მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"
მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"

ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი არც ისე დიდი ხა­ნია, ტრი­ლერ "მე­გა­ზე­თე­ში" გა­მოჩ­ნდა. მა­კკო­ნა­ჰის გმი­რი უორდ ჯე­იმ­სი, "მა­ი­ა­მი ტა­იმ­სის" რე­პორ­ტი­ო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მედ გა­და­იქ­ცე­ვა. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის მერე ათ­ლე­ტურ­მა მსა­ხი­ობ­მა 30 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო ახა­ლი რო­ლის­თვის - მისი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი შიდსი­ა­ნი მა­მა­კა­ცია.

მა­კკო­ნა­ჰის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში აქვს. რა ხა­ნია, მო­დელ კა­მი­ლა ალ­ვეს­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი ჰყავს და მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბას ელო­დე­ბი­ან.

სა­ინ­ტე­რე­სო მისი ცხოვ­რე­ბი­დან კი­დევ ის არის, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რო­ში მე­გო­ბარ­მა სან­დრა ბა­ლოკ­მა შე­იყ­ვა­ნა.

"დავ­თან­ხმდი ამ როლ­ზე, რომ მეტი გა­მე­გო თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ"

- რით და­გა­ინ­ტე­რე­სათ ახალ­მა პრო­ექ­ტმა "მე­გა­ზე­თემ", ნუთუ "ბა­რი­კა­დე­ბის მე­ო­რე მხა­რეს" აღ­მო­ჩე­ნის პერ­სპექ­ტი­ვამ მოგ­ხიბ­ლათ?

- მარ­თლაც ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი გა­მე­გო, რო­გორ არის აგე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა შიგ­ნი­დან. ხან­და­ხან სტა­ტი­ას კი­თხუ­ლობ და სა­კუ­თარ თავს ეკი­თხე­ბი: "რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ასე­თი ამ­ბის ამო­ქექ­ვა?" ხან­და­ხან ხომ მარ­თლაც თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ნამ­დვილ გა­მო­ძი­ე­ბას ატა­რებს. დავ­თან­ხმდი ამ როლ­ზე, რომ მეტი გა­მე­გო თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

- არას­დროს გაგ­ჩე­ნი­ათ სურ­ვი­ლი, ეს პრო­ფე­სია აგერ­ჩი­ათ?

- ვინ იცის, მსა­ხი­ო­ბი რომ არ გავმხდა­რი­ყა­ვი, იქ­ნებ რე­პორ­ტი­ო­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვგიჟ­დე­ბი წე­რა­ზე! სხვა­თა შო­რის, ჩვენს სპე­ცი­ა­ლო­ბებს ბევ­რი აქვს სა­ერ­თო: კი­თხუ­ლობ სცე­ნარს, მერე ცო­ტა­თი ცვლი მას, სწორ სი­ტყვებს ეძებ... გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რად გრძნობ ამ მსგავ­სე­ბას, როცა თვი­თონ ხარ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი.

- ყვი­თე­ლი პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ? თქვენ შე­სა­ხებ იმ­დენს ჭო­რა­ო­ბენ...

- ჰო, ვიცი (იცი­ნის). სა­ერ­თო ჯამ­ში, არ ვწუ­წუ­ნებ. რა თქმა უნდა, ხან­და­ხან სრულ ბოდ­ვას იგო­ნე­ბენ. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, თუ ძა­ლი­ან სა­ძა­გე­ლი რა­მე­ე­ბი არ არის, არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი, მო­ი­გო­ნონ ჭო­რე­ბი. სა­ჯა­რო ადა­მი­ა­ნი ვარ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად მეს­მის, რომ ჩემ­ზე მე­ტის გა­გე­ბა სურთ, ვიდ­რე მე მსურს მოვ­ყვე. მაგ­რამ სამ­ყა­რო­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც არის!

- რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი უფრო მოგ­წონთ, დრა­მა­ტუ­ლი თუ კო­მე­დი­უ­რი?

- ორი­ვე. სა­სა­ცი­ლო ფილ­მე­ბი მსა­ხი­ო­ბის­გან მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ითხოვს: ყო­ველ წუთს უნდა გა­არ­თო ხალ­ხი. ეს კი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ბო­ე­ვიკ­ში მა­გა­რი ბი­ჭის თა­მა­ში. კო­მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ბა­ლან­სის პოვ­ნა. ერთი მხრივ - სიმ­სუ­ბუ­ქე უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, რად­გან, თუ მე­ტის­მე­ტად ღრმად და­ი­წყებ თხრას, თვი­თო­ნაც ჩა­ი­ძი­რე­ბი და მთელ ფილ­მსაც ჩა­ი­ყო­ლებ ფსკერ­ზე. მე­ო­რე მხრივ, თუ გმირს კა­რი­კა­ტუ­რულს არ შექ­მნი, სხვა­ნა­ი­რად მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ვერ თა­ნა­უგ­რძნობს. აი, ექ­შე­ნის გა­ფუ­ჭე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, იქ არ არის ასე­თი სა­თუ­თი მო­მენ­ტე­ბი. არა­ვინ გე­ტყვის, მა­გა­ლი­თად, "მე­ტის­მე­ტად ძლი­ე­რად ნუ და­არ­ტყამ. გა­ა­კე­თე ეს უფრო ნა­ზად".

"რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი წარ­სულ­ში დარ­ჩა"

- ბევ­რი გო­გო­ნა დღემ­დე გუ­ლის ფან­ცქა­ლით იხ­სე­ნებს თქვენს და­კუნ­თულ სხე­ულს ფილმში "სუ­პერ მა­ი­კი", რო­მელ­შიც სტრიპ­ტი­ზი­ო­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ. აღი­ა­რეთ, ალ­ბათ გაძ­ლი­ე­რე­ბით ვარ­ჯი­შობ­დით გა­და­ღე­ბე­ბამ­დე?

- რო­გორც წესი, რო­დე­საც ეკ­რან­ზე კუნ­თე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მი­წევს, ყო­ველ­დღე და­ახ­ლო­ე­ბით 200 აზიდ­ვას ვა­კე­თებ. ერ­თბა­შად კი არა, როცა დრო მაქვს. და­ვუშ­ვათ, 50 სა­უზ­მის მერე, 50 - სა­დი­ლო­ბის მერე, კი­დევ 20 - როცა ტე­ლე­ფონ­ზე ვლა­პა­რა­კობ და ა.შ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არ მაქვს. რომ არ მომ­ბეზ­რდეს, ყო­ველ ჯერ­ზე ახალ ვარ­ჯი­შებს ვი­გო­ნებ. დღეს თუ სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ვარ, ხვალ დავ­რბი­ვარ, ზეგ - კლუბ­ში ვცეკ­ვავ.

- გა­მო­დის, წვე­უ­ლე­ბე­ბიც თქვენ­თვის ვარ­ჯი­შის სა­ხეს­ხვა­ო­ბაა?

- რა­ტო­მაც არა? მა­გა­ლი­თად, გუ­შინ მთლად სვე­ლი ვი­ყა­ვი - დი­ლის ოთხ სა­ა­თამ­დე ვხა­ლი­სობ­დით. ამ­ქვეყ­ნად ბლო­მად არის ისე­თი ღა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას რომ იმ­სა­ხუ­რებს. მახ­სოვს, ჯერ ცოტა დავ­ლი­ეთ, მერე კი, კო­ლე­გე­ბის თქმით, და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრა მო­მინ­დო­მე­ბია და არ გა­მიშ­ვეს. ასე რომ, დღეს ჩემი ინ­ტერ­ვიუ ნა­ბა­ხუ­სევ­ზეა (იცი­ნის). სა­მა­გი­ე­როდ, სა­სარ­გებ­ლო სა­სი­ა­მოვ­ნოს შე­ვუ­თავ­სე - გა­ვერ­თე კი­დეც და თან ვი­ვარ­ჯი­შე.

- გო­გო­ნე­ბი ალ­ბათ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, თქვენ რომ სა­ცეკ­ვაო მო­ე­დან­ზე გი­ხი­ლეს!

- ვერ ვი­ტყო­დი. სულ ორ­ჯერ მთხო­ვეს ავ­ტოგ­რა­ფი, მაგ­რამ სუ­ლაც არ მწყინს. ახლა ცო­ლი­ა­ნი კაცი ვარ, ასე რომ, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი წარ­სულ­ში დარ­ჩა.

- სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა და გი­ლო­ცავთ, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბით. ამ ზა­ფხულს კა­მი­ლა ალ­ვეს­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნეთ...

- დიახ, ვი­ფიქ­რეთ, რომ აღარ იყო სა­ჭი­რო ლო­დი­ნი. ამა­ზე უფრო ძლი­ერ­ად სიყ­ვა­რუ­ლი, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. სხვე­ბის­გან მეს­მო­და ხოლ­მე, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი 180 გრა­დუ­სით იც­ვლე­ბა. ჩემ­თან ასე არ მოხ­და. ყვე­ლა­ფერს ისევ ისე ვა­კე­თებ, რო­გორც ადრე. არა­ფე­რი გა­მი­ღია მსხვერ­პლად, პი­რი­ქით, შე­ვი­ძი­ნე. ახლა მყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც ვზრუ­ნავ. ეს უდი­დე­სი და სა­სი­ა­მოვ­ნო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხა თქვენ­მა ცოლ­მა ასე­თი პლე­ი­ბო­ის მორ­ჯუ­ლე­ბა?

- ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ვუ­თხა­რი სა­კუ­თარ თავს: მორ­ჩა, აღარ მინ­და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მინ­და სტა­ბი­ლუ­რო­ბა. და მა­შინ გა­მოჩ­ნდა კა­მი­ლა. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს: გვიყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა, ერ­თად ვუს­მენთ ბრა­ზი­ლი­ურ მუ­სი­კას... ჩვენ იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი ვართ!

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"

მეთიუ მაკკონაჰი: "მე და ჩემი ცოლი იდეალური წყვილი ვართ!"

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მეთიუ მაკკონაჰი არც ისე დიდი ხანია, ტრილერ "მეგაზეთეში" გამოჩნდა. მაკკონაჰის გმირი უორდ ჯეიმსი, "მაიამი ტაიმსის" რეპორტიორი, ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმედ გადაიქცევა. ამ ფილმის გადაღებების მერე ათლეტურმა მსახიობმა 30 კილოგრამი დაიკლო ახალი როლისთვის - მისი ახალი პერსონაჟი შიდსიანი მამაკაცია.

მაკკონაჰის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი წესრიგში აქვს. რა ხანია, მოდელ კამილა ალვესზეა დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს და მესამე შვილის დაბადებას ელოდებიან.

საინტერესო მისი ცხოვრებიდან კიდევ ის არის, რომ შოუბიზნესის სამყაროში მეგობარმა სანდრა ბალოკმა შეიყვანა.

"დავთანხმდი ამ როლზე, რომ მეტი გამეგო თქვენი საქმიანობის შესახებ"

- რით დაგაინტერესათ ახალმა პროექტმა "მეგაზეთემ", ნუთუ "ბარიკადების მეორე მხარეს" აღმოჩენის პერსპექტივამ მოგხიბლათ?

- მართლაც ყოველთვის ვოცნებობდი გამეგო, როგორ არის აგებული ჟურნალისტიკა შიგნიდან. ხანდახან სტატიას კითხულობ და საკუთარ თავს ეკითხები: "როგორ მოახერხეს ასეთი ამბის ამოქექვა?" ხანდახან ხომ მართლაც თვალსაჩინოა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ნამდვილ გამოძიებას ატარებს. დავთანხმდი ამ როლზე, რომ მეტი გამეგო თქვენი საქმიანობის შესახებ.

- არასდროს გაგჩენიათ სურვილი, ეს პროფესია აგერჩიათ?

- ვინ იცის, მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, იქნებ რეპორტიორი გამოვსულიყავი. ვგიჟდები წერაზე! სხვათა შორის, ჩვენს სპეციალობებს ბევრი აქვს საერთო: კითხულობ სცენარს, მერე ცოტათი ცვლი მას, სწორ სიტყვებს ეძებ... განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ ამ მსგავსებას, როცა თვითონ ხარ ფილმის პროდიუსერი.

- ყვითელი პრესის წარმომადგენლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თქვენ შესახებ იმდენს ჭორაობენ...

- ჰო, ვიცი (იცინის). საერთო ჯამში, არ ვწუწუნებ. რა თქმა უნდა, ხანდახან სრულ ბოდვას იგონებენ. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ძალიან საძაგელი რამეები არ არის, არ ვარ წინააღმდეგი, მოიგონონ ჭორები. საჯარო ადამიანი ვარ და შესანიშნავად მესმის, რომ ჩემზე მეტის გაგება სურთ, ვიდრე მე მსურს მოვყვე. მაგრამ სამყაროში გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემებიც არის!

- როგორი პერსონაჟები უფრო მოგწონთ, დრამატული თუ კომედიური?

- ორივე. სასაცილო ფილმები მსა­ხიობისგან მეტ პასუხისმგებლობას მო­ითხოვს: ყოველ წუთს უნდა გაართო ხალხი. ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე, მაგალითად, ბოევიკში მაგარი ბიჭის თამაში. კომედიაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა. ერთი მხრივ - სიმსუბუქე უნდა შეინარჩუნო, რადგან, თუ მეტისმეტად ღრმად დაიწყებ თხრას, თვითონაც ჩაიძირები და მთელ ფილმსაც ჩაიყოლებ ფსკერზე. მეორე მხრივ, თუ გმირს კარიკატურულს არ შექმნი, სხვანაირად მაყურებელი მას ვერ თანაუგრძნობს. აი, ექშენის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, იქ არ არის ასეთი სათუთი მომენტები. არავინ გეტყვის, მაგალითად, "მეტისმეტად ძლიერად ნუ დაარტყამ. გააკეთე ეს უფრო ნაზად".

"რომანტიკული თავგადასავლები წარსულში დარჩა"

- ბევრი გოგონა დღემდე გულის ფანცქალით იხსენებს თქვენს დაკუნთულ სხეულს ფილმში "სუპერ მაიკი", რომელშიც სტრიპტიზიორი განასახიერეთ. აღიარეთ, ალბათ გაძლიერებით ვარჯიშობდით გადაღებებამდე?

- როგორც წესი, როდესაც ეკრანზე კუნთების დემონსტრირება მიწევს, ყოველდღე დაახლოებით 200 აზიდვას ვაკეთებ. ერთბაშად კი არა, როცა დრო მაქვს. დავუშვათ, 50 საუზმის მერე, 50 - სადილობის მერე, კიდევ 20 - როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ და ა.შ. განსაკუთრებული პროგრამა არ მაქვს. რომ არ მომბეზრდეს, ყოველ ჯერზე ახალ ვარჯიშებს ვიგონებ. დღეს თუ სპორტულ დარბაზში ვარ, ხვალ დავრბივარ, ზეგ - კლუბში ვცეკვავ.

- გამოდის, წვეულებებიც თქვენთვის ვარჯიშის სახესხვაობაა?

- რატომაც არა? მაგალითად, გუშინ მთლად სველი ვიყავი - დილის ოთხ საათამდე ვხალისობდით. ამქვეყნად ბლომად არის ისეთი ღამის დაწესებულება, ყურადღებას რომ იმსახურებს. მახსოვს, ჯერ ცოტა დავლიეთ, მერე კი, კოლეგების თქმით, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა მომინდომებია და არ გამიშვეს. ასე რომ, დღეს ჩემი ინტერვიუ ნაბახუსევზეა (იცინის). სამაგიეროდ, სასარგებლო სასიამოვნოს შევუთავსე - გავერთე კიდეც და თან ვივარჯიშე.

- გოგონები ალბათ ბედნიერები იყვნენ, თქვენ რომ საცეკვაო მოედანზე გიხილეს!

- ვერ ვიტყოდი. სულ ორჯერ მთხოვეს ავტოგრაფი, მაგრამ სულაც არ მწყინს. ახლა ცოლიანი კაცი ვარ, ასე რომ, რომანტიკული თავგადასავლები წარსულში დარჩა.

- სიტყვამ მოიტანა და გილოცავთ, თუმცა დაგვიანებით. ამ ზაფხულს კამილა ალვესზე ოფიციალურად იქორწინეთ...

- დიახ, ვიფიქრეთ, რომ აღარ იყო საჭირო ლოდინი. ამაზე უფრო ძლიერ­ად სიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვებისგან მესმოდა ხოლმე, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი 180 გრადუსით იცვლება. ჩემთან ასე არ მოხდა. ყველაფერს ისევ ისე ვაკეთებ, როგორც ადრე. არაფერი გამიღია მსხვერპლად, პირიქით, შევიძინე. ახლა მყავს ადამიანები, რომლებზეც ვზრუნავ. ეს უდიდესი და სასიამოვნო პასუხისმგებლობაა.

- როგორ მოახერხა თქვენმა ცოლმა ასეთი პლეიბოის მორჯულება?

- ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი საკუთარ თავს: მორჩა, აღარ მინდა ნებისმიერ ფასად თავისუფლება, მინდა სტაბილურობა. და მაშინ გამოჩნდა კამილა. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს: გვიყვარს ბუნებაში დასვენება, ერთად ვუსმენთ ბრაზილიურ მუსიკას... ჩვენ იდეალური წყვილი ვართ!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება