პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები
ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები

სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეო, ნათ­ქვა­მია... სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცო­ტამ თუ იცო­და ტერ­მინ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, დღეს იცო­ცხლე, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გვეს­მის. პი­ო­ნე­რი, თუ არ ვცდე­ბი, ევ­რო­კო­მი­სა­რი ქეთ­რინ ეშ­ტო­ნი იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ეს სი­ტყვა.

კო­ჰა­ბი­ტა­ცია"1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე არ გვჭირ­დე­ბო­და. იმი­ტომ, რომ ეს ფრან­გუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტერ­მი­ნი ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­არ­სე­ბო­ბას იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას ეკუთ­ვნის, მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი მე­ო­რეს. აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტიც, პრე­მი­ე­რიც და სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლიც ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ კი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სენდვიჩს ჰგავს, - ზე­მოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლი" პრე­ზი­დენ­ტი, შუ­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­მი­ე­რი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა, ქვე­მოთ კი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ხით ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი". ამი­ტო­მა­ცაა, რომ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი და­ჟი­ნე­ბით მოგ­ვი­წო­დე­ბენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის­კენ. თუმ­ცა, დღეს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის კო­ჰა­ბი­ტა­ცია თა­ნა­არ­სე­ბო­ბას კი არა, უფრო ერ­თმა­ნე­თის ატა­ნას ჰგავს. მათ უბ­რა­ლოდ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არა აქვთ. სა­ა­კაშ­ვილ­მა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც რომ და­ნიშ­ნოს, ალ­ბათ, უა­რეს შე­დეგს მი­ი­ღებს, ვიდ­რე 1-ელ ოქ­ტომ­ბერს. ივა­ნიშ­ვილს კი არა ჰყავს პარ­ლა­მენ­ტში ისე­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვილს იმ­პიჩ­მენ­ტი მო­უ­წყოს. სა­ნამ ასე­თი ბა­ლან­სი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, დე­კო­ჰა­ბი­ტა­ცია არ მოხ­დე­ბა, რა მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბიც უნდა აკე­თონ ერ­თმა­ნეთ­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა და სა­ა­კაშ­ვილ­მა. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სენდვი­ჩის კომ­პო­ნენ­ტებს შო­რის ნა­ძა­ლა­დე­ვი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა კი მა­შინ და­ირ­ღვე­ვა, თუ ბა­ლან­სი რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვლე­ბა. რო­გორც წესი, წო­ნას­წო­რო­ბის მოშ­ლას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მოს­დევს ხოლ­მე.

ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ტერ­მი­ნი, სა­თა­ვეს საფ­რან­გე­თი­დან იღებს. პირ­ვე­ლად ამ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა მა­შინ შე­იქ­მნა, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლის­ტი პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა მი­ტე­რა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, პრე­მი­ე­რად გო­ლის­ტი ჟაკ ში­რა­კი და­ე­ნიშ­ნა. მომ­დევ­ნო წლებ­ში იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა უკვე რე­ზი­დენ­ტი ჟაკ ში­რა­კი, რო­მელ­მაც მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად სო­ცი­ა­ლის­ტი ლი­ო­ნელ ჟოს­პე­ნი და­ნიშ­ნა. თუმ­ცა, საფ­რან­გეთ­ში კო­ჰა­ბი­ტა­ცია ორ­ჯერ და­ირ­ღვა და პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ორ­ჯერ ჩა­ტარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები

ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები

სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია... საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტამ თუ იცოდა ტერმინ კოჰაბიტაციის მნიშვნელობა. სამაგიეროდ, დღეს იცოცხლე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვესმის. პიონერი, თუ არ ვცდები, ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი იყო, რომელმაც საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას პირველად გამოიყენა ეს სიტყვა.

კოჰაბიტაცია”1-ელ ოქტომბრამდე არ გვჭირდებოდა. იმიტომ, რომ ეს ფრანგული პოლიტიკური ტერმინი ნიშნავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანაარსებობას იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ერთ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, მთავრობის ხელმძღვანელი კი მეორეს. აქამდე საქართველოში პრეზიდენტიც, პრემიერიც და სოფლის გამგებელიც ერთი გუნდის წევრები იყვნენ. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლება სენდვიჩს ჰგავს, - ზემოთ "ნაციონალი" პრეზიდენტი, შუაში "ქართული ოცნების" პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობა, ქვემოთ კი ადგილობრივი თვითმმართველობის სახით ისევ "ნაციონალები". ამიტომაცაა, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები დაჟინებით მოგვიწოდებენ კოჰაბიტაციისკენ. თუმცა, დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის კოჰაბიტაცია თანაარსებობას კი არა, უფრო ერთმანეთის ატანას ჰგავს. მათ უბრალოდ, სხვა გამოსავალი არა აქვთ. სააკაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც რომ დანიშნოს, ალბათ, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე 1-ელ ოქტომბერს. ივანიშვილს კი არა ჰყავს პარლამენტში ისეთი უმრავლესობა, რომ სააკაშვილს იმპიჩმენტი მოუწყოს. სანამ ასეთი ბალანსი შენარჩუნდება, დეკოჰაბიტაცია არ მოხდება, რა მწვავე განცხადებებიც უნდა აკეთონ ერთმანეთზე ივანიშვილმა და სააკაშვილმა. სახელისუფლებო სენდვიჩის კომპონენტებს შორის ნაძალადევი თანაარსებობა კი მაშინ დაირღვევა, თუ ბალანსი რომელიმე მხარის სასარგებლოდ შეიცვლება. როგორც წესი, წონასწორობის მოშლას რიგგარეშე არჩევნები მოსდევს ხოლმე.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კოჰაბიტაცია, როგორც პოლიტიკური ტერმინი, სათავეს საფრანგეთიდან იღებს. პირველად ამ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მაშინ შეიქმნა, როდესაც სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი იძულებული იყო, პრემიერად გოლისტი ჟაკ შირაკი დაენიშნა. მომდევნო წლებში იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკვე რეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელმაც მთავრობის ხელმძღვანელად სოციალისტი ლიონელ ჟოსპენი დანიშნა. თუმცა, საფრანგეთში კოჰაბიტაცია ორჯერ დაირღვა და პრეზიდენტის ინიციატივით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ორჯერ ჩატარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა