები გავაკეთოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნიგოზი ძალიან ძვირი ღირს, თადარიგს ვიჭერ და შეიძლება ორი სამი თვით ადრეც შევიძინო. ახალი წლის დღეებში უსინდისოდ სიძვირეა, ხალხს ყვლეფენ და ასე არ შეიძლება. ყოველთვის დროის დეფიციტს განვიცდი, ამიტომ ძირითადად ღამით, როცა ყველა იძინებს, მაშინ ვიწყებ ნიგვზის დაჭრას გოზინაყისთვის, ხან დედაც მეხმარება. ვცდილობ, ნელ-ნელა გავაკეთო რაღაცები, რადგან არ მიყვრს ფაფხური საახალწლო სამზადისის დროს. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დეკემბრის ბოლოს, სადღაც 29-ში ვაწყობ და 15 იანვრამდე მაქვს ხოლმე, ნათლისღებას ნაძვის ხით არასდროს არ ვხვდები. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი გულისტკივილი ახალი წლის გარეთ შეხვედრასთან დაკავშირებით. მეგონა, ამ დღესასწაულის ოჯახურ წრეში დახვედრა ფესვგამდგარი ტრადიცია იყო. ვერ მიპატიებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცხრა წლის განმავლობაში 31 დეკემბრის ღამეს ახალგაზრდების გარეთ გაყვანა დანერგა. სახლში ერთი ნაჭერი პური და ყველი რომ მიირთვა, იმას უფრო დიდი მადლი აქვს, ვიდრე ვიღაცის ნაკეთებ გოზინაყსა და საცივს, რომლის საჭმელადაც შენი თეფშით უნდა მიხვიდე, ეს ჩემთვის მიუღებელია. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ სახლის კარს კეტავენ და ახალ წელს შინ არ უშვენებენ. არადა, 12 საათის დადგომისას რომ სანთელს აანთებ, შენი ოჯახის წევრს ჭიქას მიუჭახუნებ და კეთილი სურვილებით აავსებ, ამას რა სჯობს?! შეხვდი, დალოცვილო, ამ დღესასწაულს სახლში და მერე გადი გარეთ. ძალიან ბევრი სახლი დაკეტილია და ამიტომ მეცოდება ის ოჯახური კერა, რომელიც განელებულია ახალი წლის ღამეს. სულ მგონია, რომ ასეთი სახლის კართან ზის ახალი წელი, ტირის და სახლში შეშვებას ითხოვს.

- რაც შეეხება ასტროლოგიურ პროგნოზს, თუ ითვალისწინებთ რჩევებს თუნდაც ფერების ან სუფრის გაწყობის შესახებ?

- სხვათა შორის, კი. ვუსმენ ხოლმე მიშა ცაგარელს და ვცდილობ, მივყვე მის დარიგებას, რატომაც არ უნდა შევაჩერო ყურადღება თუნდაც იმ ფერზე ან საკვებზე, რაც მომავალი წლის ნიშანს მოსწონს, რატომ უნდა შევეწინააღმდეგო, არ მესმის.

- რაც შეეხება მეკვლეს, ამბობენ, 17 დეკემბერს, ბარბარობას, არის ნამდვილი მეკვლეობაო, თუ გყავთ ტრადიციულად ერთი მეკვლე?

- ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ბევრი რაღაცის საკუთარ თავზე აღებამ მომიწია, ოჯახსაც მარტო ვუძღვები. მეუბნებიან, ეს შენი ლამაზი ჯვარია, რომელიც უნდა ატაროო და ასეც ვიქცევი. გაგეცინებათ და მეკვლეობაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. ყოველ ახალ წელს გავდივარ გარეთ, სადარბაზოს აუცილებლად ვცილდები და უკან ტკბილეულით, სანთლითა და ლოცვით ვბრუნდები. ძალიან სასაცილო ინსცენირებაა, მაგრამ წრფელი. ბარბარობასაც მე ვიყავი მეკვლე, ესეც ჩემს თავზე ავიღე, ღმერთმა მომცეს იმის ძალა, რომ ოჯახის წვერების სურვილები არ გავაწბილო.

- 13 იანვარს ძველით ახალი წლის აღნიშვნა შედარებით მოკრძალებულად ხდება ხოლმე, თქვენს ოჯახში როგორაა ამ მხრივ საქმე?

- რასაკვირველია, 31 დეკემბერს განსაკუთრებულად ვხვდებით, მაგრამ 7 იანვარს უფრო გვაქვს საზეიმო განწყობა, ხშირ შემთხვევაში შობის დადგომას სახლში ვერ ვეგებებით, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად რჩება, რათა ფანჯარასთან სანთელი აანთოს. რაც შეეხება ძველით ახალ წელს, საგურამოში გვაქვს აგარაკი, სადაც ჩემი და ჩემი დების ოჯახები ვიკრიბებით და ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ხშირად მითქვამს, ჩემი დები სხვისი დები რომ ყოფილიყვნენ, შემშურდებოდა-მეთქი, მიხარია, რომ ჩემი დედმამიშვილები არიან. მართალია, საკმაოდ ბევრნი ვგროვდებით, მაგრამ ისე გვაქვს ყველაფერი მოწყობილი, რომ ერთმანეთს კი არ ვაწუხებთ, პირიქით, ერთმანეთით ვხარობთ და ვივსებით. ახლობლები ხშირად ახალი წლის ჩვენთან ერთად შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უნდა, რომ ეს დღე ერთად გავატაროთ, ეზოში იმართება კოცერტი და არის დიდი ჟრიამული. ზაფხულის მიწურულს, თბილისში წამოსვლისას ჩაჩუმდება ხოლმე ის ხმაურიანი სახლი, ძველით ახალ წელს კი ისევ იღვიძებს იქაურობა და ბედნიერ წუთებს ვჩუქნით ერთმანეთს.

- რაც შეეხება თქვენს შვილიშვილს, ელენეს, აპირებთ წელს მისთვის თოვლის ბაბუის გამოძახებას?

- ელენე 2 წლის და 4 თვის გახლავთ, რომ ჰკითხოთ, ვინ ხარ თამრიკოსიო, გიპასუხებთ "საქუჩარიო" (იცინის). მან იცის, რომ ჩემი საჩუქარია. ელენე ჩემთვის ძალიან დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მასთან ურთიერთობისას ეს ძალა მიასმაგდება. როდესაც ამბობენ, შვილიშვილმა შვილი დაგვავიწყაო, დიდი სიცრუე და შეცდომაა, შვილებს არაფერი და არავინ გავიწყებს, მათი პატარაობა, ფეხის ადგმა, პირველი სიტყვების წარმოთქმა ძალიან მკვეთრ კადრებად მესახება, როგორ შეიძლება მათი ბავშვობის ხანის გაფერმკრთალება? გულში არსებობს ისეთი ადგილი თუ ნიშა, რომელსაც წლების შემდეგ შვილიშვილი იკავებს. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ვორჭოფობ, არ მინდა შეშინდეს, არ ვიცი, სწორად აღიქვამს თუ არა, ჯერჯერობით თოჯინების სახით ვაჩვევ თოვლის ბაბუას, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად ესტუმრება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქალს, უმტკივნეულო ცხოვრება არ გამივლია, ელენემ კიდევ ერთხელ დამიმტკიცა ის, რომ ქალი პატარა არსების გარეშე წარმოუდგენელია. ხანდახან მარიამი მეტყვის ხოლმე, დედა, ვერ აღვიქვამ, რომ შენ შვილიშვილი გყავს, მგონია, რომ ელენე შენი მესამე შვილიაო (იცინის). ქალმა ისე არ უნდა გაატაროს ცხოვრება, რომ ახალ ადამიანში არ ჩადოს თავისი ენერგია და სიკეთე.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება