25 წლის შიენა მონინი, რომელიც სილამაზის კონკურს "მის ამერიკაში" "მის პენსილვანიას" ტიტულით მონაწილეობდა, ამტკიცებს, რომ სილამაზის კონკურსი "მის ამერიკა" გაყალბებულია.
გოგონა აცხადებს, რომ 5 ფინალისტის ვინაობა შოუს დაწყებამდე იყო ცნობილი და სილამაზის კონკურსი თეატრალურ წარმოდგენას დაემსგავსა.
"მის სამყაროს" ორგანიზატორებმა მონინის ბრალდებები უარყვეს, ხოლო მისი კონკურსიდან მოხსნის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ მან კონკურსში ტრანსსექსუალი ქალების მონაწილეობა მოითხოვა. სასამართლომ მონინის სილამაზის კონკურსის ორგანიზატორების ცილისწამებისთვის 5 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.