დემი მური საყვარლებს თვეში ერთხელ იცვლის

დემი მური საყვარლებს თვეში ერთხელ იცვლის

მსახიობმა დემი მურმა ეშტონ კატჩერთან დაშორების შემდეგ ორი მოკლევადიანი რომანი გააბა. მური მსახიობ მარტინ ჰენდერსონს და არტ-დილერ ვიტო შნაბელს ხვდებოდა. ამ დღეებში გერმანიიდან დაბრუნებული 50 წლის მსახიობი მორიგ თაყვანისმცემელთან ერთად შეამჩნიეს.

დემი მურმა და მისმა უცნობმა თანამგზავრმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მაღაზიაში ივაჭრეს. პაპარაცებმა რამდენიმე ფოტოს გადაღება მოასწრეს.

"დემი, თინეიჯერივით იცვამს, იღიმის და ბედნიერი ჩანს. მამაკაცს, რომელიც მას თან ახლდა, დემის ნივთებით სავსე ჩანთები დაჰქონდა. იგი არც მცველს და არც მძღოლს არ ჰგავს. სავარაუდოდ, მსახიობის ახალი თაყვანისმცემელია", - ყვება თვითმხილველი.

ამასთან, დემის ჯერ კიდევ ოფიციალურმა მეუღლემ მსახიობმა ეშტონ კატჩერმა განქორწინებაზე საბუთები შეიტანა.

მომზადებულია Celebrity-gossip-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება