მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს
"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო ერთ-ერთი სა­ელ­ჩოს საპ­რო­ტეს­ტო ნოტა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა არა­ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი აი­ძუ­ლა, მის­თვის 10 ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ძე­ნა... რო­გორც გა­ირ­კვა, საპ­რო­ტეს­ტო ნოტა თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო­დან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სამ­ხი­ლებ­ლად გა­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­ი­და­ნაც ის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცეს. ნო­ტა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თურ­ქი ად­ნარ აქი­ა­რია. ვე­სა­უბ­რეთ მის ქარ­თველ ად­ვო­კატს შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძეს:

- ად­ნარ აქი­ა­რი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ა­არ­სა გა­დამ­ზი­და­ვი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია და ძა­ლი­ან კარ­გა­დაც აა­წყო საქ­მე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი. სწო­რედ მისი და­ვა­ლე­ბით და­უ­რე­კეს ად­ნარ­სა და მის პარტნი­ორს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ თუ სურ­დათ, საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ცი­ის­თვის პა­ტი­ვი უნდა ეცათ - ავ­ტო­მო­ბი­ლი უნდა ეყი­დათ. "რა გა­ე­წყო­ბო­და, წა­ვე­დი "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრში. თან 60 000 დო­ლა­რი მქონ­და. სა­ნამ მან­ქა­ნის სა­ბუ­თებს აფორ­მებ­დნენ, გა­რეთ გა­მო­ვე­დი სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად. უცებ ვხე­დავ, ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სად­გო­მის რკი­ნის კარი გა­ი­ღო და ათი ჯიპი გა­ვი­და. ვი­ფიქ­რე, რომ ჩემ­სა­ვით კი­დევ ვი­ღა­ცას აი­ძუ­ლეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა. შიგ­ნით რომ შევ­ბრუნ­დი და სა­ბუ­თებს დავ­ხე­დე, გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და - ან­გა­რი­ში გა­მო­წე­რი­ლი იყო ათ ავ­ტო­მო­ბილ­ზე და 900 000 დო­ლარ­ზე მეტი მქონ­და გა­და­სახ­დე­ლი.

დი­რექ­ტო­რი თა­ვა­ზი­ა­ნად მიხ­სნი­და, მი­თხრეს, რომ თქვენ ათი ავ­ტო­მო­ბი­ლი უნდა შე­გე­ძი­ნა­თო. გავ­გიჟ­დი, ფუ­ლიც არ მაქვს, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი? არა უშავს, ფულს მე­რეც მო­ი­ტან­თო", - იხ­სე­ნებს ად­ნა­რი. გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იყო, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ამ კა­ცის სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მე­ბი­ნეს და ცხა­დია, სა­ბუ­თე­ბიც მას აქვს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ძარ­ცულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, შო­უ­ბიზ­ნე­სის რო­მე­ლი­ღაც წარ­მო­მად­გე­ნელს რო­გორ გა­დას­ცეს მისი ნა­ყი­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ჩუქ­რად. მოკ­ლედ, ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ჩუქ­რად და­რიგ­და. დღეს მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა და პატ­რონ­თა ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს

"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს

არჩილ კბილაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ მიიღო ერთ-ერთი საელჩოს საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა არაქართველი ბიზნესმენი აიძულა, მისთვის 10 ძვირად ღირებული ავტომობილი შეეძენა... როგორც გაირკვა, საპროტესტო ნოტა თურქეთის საელჩოდან დავით კეზერაშვილის სამხილებლად გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც ის მთავარ პროკურატურას გადასცეს. ნოტაში მითითებული დაზარალებული ბიზნესმენი თურქი ადნარ აქიარია. ვესაუბრეთ მის ქართველ ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს:

- ადნარ აქიარი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დააარსა გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანია და ძალიან კარგადაც ააწყო საქმე. იმ პერიოდში საფინანსო პოლიციის უფროსად დაინიშნა დავით კეზერაშვილი. სწორედ მისი დავალებით დაურეკეს ადნარსა და მის პარტნიორს და განუმარტეს, რომ თუ სურდათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ, საფინანსო პოლიციისთვის პატივი უნდა ეცათ - ავტომობილი უნდა ეყიდათ. "რა გაეწყობოდა, წავედი "ტოიოტას" ცენტრში. თან 60 000 დოლარი მქონდა. სანამ მანქანის საბუთებს აფორმებდნენ, გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად. უცებ ვხედავ, ახალი ავტომობილების სადგომის რკინის კარი გაიღო და ათი ჯიპი გავიდა. ვიფიქრე, რომ ჩემსავით კიდევ ვიღაცას აიძულეს ფინანსური პოლიციის პატივისცემა. შიგნით რომ შევბრუნდი და საბუთებს დავხედე, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა - ანგარიში გამოწერილი იყო ათ ავტომობილზე და 900 000 დოლარზე მეტი მქონდა გადასახდელი.

დირექტორი თავაზიანად მიხსნიდა, მითხრეს, რომ თქვენ ათი ავტომობილი უნდა შეგეძინათო. გავგიჟდი, ფულიც არ მაქვს, ეს როგორ შეიძლება-მეთქი? არა უშავს, ფულს მერეც მოიტანთო", - იხსენებს ადნარი. გამომძალველების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ავტომობილები ამ კაცის სახელზე გააფორმებინეს და ცხადია, საბუთებიც მას აქვს. მოგვიანებით გაძარცულმა ბიზნესმენმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავისი თვალით ნახა, შოუბიზნესის რომელიღაც წარმომადგენელს როგორ გადასცეს მისი ნაყიდი ავტომობილი საჩუქრად. მოკლედ, ყველა ავტომობილი საჩუქრად დარიგდა. დღეს მათი ადგილსამყოფელისა და პატრონთა ვინაობის დადგენა შესაძლებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა