ციმბირში, ნოვოსიბირსკის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. -41 გრადუს ყინვაში ადუღებული წყლით სავსე ქვაბი აივანზე გაიტანა და მერვე სართულიდან გადმოასხა. წყალი იმწამსვე გაიყინა და მიწაზე ფიფქებად დაეშვა.
წელს რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა. გაუსაძლისმა ყინვებმა ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა.