მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობს"
"წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობს"

"წალ­კის რა­ი­ო­ნი დენ­თის კასრზეა, შე­იძ­ლე­ბა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ მოხ­დეს ეთ­ნი­კურ ან რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე, რად­გან წალ­კა­ში აჭა­რი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი მუს­ლი­მა­ნე­ბი არი­ან, ად­გი­ლობ­რი­ვი ბერ­ძნე­ბი და სომ­ხე­ბი კი - ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ყველ­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო. არ გა­მოვ­რი­ცხავ, წალ­კა­შიც იგი­ვე სცა­დონ", - მე­უბ­ნე­ბა წალ­კის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ჯე­მალ ვა­ნა­ძე:

- წალ­კა­ში წლე­ბის წინ მხო­ლოდ ერთი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი, რეხა არ­სე­ბობ­და, სა­დაც ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სკო­ლა იყო. ეკო­მიგ­რან­ტე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბამ­დე ამ სოფ­ლის გარ­და, წალ­კის რა­ი­ონ­ში ქარ­თულ სი­ტყვას ვერ გა­ი­გო­ნებ­დით. წალ­კა­ში 56 ათა­სი ბერ­ძე­ნი ცხოვ­რობ­და. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან მიგ­რა­ცია და­ი­წყო და 23 სო­ფე­ლი და­ი­ცა­ლა. შე­ვარ­დნა­ძემ წალ­კა­ში ეკო­მიგ­რან­ტე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო ზემო აჭა­რი­დან და ზემო სვა­ნე­თი­დან...

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა აჭა­რა­ში ხუ­ლოს მცხოვ­რებთ გა­ნუ­ცხა­და, - წა­მო­დით წალ­კის რა­ი­ონ­ში, იქ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, სახ­ლე­ბი და მი­წე­ბი გექ­ნე­ბა­თო. ამის შემ­დეგ აჭა­რი­დან ხალ­ხის უზარ­მა­ზა­რი ნა­კა­დი მო­ა­წყდა წალ­კას, მაგ­რამ არც მი­წე­ბი დახ­ვდათ და არც სახ­ლე­ბი. ნა­ხე­ვა­რი უკან მიტ­რი­ალ­და, ზოგ­მა წალ­კა­ში იქი­რა­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ზოგ­მა და­კე­ტი­ლი სახ­ლი გა­ტე­ხა და შე­ვი­და, ზო­გიც ძველ პატ­რონს შე­უ­თან­ხმდა და ისე და­სახ­ლდა მის სახ­ლში. ამას წი­ნათ სო­ფელ ავ­რა­ლო­ში 34 ოჯა­ხი მი­ლი­ო­ნერ­მა ბერ­ძენ­მა, ნი­კო­ლაი აზ­ნა­უ­როვ­მა გა­მო­ა­სახ­ლა. მას ჰქონ­და რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბა სახ­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბის­გან და აჭა­რი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ღია ცის ქვეშ და­ტო­ვა.

წალ­კის რა­ი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფომ 600 სახ­ლი შე­ის­ყი­და, მაგ­რამ 1300-მდე ოჯა­ხი მა­ინც სახ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. მა­თაც, ვი­საც სახ­ლე­ბი შე­უს­ყი­დეს, მი­წე­ბი დღემ­დე არა აქვთ.

2004-დან 2008 წლამ­დე წალ­კის გამ­გე­ბე­ლი მი­ხე­ილ ცქი­ტიშ­ვი­ლი იყო. 2008-დან 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე - რე­ვაზ შავ­ლო­ხაშ­ვი­ლი. არ­ჩევ­ნე­ბის მერე ისევ ცქი­ტიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ 1 თვის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­დამ­დგა­რი­ყო, რად­გან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რა­ი­ო­ნუ­ლი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გამ­გე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ამო­ი­ღო. დღეს წალ­კის გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 17 კან­დი­და­ტი აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას.

წალ­კა­ში ასე­თი ანეკ­დო­ტი გავ­რცელ­და, - წალ­კა­ში მხო­ლოდ კარ­ტო­ფი­ლი და ცქი­ტიშ­ვი­ლი ხა­რობ­სო. ცქი­ტიშ­ვი­ლი ცალ-ცალი კა­ლო­შით ჩა­მო­ვი­და ზეს­ტა­ფო­ნი­დან, მაგ­რამ იმ­დე­ნი და­აგ­რო­ვა, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში იყი­და აპარ­ტა­მენ­ტე­ბი. კარ­გი მან­ქა­ნით და­დის. 30 ჰა მი­წაც აქვს. რა­ი­ო­ნის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი და სას­ტუმ­რო და­ი­სა­კუთ­რა, თუმ­ცა მისი გვა­რი არ­სად ფი­გუ­რი­რებს. წყალ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ზღვა­ზე სამ­ჯერ დი­დია, ცქი­ტიშ­ვი­ლის არ არის, მაგ­რამ ის აკონ­ტრო­ლებს. ცქი­ტიშ­ვი­ლის და საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­რო­სია. მისი სიძე გა­ნა­გებს მი­წის მარ­თვის სამ­მარ­თვე­ლოს. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მა­ჩი­ტი­ძე მისი სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გო­ბა­რია(!).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობს"

"წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობს"

"წალკის რაიონი დენთის კასრზეა, შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე, რადგან წალკაში აჭარიდან ჩამოსახლებულები მუსლიმანები არიან, ადგილობრივი ბერძნები და სომხები კი - ქრისტიანები. ბოლოდროინდელი რელიგიური დაპირისპირება ყველგან "ნაციონალების" ინსპირირებული იყო. არ გამოვრიცხავ, წალკაშიც იგივე სცადონ", - მეუბნება წალკის საკრებულოს წევრი ჯემალ ვანაძე:

- წალკაში წლების წინ მხოლოდ ერთი ქართული სოფელი, რეხა არსებობდა, სადაც ერთადერთი ქართული სკოლა იყო. ეკომიგრანტების ჩამოსახლებამდე ამ სოფლის გარდა, წალკის რაიონში ქართულ სიტყვას ვერ გაიგონებდით. წალკაში 56 ათასი ბერძენი ცხოვრობდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან მიგრაცია დაიწყო და 23 სოფელი დაიცალა. შევარდნაძემ წალკაში ეკომიგრანტების ჩამოსახლება დაიწყო ზემო აჭარიდან და ზემო სვანეთიდან...

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილმა აჭარაში ხულოს მცხოვრებთ განუცხადა, - წამოდით წალკის რაიონში, იქ გაცილებით უკეთესი პირობები, სახლები და მიწები გექნებათო. ამის შემდეგ აჭარიდან ხალხის უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა წალკას, მაგრამ არც მიწები დახვდათ და არც სახლები. ნახევარი უკან მიტრიალდა, ზოგმა წალკაში იქირავა საცხოვრებელი, ზოგმა დაკეტილი სახლი გატეხა და შევიდა, ზოგიც ძველ პატრონს შეუთანხმდა და ისე დასახლდა მის სახლში. ამას წინათ სოფელ ავრალოში 34 ოჯახი მილიონერმა ბერძენმა, ნიკოლაი აზნაუროვმა გამოასახლა. მას ჰქონდა რწმუნებულება სახლების პატრონებისგან და აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახები ღია ცის ქვეშ დატოვა.

წალკის რაიონში სახელმწიფომ 600 სახლი შეისყიდა, მაგრამ 1300-მდე ოჯახი მაინც სახლის გარეშე დარჩა. მათაც, ვისაც სახლები შეუსყიდეს, მიწები დღემდე არა აქვთ.

2004-დან 2008 წლამდე წალკის გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილი იყო. 2008-დან 2012 წლის არჩევნებამდე - რევაზ შავლოხაშვილი. არჩევნების მერე ისევ ცქიტიშვილი დაინიშნა, მაგრამ 1 თვის შემდეგ იძულებული გახდა, გადამდგარიყო, რადგან, "ქართული ოცნების" რაიონული შტაბის განცხადების საფუძველზე, გამგეობის ფინანსური დოკუმენტაცია ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო. დღეს წალკის გამგებლის თანამდებობაზე 17 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.

წალკაში ასეთი ანეკდოტი გავრცელდა, - წალკაში მხოლოდ კარტოფილი და ცქიტიშვილი ხარობსო. ცქიტიშვილი ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა ზესტაფონიდან, მაგრამ იმდენი დააგროვა, რომ საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში იყიდა აპარტამენტები. კარგი მანქანით დადის. 30 ჰა მიწაც აქვს. რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო შენობები, მაღაზიები და სასტუმრო დაისაკუთრა, თუმცა მისი გვარი არსად ფიგურირებს. წყალსაცავი, რომელიც თბილისის ზღვაზე სამჯერ დიდია, ცქიტიშვილის არ არის, მაგრამ ის აკონტროლებს. ცქიტიშვილის და საკრებულოს აპარატის უფროსია. მისი სიძე განაგებს მიწის მართვის სამმართველოს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე მისი სტუდენტობის დროინდელი მეგობარია(!).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"