სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 2012 წლის "ბაბაიაგა" და ვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილის ჯილდო
ვინ არის 2012 წლის "ბაბაიაგა" და ვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილის ჯილდო

იწუ­რე­ბა დე­კემ­ბე­რი და გა­დავ­წყვი­ტეთ, გული არ დავ­წყვი­ტოთ ჩვენს მკი­თხვე­ლებს. გვინ­და შე­ვა­ჯა­მოთ 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბი, რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხუ­მა­რო ელ­ფერ­საც მივ­ცემთ. ვი­ნა­ი­დან მთლი­ა­ნო­ბა­ში თით­ქმის უკვე გან­ვლი­ლი წე­ლი­წა­დი იმ­დე­ნად მძი­მე გა­მოდ­გა, რომ ამ სა­ა­ხალ­წლოდ ასეც ვერ გა­გი­ფუ­ჭებთ გან­წყო­ბას, რომ გა­გახ­სე­ნოთ და­ყა­და­ღე­ბე­ბი, ჩხუ­ბე­ბი, თავ-პი­რის ლეწ­ვა და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ქოთ­ქო­თით, ლან­ძღვი­თა და გი­ნე­ბით მო­სუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა; ამი­ტო­მაც ისე­ვე, რო­გორც ადრე, ქარ­თვე­ლებ­მა ახ­ლაც იუ­მო­რით უნდა შევ­ხე­დოთ იმას, რაც ჩვენს თავს ხდე­ბო­და, ხდე­ბა და ალ­ბათ მო­მა­ვალ­შიც მოხ­დე­ბა. ასე რომ, ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" წარ­მო­გიდ­გენთ წლის ყვე­ლა­ზე ასე­თებ­სა და ისე­თებს...

წლის "ბა­ბა­ი­ა­გა"

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ხსე­ნე­ბა­ზე პო­ტენ­ცი­ურ და­სა­ყა­და­ღებ­ლებს ში­შის ზარი ჩა­ეს­მო­დათ, პო­ლი­ტი­კუ­რი სე­ი­რის ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ყუ­რებ­ლებს კი მო­ბეზ­რე­ბის გრძნო­ბაც და­ე­უფ­ლათ. მთა­ვა­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, ნა­თია მო­გე­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­ხის მი­მი­კე­ბიც ისე­თი­ვე და­ვარ­ცხნი­ლი ჰქონ­და, რო­გო­რიც თმა, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად გვევ­ლი­ნე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და გვარ­წმუ­ნებ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხალ­ხის მოქ­რთამ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, რომ ადა­მი­ა­ნებს თვლა აე­რი­ათ და მო­რი­გი მი­ლი­ო­ნე­ბი­ა­ნი ჯა­რი­მის და­რი­ცხვა სა­სა­ცი­ლოდ აღარ ჰყოფ­ნი­დათ. სა­ტე­ლი­ტუ­რი თეფ­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბამ არა­ერ­თგზის მოჰ­გვა­რა ღი­მი­ლი მრავ­ლისმნახ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ობი­ვა­ტე­ლის სა­ხეს. მოკ­ლედ, 2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იმ­დენ­ჯერ გა­ვი­გეთ სი­ტყვა მოქ­რთამ­ვა, და­ყა­და­ღე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა, ხოლო ნა­თია მო­გე­ლა­ძის იმ­დენ­ნა­ი­რი შარ­ჟი ვნა­ხეთ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­სა თუ გა­ზე­თებ­ში, სა­დაც ის ძი­რი­თა­დად, "ბა­ბა­ი­ა­გას" იმი­ჯით გვევ­ლი­ნე­ბო­და, რომ ერთ-ერთ პირ­ველ ნო­მი­ნან­ტად სწო­რედ მო­გე­ლა­ძეს ვა­სა­ხე­ლებთ. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ "პა­ლიტ­რა ტე­ვეს" ჟურ­ნა­ლის­ტმა "გა­მო­ი­ჭი­რა" ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და ყვე­ლას რომ ეგო­ნა, ცო­ცხზე შე­მომ­ჯდარ­მა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და ვე­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ნუ­რას უკაც­რა­ვად, მო­გე­ლა­ძე თურ­მე ისევ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში მჯდა­რა...

წლის "მე­სია"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ წო­დე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, 2011 წელს წა­რუდ­გა, თუმ­ცა 2012 წელს, ჩვე­ნი პო­ლი­ტე­ლი­ტის საყ­ვა­რელ ფრა­ზას გა­მო­ვი­ყე­ნებთ და, "ნერ­ვე­ბის ომი" სა­ა­კაშ­ვილს პირ­წმინ­დად მო­უ­გო. 80 მი­ლი­ო­ნი ლარი, რომ­ლი­თაც და­ა­ჯა­რი­მეს, უკა­ნას­კნელ თეთ­რამ­დე ჩა­უთ­ვა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას და იქით ვალი და­ა­დო, ეს კა­ხეთ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გა­და­უ­რი­ცხე­თო. თა­ნაც, უბ­რა­ლო მოკ­ვდავ­თათ­ვის ეს სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მისი ჯიბე ამ მი­ლი­ო­ნე­ბის და­კარ­გვის შე­დე­გად ოდ­ნა­ვაც არ შე­თხე­ლე­ბუ­ლა. რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჯა­რი­მე­ბი აკის­რეს, იმ­დე­ნი სი­ცო­ცხლე და გა­ხა­რე­ბა თქვენ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს გმი­რუ­ლად გა­უძ­ლო.

სულ ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი მუ­დამ მე­სი­ას ელი­ა­ნო. მას, ვინც ჩვენ მა­გივ­რად იმუ­შა­ვებს, მოგ­ვცემს ფულს, გა­მოგ­ვიწ­ვდის დახ­მა­რე­ბის ხელს, ქვე­ყა­ნა­საც ჩვენ მა­გივ­რად აა­შე­ნებს და ა.შ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც თით­ქმის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხალ­ხმა სწო­რედ ბი­ძი­ნას ხათ­რით მის­ცა ბევრ კან­დი­დატს ხმა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ცხა­დი გახ­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სუ­ლაც არა აქვს მე­სი­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, თან­და­თან ეს ილუ­ზი­ე­ბი იმ­სხვრე­ვა და ვნა­ხოთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში გა­დამ­რჩე­ნე­ლად მოვ­ლე­ნი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი თუ შეძ­ლებს რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რად ქცე­ვას.

წლის "მა­ზა­ლო"

გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის პრო­დი­უ­სერ­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან მო­იწ­ვია. პრო­ექ­ტი სწო­რედ 2012 წელს და­ი­წყო და პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­ზა­ფხულ­ზე გა­ვი­და ეთერ­ში. მა­ის­ში კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წყვი­ლი გა­მოვ­ლინ­და - სა­მო­რი ბალ­დე და ლიკა ლა­ბა­ძე. გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი კი პრო­ექ­ტის აღ­მო­ჩე­ნა და სახე გახ­და.

მან თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით პრე­სის ფურ­ცლე­ბი მო­ი­ა­რა, ხოლო მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი "თა­ვან­კა­რა" ქარ­თუ­ლით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. ჩერ­ტკო­ე­ვი მე­ო­რე სე­ზო­ნის რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვევ­ლი­ნა ჟი­უ­რის წევ­რად, თუმ­ცა შემ­დეგ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა. ეტყო­ბა, ცოტა მოს­წყინ­და მე­ო­რე სე­ზო­ნი, ისე­ვე, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, 2012 წლის მთა­ვა­რი გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია", რად­გან მან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი­სა და სხვა­თა სტუ­დი­ებს კი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის შე­სას­წავ­ლად ერთი ად­გი­ლის გაქ­ნე­ვის მო­სურ­ნე­თა მთელ­მა არ­მი­ამ მი­ა­შუ­რა.

წლის "თი­ნე­ი­ჯე­რი პო­ლი­ტი­კო­სი"

მარ­თა­ლია, 19 წლის შემ­დეგ ადა­მი­ანს თი­ნე­ი­ჯერს აღარ უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ახ­ლად გა­მომ­ცხვა­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის წი­თელ სა­ვარ­ძელ­ში მა­ინც ზედ­მე­ტად თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მა­რი­ამს გა­რეგ­ნო­ბა არ და­ე­წუ­ნე­ბა, ლა­პა­რა­კიც მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ სწავ­ლობს და თა­ვა­დაც აღი­ა­რებს, რომ არც გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. წლის და­სა­წყის­ში­ვე ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, რომ სწო­რედ 21 წლის მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას­თვის შე­იტა­ნეს ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და ჩა­წე­რეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­რლა­მენ­ტის წევ­რი შე­საძ­ლოა, 21 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნიც გახ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყველ­ას ერთი შე­კი­თხვა ეკე­რა პი­რზე, რა­ტომ გა­ნხორ­ცი­ელ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­რი­ა­მის­თვის? ის, რომ მა­რი­ა­მი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დიდი მე­გობ­რი­სა და თა­ვად ნა­ცი­ო­ნა­ლი ნაზი არო­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია, მთა­ვარ არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა, ამი­ტო­მაც შე­კი­თხვა კვლავ ღია რჩე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­რი­ა­მი თა­ვად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბა­ში უკვე აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი, ამას არ ეთან­ხმე­ბა.

წლის სიმ­ღე­რა

"დას­ვი­და­ნია, მი­შამ" "იუ­თუბ­ზე" ნა­ხვის რე­კორ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნამ­დვი­ლად მოხ­სნა. ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა სი­ცილ-კის­კი­სით უყუ­რა შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ მო­ფიქ­რე­ბულ ვი­დე­ოს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მიერ ქორ­წილ­ში შეს­რუ­ლე­ბულ­მა "და­ვაი, დას­ვი­და­ნი­ამ" ქარ­თუ­ლი ტექ­სტი მო­ირ­გო, სუფ­რას­თან შეკ­რე­ბი­ლი "სას­ტა­ვი" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უმ­ღე­რო­და - "ნუ შეგ­ვჭა­მე, და­ვაი, დას­ვი­და­ნია, კაცი არ ხარ? და­ვაი, დას­ვი­და­ნია..." პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ებ­მა ეს კლი­პი და სიმ­ღე­რაც უნი­ჭო ხუმ­რო­ბად შე­ა­ფა­სეს, ჩვენ კი, უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვებ­მა, ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სი­ცი­ლი"

ნო­მი­ნა­ცი­ის უპი­რო­ბო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი. მან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი გა­და­ცე­მა მო­ი­ა­რა და მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და­ტო­ვა თა­ვი­სი სი­ცი­ლის გამო. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის სი­ცილს სა­ხა­ლი­სოს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ. რომ უყუ­რებ, რო­გორ იცი­ნის, შენც არ გე­ცი­ნე­ბა, პი­რი­ქით, მაგ­რად "იგ­რუ­ზე­ბი". ლაშა ბუ­ღა­ძემ მის სი­ცილს სპე­ცი­ა­ლუ­რი პას­კვი­ლიც მი­უ­ძღვნა, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე იყო გა­მე­ო­რე­ბუ­ლი შემ­დე­გი ფრა­ზა - "უშიშ­რო­ე­ბის მდივ­ნის ცოლი არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სი­ცი­ლით დარ­ბის თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში". მოკ­ლედ, თამა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უნებ­ლიე სი­ცი­ლე­ბიც კი დაგ­ვა­ვი­წყა და ამა­ში ნამ­დვი­ლად გა­და­უ­ჯოკ­რა პრე­ზი­დენტს.

წლის "აუ­ღელ­ვე­ბე­ლი"

ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა ისე ჩა­ა­ტა­რა მთე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი თა­ვი­სი "პო­ლიტ­მეტ­რით", რომ წარ­ბიც არ შეს­ტო­კე­ბია. უც­ნო­ბია, იყე­ნებს თუ არა ბო­ტოქსს ჟიჟი, რო­გორც მას სა­ახ­ლობ­ლო­ში ეძა­ხი­ან, მაგ­რამ მი­მი­კე­ბის ასე­თი და­მორ­ჩი­ლე­ბა მხო­ლოდ ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლის ადა­მი­ანს თუ შე­უძ­ლია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც გა­უ­ზი­ა­რებს. მა­გა­ლი­თად, ეტყვის, რო­გორ უნდა დას­ვა "გვე­ლუ­რი" შე­კი­თხვა სრუ­ლი­ად მშვი­დი სა­ხით და გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტის გა­მოწ­ვე­ვებ­საც არ წა­მო­ე­გო. მარ­თა­ლია, ერთხელ იმე­დი გაგ­ვიც­რუა ჟი­ჟიმ, რო­დე­საც მისი რეს­პონ­დენ­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი იყო და "პო­ლიტ­მეტ­რის" წამ­ყვან­მა ის მე­ტის­მე­ტად და­ინ­დო, არ და­უს­ვა არც ერთი პრინ­ცი­პუ­ლი შე­კი­თხვა და ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი აღ­ვარ­ღვა­რე­ბი­ნა თა­ვის ეთერ­ში, მაგ­რამ ეს აშ­კა­რად სხვა თე­მაა...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვინ არის 2012 წლის "ბაბაიაგა" და ვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილის ჯილდო

ვინ არის 2012 წლის "ბაბაიაგა" და ვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილის ჯილდო

იწურება დეკემბერი და გადავწყვიტეთ, გული არ დავწყვიტოთ ჩვენს მკითხველებს. გვინდა შევაჯამოთ 2012 წლის მოვლენები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სახუმარო ელფერსაც მივცემთ. ვინაიდან მთლიანობაში თითქმის უკვე განვლილი წელიწადი იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ საახალწლოდ ასეც ვერ გაგიფუჭებთ განწყობას, რომ გაგახსენოთ დაყადაღებები, ჩხუბები, თავ-პირის ლეწვა და არჩევნებამდე ქოთქოთით, ლანძღვითა და გინებით მოსული ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება; ამიტომაც ისევე, როგორც ადრე, ქართველებმა ახლაც იუმორით უნდა შევხედოთ იმას, რაც ჩვენს თავს ხდებოდა, ხდება და ალბათ მომავალშიც მოხდება. ასე რომ, ჟურნალი "რეიტინგი" წარმოგიდგენთ წლის ყველაზე ასეთებსა და ისეთებს...

წლის "ბაბაიაგა"

კონტროლის პალატის ხსენებაზე პოტენციურ დასაყადაღებლებს შიშის ზარი ჩაესმოდათ, პოლიტიკური სეირის ჩვეულებრივ მაყურებლებს კი მობეზრების გრძნობაც დაეუფლათ. მთავარი მაკონტროლებელი, ნათია მოგელაძე, რომელსაც სახის მიმიკებიც ისეთივე დავარცხნილი ჰქონდა, როგორიც თმა, თითქმის ყოველდღიურად გვევლინებოდა ტელევიზიით და გვარწმუნებდა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ხალხის მოქრთამვით იყო დაკავებული. მისი საქმიანობის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იმდენი მილიონი ლარით დააჯარიმეს, რომ ადამიანებს თვლა აერიათ და მორიგი მილიონებიანი ჯარიმის დარიცხვა სასაცილოდ აღარ ჰყოფნიდათ. სატელიტური თეფშების დაყადაღებამ არაერთგზის მოჰგვარა ღიმილი მრავლისმნახველი ქართველი ობივატელის სახეს. მოკლედ, 2012 წლის პირველ ნახევარში იმდენჯერ გავიგეთ სიტყვა მოქრთამვა, დაყადაღება და დაჯარიმება, ხოლო ნათია მოგელაძის იმდენნაირი შარჟი ვნახეთ ინტერნეტსივრცესა თუ გაზეთებში, სადაც ის ძირითადად, "ბაბაიაგას" იმიჯით გვევლინებოდა, რომ ერთ-ერთ პირველ ნომინანტად სწორედ მოგელაძეს ვასახელებთ. სხვათა შორის, ამას წინათ "პალიტრა ტევეს" ჟურნალისტმა "გამოიჭირა" ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ყველას რომ ეგონა, ცოცხზე შემომჯდარმა დატოვა საქართველოს ტერიტორია და ვენაში იმყოფებოდა, ნურას უკაცრავად, მოგელაძე თურმე ისევ თავის კაბინეტში მჯდარა...

წლის "მესია"

ბიძინა ივანიშვილი ამ წოდებას ნამდვილად იმსახურებს. მართალია, საზოგადოებას, როგორც პოლიტიკოსი, 2011 წელს წარუდგა, თუმცა 2012 წელს, ჩვენი პოლიტელიტის საყვარელ ფრაზას გამოვიყენებთ და, "ნერვების ომი" სააკაშვილს პირწმინდად მოუგო. 80 მილიონი ლარი, რომლითაც დააჯარიმეს, უკანასკნელ თეთრამდე ჩაუთვალა სააკაშვილის მთავრობას და იქით ვალი დაადო, ეს კახეთში დაზარალებულებს გადაურიცხეთო. თანაც, უბრალო მოკვდავთათვის ეს საოცარია, მაგრამ მისი ჯიბე ამ მილიონების დაკარგვის შედეგად ოდნავაც არ შეთხელებულა. რაც ბიძინა ივანიშვილს ჯარიმები აკისრეს, იმდენი სიცოცხლე და გახარება თქვენ, მაგრამ ამ ყველაფერს გმირულად გაუძლო.

სულ ამბობენ, ქართველები მუდამ მესიას ელიანო. მას, ვინც ჩვენ მაგივრად იმუშავებს, მოგვცემს ფულს, გამოგვიწვდის დახმარების ხელს, ქვეყანასაც ჩვენ მაგივრად ააშენებს და ა.შ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის მთელი ოპოზიციის გაერთიანება მოახერხა და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხალხმა სწორედ ბიძინას ხათრით მისცა ბევრ კანდიდატს ხმა. არჩევნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრს სულაც არა აქვს მესიობაზე პრეტენზია, თანდათან ეს ილუზიები იმსხვრევა და ვნახოთ, საზოგადოების თვალში გადამრჩენელად მოვლენილი ივანიშვილი თუ შეძლებს რეალურ პოლიტიკურ ლიდერად ქცევას.

წლის "მაზალო"

გოჩა ჩერტკოევი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოიწვია. პროექტი სწორედ 2012 წელს დაიწყო და პირველი გადაცემა გაზაფხულზე გავიდა ეთერში. მაისში კი გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა - სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. გოჩა ჩერტკოევი კი პროექტის აღმოჩენა და სახე გახდა.

მან თავისი უცნაური ჩაცმულობით პრესის ფურცლები მოიარა, ხოლო მაყურებელს განსაკუთრებული "თავანკარა" ქართულით დაამახსოვრა თავი. ჩერტკოევი მეორე სეზონის რამდენიმე გადაცემაში მოგვევლინა ჟიურის წევრად, თუმცა შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ეტყობა, ცოტა მოსწყინდა მეორე სეზონი, ისევე, როგორც მაყურებელს.

ამის მიუხედავად, 2012 წლის მთავარი გასართობი პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავებია", რადგან მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩეჩილაძეებისა და სხვათა სტუდიებს კი სამეჯლისო ცეკვების შესასწავლად ერთი ადგილის გაქნევის მოსურნეთა მთელმა არმიამ მიაშურა.

წლის "თინეიჯერი პოლიტიკოსი"

მართალია, 19 წლის შემდეგ ადამიანს თინეიჯერს აღარ უწოდებენ, მაგრამ ახლად გამომცხვარი პარლამენტარი მარიამ საჯაია ქუთაისის პარლამენტის წითელ სავარძელში მაინც ზედმეტად თინეიჯერულად გამოიყურება. მარიამს გარეგნობა არ დაეწუნება, ლაპარაკიც მეტ-ნაკლებად შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით ისევ სწავლობს და თავადაც აღიარებს, რომ არც გამოცდილება აქვს. წლის დასაწყისშივე ატყდა ერთი ამბავი, რომ სწორედ 21 წლის მარიამ საჯაიასთვის შე­იტანეს ცვლილებები კონსტიტუციაში და ჩაწერეს, რომ საქართველოს პა­რლამენტის წევრი შესაძლოა, 21 წლის ასაკის ადამიანიც გახდეს. რა­საკვირველია, ყველ­ას ერთი შეკითხვა ეკერა პი­რზე, რატომ გა­ნხორციელდა ზე­მოხსენებული ცვლილება მაინცდამაინც მარიამისთვის? ის, რომ მარიამი ნაციონალების დიდი მეგობრისა და თავად ნაციონალი ნაზი არონიას ქალიშვილია, მთავარ არგუმენტად ვერ გამოდგება, ამიტომაც შეკითხვა კვლავ ღია რჩება. როგორც ამბობენ, მარიამი თავად პრე­ზიდენტ სააკაშვილის ფავორიტია, თუმცა პარლამენტარი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში უკვე აქტიურადაა ჩართული, ამას არ ეთანხმება.

წლის სიმღერა

"დასვიდანია, მიშამ" "იუთუბზე" ნა­ხვის რეკორდი საქართველოს მასშტაბით ნამდვილად მოხსნა. ასიათასობით ადამიანმა სიცილ-კისკისით უყურა შალვა რამიშვილის მიერ მოფიქრებულ ვიდეოს. აზერბაიჯანელების მიერ ქორწილში შესრულებულმა "დავაი, დასვიდანიამ" ქართული ტექსტი მოირგო, სუფრასთან შეკრებილი "სასტავი" საქართველოს პრეზიდენტს უმღეროდა - "ნუ შეგვჭამე, დავაი, დასვიდანია, კაცი არ ხარ? დავაი, დასვიდანია..." პრეზიდენტის მომხრეებმა ეს კლიპი და სიმღერაც უნიჭო ხუმრობად შეაფასეს, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებმა, ძალიან ვიხალისეთ.

"მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილი"

ნომინაციის უპირობო გამარჯვებულია თამარა ჩერგოლეიშვილი. მან წლის განმავლობაში არაერთი გადაცემა მოიარა და მაყურებელი გაოგნებული და ჩაფიქრებული დატოვა თავისი სიცილის გამო. ჩერგოლეიშვილის სიცილს სახალისოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. რომ უყურებ, როგორ იცინის, შენც არ გეცინება, პირიქით, მაგრად "იგრუზები". ლაშა ბუღაძემ მის სიცილს სპეციალური პასკვილიც მიუძღვნა, სადაც რამდენჯერმე იყო გამეორებული შემდეგი ფრაზა - "უშიშროების მდივნის ცოლი არამო­ტივირებული სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში". მოკლედ, თამა­რა ჩერგოლეიშვილმა ინტერნეტში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის უნებლიე სიცილებიც კი დაგვავიწყა და ამაში ნამდვილად გადაუჯოკრა პრეზიდენტს.

წლის "აუღელვებელი"

ნინო ჟიჟილაშვილმა ისე ჩაატარა მთელი სატელევიზიო სეზონი თავისი "პოლიტმეტრით", რომ წარბიც არ შესტოკებია. უცნობია, იყენებს თუ არა ბოტოქსს ჟიჟი, როგორც მას საახლობლოში ეძახიან, მაგრამ მიმიკების ასეთი დამორჩილება მხოლოდ ზებუნებრივი ძალის ადამიანს თუ შეუძლია. კარგი იქნება, თუ ნინო ჟიჟილაშვილი თავის გამოცდილებას მომავალ ჟურნალისტებსაც გაუზიარებს. მაგალითად, ეტყვის, როგორ უნდა დასვა "გველური" შეკითხვა სრულიად მშვიდი სახით და გაგულისებული რესპონდენტის გამოწვევებსაც არ წამოეგო. მართალია, ერთხელ იმედი გაგვიცრუა ჟიჟიმ, როდესაც მისი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო და "პოლიტმეტრის" წამყვანმა ის მეტისმეტად დაინდო, არ დაუსვა არც ერთი პრინციპული შეკითხვა და ნიანგის ცრემლები აღვარღვარებინა თავის ეთერში, მაგრამ ეს აშკარად სხვა თემაა...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს