"ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ.
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" წელს პირველად გამოიყენა საკუთარი უფლება და შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე საქართველოს წარმომადგენლები დაასახელა.
ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი სასცენო გამოცდილებისა და ხმის ტემბრის გათვალისწინებით შეირჩნენ. მომღერლებს სოლო კარიერა აქვთ, თუმცა ისინი კონკურსზე დუეტის სახით წარდგებიან.
"ევროვიზია 2013" მაისში შვედეთში, ქალაქ მალმიოში გაიმართება.
იხილეთ ვიდეო: "ევროვიზია 2013"-ზე საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ