მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს
ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს

ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცი­ამ ჩაის პლან­ტა­ცი­ის მუ­შე­ბი დამ­საქ­მებ­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და კა­ნი­ბა­ლიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

შტატ ასამ­ში, ჩაის პლან­ტა­ცი­ის მუ­შებ­მა ბუნ­ტი მო­ა­წყვეს. და­ახ­ლო­ე­ბით ათას­მა მო­მი­ტინ­გემ პლან­ტა­ცი­ის მე­პატ­რო­ნის ბუნ­გა­ლოს ალყა შე­მო­არ­ტყა და გა­დაწ­ვა. შე­დე­გად, პლან­ტა­ცი­ის პატ­რო­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მუ­შებ­მა პლან­ტა­ტო­რი და მისი მე­უღ­ლე მოკ­ლეს და მათი ხორ­ცი შე­ჭა­მეს",- გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ნუ­მოლ მა­ჰა­ტა­ომ. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას ერთი მოწ­მე უკვე ჰყავს, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შაა.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში 15 ადა­მი­ა­ნია გა­რე­უ­ლი. გა­მოვ­ლე­ნი­ლია ბუნ­ტის მო­თა­ვე­ე­ბი. ათი მათ­გა­ნი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად ბუნ­ტის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პლან­ტა­ცი­ის მე­პატ­რო­ნემ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლი­დან ათე­უ­ლო­ბით მუშა გა­მო­ა­სახ­ლა. გარ­და ამი­სა, სამი მუშა და­ა­პა­ტიმ­რეს, რა­მაც ბუნ­ტი გა­მო­იწ­ვია.

ასა­მის შტატ­ში ჩაის პლან­ტა­ცი­ის მუ­შა­თა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან მძი­მეა - ისი­ნი არა­კომ­ფორ­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მი­ე­წო­დე­ბათ და მათი უსაფრ­თხო­ე­ბა არ არის და­ცუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press - ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: მუ­შებ­მა ჩაის პლან­ტა­ცი­ის მე­პატ­რო­ნე და მისი ცოლი დაწ­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს

ინდოეთში ჩაის პლანტაციის მუშებმა უფროსი შეჭამეს

ინდოეთის პოლიციამ ჩაის პლანტაციის მუშები დამსაქმებლის მკვლელობასა და კანიბალიზმში დაადანაშაულა.

შტატ ასამში, ჩაის პლანტაციის მუშებმა ბუნტი მოაწყვეს. დაახლოებით ათასმა მომიტინგემ პლანტაციის მეპატრონის ბუნგალოს ალყა შემოარტყა და გადაწვა. შედეგად, პლანტაციის პატრონი მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა.

"გამოძიებამ დაადასტურა, რომ მუშებმა პლანტატორი და მისი მეუღლე მოკლეს და მათი ხორცი შეჭამეს",- განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ნუმოლ მაჰატაომ. მისი თქმით, გამოძიებას ერთი მოწმე უკვე ჰყავს, რომელიც ასევე მუშაა.

პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობაში 15 ადამიანია გარეული. გამოვლენილია ბუნტის მოთავეები. ათი მათგანი დაპატიმრებულია. პარალელურად ბუნტის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, პლანტაციის მეპატრონემ საერთო საცხოვრებლიდან ათეულობით მუშა გამოასახლა. გარდა ამისა, სამი მუშა დააპატიმრეს, რამაც ბუნტი გამოიწვია. 

ასამის შტატში ჩაის პლანტაციის მუშათა სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა - ისინი არაკომფორტულ საცხოვრებელში ცხოვრობენ, სამედიცინო დახმარება, ფაქტობრივად, არ მიეწოდებათ და მათი უსაფრთხოება არ არის დაცული.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით. 

ასევე იხილეთ: მუშებმა ჩაის პლანტაციის მეპატრონე და მისი ცოლი დაწვეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა