სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები
ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები

"ერუ­დი­ტი" (რო­გორც ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი უწო­დე­ბენ, "გზის" ყვე­ლა­ზე "სა­ნერ­ვი­უ­ლო" რუბ­რი­კა) 6 წლი­საა. ამ ხნის მან­ძილ­ზე 300-მდე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს ჩა­წე­რი­ლი და წლის მი­წუ­რულს, უკვე მე­ექ­ვსედ, შე­მა­ჯა­მე­ბელ სტა­ტი­ას ვამ­ზა­დებ. ყვე­ლა მკი­თხველ­სა და რეს­პონ­დენტს დამ­დეგ ახალ წელს გი­ლო­ცავთ! ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ვინ გახ­და 2012 წლის ერუ­დი­ტი? მეც ბევ­რს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ და გა­სულ სტა­ტი­ებს თქვენ­თან ერ­თად გა­და­ვავ­ლებ თვალს. ამას­თან, იმა­საც გე­ტყვით, ვინ იყ­ვნენ ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი და სხარ­ტი რეს­პონ­დენ­ტე­ბი.

რუბ­რი­კის პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი "შუა ქა­ლაქ­ში" ვი­პო­ვე. თეკ­ლა­სა და პე­ტოს რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ანი ქურ­თუ­ბა­ძე და ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი შეხ­ვედ­რა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდნენ. სა­ხა­ლი­სო კი­თხვა­რი შე­ვად­გი­ნე, სტუ­დი­ა­ში ვეს­ტუმ­რე და მათ დაბ­ნე­უ­ლო­ბა­ზე სა­მი­ვემ ერ­თად ვი­ხა­ლი­სეთ. დიდ­ხანს იმ­სჯე­ლეს, რა უფრო სწო­რია, რომ ვთქვათ 9+7 უდ­რის 15-ს თუ ტო­ლია 15-ის? ხოლო კი­თხვა­ზე:

- და­ა­სა­ხე­ლეთ ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბუ­ლი 5 დღე ისე, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სი­ტყვე­ბი: ორ­შა­ბა­თი, სამ­შა­ბა­თი, ოთხშა­ბა­თი... - ნო­დარ­მა ორი­გი­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხი მო­ი­ფიქ­რა: - 1-ლი სექ­ტემ­ბე­რი, 2 სექ­ტემ­ბე­რი, 3 სექ­ტემ­ბე­რი, 4 სექ­ტემ­ბე­რი, 5 სექ­ტემ­ბე­რი.

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ­მა თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილ­მა (59%) მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით დე­ტექ­ტი­ვებს ეც­ნო­ბა. მისი სა­ოც­ნე­ბო როლი და­რე­ჯა­ნია. მას­ში რა­ღაც სა­ერ­თოს ვხე­დავ­დი, ბავ­შვო­ბა­ში პუტ­კუ­ნა და მა­სა­ვით მსუ­ნა­გი ვი­ყა­ვიო.

მსა­ხი­ო­ბი კახა ჯო­ხა­ძე (68%) შეხ­ვედ­რა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა, მაგ­რამ შე­კი­თხვამ - რა ერ­ქვა ოთა­რა­ანთ ქვრივს? ძა­ლი­ან და­აბ­ნია.

- მგო­ნი, ნინო ერ­ქვა, არა?

- ცდე­ბი.

- არ შე­მახ­სე­ნო, თა­ვად უნდა გი­თხრა.

- რამ­დე­ნიც უნდა იფიქ­რო, ვერ გა­იხ­სე­ნებ, მას სა­ხე­ლი არ ჰქონ­და.

- რას დამ­ტან­ჯე, თა­ვი­დან­ვე ეგრე გეთ­ქვა.

კა­ხას­თან ინ­ტერ­ვი­უმ მხი­ა­რუ­ლად ჩა­ი­ა­რა. ამი­ტომ მას "ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ" რეს­პონ­დენ­ტად და­ვა­სა­ხე­ლებ.

რუბ­რი­კის სტუ­მა­რი "კო­მე­დი შოუს" წევ­რი, ბექა ონი­ა­ნი (52%) გახ­ლდათ. ის პრო­ფე­სი­ით ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მე­ბი­სა და ქსე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ყვე­ლა დას­მულ კი­თხვა­ზე სწო­რი პა­სუ­ხი თუ არა, სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სია მა­ინც "იცო­და". ბე­ქამ ისიც გა­მიმ­ხი­ლა, რომ ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - ტი­რილს ყო­ველ­თვის სი­ცი­ლით იწყებს.

როცა მსა­ხი­ობ ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილს (65%) და­ვუ­კავ­შირ­დი და "ერუ­დი­ტის­თვის" შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე, მტკი­ცე უარი მი­თხრა. თუმ­ცა, ამ რუბ­რი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის 6-წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, მათ შო­რის - ურჩი რეს­პონ­დენ­ტე­ბის და­თან­ხმე­ბის მე­თო­დიც (რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბობს). ბევ­რს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ და გე­ტყვით, მსა­ხი­ობ­მა შინ მი­მი­პა­ტი­ჟა. თან გა­მაფრ­თხი­ლა, მე-15 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, არ შე­შინ­დე, ლიფ­ტი მუ­შა­ობ­სო. მის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან დათ­ქმულ დროს მი­ვე­დი, მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე 10 წუთი მა­ინც და­მაგ­ვი­ან­და. ლიფ­ტი არ მუ­შა­ობ­და და...

- ფე­ხით ამოხ­ვე­დი? - დაღ­ლი­ლო­ბა შე­მამ­ჩნია ბა­ტონ­მა ალე­კომ, შე­წუხ­და. - შენ­თვის გე­უბ­ნე­ბო­დი, არ გინ­და, ნუ მოხ­ვალ-მეთ­ქი, არ და­ი­შა­ლე და აი, მე ნუ­რა­ფერს და­მაბ­რა­ლე­ბო.

კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზურა გე­წა­ძემ (74%) კი თავი კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბით მო­ი­წო­ნა. მი­თხრა, რომ წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნი, მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი იო­ლად ამახ­სოვ­რდე­ბა. მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა უჭირს. ყვე­ლა­ზე ხში­რად პი­ე­სებს კი­თხუ­ლობს. წიგ­ნის ქურ­დო­ბის ამ­ბა­ვიც აღი­ა­რა, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა არ გა­ამ­ხი­ლა, ვი­საც მოჰ­პა­რა.

რუბ­რი­კის შემ­დე­გი სტუ­მა­რი "ნი­კოლ­შო­უს" წევ­რი, გია ნი­კო­ლა­ძე გახ­ლდათ. ის ჩემ­მა კი­თხვარ­მა კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა.

- ვაა! ეს რა კი­თხვე­ბი "გა­ჩი­თე", ბევ­რია?

მან დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი­დან სწო­რად 65%-ს უპა­სუ­ხა, და­ნარ­ჩე­ნი "გა­უ­ტყდა".

მუ­სი­კოს­მა ბა­კურ ბურ­დულ­მა (63%) კი მი­თხრა, რომ წიგ­ნის კი­თხვის დროს არა­ერ­თხელ უტი­რია: "ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ამის გამ­ხე­ლის არ მრცხვე­ნია. რაც უფრო ემო­ცი­უ­რი ხარ, მით მე­ტად ადა­მი­ა­ნი ხარ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შექ­მნი­ლა და იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც შე­იქ­მნე­ბა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველ­ში ასე­თი­ვე გან­ცდებს გა­მო­იწ­ვევს.

მსა­ხი­ო­ბი ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი (43%) შეხ­ვედ­რა­ზე ისე დამ­თან­ხმდა, არც უკი­თხავს, რა თე­მა­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა. რო­გორც კი რუბ­რი­კის და­სა­ხე­ლე­ბა გა­ი­გო, თავ­ში ხელი შე­მო­ირ­ტყა, ბევ­რს ეცა­და, მაგ­რამ თა­ვი­დან ვე­რაფ­რით მო­მი­შო­რა. გან­სა­კუთ­რე­ბით ლუ­დის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის არ­ცოდ­ნამ "გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა":

- კარ­გი, რა, კარ­გი, რა, ეს უსა­მარ­თლო­ბაა. მე რომ ლუდ­ზე რა­მეს ვერ გი­პა­სუ­ხებ, შე­იძ­ლე­ბა? ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- რა იყი­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ "სოთ­ბი­სა" და "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნებ­ზე?

- (დე­დას ეძა­ხის) დე­დაა!!! გა­ა­ცი­ლე, რა, ჟურ­ნა­ლის­ტი (იცი­ნის)... სულ ეგე­თე­ბი უნდა მკი­თხო? ზუ­ზუს "ყვე­ლა­ზე დაბ­ნე­ულ" რეს­პონ­დენ­ტად და­ვა­სა­ხე­ლებ.

"ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. კი­თხვის დროს თა­ვა­დაც წიგ­ნის ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი ვხდე­ბი", - მი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილმა (72%). მისი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლია. წიგ­ნი, რო­მელ­მაც და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა - "შერ­ლოკ ჰოლმსის თავ­გა­და­სა­ვა­ლი". დიდ­ხანს მიმ­ტკი­ცა, რომ 29 რი­ცხვი მხო­ლოდ თე­ბერ­ვალ­შია და - არც ერთ სხვა თვე­ში.

მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვა, "სა­ნერ­ვი­უ­ლო რუბ­რი­კის" შემ­დე­გი სტუ­მა­რი - მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი (77%) გახ­ლავთ. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­ი­კი­თხა, "ბი­ძია თო­მას ქოხი" იყო. რო­გორც ჩანს, დი­დად არ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლა, გახ­სე­ნე­ბი­სას ამო­იხ­ვნე­შა: "ვაი, იმ წა­კი­თხვას!" სა­მა­გი­ე­როდ, წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა დოს­ტო­ევ­სკის "იდი­ოტ­მა". ამ­ბობს, რომ რო­გო­ჟინს ჰგავს, მა­სა­ვით ვნე­ბი­ა­ნია და უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია".

რუბ­რი­კა­ში პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი სტუ­მა­რი არას­დროს მყო­ლია, პირ­ვე­ლი - გოგა ვე­შა­პი­ძე (62%) გახ­ლდათ - "შუა ქა­ლა­ქის" ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი. პირ­ვე­ლი, რაც მისი გაც­ნო­ბი­სას თვალ­ში გხვდე­ბა, ის არის, რომ ძა­ლი­ან ჰგავს გმირს, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში თა­მა­შობს. პრო­ფე­სო­რი­ვით დინ­ჯი და მშვი­დია.

მსა­ხი­ობ­მა ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვილ­მა (62%) ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში­ვე მი­თხრა, რომ "მი­სა­მარ­თი" შე­მე­შა­ლა. ის ამ რუბ­რი­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი რეს­პონ­დენ­ტი არ არის. წიგ­ნებ­თან წლე­ბის წინ "მე­გობ­რობ­და", ბოლო დროს - ნაკ­ლე­ბად.

- რისი ში­შია გა­მო­ფო­ბია?

- არ გა­მი­გია.

- ქორ­წი­ნე­ბის ში­შია.

- აი, ეგ შიში კი მაქვს (იცი­ნის). განა მარ­თლა, ვხუმ­რობ. ახლა ვა­ტყობ, თან­და­თან შენ მი­მართ ში­შის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბა. ეს რა სა­ში­ნელ კი­თხვებს მის­ვამ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შიშს რა ჰქვია, უნდა გა­ვი­კი­თხო.

- გა­ი­კი­თხე და გა­მა­გე­ბი­ნე.

- რას ამ­ბობ, არ და­მირ­ე­კო, აღარ შეგ­ხვდე­ბი.

ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვილს "ყვე­ლა­ზე შე­ში­ნე­ბუ­ლი" რეს­პონ­დენ­ტის ტი­ტულს მი­ვა­ნი­ჭებ.

პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა (65%) "გა­და­რია", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" იყო. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. მისი ფრა­ზე­ბი ზე­პი­რად იცის. "წიგნ­ში თუ ჩა­ვი­ძი­რე, ყველ­გან თან და­მაქვს, ტრან­სპორ­ტსა და ქუ­ჩა­შიც ვკი­თხუ­ლობ".

პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას (70%) კი მხატ­ვრულ­ზე მე­ტად სა­მეც­ნი­ე­რო ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა იტა­ცებს. ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა კა­მა­თი იმის შე­სა­ხებ, თუ რისი ექი­მია თე­რა­პევ­ტი? - ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ექი­მია, პირ­ვე­ლად თე­რა­პევტთან მი­დი­ხარ. ახლა ოჯა­ხის ექიმ­საც უწო­დე­ბენ.

- ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა ექი­მია.

- სა­და­ვო სა­კი­თხია, ადა­მი­ა­ნი ხელს რომ მო­ი­ტეხს, თე­რა­პევტთან არ მი­დის?

შემ­დე­გი რეს­პონ­დენ­ტი კო­ა­ლი­ცია "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი გახ­ლდათ (79%). მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის 2 პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რია. წე­რის გან­წყო­ბას ამ­ბო­ხის შეგ­რძნე­ბა უქ­მნის. აცხა­დებს, რომ "ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გა­დაა "და­ბა­დე­ბუ­ლი". აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მისი სტი­ქი­აა.

ბი­ო­ლოგ-ბო­ტა­ნი­კოს ზურა შე­ვარ­დნა­ძეს (59%) ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ფე­რად გარ­დე­ნი­ა­ში ვეს­ტუმ­რე. 5 წლის იყო, როცა გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ის ეკე­თე­ბი­ნა, რა­საც ბი­ძა­მი­სი - ნიკო აკე­თებ­და. მა­შინ ამ პრო­ფე­სი­ის სა­ხე­ლიც კი არ იცო­და. როცა წა­მო­ი­ზარ­და, კარ­გად გა­ერ­კვა, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. ბავ­შვო­ბის სურ­ვი­ლი აის­რუ­ლა, თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში ოც­ნე­ბის ბაღი გა­ა­შე­ნა, სა­დაც 4200 მცე­ნა­რეს­თან ერ­თად, თა­ვა­დაც ხა­რობს. მა­სა­ვით ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია.

ჩემი შემ­დე­გი რეს­პონ­დენ­ტი ნა­ტი­ო­ნალ გე­ოგ­რა­პ­ჰიც ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ბი­ო­ლო­გი ლე­ვან ბუ­თხუ­ზი (82%) გახ­ლავთ. ის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რეა. ამ­ბობს, რომ გრძნე­უ­ლი და მაც­დუ­რი კლე­ო­პატ­რას "გელფ­რენ­დი" იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მუდ­მივ პარტნი­ო­რად მის მსგავს ქალს არ ისურ­ვებ­და. ლე­ვან­თან ინ­ტერ­ვიუ იმა­ზე 2-ჯერ მოკ­ლე დრო­ში ჩავ­წე­რე, ვიდ­რე სხვა რეს­პონ­დენ­ტებ­თან მჭირ­დე­ბა. ამი­ტომ მას ყვე­ლა­ზე "სხარტ რეს­პონ­დენ­ტად" და­ვა­სა­ხე­ლებ.

დი­ზა­ი­ნე­რი თეა ლო­მი­ძე (82%) პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლო­ბით ერთი დღეც არ უმუ­შა­ვია. ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე გულ­დას­მით ეც­ნო­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რას. მარ­თა­ლია, ექი­მი ვერ გახ­და, მაგ­რამ წა­კი­თხუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გა. რუბ­რი­კის სტუ­მა­რი გახ­ლდათ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე (70%). ის პო­ლი­ტი­კოს­თა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მისი ფა­ვო­რი­ტი ვაც­ლავ ჰა­ვე­ლია.

სა­უ­კე­თე­სო რეს­პონ­დენ­ტი იყო რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა (83%). არა­და, როცა და­ვუ­რე­კე და "ერუ­დი­ტში" სტუმ­რო­ბა ვთხო­ვე, მი­პა­სუ­ხა, - რო­მე­ლი ერუ­დი­ტი მე მნა­ხე­თო?! სა­ნამ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და, წიგ­ნი რას ნიშ­ნავ­და, სა­თა­მა­შო ნივ­თად აღიქ­ვამ­და, მერე კი­თხვა ის­წავ­ლა და...

- ფა­მუქ­მა გა­მა­ო­ცა. ბოლო წლებ­ში ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ფა­მუქ­მა მო­ახ­დი­ნა. სი­ტყვის დი­დოს­ტა­ტია. ის ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად წერს, - ამ­ბობს გოგა ხა­ინ­დრა­ვა.

"რამ­დე­ნი­მე დღეა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვი­კა­ვე და და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, წიგ­ნებს ცო­ტა­თი დავ­შორ­დი. სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის დროც კი აღარ მაქვს. იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი მალე და­ლაგ­დე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­სა­კი­თხი დროც მექ­ნე­ბა", - მი­თხრა და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა (76%). ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში გა­მაფრ­თხი­ლა, ძა­ლი­ან ცოტა დრო გვაქ­ვსო, მაგ­რამ კი­თხვებ­მა ისე გა­ი­ტა­ცა, "კუთ­ვნი­ლი" წუ­თე­ბის "გა­ორ­მა­გე­ბა" არც კი გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

მომ­ღე­რალ­მა რატი დურ­გლიშ­ვილ­მა (57%) კი მი­თხრა, რომ აკ­რძა­ლულ ხილს გე­მოს არ უსინ­ჯავს. ნა­წარ­მო­ე­ბის­გან, მუ­სი­კის­გან, მხატ­ვრო­ბის­გან თუ სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მი­ი­ღო, ძალ­და­ტა­ნე­ბით ვერც წა­ი­კი­თხავს, ვერც მო­უს­მენს და ვერც და­ათ­ვა­ლი­ე­რებს.

პა­რო­დი­ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ გე­გეჭ­კო­რი (62%) დუმ­ბა­ძის ზუ­რი­კე­ლას ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და სა­კუ­თარ წარ­სულ­ში ბევრ მსგავ­სე­ბას ხე­დავს. ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს პო­ე­ზია. ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი იცის, მაგ­რამ ქალი ლექ­სით არას­დროს "შე­უ­ბამს".

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ, სათ­ვა­ლის ტა­რე­ბაც ნა­ად­რე­ვად ამი­ტომ დამ­ჭირ­და. არ არ­სე­ბობს, დღე ისე გა­ვი­დეს, რამე არ წა­ვი­კი­თხო", - მი­თხრა პარ­ლა­მენ­ტარ­მა გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა. დიდი ხა­ნია, ეს სი­ტყვე­ბი რეს­პონ­დენ­ტე­ბის­გან აღარ მო­მის­მე­ნია. მან დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის 86%-ს უპა­სუ­ხა და ამ შე­დე­გით "2012 წლის ერუ­დი­ტი" გახ­და.

ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ გიას ამ წარ­მა­ტე­ბას და "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სა­ხე­ლით, სა­ჩუქ­რად "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია", ოთხტო­მე­უ­ლი გა­და­ვე­ცით.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები

ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები

"ერუდიტი" (როგორც ჩემი რესპონდენტები უწოდებენ, "გზის" ყველაზე "სანერვიულო" რუბრიკა) 6 წლისაა. ამ ხნის მანძილზე 300-მდე ცნობილი ადამიანი მყავს ჩაწერილი და წლის მიწურულს, უკვე მეექვსედ, შემაჯამებელ სტატიას ვამზადებ. ყველა მკითხველსა და რესპონდენტს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! ალბათ გაინტერესებთ, ვინ გახდა 2012 წლის ერუდიტი? მეც ბევრს აღარ გავაგრძელებ და გასულ სტატიებს თქვენთან ერთად გადავავლებ თვალს. ამასთან, იმასაც გეტყვით, ვინ იყვნენ ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები.

რუბრიკის პირველი სტუმრები "შუა ქალაქში" ვიპოვე. თეკლასა და პეტოს როლების შემსრულებლები, ანი ქურთუბაძე და ნოდარ გურგენაშვილი შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდნენ. სახალისო კითხვარი შევადგინე, სტუდიაში ვესტუმრე და მათ დაბნეულობაზე სამივემ ერთად ვიხალისეთ. დიდხანს იმსჯელეს, რა უფრო სწორია, რომ ვთქვათ 9+7 უდრის 15-ს თუ ტოლია 15-ის? ხოლო კითხვაზე:

- დაასახელეთ ერთმანეთზე მიყოლებული 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენოთ სიტყვები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი... - ნოდარმა ორიგინალური პასუხი მოიფიქრა: - 1-ლი სექტემბერი, 2 სექტემბერი, 3 სექტემბერი, 4 სექტემბერი, 5 სექტემბერი.

"კომედი შოუს" მსახიობმა თათია სულუაშვილმა (59%) მითხრა, რომ ყველაზე დიდი ინტერესით დეტექტივებს ეცნობა. მისი საოცნებო როლი დარეჯანია. მასში რაღაც საერთოს ვხედავდი, ბავშვობაში პუტკუნა და მასავით მსუნაგი ვიყავიო.

მსახიობი კახა ჯოხაძე (68%) შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ შეკითხვამ - რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს? ძალიან დააბნია.

- მგონი, ნინო ერქვა, არა?

- ცდები.

- არ შემახსენო, თავად უნდა გითხრა.

- რამდენიც უნდა იფიქრო, ვერ გაიხსენებ, მას სახელი არ ჰქონდა.

- რას დამტანჯე, თავიდანვე ეგრე გეთქვა.

კახასთან ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა. ამიტომ მას "ყველაზე მხიარულ" რესპონდენტად დავასახელებ.

რუბრიკის სტუმარი "კომედი შოუს" წევრი, ბექა ონიანი (52%) გახლდათ. ის პროფესიით ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტია. ყველა დასმულ კითხვაზე სწორი პასუხი თუ არა, საინტერესო ვერსია მაინც "იცოდა". ბექამ ისიც გამიმხილა, რომ ერთი უცნაური თვისებით გამოირჩევა - ტირილს ყოველთვის სიცილით იწყებს.

როცა მსახიობ ალეკო მახარობლიშვილს (65%) დავუკავშირდი და "ერუდიტისთვის" შეხვედრა ვთხოვე, მტკიცე უარი მითხრა. თუმცა, ამ რუბრიკაზე მუშაობის 6-წლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის - ურჩი რესპონდენტების დათანხმების მეთოდიც (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს). ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, მსახიობმა შინ მიმიპატიჟა. თან გამაფრთხილა, მე-15 სართულზე ვცხოვრობ, არ შეშინდე, ლიფტი მუშაობსო. მის საცხოვრებელ კორპუსთან დათქმულ დროს მივედი, მაგრამ ინტერვიუზე 10 წუთი მაინც დამაგვიანდა. ლიფტი არ მუშაობდა და...

- ფეხით ამოხვედი? - დაღლილობა შემამჩნია ბატონმა ალეკომ, შეწუხდა. - შენთვის გეუბნებოდი, არ გინდა, ნუ მოხვალ-მეთქი, არ დაიშალე და აი, მე ნურაფერს დამაბრალებო.

კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელმა, ზურა გეწაძემ (74%) კი თავი კარგი მეხსიერებით მოიწონა. მითხრა, რომ წაკითხული წიგნი, მოყოლილი ამბავი იოლად ამახსოვრდება. მხოლოდ ადამიანის სახეების დამახსოვრება უჭირს. ყველაზე ხშირად პიესებს კითხულობს. წიგნის ქურდობის ამბავიც აღიარა, მაგრამ იმ ადამიანის ვინაობა არ გაამხილა, ვისაც მოჰპარა.

რუბრიკის შემდეგი სტუმარი "ნიკოლშოუს" წევრი, გია ნიკოლაძე გახლდათ. ის ჩემმა კითხვარმა კარგ ხასიათზე დააყენა.

- ვაა! ეს რა კითხვები "გაჩითე", ბევრია?

მან დასმული კითხვებიდან სწორად 65%-ს უპასუხა, დანარჩენი "გაუტყდა".

მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა (63%) კი მითხრა, რომ წიგნის კითხვის დროს არაერთხელ უტირია: "ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ამის გამხელის არ მრცხვენია. რაც უფრო ემოციური ხარ, მით მეტად ადამიანი ხარ. საბედნიეროდ, შექმნილა და იმედია, მომავალშიც შეიქმნება ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მკითხველში ასეთივე განცდებს გამოიწვევს.

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი (43%) შეხვედრაზე ისე დამთანხმდა, არც უკითხავს, რა თემაზე უნდა გვესაუბრა. როგორც კი რუბრიკის დასახელება გაიგო, თავში ხელი შემოირტყა, ბევრს ეცადა, მაგრამ თავიდან ვერაფრით მომიშორა. განსაკუთრებით ლუდის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის არცოდნამ "გაანერვიულა":

- კარგი, რა, კარგი, რა, ეს უსამართლობაა. მე რომ ლუდზე რამეს ვერ გიპასუხებ, შეიძლება? ძალიან მიყვარს.

- რა იყიდება მსოფლიოში ცნობილ "სოთბისა" და "კრისტის" აუქციონებზე?

- (დედას ეძახის) დედაა!!! გააცილე, რა, ჟურნალისტი (იცინის)... სულ ეგეთები უნდა მკითხო? ზუზუს "ყველაზე დაბნეულ" რესპონდენტად დავასახელებ.

"ბავშვობიდან დღემდე დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები მაინტერესებს. კითხვის დროს თავადაც წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ვხდები", - მითხრა მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა (72%). მისი საყვარელი ავტორი არტურ კონან დოილია. წიგნი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი". დიდხანს მიმტკიცა, რომ 29 რიცხვი მხოლოდ თებერვალშია და - არც ერთ სხვა თვეში.

მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, "სანერვიულო რუბრიკის" შემდეგი სტუმარი - მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი (77%) გახლავთ. პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხა, "ბიძია თომას ქოხი" იყო. როგორც ჩანს, დიდად არ აღფრთოვანებულა, გახსენებისას ამოიხვნეშა: "ვაი, იმ წაკითხვას!" სამაგიეროდ, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დოსტოევსკის "იდიოტმა". ამბობს, რომ როგოჟინს ჰგავს, მასავით ვნებიანია და უსაზღვრო სიყვარული შეუძლია".

რუბრიკაში პროფესიით ფიზიკოსი სტუმარი არასდროს მყოლია, პირველი - გოგა ვეშაპიძე (62%) გახლდათ - "შუა ქალაქის" ცნობილი პროფესორი. პირველი, რაც მისი გაცნობისას თვალში გხვდება, ის არის, რომ ძალიან ჰგავს გმირს, რომელსაც სერიალში თამაშობს. პროფესორივით დინჯი და მშვიდია.

მსახიობმა ლაშა ჯუხარაშვილმა (62%) ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა, რომ "მისამართი" შემეშალა. ის ამ რუბრიკისთვის შესაფერისი რესპონდენტი არ არის. წიგნებთან წლების წინ "მეგობრობდა", ბოლო დროს - ნაკლებად.

- რისი შიშია გამოფობია?

- არ გამიგია.

- ქორწინების შიშია.

- აი, ეგ შიში კი მაქვს (იცინის). განა მართლა, ვხუმრობ. ახლა ვატყობ, თანდათან შენ მიმართ შიშის გრძნობა მიჩნდება. ეს რა საშინელ კითხვებს მისვამ. ჟურნალისტების შიშს რა ჰქვია, უნდა გავიკითხო.

- გაიკითხე და გამაგებინე.

- რას ამბობ, არ დამირეკო, აღარ შეგხვდები.

ლაშა ჯუხარაშვილს "ყველაზე შეშინებული" რესპონდენტის ტიტულს მივანიჭებ.

პირველი წიგნი, რომელმაც მსახიობი ანი ტყებუჩავა (65%) "გადარია", "დიდოსტატის მარჯვენა" იყო. კონსტანტინე გამსახურდია ის ავტორია, რომელიც დღემდე გამორჩეულად უყვარს. მისი ფრაზები ზეპირად იცის. "წიგნში თუ ჩავიძირე, ყველგან თან დამაქვს, ტრანსპორტსა და ქუჩაშიც ვკითხულობ".

პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას (70%) კი მხატვრულზე მეტად სამეცნიერო ჟანრის ლიტერატურა იტაცებს. ამ ინტერვიუდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა კამათი იმის შესახებ, თუ რისი ექიმია თერაპევტი? - ზოგადი პროფილის ექიმია, პირველად თერაპევტთან მიდიხარ. ახლა ოჯახის ექიმსაც უწოდებენ.

- შინაგან სნეულებათა ექიმია.

- სადავო საკითხია, ადამიანი ხელს რომ მოიტეხს, თერაპევტთან არ მიდის?

შემდეგი რესპონდენტი კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი გახლდათ (79%). მოგეხსენებათ, ის 2 პოეტური კრებულის ავტორია. წერის განწყობას ამბოხის შეგრძნება უქმნის. აცხადებს, რომ "ქვეყნად ყველაფერი ღირებული ამბოხისა და სიყვარულის შედეგადაა "დაბადებული". აქტიური ცხოვრება მისი სტიქიაა.

ბიოლოგ-ბოტანიკოს ზურა შევარდნაძეს (59%) ინტერვიუს ჩასაწერად ფერად გარდენიაში ვესტუმრე. 5 წლის იყო, როცა გაუჩნდა სურვილი, ის ეკეთებინა, რასაც ბიძამისი - ნიკო აკეთებდა. მაშინ ამ პროფესიის სახელიც კი არ იცოდა. როცა წამოიზარდა, კარგად გაერკვა, თბილისში ჩამოვიდა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბავშვობის სურვილი აისრულა, თბილისის გარეუბანში ოცნების ბაღი გააშენა, სადაც 4200 მცენარესთან ერთად, თავადაც ხარობს. მასავით ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია.

ჩემი შემდეგი რესპონდენტი ნატიონალ გეოგრაპჰიც ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი ბიოლოგი ლევან ბუთხუზი (82%) გახლავთ. ის ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. ამბობს, რომ გრძნეული და მაცდური კლეოპატრას "გელფრენდი" იქნებოდა, მაგრამ მუდმივ პარტნიორად მის მსგავს ქალს არ ისურვებდა. ლევანთან ინტერვიუ იმაზე 2-ჯერ მოკლე დროში ჩავწერე, ვიდრე სხვა რესპონდენტებთან მჭირდება. ამიტომ მას ყველაზე "სხარტ რესპონდენტად" დავასახელებ.

დიზაინერი თეა ლომიძე (82%) პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია. ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა. წლების მანძილზე გულდასმით ეცნობოდა სამედიცინო ლიტერატურას. მართალია, ექიმი ვერ გახდა, მაგრამ წაკითხული ცხოვრებაში გამოადგა. რუბრიკის სტუმარი გახლდათ პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე (70%). ის პოლიტიკოსთა ავტობიოგრაფიებითაა დაინტერესებული. მისი ფავორიტი ვაცლავ ჰაველია.

საუკეთესო რესპონდენტი იყო რეჟისორი გოგა ხაინდრავა (83%). არადა, როცა დავურეკე და "ერუდიტში" სტუმრობა ვთხოვე, მიპასუხა, - რომელი ერუდიტი მე მნახეთო?! სანამ გააცნობიერებდა, წიგნი რას ნიშნავდა, სათამაშო ნივთად აღიქვამდა, მერე კითხვა ისწავლა და...

- ფამუქმა გამაოცა. ბოლო წლებში ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ფამუქმა მოახდინა. სიტყვის დიდოსტატია. ის ძალიან გულწრფელად წერს, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

"რამდენიმე დღეა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დავიკავე და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, წიგნებს ცოტათი დავშორდი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროც კი აღარ მაქვს. იმედია ყველაფერი მალე დალაგდება და ლიტერატურის წასაკითხი დროც მექნება", - მითხრა დავით ზურაბიშვილმა (76%). ინტერვიუს დასაწყისში გამაფრთხილა, ძალიან ცოტა დრო გვაქვსო, მაგრამ კითხვებმა ისე გაიტაცა, "კუთვნილი" წუთების "გაორმაგება" არც კი გაუპროტესტებია.

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა (57%) კი მითხრა, რომ აკრძალულ ხილს გემოს არ უსინჯავს. ნაწარმოებისგან, მუსიკისგან, მხატვრობისგან თუ სიამოვნება არ მიიღო, ძალდატანებით ვერც წაიკითხავს, ვერც მოუსმენს და ვერც დაათვალიერებს.

პაროდიის თეატრის მსახიობი მერაბ გეგეჭკორი (62%) დუმბაძის ზურიკელას ბიოგრაფიასა და საკუთარ წარსულში ბევრ მსგავსებას ხედავს. ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს პოეზია. ზეპირად ბევრი ლექსი იცის, მაგრამ ქალი ლექსით არასდროს "შეუბამს".

"მთელი ჩემი ცხოვრება წიგნებს ვკითხულობ, სათვალის ტარებაც ნაადრევად ამიტომ დამჭირდა. არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რამე არ წავიკითხო", - მითხრა პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა. დიდი ხანია, ეს სიტყვები რესპონდენტებისგან აღარ მომისმენია. მან დასმული კითხვების 86%-ს უპასუხა და ამ შედეგით "2012 წლის ერუდიტი" გახდა.

ვულოცავთ ბატონ გიას ამ წარმატებას და "პალიტრამედიის" სახელით, საჩუქრად "საქართველოს ისტორია", ოთხტომეული გადავეცით.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"