მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ავ­ღა­ნეთ­ში ISAF-ის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს შეხ­ვდა. ქვეყ­ნის უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა მათ სი­ტყვით მი­მარ­თა და დამ­დე­გი ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა.

რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ავ­ღა­ნეთ­ში სამ­სა­ხურს ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პრე­ზი­დენ­ტმა გე­ნე­რალ პეტ­რე­უ­სის სი­ტყვე­ბიც გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სი­მა­მა­ცე­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა: "ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცე, რო­მე­ლიც მათ ყვე­ლა სხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­სა­გან გა­მო­არ­ჩევს".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის, მა­მა­ცო­ბი­სა და მხედ­რუ­ლი ვა­ლის პირ­ნათ­ლად მოხ­დის­თვის 11 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­თი - ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ავ­ღა­ნეთ­ში ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, კომ­პენ­სა­ცი­ის გარ­და, მუდ­მი­ვი პენ­სი­აც და­ე­ნიშ­ნე­ბათ.

"ამის შე­სა­ხებ მე ვა­პი­რებ, შე­ვი­ტა­ნო კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში, რომ თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რს ჰქონ­დეს პენ­სია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას­თან, ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თი­თო­ე­ულ სამ­ხედ­როს უნდა ჰქონ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და პენ­სია", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში სამსახურს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა გენერალ პეტრეუსის სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცესა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება: "ქართველ ჯარისკაცებს აქვთ განსაკუთრებული სიმამაცე, რომელიც მათ ყველა სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურისაგან გამოარჩევს".

მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, კომპენსაციის გარდა, მუდმივი პენსიაც დაენიშნებათ.

"ამის შესახებ მე ვაპირებ, შევიტანო კანონპროექტი პარლამენტში, რომ თითოეული გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრს ჰქონდეს პენსია მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამასთან, ავღანეთში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ თითოეულ სამხედროს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ანაზღაურება და პენსია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფება.

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა