პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის პოლიტიკური მარგალიტები
2012 წლის პოლიტიკური მარგალიტები

2012 წელი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდათ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ მძი­მედ გან­ვი­თარ­და, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ უბ­რა­ლოდ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან ბევ­რი სა­ხა­ლი­სო ფრა­ზა მო­ვის­მი­ნეთ. ზოგი წა­მოც­დე­ნით და ზო­გიც შეგ­ნე­ბუ­ლად ნათ­ქვა­მი მარ­გა­ლი­ტე­ბი ერ­თად შევ­კრი­ბეთ და თქვენც გთა­ვა­ზობთ სამ­ხი­ა­რუ­ლოდ.

"შედი, ქალო, "ბუტ­კა­ში"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 16 ოქ­ტომ­ბერს მი­ნის­ტრე­ბის ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ანეკ­დო­ტით და­ი­წყო. "მა­ღა­რო­ში რა­ღა­ცას აფეთ­ქე­ბენ და იქვე გზად ქალი მი­დის. ერთ-ერთი მუშა უყ­ვი­რის: - შედი, ქალო, "ბუტ­კა­ში". არ ვარ იმ­ნა­ი­რიო, - პა­სუ­ხობს ქალი. რა­ნა­ი­რიც გინ­და იყა­ვი, შედი, ქალო, "ბუტ­კა­ში", თო­რემ აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა და და­ი­ღუ­პე­ბი". მარ­თა­ლია, პრე­მი­ე­რის ანეკ­დოტ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­ე­ცი­ნათ, მაგ­რამ არც ივა­ნიშ­ვილს და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა შუ­ა­ში იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი "ბუტ­კას­თან".

"ახლა არ მოგ­წონთ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ხომ?"

რთუ­ლია, ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რის უც­ნა­ურ მი­მი­კებ­ზე არ გა­გე­ცი­ნოთ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ერთ-ერ­თმა მხარ­დამ­ჭერ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მა­თი­ვე ლო­გო­ი­ან მა­ი­სურ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვისტს სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

"გა­ზა­ფხუ­ლი მო­ი­ტყვა­ნა"

19 მარტს, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ფლეშ­მო­ბი პრე­ზი­დენ­ტმა გა­ზა­ფხუ­ლის მომ­ტყვა­ნად შე­ა­ფა­სა. კუ­რი­ო­ზი ის იყო, რომ მა­შინ­დელ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა არ­ხებ­მა პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლი­დან ეს სი­ტყვა ეთე­რი­დან ამოჭ­რეს.

"ირა­ნულ კიტ­რებ­ზე ვი­ჯე­ქით..."

ეს მარ­გა­ლი­ტიც პრე­ზი­დენტს ეკუთ­ვნის. 2012 წლის 6 იან­ვარს მა­რნე­ულ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გახ­სნას და­ეს­წრო და არ­სე­ბუ­ლი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო პრო­დუქ­ტით და­ინ­ტე­რეს­და.

ჯერ სადა ხარ...

ეს ფრა­ზა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის შემ­დეგ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ეს სი­ტყვე­ბი - ჯერ სადა ხარ - ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

"ჩემი კუ­კარ­ა­ჩა ნა­ნა­ხი გაქვს?"

ასე უპა­სუ­ხა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ერთ-ერთ სო­ფელ­ში ჩა­სულ­მა რე­ჟი­სორ­მა ქეთი დო­ლი­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთვრალ აქ­ტი­ვისტს კი­თხვა­ზე, მა­ნამ­დე რას აკე­თებ­და.

"მდი­დარს წა­ვარ­თმევთ, ღა­რიბს და­ვუბ­რუ­ნებთ..."

ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ფირ­მო სლო­გან­მა არ გაჭ­რა და და­მარ­ცხდნენ, თუმ­ცა ნა­თე­ლაშ­ვილს დიდი ხნით შერ­ჩა თა­ნა­მედ­რო­ვე რო­ბინ ჰუ­დის სა­ხე­ლი. აბა, ცნო­ბი­ლი მშრო­მე­ლი ინ­გლი­სუ­რით ვე­ღარ გაგ­ვაკ­ვირ­ვებს.

"დედა, აგი ნა­ცი­ო­ნა­ლი ყო­ფი­ლა!.."

ვი­დეო, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი სამ­ტრე­დი­ის გამ­გე­ბელს ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით სიყ­ვა­რულს ეფი­ცე­ბა და დახ­მა­რე­ბას სთხოვს, ივ­ლის­ში გავ­რცელ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ოქ­ტომ­ბერს ელო­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ახ­ლან­დე­ლი პრე­მი­ე­რის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. "ივა­ნიშ­ვი­ლი რომ გა­და­გარ­ჩენს, მა­შინ დე­იქ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა", - უბ­რუ­ნებს პა­სუხს გამ­გე­ბე­ლი და მი­დის. სწო­რედ ამ დროს ხვდე­ბა ქალი, ვის ესა­უბ­რე­ბა და ამ­ბობს სა­ფირ­მო ფრა­ზას: "დედა, აგი ნა­ცი­ო­ნა­ლი ყო­ფი­ლა!.."

"გა­და­შენ­დი აქე­დან, ნა­ძი­რა­ლა კიდე..."

მო­რიგ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მშობ­ლი­ურ სამ­ტრე­დი­ა­ში კახი კა­ლა­ძე გა­აბ­რა­ზეს. ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, თუ რა მოხ­და, ახ­ლან­დელ­მა მი­ნის­ტრმა იმე­რუ­ლი აქ­ცენ­ტით ეს უც­ნა­უ­რი სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვა.

"თუ ხუ­თი­ანს მო­ხა­ზავს მარ­ჯვე­ნა ხე­ლით, კიბო გა­უჩ­ნდე­ბა, თუ მარ­ცხე­ნით - ინ­ფექ­ცია შე­ეჭ­რე­ბა..."

ასე ორი­გი­ნა­ლუ­რად აწარ­მო­ებ­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ბა­თუმ­ში მურ­მან დუმ­ბა­ძე. ფაქ­ტია, რომ კი­ბო­სა და ინ­ფექ­ცი­ის ში­შით, თუ უბ­რა­ლოდ, ნდო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, დუმ­ბა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა.

"მე არ ვქმნი კერ­პებს..."

ერთ-ერთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეკ­რე­ბა­ზე სცე­ნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პე­და­გოგ­მა ქალ­ბა­ტონ­მა სი­ტყვით მი­მარ­თა. მისი გა­მოს­ვლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ტექ­სტის ში­ნა­არ­სის გამო გახ­და. "მე არ ვქმნი კერ­პებს, მაგ­რამ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თქვენ მა­შინ გა­მოჩ­ნდით ქარ­თვე­ლი კა­ცის ქო­მა­გად, როცა საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან ჩან­და და იმე­დის უკა­ნას­კნე­ლი სხი­ვი კვდე­ბო­და. მე თქვენ ზღაპ­რის ის პერ­სო­ნა­ჟი მგო­ნი­ხართ, რო­მე­ლიც კარ­და­კარ და­ი­ა­რე­ბა, ყვე­ლა მსურ­ვე­ლის ოც­ნე­ბას აგ­რო­ვებს ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით მორ­თულ ხონ­ჩა­ზე, რათა ოქ­ტომ­ბრის შემ­დგომ ჩვენ­თან ერ­თად რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს".

"მეტი კომ­ფორ­ტი..."

მა­ის­ში მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის მო­ად­გი­ლე კოკა სე­ფერ­თე­ლა­ძემ და­ვით პა­ი­ჭა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ხუთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ­ჯერ თქვა სი­ტყვა - კომ­ფორ­ტი, რომ მას კაცი-კომ­ფორ­ტიც კი შე­არ­ქვეს.

"არ გინ­დო­დათ ჩემი დოლი, ჩე­ი­დე­ვით ავ­ტო­გო­ლი..."

ასე შე­ა­ფა­სა ექსმი­ნის­ტრმა გოგა ხა­ჩი­ძემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წარ­დგე­ნი­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ხა­ჩი­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ კახი კა­ლა­ძის მიერ გა­ტა­ნილ ორ ავ­ტო­გოლს გუ­ლის­ხმობ­და.

"არ დაგ­ვე­რია ბი­ძი­ნა, ნა­ცი­ო­ნა­ლებს და პრას­ტი­ტუტ­კებს..."

შავი ზღვის­პი­რეთ­ში ერთ-ერთ ბორ­დელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპეც­ოპე­რა­ცი­ი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ხილ­ვის შემ­დეგ, გოგა ხა­ჩი­ძე ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე დად­გა.

"გა­გე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ..."

ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არა­ერ­თხელ მო­უ­წია გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბამ. შე­კი­თხვა­ზე, გა­იზ­რდე­ბო­და თუ არა კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბა, ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე დღე შე­იძ­ლე­ბა ქა­ლაქ­ში სა­დღაც მან­ქა­ნა "გა­ტყდეს", მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა ამას გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დო­სო.

"მე ფული უნდა ვი­შო­ვო, მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდე..."

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მი­ლი­ო­ნე­რო­ბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. სა­ნი­კი­ძე-შარ­ტა­ვას ჩა­ნა­წე­რის სი­ნამ­დვი­ლე, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნდა, გუ­ბაზ­მა უარ­ყო, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნე­რის სტა­ტუ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ი­შო­რა.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "მარ­გა­ლი­ტე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

2012 წლის პოლიტიკური მარგალიტები

2012 წლის პოლიტიკური მარგალიტები

2012 წელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული გახლდათ. წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მძიმედ განვითარდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ უბრალოდ მათი მხარდამჭერების მხრიდან ბევრი სახალისო ფრაზა მოვისმინეთ. ზოგი წამოცდენით და ზოგიც შეგნებულად ნათქვამი მარგალიტები ერთად შევკრიბეთ და თქვენც გთავაზობთ სამხიარულოდ.

"შედი, ქალო, "ბუტკაში"

ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს მინისტრების ახალი კანდიდატების დასახელება ანეკდოტით დაიწყო. "მაღაროში რაღაცას აფეთქებენ და იქვე გზად ქალი მიდის. ერთ-ერთი მუშა უყვირის: - შედი, ქალო, "ბუტკაში". არ ვარ იმნაირიო, - პასუხობს ქალი. რანაირიც გინდა იყავი, შედი, ქალო, "ბუტკაში", თორემ აფეთქება მოხდება და დაიღუპები". მართალია, პრემიერის ანეკდოტზე ჟურნალისტებს არ გაეცინათ, მაგრამ არც ივანიშვილს დაუკონკრეტებია, რა შუაში იყვნენ მინისტრები "ბუტკასთან".

"ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი, ხომ?"

რთულია, ამ სიტყვების ავტორის უცნაურ მიმიკებზე არ გაგეცინოთ. წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ რაიონში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. "ნაციონალების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მამაკაცმა, რომელიც მათივე ლოგოიან მაისურში იყო გამოწყობილი, "ოცნების" აქტივისტს სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.

"გაზაფხული მოიტყვანა"

19 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, მათ მიერ გაკეთებული ფლეშმობი პრეზიდენტმა გაზაფხულის მომტყვანად შეაფასა. კურიოზი ის იყო, რომ მაშინდელმა ნაციონალურმა არხებმა პრეზიდენტის გამოსვლიდან ეს სიტყვა ეთერიდან ამოჭრეს.

"ირანულ კიტრებზე ვიჯექით..."

ეს მარგალიტიც პრეზიდენტს ეკუთვნის. 2012 წლის 6 იანვარს მა­რნეულში სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო და არსებული სარეალიზაციო პროდუქტით დაინტერესდა.

ჯერ სადა ხარ...

ეს ფრაზა ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ გახდა პოპულარული და სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიმართ უკმაყოფილო ადამიანების მისამართით იყენებენ, თუმცა ეს სიტყვები - ჯერ სადა ხარ - ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მალე გახდა პოპულარული.

"ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?"

ასე უპასუხა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ სოფელში ჩასულმა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მთვრალ აქტივისტს კითხვაზე, მანამდე რას აკეთებდა.

"მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ..."

ლეიბორისტების წინასაარჩევნო საფირმო სლოგანმა არ გაჭრა და დამარცხდნენ, თუმცა ნათელაშვილს დიდი ხნით შერჩა თანამედროვე რობინ ჰუდის სახელი. აბა, ცნობილი მშრომელი ინგლისურით ვეღარ გაგვაკვირვებს.

"დედა, აგი ნაციონალი ყოფილა!.."

ვიდეო, სადაც ქალბატონი სამტრედიის გამგებელს ივანიშვილის მისამართით სიყვარულს ეფიცება და დახმარებას სთხოვს, ივლისში გავრცელდა. ქალბატონი ოქტომბერს ელოდება და დარწმუნებულია, რომ ახლანდელი პრემიერის გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. "ივანიშვილი რომ გადაგარჩენს, მაშინ დეიქცევა ქვეყანა", - უბრუნებს პასუხს გამგებელი და მიდის. სწორედ ამ დროს ხვდება ქალი, ვის ესაუბრება და ამბობს საფირმო ფრაზას: "დედა, აგი ნაციონალი ყოფილა!.."

"გადაშენდი აქედან, ნაძირალა კიდე..."

მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მშობლიურ სამტრედიაში კახი კალაძე გააბრაზეს. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ახლანდელმა მინისტრმა იმერული აქცენტით ეს უცნაური სიტყვები წარმოთქვა.

"თუ ხუთიანს მოხაზავს მარჯვენა ხელით, კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენით - ინფექცია შეეჭრება..."

ასე ორიგინალურად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას ბათუმში მურმან დუმბაძე. ფაქტია, რომ კიბოსა და ინფექციის შიშით, თუ უბრალოდ, ნდობის დამსახურებით, დუმბაძემ გაიმარჯვა.

"მე არ ვქმნი კერპებს..."

ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეკრებაზე სცენაზე ბიძინა ივანიშვილს პედაგოგმა ქალბატონმა სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლა პოპულარული ტექსტის შინაარსის გამო გახდა. "მე არ ვქმნი კერპებს, მაგრამ, ბატონო ბიძინა, თქვენ მაშინ გამოჩნდით ქართველი კაცის ქომაგად, როცა საშველი არსაიდან ჩანდა და იმედის უკანასკნელი სხივი კვდებოდა. მე თქვენ ზღაპრის ის პერსონაჟი მგონიხართ, რომელიც კარდაკარ დაიარება, ყველა მსურველის ოცნებას აგროვებს ქართული ორნამენტებით მორთულ ხონჩაზე, რათა ოქტომბრის შემდგომ ჩვენთან ერთად რეალობად აქციოს".

"მეტი კომფორტი..."

მაისში მაშინდელი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ დავით პაიჭაძესთან ინტერვიუში ხუთი წუთის განმავლობაში იმდენჯერ თქვა სიტყვა - კომფორტი, რომ მას კაცი-კომფორტიც კი შეარქვეს.

"არ გინდოდათ ჩემი დოლი, ჩეიდევით ავტოგოლი..."

ასე შეაფასა ექსმინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების შემდეგ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხაჩიძე რამდენიმე წლის წინ კახი კალაძის მიერ გატანილ ორ ავტოგოლს გულისხმობდა.

"არ დაგვერია ბიძინა, ნაციონალებს და პრასტიტუტკებს..."

შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთ ბორდელში განხორციელებული სპეც­ოპერაციისა და დაკავებული დამნაშავეების ხილვის შემდეგ, გოგა ხაჩიძე ხუმრობის ხასიათზე დადგა.

"გაგებით უნდა მოვეკიდოთ..."

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთებამ. შეკითხვაზე, გაიზრდებოდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღე შეიძლება ქალაქში სადღაც მანქანა "გატყდეს", მაგრამ მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოსო.

"მე ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი გავხდე..."

მიუხედავად იმისა, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, გუბაზ სანიკიძის მილიონერობა აქტუალობას არ კარგავს. სანიკიძე-შარტავას ჩანაწერის სინამდვილე, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, გუბაზმა უარყო, თუმცა მომავალი მილიონერის სტატუსი ჯერჯერობით ვერ მოიშორა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის "მარგალიტები"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა