პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...
ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე "სტე­პა­ნი­ჩი", იგი­ვე "ლე­ვო­ნი", ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბიძა (დე­დის ძმა) გახ­ლავთ. ცოტა ხნის წინ "სტე­პა­ნი­ჩი" და­ი­ჭი­რეს. ეს ფაქ­ტი მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო უდე­ში (ვა­ნოს მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი), რად­გან, რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას" ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის რე­ინ­ჯე­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­ცი­ხეს თა­ვი­სი იმ­პე­რა­ტო­რი ჰყავ­და, რომ­ლის გა­რე­შეც ქე­ი­ფი არ იმარ­თე­ბო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ იკ­რძა­ლე­ბო­და, ქალი არ მშო­ბი­ა­რობ­და და ჩი­ტიც კი არ დაფ­რი­ნავ­და ცაში.

"სტე­პა­ნი­ჩი" შპს "ტაოს" მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც ხე­ტყის მო­პო­ვე­ბა, პუ­რის ცხო­ბა, სამ­შე­ნებ­ლო და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2007 წლი­დან დღემ­დე "ტაოს" მიერ უკა­ნო­ნოდ გა­ი­ჩე­ხა და გა­ნად­გურ­და ტყის დიდი მა­სი­ვე­ბი ადი­გენ­ში. სქე­მა კი ასე­თი იყო: ხე­ტყის შეს­ყიდ­ვა ვი­თომ ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ხდე­ბო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი აზ­რზეც არ იყ­ვნენ, რა ხე­ტყე იყი­და მათ­გან "სტე­პა­ნიჩ­მა". მე­ტიც, 33 და­კი­თხუ­ლი­დან არც ერთს არა­სო­დეს მი­უ­ყი­დია ხე­ტყე შპს "ტა­ოს­თვის". რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით შეს­ყიდ­ვის დო­კუ­მენ­ტებ­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც კი თუ­მა­ნიშ­ვილ­მა რე­ინ­ჯე­რე­ბის მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, მათ­ზე ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა და­ი­წყო.

"სტე­პა­ნიჩ­მა" მი­თხრა, პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბო­ზო­ბაა, იცო­დე, შენს შვილს სკო­ლა­ში ბო­ზის შვილს და­უ­ძა­ხე­ბე­ნო. რა­ტომ უნდა იყოს ჩემი შვი­ლი ბო­ზის შვი­ლი?" - ასე­თია ერთ-ერთი რე­ინ­ჯე­რის, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა. ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და სხვა მოწ­მე­ებ­ზეც. 15 დე­კემ­ბერს "სტე­პა­ნი­ჩი" წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მო­ა­თავ­სეს. 16 დე­კემ­ბერს კი "სი­მუ­ლა­ცია გა­ი­თა­მა­შა" (ასე შე­ა­ფა­სეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი საქ­ცი­ე­ლი) - გულყრა და­ე­მარ­თა, რის შემ­დე­გაც სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ კი დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და და დად­გინ­და, რომ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენს არ ექ­ნე­ბა ისე­თი ჯან­მრთე­ლი გული, რო­გო­რიც ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვილს თა­ვის ასაკ­ში. ამის შემ­დეგ საღ-სა­ლა­მა­თი და რა­ტომ­ღაც კარგ გუ­ნე­ბა­ზე მყო­ფი "სტე­პა­ნი­ჩი" ისევ ახალ­ცი­ხე­ში გა­და­აბ­რძა­ნეს. მა­ლე­ვე მისი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზიც გა­ირ­კვა - სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და "სტე­პა­ნი­ჩი" 18 დე­კემ­ბერს გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გივი პა­პუ­აშ­ვი­ლი (სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რი):

- და­კი­თხუ­ლი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არა­ვი­თა­რი ხე­ტყე არ მი­უ­ყი­დი­ათ "ტა­ოს­თვის". შე­სა­ბა­მი­სად, დო­კუ­მენ­ტებ­ზე არ არის მათი ხელ­მო­წე­რა. დავ­კი­თხეთ შპს "ტაოს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ბუ­ღალ­ტე­რიც. ჩა­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს დო­კუ­მენ­ტე­ბის სი­ყალ­ბეს. ამ ეტაპ­ზე კი, რო­დე­საც 33 კაცი გა­ი­ძა­ხის, არ არის ჩემი ხელ­მო­წე­რა და ხე­ტყე არ გა­მი­ყი­დი­აო, გა­მო­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა აქვს, არ გა­ი­ზი­ა­როს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც და­ი­დე­ბა!

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

ვინ არის იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

ლევან თუმანიშვილი, იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი", ვანო მერაბიშვილის ბიძა (დედის ძმა) გახლავთ. ცოტა ხნის წინ "სტეპანიჩი" დაიჭირეს. ეს ფაქტი მეხის გავარდნასავით იყო უდეში (ვანოს მშობლიური სოფელი), რადგან, როგორც "კვირის პალიტრას" ადიგენის რაიონის რეინჯერებმა განუცხადეს, ახალციხეს თავისი იმპერატორი ჰყავდა, რომლის გარეშეც ქეიფი არ იმართებოდა, მიცვალებული არ იკრძალებოდა, ქალი არ მშობიარობდა და ჩიტიც კი არ დაფრინავდა ცაში.

"სტეპანიჩი" შპს "ტაოს" მფლობელი გახლდათ, რომლის საქმიანობაც ხეტყის მოპოვება, პურის ცხობა, სამშენებლო და სხვა სამუშაოები იყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე "ტაოს" მიერ უკანონოდ გაიჩეხა და განადგურდა ტყის დიდი მასივები ადიგენში. სქემა კი ასეთი იყო: ხეტყის შესყიდვა ვითომ ლიცენზიის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისგან ხდებოდა. სინამდვილეში, ისინი აზრზეც არ იყვნენ, რა ხეტყე იყიდა მათგან "სტეპანიჩმა". მეტიც, 33 დაკითხულიდან არც ერთს არასოდეს მიუყიდია ხეტყე შპს "ტაოსთვის". რაც მთავარია, გამოძიების ვერსიით შესყიდვის დოკუმენტებზე ხელმოწერები გაყალბებული იყო.

როგორც კი თუმანიშვილმა რეინჯერების მოწმის სახით დაკითხვის ამბავი შეიტყო, მათზე ზეწოლა და მუქარა დაიწყო.

"სტეპანიჩმა" მითხრა, პოლიციასთან თანამშრომლობა ბოზობაა, იცოდე, შენს შვილს სკოლაში ბოზის შვილს დაუძახებენო. რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ბოზის შვილი?" - ასეთია ერთ-ერთი რეინჯერის, ვეფხია ბაქრაძის განცხადება. ზეწოლის ფაქტები გამოვლინდა სხვა მოწმეებზეც. 15 დეკემბერს "სტეპანიჩი" წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 16 დეკემბერს კი "სიმულაცია გაითამაშა" (ასე შეაფასეს სამართალდამცავებმა მისი საქციელი) - გულყრა დაემართა, რის შემდეგაც სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. იქ კი დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს არ ექნება ისეთი ჯანმრთელი გული, როგორიც ლევან თუმანიშვილს თავის ასაკში. ამის შემდეგ საღ-სალამათი და რატომღაც კარგ გუნებაზე მყოფი "სტეპანიჩი" ისევ ახალციხეში გადააბრძანეს. მალევე მისი გამხიარულების მიზეზიც გაირკვა - სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "სტეპანიჩი" 18 დეკემბერს გირაოთი გაათავისუფლეს.

გივი პაპუაშვილი (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურორი):

- დაკითხული პირები აცხადებენ, რომ არავითარი ხეტყე არ მიუყიდიათ "ტაოსთვის". შესაბამისად, დოკუმენტებზე არ არის მათი ხელმოწერა. დავკითხეთ შპს "ტაოს" ხელმძღვანელობა და ბუღალტერიც. ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტების სიყალბეს. ამ ეტაპზე კი, როდესაც 33 კაცი გაიძახის, არ არის ჩემი ხელმოწერა და ხეტყე არ გამიყიდიაო, გამოძიებას არანაირი საფუძველი არა აქვს, არ გაიზიაროს მოწმეთა ჩვენება. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზა ჩატარდება და მტკიცებულებაც დაიდება!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ