Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"
მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცელ­და ხმე­ბი, თით­ქოს მი­რან­და კე­რი­სა და ორ­ლან­დო ბლუ­მის ოჯახს წყა­ლი შე­უდ­გა და მი­ზე­ზი ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოა, ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობს თა­ვი­სი მყა­რი ოჯა­ხის შე­სა­ხებ და ერთ-ერთ ამე­რი­კულ შო­უ­ში ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოც გა­ამ­ხი­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მისი მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო თეთ­რე­უ­ლი ყო­ფი­ლა.

"მა­მა­კა­ცებს თვა­ლე­ბით უყ­ვართ. ასე რომ, სი­ლა­მა­ზის ყო­ველ­დღი­ურ რი­ტუ­ალ­ში უნდა ჩარ­თოთ მა­კი­ა­ჟი და ლა­მა­ზი თეთ­რე­უ­ლი. თქვე­ნი ქმა­რიც არას­დროს მი­გა­ტო­ვებთ, - აღ­ნიშ­ნა მი­რან­დამ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - ეს სა­ი­დუმ­ლო ბე­ბი­ა­ჩემ­მა მას­წავ­ლა".

სხვა­თა შო­რის, მი­რან­დას პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს ასე­ვე ბურ­ლეს­კის დე­დო­ფა­ლი დიტა ფონ ტიზი, რო­მე­ლიც გა­თხო­ვილ ქა­ლებს ურ­ჩევს, ნუ და­ი­წყე­ბენ მო­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­თვის ფე­ხის აყო­ლას და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, არა­მედ უკვე გა­მოც­დი­ლი კლა­სი­კა აირ­ჩი­ონ: "შავი მაქ­მა­ნი­ა­ნი თეთ­რე­უ­ლი ნე­ბის­მი­ერ ქალს უხ­დე­ბა, - ამ­ბობს დიტა, - ის ერ­თდრო­უ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რიც არის, მიმ­ზიდ­ვე­ლიც და ელე­გან­ტუ­რიც. თა­ნაც, შავი მომ­გე­ბი­ა­ნი ვა­რი­ან­ტია. გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად არის საქ­მე წი­თელ მაქ­მა­ნებ­თან: ის ყვე­ლა კა­ნის ფერს როდი უხ­დე­ბა. შავ­თან კი არას­დროს არის პრობ­ლე­მა".

დი­ტას მარ­თლაც ვე­რა­ვინ შე­ე­კა­მა­თე­ბა, მან არც ისე ცუ­დად იცის, რო­გორ უნდა მო­ხიბ­ლოს მა­მა­კა­ცე­ბი. ერთ დროს მის ფერ­ხთით იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი მა­მა­კა­ცი და ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი მე­რი­ლინ მენ­სო­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­რან­დას, მისი აზ­რის მოს­მე­ნაც ღირს. ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ვიქ­ტო­რი­ას" ერთ-ერთი მთა­ვა­რი "ან­გე­ლო­ზია", გარ­და ამი­სა, არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ მსოფ­ლი­ოს ულა­მა­ზეს ქა­ლად.

GQ

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"

მირანდა კერი: "ქალის თეთრეულს ქორწინების გადარჩენა შეუძლია"

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს მირანდა კერისა და ორლანდო ბლუმის ოჯახს წყალი შეუდგა და მიზეზი ლეონარდო დი კაპრიოა, ცნობილი მოდელი აქტიურად ლაპარაკობს თავისი მყარი ოჯახის შესახებ და ერთ-ერთ ამერიკულ შოუში ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოც გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი მთავარი საიდუმლო თეთრეული ყოფილა.

"მამაკაცებს თვალებით უყვართ. ასე რომ, სილამაზის ყოველდღიურ რიტუალში უნდა ჩართოთ მაკიაჟი და ლამაზი თეთრეული. თქვენი ქმარიც არასდროს მიგატოვებთ, - აღნიშნა მირანდამ ინტერვიუში, - ეს საიდუმლო ბებიაჩემმა მასწავლა".

სხვათა შორის, მირანდას პოზიციას იზიარებს ასევე ბურლესკის დედოფალი დიტა ფონ ტიზი, რომელიც გათხოვილ ქალებს ურჩევს, ნუ დაიწყებენ მოდური ტენდენციებისთვის ფეხის აყოლას და ექსპერიმენტების ჩატარებას, არამედ უკვე გამოცდილი კლასიკა აირჩიონ: "შავი მაქმანიანი თეთრეული ნებისმიერ ქალს უხდება, - ამბობს დიტა, - ის ერთდროულად სექსუალურიც არის, მიმზიდველიც და ელეგანტურიც. თანაც, შავი მომგებიანი ვარიანტია. გაცილებით რთულად არის საქმე წითელ მაქმანებთან: ის ყველა კანის ფერს როდი უხდება. შავთან კი არასდროს არის პრობლემა".

დიტას მართლაც ვერავინ შეეკამათება, მან არც ისე ცუდად იცის, როგორ უნდა მოხიბლოს მამაკაცები. ერთ დროს მის ფერხთით იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მამაკაცი და ცნობილი მუსიკოსი მერილინ მენსონი.

რაც შეეხება მირანდას, მისი აზრის მოსმენაც ღირს. ის მრავალი წლის განმავლობაში "ვიქტორიას" ერთ-ერთი მთავარი "ანგელოზია", გარდა ამისა, არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.

GQ

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება