მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს
მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს

ორი წე­ლია, რაც შვილ­თან, ნუცა მახ­ვი­ლა­ძეს­თან ერ­თად ახალ წელს ახალ ბი­ნა­ში ხვდე­ბა. ზამ­თა­რი არ უყ­ვარს, მაგ­რამ ყო­ველ ახალ წელს სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­შია. მაია ასა­თი­ან­მა მო­რი­გი სე­ზო­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბით და­ხუ­რა. გა­სულ წელს ბევ­რი სირ­თუ­ლე შეხ­ვდა, მაგ­რამ ფიქ­რობს, რომ ღირ­სე­უ­ლად დაძ­ლია. მისი გა­და­ცე­მა ყო­ველ­თვის მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტა, საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2013 წელს დრო სა­კუ­თარ თავ­საც და­უთ­მოს.

- არ მიყ­ვარს ზამ­თა­რი, მის დად­გო­მას დღემ­დე დეპ­რე­სი­უ­ლად ვხვდე­ბი. ჩემი და ხუმ­რობს, მცე­ნა­რე ხარო. კარ­გად მა­შინ ვარ, როცა მზეა და წყა­ლი ახ­ლო­საა. სი­ცი­ვის დად­გო­მას­თან ერ­თად მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას ვე­ლო­დე­ბი, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა, რომ ახალ წელს ყო­ველ­თვის სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში ვარ. შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვებ­მა დამ­ცი­ნონ, მაგ­რამ 10 წლამ­დე სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მჯე­რო­და თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის. ღა­მის 12 სა­ათ­ზე ნაძ­ვის ხეს­თან სა­ჩუ­ქა­რი რომ მხვდე­ბო­და, ვი­ცო­დი, რომ თოვ­ლის ბა­ბუ­ას მოჰ­ქონ­და და ჩემს ოც­ნე­ბებ­საც ყო­ველ­თვის გა­მო­იც­ნობ­და ხოლ­მე. ერთ დღე­საც დე­დამ ამიხ­სნა, რაში იყო საქ­მე და დღემ­დე მახ­სოვს ის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ სას­წა­უ­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, იმი­ტომ არა, რომ სა­ჩუ­ქა­რი აღარ დამ­ხვდე­ბო­და, უბ­რა­ლოდ მივ­ხვდი, რომ ის, რი­სიც მჯე­რო­და, ტყუ­ი­ლი იყო. დღემ­დე ახალ წელს მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რი გან­ცდით ვხვდე­ბი და ახლა, 35 წლის ასაკ­შიც მჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის. გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რი­სას ვხვდე­ბი, რომ თუ სწო­რად იცხოვ­რებ, სას­წა­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა.

- გიყ­ვარ­დათ ნაძ­ვის ხის მორ­თვა?

- ეს ჩემ­თვის დღემ­დე ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი პრო­ცე­სია. ტე­ლე­სამ­ყა­რო­ში ახა­ლი წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია და იქ ამ დროს ყო­ველ­თვის დიდი მზა­დე­ბაა. რაც ამ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, ჩემი ნაძ­ვის ხის­თვის ცოტა დრო მრჩე­ბა და ახ­ლაც სა­გან­გე­ბოდ ახალ წლამ­დე ცოტა ხნით ადრე, სპე­ცი­ა­ლუ­რად "რე­ი­ტინ­გის­თვის" მოვ­რთე ნაძ­ვის ხე. თქვენ რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვით, ეს უფრო გვი­ან მოხ­დე­ბო­და. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, სახ­ლში მთე­ლი წელი ნაძ­ვის ხე მედ­გე­ბო­და, რად­გან ზე­ი­მის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ჩემ­ში.

- მეკვლის ტრა­დი­ცი­ა­ზე რა აზ­რის ხართ?

- ამის არა­სო­დეს მჯე­რო­და, მგო­ნია, რომ სა­კუ­თა­რი ბედი თა­ვად უნდა გა­მო­ჭე­დო და ცოტა ზე­ვი­და­ნაც უნდა და­გეხ­მა­რონ. ახალ წელს სახ­ლში ყოფ­ნა მიყ­ვარს. იმ­დე­ნი ხა­ნია, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ყუთ­ში ვზი­ვარ, მო­მაკ­ლდა ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დღე­სას­წა­უ­ლებ­ში. ვიცი, რომ 31 დე­კემ­ბერს და 1-ელ იან­ვარს და­ვის­ვე­ნებ და ჩემს შვილ­თან ვიქ­ნე­ბი. ერთი სული მაქვს, რო­დის დად­გე­ბა ახა­ლი წელი.

- ზამ­თა­რი, სი­ცი­ვე არ გიყვ­ართ, არც თოვა გა­ყე­ნებთ კარგ ხა­სი­ათ­ზე?

- თოვ­ლის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა თბი­ლი­სელს, მაგ­რამ თბი­ლი­სუ­რი თოვ­ლი მალე ჭყა­პად იქ­ცე­ვა და რთუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. რო­დე­საც თოვს, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი სპე­ტა­კი ხდე­ბა და სი­სუფ­თა­ვის შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­მან­ტი­კუ­ლი გან­ცდა, რომ ახალ წელს უნდა თოვ­დეს და შენ თბი­ლად იჯდე ბუ­ხარ­თან, არა­სო­დეს მქო­ნია. ახა­ლი წელი იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­თან ვარ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, სუფ­რა­ზე სა­ცი­ვი გქონ­დეს და გო­ზი­ნაყს მი­ირ­თმევ­დე.

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას თქვენ ამ­ზა­დებთ?

- ამა­ზე ჩემი შვი­ლი სულ იცი­ნის, მაგ­რამ ეს არის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­დე­საც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვარ, ნამ­დვი­ლი ქალი ვხდე­ბი. ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს მე ვამ­ზა­დებ. ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა, რო­დე­საც სახ­ლში თაფლში არე­უ­ლი მო­ხა­ლუ­ლი ნიგვზის სურ­ნე­ლი დგას, ახა­ლი წლის პირ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბა მა­შინ მო­დის. ვერ ვი­ტყვი, რომ იდე­ა­ლუ­რი გო­ზი­ნა­ყი გა­მომ­დის, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ვმუ­შა­ობ და ვცდი­ლობ და­ვიხ­ვე­წო. წელს მე­ხუ­თედ გა­ვა­კე­თებ გო­ზი­ნაყს და ვნა­ხოთ, რო­გო­რი გა­მო­მი­ვა.

- ახა­ლი წლის ღა­მეს სურ­ვი­ლი თუ ჩა­გი­ფიქ­რე­ბი­ათ?

- რა თქმა უნდა. ბავ­შვო­ბა­ში ხან­და­ხან ფურ­ცელ­ზე ვწერ­დი, მერე ვწვავ­დი, შამ­პა­ნუ­რის ჭი­ქა­ში ვყრი­დი და ვსვამ­დი. ახლა ჩა­ვი­ფიქ­რებ იმას, რაც მო­მა­ვალ წელ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა რა­ი­მე ზღაპ­რუ­ლი სურ­ვი­ლი.

- ღია ცის ქვეშ თუ შეხ­ვედ­რი­ხართ ახალ წელს?

- 2004 წელს შევ­ხვდი, რო­დე­საც "კუ­რი­ერ­ში" რე­პორ­ტი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი. ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა მქონ­და. როცა ცივა, ხელ­ში მიკრო­ფო­ნი გი­ჭი­რავს და შენ გვერ­დით კა­მე­რა დგას, რთუ­ლია, ამა­ზე იფიქ­რო. არც იმის მჯე­რა, რო­გორც შეხ­ვდე­ბი, ისე გა­ა­ტა­რებ მთელ წელს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­მან­ტი­კუ­ლიც ვარ და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რიც, ცრურ­წმე­ნებს ნაკ­ლე­ბად ვუ­წევ ან­გა­რიშს.

- ნუცა რო­გორ ხვდე­ბა ახალ წელს?

- ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლი გო­გო­ნაა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით. მგო­ნი, თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ერ­თოდ არ სჯე­რო­და. სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე თი­ნე­ი­ჯე­რია. ზუს­ტად იცის, რა უნდა, რო­გორ მი­აღ­წი­ოს მი­ზანს და თუ არ და­იმ­სა­ხუ­რა, ცი­დან სა­ჩუ­ქარს არა­ვინ ჩა­მო­უგ­დებს. ერთხელ მახ­სოვს, მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, მა­შინ ჯერ კი­დევ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, ნუ­ცას­თვის სან­ტა კლა­უ­სი გა­მო­ვი­ძა­ხეთ. ამ ამ­ბავს დღემ­დე სი­ცი­ლით ვიხ­სე­ნებთ. რო­დე­საც სან­ტა მო­ვი­და, ნუ­ცა­ზე მე­ტად ჩვენ გაგ­ვი­ხარ­და. ვცეკ­ვავ­დით, ვმღე­რო­დით და სან­ტა ისე გა­ოც­და, რომ სა­ჩუქ­რე­ბი ჩვენ დაგ­ვი­რი­გა.

- ახა­ლი წლის დად­გო­მას ახ­ლობ­ლებს ტე­ლე­ფო­ნით ულო­ცავთ?

- არ მიყ­ვარს ყვე­ლას­თვის მი­წე­რი­ლი მე­სი­ჯე­ბი, რო­დე­საც ერ­თსა და იმა­ვე ტექსტს უამ­რავ ადა­მი­ანს უგ­ზავ­ნი. თუ ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნო, და­ურ­ე­კო და უთხრა, რომ გიყ­ვარს და ახა­ლი დღის გა­თე­ნე­ბა მი­უ­ლო­ცო. რა სა­ჭი­როა, ღა­მის 12 სა­ათ­ზე დე­დას და­ურ­ე­კო, უთხრა, რომ გიყ­ვარს და ახალ წელს ულო­ცავ, დე­და­ჩემს ისე­დაც ვე­რა­ვინ ას­წრებს ჩემ­თან მეკვლედ მოს­ვლას. წლე­ბია, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ და ყო­ველ წელს დედა, ჩემს დებ­თან ერ­თად, ღამე, პირ­ვე­ლის წუ­თებ­ზე მო­დის და ახალ წელს მი­ლო­ცავს.

- მაია, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გან­ვლილ 2012 წელს?

- მე­ო­რედ მოს­ვლას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი (იღი­მე­ბა). რთუ­ლი წელი იყო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. ბევ­რი სიმ­ძი­მით და­მა­მახ­სოვ­რა თავი. მგო­ნია, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან და ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­წევს ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლა. ახ­ლაც მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ხიდ­ზე ვდგა­ვარ და სა­კუ­თარ თავს ვამ­ხნე­ვებ, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლო გზა. არ ვიცი, გა­ვაღ­წევ თუ არა მე­ო­რე ნა­პირ­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, გა­მო­მი­ვი­დეს. პირ­ვე­ლად არ ვდგა­ვარ ასეთ ხიდ­ზე. 2012-მა წელ­მა და­მა­ყე­ნა და ვნა­ხოთ, 2013 წელს თუ გა­და­მიყ­ვანს მე­ო­რე ნა­პირ­ზე.

- სა­ე­თე­რო კონ­კუ­რენ­ცი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- არა, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბებს, ყვე­ლა­ფერს ერ­თად. კონ­კუ­რენ­ცია აქ არა­ფერ შუ­ა­შია. დიდ მო­ზა­ი­კა­ში ერთი პა­ტა­რა დე­ტა­ლია და აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არც ღირს. მე მა­ინც მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბა და პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბაა. ისე უნდა იცხოვ­რო, უკან მო­ხედ­ვი­სას შენი გა­კე­თე­ბუ­ლის ძა­ლი­ან არ შეგრცხვეს.

- ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში კარ­გად შეხ­ვდით. ახა­ლი სე­ზო­ნი­დან თქვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი ერთ არხზე გავა. ეს იქ­ნე­ბა რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სი?

- ჩემ­თვის ეს არ იქ­ნე­ბა ახ­ლის და­სა­წყი­სი. ამ ეტაპ­ზე ასე ვფიქ­რობ. არა­ვინ იცის, მო­მა­ვა­ლი რას მოგ­ვი­ტანს. მე რაც შე­მე­ხე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელ­თან არ შევ­რცხვე და ქუ­ჩა­ში გას­ვლის დროს ღირ­სე­უ­ლად შევ­ხე­დო მათ თვა­ლებ­ში. ეს არ არის ად­ვი­ლი, ძნე­ლია. ამ­დე­ნი ხანი ასე ვი­ცხოვ­რე და ალ­ბათ ამი­ტო­მაც შე­მოვ­რჩი ქარ­თულ მე­დი­ას.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა "პრო­ფი­ლი" ახა­ლი სე­ზო­ნი­დან?

- ისე­თი, რო­გო­რიც არის, "პრო­ფი­ლი" იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ სხვებს გვერ­დში და­უდ­გეს. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­მა­ყოდ მაქვს, რომ ამ გა­და­ცე­მამ და­ამ­კვიდ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლექ­ველ­მოქ­მე­დე­ბის ტრა­დი­ცია. ასე გა­ვა­ცი­ლეთ 2012 წელი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ 2013 წელ­საც სხვე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი ვი­ყოთ.

- და რას ელით 2013 წელს?

- სა­დღაც შუ­ა­ში ვდგა­ვარ და მე­ში­ნია, ფეხ­ქვეშ მიწა არ ჩა­მი­ვარ­დეს. რამ­დე­ნა­დაც ძლი­ე­რი ვარ საქ­მე­ში, იმ­დე­ნად სუს­ტი ვარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი, ასე შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ლო­დო. 2013 წელ­საც არა­ფერს ველი. ზუს­ტად ვიცი, ჩემს ბედს ჩემი ხე­ლით ვერ გა­მოვ­ჭე­დავ, არა­და, საქ­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით შევ­ქმე­ნი.

- რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ...

- ბევ­რს უკ­ვირს, მაგ­რამ ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძე ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. მას შე­მიძ­ლია ვა­პა­ტიო ყვე­ლა შეც­დო­მა, იმი­ტომ, რომ იდე­ა­ლუ­რი მა­მაა. ისეთ დროს დავ­შორ­დით, რომ ბევ­რი არ დაგ­ვი­შა­ვე­ბია ერ­თმა­ნე­თის­თვის. ცხრა წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ერ­თად აღარ ვართ, მაგ­რამ შვილს ერ­თად ვზრდით.

- არც ირაკ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა?

- არა, მაგ­რამ მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, უბ­რა­ლოდ, ასე გა­მო­ვი­და. იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ დავ­ქორ­წინ­დით და ისე­თი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ხან­და­ხან ვი­ცი­ნით, იყო კი ეს ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ. ხან­და­ხან ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ვჭო­რა­ობთ, ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- რაც წლე­ბი გა­დის, უფრო რთუ­ლია, თა­ვი­დან მი­ი­ღო და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ალ­ბათ ასეა და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო გარ­თულ­დე­ბა. მი­ვეჩ­ვიე სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­ტო გა­ტა­ნას და ასე­თი ქა­ლის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია. მაგ­რამ მა­ინც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ვინ­მე ხე­ლის გულ­ზე გა­ტა­რებს. ჩემ­თვის ეს გან­ცდა, სამ­წუ­ხა­როდ, უცხოა.

- ნუ­ცას არა­სო­დეს უთხო­ვია, რომ მშობ­ლებს ისევ ერ­თად გე­ცხოვ­რათ?

- არა, მე და ირაკ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. იდე­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ რო­გორც ცოლ-ქმა­რი ვერ შევ­დე­ქით. ეს პრე­სით არა­სო­დეს მით­ქვამს, მაგ­რამ რო­დე­საც და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, პი­რო­ბა დავ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფერს მო­ვით­მენ­დით. ჩვე­ნი შვი­ლის გამო ყვე­ლა წყე­ნას, ტკი­ვილს, დაბ­რკო­ლე­ბას და­ვი­ვი­წყებ­დით, რო­მე­ლიც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გვქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ვა­პა­ტი­ეთ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა სა­პა­ტი­ე­ბე­ლი ბევ­რი არც არა­ფე­რი იყო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მე­ო­რედ თუ და­ო­ჯახ­დე­ბით, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან მე­გობ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას შეძ­ლებთ?

- ირაკ­ლი ჩემი შვი­ლის მა­მაა და ვი­საც ვეყ­ვა­რე­ბი, ისე­თი უნდა მი­მი­ღოს, რო­გო­რიც ვარ. ყო­ველ­დღე კა­ფე­ებ­ში არ დავ­დი­ვართ, მაგ­რამ ჩემს სახ­ლში ირაკ­ლი ხში­რად მო­დის შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად. სა­მი­ვე ერ­თად ვა­ტა­რებთ დროს და ნუ­ცას­თვის ოჯა­ხურ გა­რე­მოს ვქმნით. 2013 წლის 1-ელ იან­ვარს ირაკ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოვა ჩვენ­თან. მეკვლე არ იქ­ნე­ბა, დე­და­ჩე­მი და­ას­წრებს, მაგ­რამ არ მახ­სოვს ახა­ლი წელი, ირაკ­ლი არ მო­სუ­ლი­ყოს. ტე­ლე­რე­ჟი­სო­რია და ხში­რად, რო­დე­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის, ჩემ­თვის სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­აქვს. რაც ცოლ-ქმა­რი არ ვართ, ჟურ­ნა­ლის­ტურ სა­ჩუქ­რებს მჩუქ­ნის. ერ­თად რომ ვცხოვ­რობ­დით, მა­შინ სხვა­ნა­ი­რი სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და (იღი­მე­ბა). როცა მე მივ­დი­ვარ მივ­ლი­ნე­ბა­ში, მეც ჩა­მო­მაქვს მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი. რა იქ­ნე­ბო­და, ირაკ­ლის ცოლი რომ ჰყავ­დეს?.. ეს სა­კი­თხი ალ­ბათ მან უნდა მო­აგ­ვა­როს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან. სა­ეჭ­ვი­ა­ნო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ექ­ნე­ბა. ირაკ­ლი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია, ერთ სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებთ და მუდ­მი­ვად მეს­მის ამ­ბე­ბი მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- ერთხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხა­რით, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა არ გიყ­ვართ, რო­გორ უნდა მოგ­ხიბ­ლოთ მა­მა­კაც­მა?

- არ ვიცი, ამა­ზე მეც მი­ფიქ­რია. თუ არა­ვის მო­უშ­ვებ, რო­გორ უნდა მო­ვი­დეს შე­ნამ­დე. მე ჩემ­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ და­მა­კომ­პლექ­სა და 2013 წელს ამ კომ­პლექ­სებ­თან ბრძო­ლას და­ვუთ­მობ, რომ წინ ქალი წა­მოვ­წიო და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უკან დავ­წიო. თუ გა­მო­მი­ვა, შევ­ხვდეთ ერ­თმა­ნეთს 2014 წლის 1-ელ იან­ვარს და მო­გიყ­ვე­ბით (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს

მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს

ორი წელია, რაც შვილთან, ნუცა მახვილაძესთან ერთად ახალ წელს ახალ ბინაში ხვდება. ზამთარი არ უყვარს, მაგრამ ყოველ ახალ წელს სასწაულის მოლოდინშია. მაია ასათიანმა მორიგი სეზონი ქველმოქმედებით დახურა. გასულ წელს ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ღირსეულად დაძლია. მისი გადაცემა ყოველთვის მაღალრეიტინგულია, მაგრამ გადაწყვიტა, საქმის პარალელურად, 2013 წელს დრო საკუთარ თავსაც დაუთმოს.

- არ მიყვარს ზამთარი, მის დადგომას დღემდე დეპრესიულად ვხვდები. ჩემი და ხუმრობს, მცენარე ხარო. კარგად მაშინ ვარ, როცა მზეა და წყალი ახლოსაა. სიცივის დადგომასთან ერთად მთელი ცხოვრება გაზაფხულის მოსვლას ველოდები, თუმცა ბავშვობიდან მომყვება, რომ ახალ წელს ყოველთვის სასწაულის მოლოდინში ვარ. შეიძლება, თანამედროვე ბავშვებმა დამცინონ, მაგრამ 10 წლამდე სრული სერიოზულობით მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. ღამის 12 საათზე ნაძვის ხესთან საჩუქარი რომ მხვდებოდა, ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა და ჩემს ოცნებებსაც ყოველთვის გამოიცნობდა ხოლმე. ერთ დღესაც დედამ ამიხსნა, რაში იყო საქმე და დღემდე მახსოვს ის საშინელი განცდა, როდესაც მივხვდი, რომ სასწაულები არ არსებობდა. ძალიან მეწყინა, იმიტომ არა, რომ საჩუქარი აღარ დამხვდებოდა, უბრალოდ მივხვდი, რომ ის, რისიც მჯეროდა, ტყუილი იყო. დღემდე ახალ წელს მაინც ძველებური განცდით ვხვდები და ახლა, 35 წლის ასაკშიც მჯერა სასწაულების. განვლილ ცხოვრებაზე ფიქრისას ვხვდები, რომ თუ სწორად იცხოვრებ, სასწაული აუცილებლად მოხდება.

- გიყვარდათ ნაძვის ხის მორ­თვა?

- ეს ჩემთვის დღემდე ყველაზე საყვარელი პროცესია. ტელესამყაროში ახალი წელი მნიშვნელოვანი პერიოდია და იქ ამ დროს ყოველთვის დიდი მზადებაა. რაც ამ სამყაროში ცხოვრება დავიწყე, ჩემი ნაძვის ხისთვის ცოტა დრო მრჩება და ახლაც საგანგებოდ ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, სპეციალურად "რეიტინგისთვის" მოვრთე ნაძვის ხე. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს უფრო გვიან მოხდებოდა. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, სახლში მთელი წელი ნაძვის ხე მედგებოდა, რადგან ზეიმის ასოციაციას იწვევს ჩემში.

- მეკვლის ტრადიციაზე რა აზრის ხართ?

- ამის არასოდეს მჯეროდა, მგონია, რომ საკუთარი ბედი თავად უნდა გამოჭედო და ცოტა ზევიდანაც უნდა დაგეხმარონ. ახალ წელს სახლში ყოფნა მიყვარს. იმდენი ხანია, სატელევიზიო ყუთში ვზივარ, მომაკლდა ოჯახური სიმყუდროვე, განსაკუთრებულად დღესასწაულებში. ვიცი, რომ 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დავისვენებ და ჩემს შვილთან ვიქნები. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ახალი წელი.

- ზამთარი, სიცივე არ გიყვ­ართ, არც თოვა გაყენებთ კარგ ხასიათზე?

- თოვლის ყურება მიყვარს, ისევე, როგორც ყველა თბილისელს, მაგრამ თბილისური თოვლი მალე ჭყაპად იქცევა და რთულია მოძრაობა. როდესაც თოვს, თითქოს ყველაფერი სპეტაკი ხდება და სისუფთავის შეგრძნება მეუფლება, მაგრამ რომანტიკული განცდა, რომ ახალ წელს უნდა თოვდეს და შენ თბილად იჯდე ბუხართან, არასოდეს მქონია. ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ვარ. აუცილებელი არ არის, სუფრაზე საცივი გქონდეს და გოზინაყს მიირთმევდე.

- საახალწლო სუფრას თქვენ ამზადებთ?

- ამაზე ჩემი შვილი სულ იცინის, მაგრამ ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც დილიდან საღამომდე სამზარეულოში ვარ, ნამდვილი ქალი ვხდები. ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი დიასახლისი ვარ, მაგრამ თითქმის ყველაფერს მე ვამზადებ. ბევრი დამეთანხმება, როდესაც სახლში თაფლში არეული მოხალული ნიგვზის სურნელი დგას, ახალი წლის პირველი შეგრძნება მაშინ მოდის. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური გოზინაყი გამომდის, მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვცდილობ დავიხვეწო. წელს მეხუთედ გავაკეთებ გოზინაყს და ვნახოთ, როგორი გამომივა.

- ახალი წლის ღამეს სურვილი თუ ჩაგიფიქრებიათ?

- რა თქმა უნდა. ბავშვობაში ხანდახან ფურცელზე ვწერდი, მერე ვწვავდი, შამპანურის ჭიქაში ვყრიდი და ვსვამდი. ახლა ჩავიფიქრებ იმას, რაც მომავალ წელთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ეს არ იქნება რაიმე ზღაპრული სურვილი.

- ღია ცის ქვეშ თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?

- 2004 წელს შევხვდი, როდესაც "კურიერში" რეპორტიორად ვმუშაობდი. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული საახალწლო განწყობა მქონდა. როცა ცივა, ხელში მიკროფონი გიჭირავს და შენ გვერდით კამერა დგას, რთულია, ამაზე იფიქრო. არც იმის მჯერა, როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელს. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულიც ვარ და სენტიმენტალურიც, ცრურწმენებს ნაკლებად ვუწევ ანგარიშს.

- ნუცა როგორ ხვდება ახალ წელს?

- ძალიან პრაგმატული გოგონაა, ჩემგან განსხვავებით. მგონი, თოვლის ბაბუის საერთოდ არ სჯეროდა. სუპერთანამედროვე თინეიჯერია. ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ მიაღწიოს მიზანს და თუ არ დაიმსახურა, ციდან საჩუქარს არავინ ჩამოუგდებს. ერთხელ მახსოვს, მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, მაშინ ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობდით, ნუცასთვის სანტა კლაუსი გამოვიძახეთ. ამ ამბავს დღემდე სიცილით ვიხსენებთ. როდესაც სანტა მოვიდა, ნუცაზე მეტად ჩვენ გაგვიხარდა. ვცეკვავდით, ვმღეროდით და სანტა ისე გაოცდა, რომ საჩუქრები ჩვენ დაგვირიგა.

- ახალი წლის დადგომას ახლობლებს ტელეფონით ულოცავთ?

- არ მიყვარს ყველასთვის მიწერილი მესიჯები, როდესაც ერთსა და იმავე ტექსტს უამრავ ადამიანს უგზავნი. თუ ადამიანი გიყვარს, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიხსენო, დაურეკო და უთხრა, რომ გიყვარს და ახალი დღის გათენება მიულოცო. რა საჭიროა, ღამის 12 საათზე დედას დაურეკო, უთხრა, რომ გიყვარს და ახალ წელს ულოცავ, დედაჩემს ისედაც ვერავინ ასწრებს ჩემთან მეკვლედ მოსვლას. წლებია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ყოველ წელს დედა, ჩემს დებთან ერთად, ღამე, პირველის წუთებზე მოდის და ახალ წელს მილოცავს.

- მაია, როგორ შეაფასებდით განვლილ 2012 წელს?

- მეორედ მოსვლას ნამდვილად არ ველოდებოდი (იღიმება). რთული წელი იყო, მაგრამ საინტერესო. ბევრი სიმძიმით დამამახსოვრა თავი. მგონია, რომ ჩემი პროფესიიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ბეწვის ხიდზე გავლა. ახლაც მეჩვენება, რომ ამ ხიდზე ვდგავარ და საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ ღირსეულად გავაგრძელო გზა. არ ვიცი, გავაღწევ თუ არა მეორე ნაპირზე, მაგრამ ძალიან მინდა, გამომივიდეს. პირველად არ ვდგავარ ასეთ ხიდზე. 2012-მა წელმა დამაყენა და ვნახოთ, 2013 წელს თუ გადამიყვანს მეორე ნაპირზე.

- საეთერო კონკურენციას გულისხმობთ?

- არა, ცხოვრებისეულ ამბებს, ყველაფერს ერთად. კონკურენცია აქ არაფერ შუაშია. დიდ მოზაიკაში ერთი პატარა დეტალია და აღსანიშნავად არც ღირს. მე მაინც მგონია, რომ მთავარი ჩვენი ადამიანობა და პიროვნული ღირსებაა. ისე უნდა იცხოვრო, უკან მოხედვისას შენი გაკეთებულის ძალიან არ შეგრცხვეს.

- ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ში კარგად შეხვდით. ახალი სეზონიდან თქვენი გადაცემები ერთ არხზე გავა. ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი?

- ჩემთვის ეს არ იქნება ახლის დასაწყისი. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. არავინ იცის, მომავალი რას მოგვიტანს. მე რაც შემეხება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაყურებელთან არ შევრცხვე და ქუჩაში გასვლის დროს ღირსეულად შევხედო მათ თვალებში. ეს არ არის ადვილი, ძნელია. ამდენი ხანი ასე ვიცხოვრე და ალბათ ამიტომაც შემოვრჩი ქართულ მედიას.

- როგორი იქნება "პროფილი" ახალი სეზონიდან?

- ისეთი, როგორიც არის, "პროფილი" იქნება ადამიანური და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სხვებს გვერდში დაუდგეს. ხუთი წლის განმავლობაში საამაყოდ მაქვს, რომ ამ გადაცემამ დაამკვიდრა საქართველოში ტელექველმოქმედების ტრადიცია. ასე გავაცილეთ 2012 წელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2013 წელსაც სხვებისთვის მისაბაძი ვიყოთ.

- და რას ელით 2013 წელს?

- სადღაც შუაში ვდგავარ და მეშინია, ფეხქვეშ მიწა არ ჩამივარდეს. რამდენადაც ძლიერი ვარ საქმეში, იმდენად სუსტი ვარ პირად ცხოვრებაში. ვზივარ და ველოდები, ასე შეიძლება, მთელი ცხოვრება ველოდო. 2013 წელსაც არაფერს ველი. ზუსტად ვიცი, ჩემს ბედს ჩემი ხელით ვერ გამოვჭედავ, არადა, საქმეში ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენი.

- რამდენიმე ინტერვიუში ამბობთ, რომ ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ...

- ბევრს უკვირს, მაგრამ ირაკლი მახვილაძე ჩემი უახლოესი ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მას შემიძლია ვაპატიო ყველა შეცდომა, იმიტომ, რომ იდეალური მამაა. ისეთ დროს დავშორდით, რომ ბევრი არ დაგვიშავებია ერთმანეთისთვის. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად აღარ ვართ, მაგრამ შვილს ერთად ვზრდით.

- არც ირაკლი დაოჯახებულა?

- არა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ, ასე გამოვიდა. იმდენად დიდი ხნის წინ დავქორწინდით და ისეთი პატარები ვიყავით, რომ ხანდახან ვიცინით, იყო კი ეს ამბავი საერთოდ. ხანდახან ერთმანეთის პირად ცხოვრებაზეც ვჭორაობთ, ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს.

- რაც წლები გადის, უფრო რთულია, თავიდან მიიღო დაოჯახების გადაწყვეტილება?

- ალბათ ასეა და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო გართულდება. მივეჩვიე საკუთარი თავის მარტო გატანას და ასეთი ქალის გვერდით ცხოვრება რთულია. მაგრამ მაინც დიდი ბედნიერებაა, როცა ვინმე ხელის გულზე გატარებს. ჩემთვის ეს განცდა, სამწუხაროდ, უცხოა.

- ნუცას არასოდეს უთხოვია, რომ მშობლებს ისევ ერთად გეცხოვრათ?

- არა, მე და ირაკლი განსხვავებული ადამიანები ვართ. იდეალური მეგობრები ვართ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი ვერ შევდექით. ეს პრესით არასოდეს მითქვამს, მაგრამ როდესაც დაშორების გადაწყვეტილება მივიღეთ, პირობა დავდეთ, რომ ყველაფერს მოვითმენდით. ჩვენი შვილის გამო ყველა წყენას, ტკივილს, დაბრკოლებას დავივიწყებდით, რომელიც პირად ურთიერთობაში გვქონდა. საბოლოოდ ყველაფერი ვაპატიეთ ერთმანეთს, თუმცა საპატიებელი ბევრი არც არაფერი იყო.

- როგორ ფიქრობთ, მეორედ თუ დაოჯახდებით, ყოფილ მეუღლესთან მეგობრობის გაგრძელებას შეძლებთ?

- ირაკლი ჩემი შვილის მამაა და ვისაც ვეყვარები, ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ. ყოველდღე კაფეებში არ დავდივართ, მაგრამ ჩემს სახლში ირაკლი ხშირად მოდის შვილის სანახავად. სამივე ერთად ვატარებთ დროს და ნუცასთვის ოჯახურ გარემოს ვქმნით. 2013 წლის 1-ელ იანვარს ირაკლი აუცილებლად მოვა ჩვენთან. მეკვლე არ იქნება, დედაჩემი დაასწრებს, მაგრამ არ მახსოვს ახალი წელი, ირაკლი არ მოსულიყოს. ტელერეჟისორია და ხშირად, როდესაც საზღვარგარეთ მიდის, ჩემთვის საჩუქრები ჩამოაქვს. რაც ცოლ-ქმარი არ ვართ, ჟურნალისტურ საჩუქრებს მჩუქნის. ერთად რომ ვცხოვრობდით, მაშინ სხვანაირი საჩუქრები ჩამოჰქონდა (იღიმება). როცა მე მივდივარ მივლინებაში, მეც ჩამომაქვს მისთვის საჩუქრები. რა იქნებოდა, ირაკლის ცოლი რომ ჰყავდეს?.. ეს საკითხი ალბათ მან უნდა მოაგვაროს მომავალ მეუღლესთან. საეჭვიანო ნამდვილად არაფერი ექნება. ირაკლი ძალიან სიმპათიურია, ერთ სფეროში ვტრიალებთ და მუდმივად მესმის ამბები მისი თაყვანისმცემელი გოგონების შესახებ, რაც ძალიან მახარებს.

- ერთხელ ინტერვიუში მითხარით, რომ თაყვანისმცემლებისგან საჩუქრების მიღება არ გიყვართ, როგორ უნდა მოგხიბლოთ მამაკაცმა?

- არ ვიცი, ამაზე მეც მიფიქრია. თუ არავის მოუშვებ, როგორ უნდა მოვიდეს შენამდე. მე ჩემმა პოპულარობამ დამაკომპლექსა და 2013 წელს ამ კომპლექსებთან ბრძოლას დავუთმობ, რომ წინ ქალი წამოვწიო და ტელეწამყვანი უკან დავწიო. თუ გამომივა, შევხვდეთ ერთმანეთს 2014 წლის 1-ელ იანვარს და მოგიყვებით (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები