პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ
დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ

2012 წლის მი­წუ­რულს ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ მოხ­და, პრე­ზი­დენ­ტის მიერ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე და­დე­ბუ­ლი ვეტო პარ­ლა­მენ­ტმა დას­ძლია. კი­დევ რა მოვ­ლე­ნე­ბი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის გა­სულ წელს, ამ სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

- წლე­ვან­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბის დას­კვნი­თი დღე იყო მკა­ფიო დე­მონ­სტრი­რე­ბა იმი­სა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა უბ­რა­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბა არ არის, არა­მედ ის არის საკ­მა­რი­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს და­საძ­ლე­ვად. ეს ნიშ­ნავს, რომ პარ­ლა­მენ­ტი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოა, რომ შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დაც­ვა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის მიერ კა­ნო­ნის კი­დევ ერთხელ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ვერ­სია ისევ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა პრე­ზი­დენტს. მას 7 დღე აქვს, რომ მო­ა­წე­როს ხელი კა­ნონპ­რო­ექტს და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რო­მე­ლიც შემ­დგომ შევა ძა­ლა­ში. 7 დღის ამო­წურ­ვის­თა­ნა­ვე, თუ პრე­ზი­დენ­ტი ხელს არ მო­ა­წერს კა­ნონს, მა­შინ ჩემი ხელ­მო­წე­რით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა კა­ნო­ნი და შევა ძა­ლა­ში. ნაკ­ლე­ბად ველი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის პრო­ექტს ხელს მო­ა­წერს. რო­გორც ჩანს, მე მო­მი­წე­ევს ამის გა­კე­თე­ბა და ეს იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 იან­ვარს. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბი - ზოგს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­დე­ბა და ვი­საც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეხე­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ამ სა­კი­თხზე ის­ტე­რი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­მარ­თვით ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეცა­და, გა­და­ე­ფა­რა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თემა. ამი­ტომ შე­მო­ი­ტა­ნეს ნარ­კო­დი­ლე­რე­ბი­სა და პე­დო­ფი­ლე­ბის თე­მე­ბი, რა­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს რე­ა­ლო­ბას­თან. არც ერთი ის პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის გა­მოა ბრალ­დე­ბუ­ლი, არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. რო­გორც სხვა პა­ტიმ­რებს, მა­თაც შე­ე­ხოთ სას­ჯე­ლის მხო­ლოდ 1/4-ით შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. ქარ­თულ ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე უდ­რი­და პა­ტიმ­რო­ბის 2-3 დღეს. ით­ქვა, რომ თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბულ პა­ტი­მარ­თა შო­რის მრავ­ლად არი­ან ნარ­კო­დი­ლე­რე­ბი. ჩვენ არც ერთ ნარ­კო­დი­ლერს არ გა­მო­ვუშ­ვებთ. ამ­ნის­ტია შე­ვა­ხეთ მხო­ლოდ ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რებ­ლებს, მაგ­რამ ახლა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვა­ლის ჩაკ­ვრით გვე­უბ­ნე­ბი­ან, მანდ ზოგი ნარ­კო­გამ­სა­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე მოხ­მა­რე­ბის­თვის და­ვა­კა­ვეთ, რად­გან თავი არ შე­ვი­წუ­ხეთ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლა­დო. ეს და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან თუ ეს ხალ­ხი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის მუხ­ლით, მა­შინ მათ არც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბო­დათ.

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხზე უმ­ძი­მე­სი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე სა­ჯა­როდ და­ფიქ­სირ­და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა თუნ­დაც შს სა­მი­ნის­ტრო­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის, რაც ჯან­სა­ღი პრო­ცე­სია. უნდა და­ვი­ვი­წყოთ ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ერთი სა­ძა­ლა­უფ­ლე­ბო ცენ­ტრი­დან იმარ­თე­ბო­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი.

- უმ­ცი­რე­სო­ბას არ და­ვი­წყე­ბია ხაზ­გას­მა - "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­მი­ე­რის, შს მი­ნის­ტრი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ემ­თხვაო.

- პრე­მი­ე­რი იყო ჩარ­თუ­ლი ამ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში, მა­საც ჰქონ­და მო­საზ­რე­ბე­ბი, კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ბოლო ეტაპ­ზე სწო­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღო­სო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გვირ­ჩია, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ეს­მი­ნა შს სა­მი­ნის­ტრო­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრთა არ­გუ­მენ­ტე­ბის­თვი­საც და თუ გო­ნივ­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა ექ­ნე­ბო­დათ, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ვა­დას­ტუ­რებ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრთა მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ ზო­გი­ერთ სა­კი­თხებ­ში. რო­დე­საც საქ­მე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ბედს, სტა­ტუსს ეხე­ბა, ამ დროს პო­ლი­ტი­კუ­რი და უწყებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. მეს­მის პრე­ზი­დენ­ტის უკი­დუ­რე­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ის და მისი გუნ­დი გა­მო­ნა­ხა­ვენ ძა­ლას, პო­ლი­ტი­კურ ალ­ღოს, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ ახალ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. პო­ლი­ტი­კურ ოლიმპზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის ჭი­დილს არ უნდა შე­ე­წი­როს ქვე­ყა­ნა. აქეთ იყო მი­მარ­თუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მო­ის­პო­ბა ის ყვე­ლა­ზე მა­ხინ­ჯი მოვ­ლე­ნა, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია ჩა­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენტს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად შე­უძ­ლია არა მხო­ლოდ მთე­ლი მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა, არა­მედ ახ­ლის შექ­მნაც. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ს­მე­დი­ა­ში ამ სა­კი­თხებ­ზე უფრო მე­ტად ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი იყო პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა-ვერ­და­თხოვ­ნა­ზე, პრე­ზი­დენ­ტი აპ­რილ-მა­ის­ში პარ­ლა­მენტს და­ი­თხოვ­სო და ა.შ. პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა კა­ტას­ტრო­ფა არ არის.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხი შე­მო­დის სცე­ნა­ზე, რომ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს, ვის უჭერს მხარს. ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თოა დე­ბუ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში - პრე­ზი­დენ­ტის მიერ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მთავ­რო­ბის შექ­მნის სა­კი­თხი. თუ ამას გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ვა­დამ­დე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის მიერ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის ხელ­ში. შე­საძ­ლოა, ეს ჩან­და ვი­ღა­ცის­თვის გა­დარ­ჩე­ნის თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვლავ ხელ­ში აღე­ბის გზად. ჩვენ ამა­ზე ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ვუ­თხა­რით, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემთ. პრე­ზი­დენტს ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით აქვს ეს შე­თა­ვა­ზე­ბა, - გა­და­წყვეტს მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნას, ამას შე­საძ­ლოა გარ­და­უვ­ლად მოჰ­ყვეს არა შენ მიერ ახა­ლი მთავ­რო­ბის შექ­მნა, არა­მედ ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბი­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ბიზ­ნე­სის, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის, პო­ლი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, არა­მედ ახალ პი­რო­ბებ­ში.

პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა გუნ­დმა კარ­გად უნდა გა­ი­აზ­რონ, რა ურ­ჩევ­ნი­ათ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ

დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ

2012 წლის მიწურულს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტო პარლამენტმა დასძლია. კიდევ რა მოვლენები იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტისთვის გასულ წელს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გვესაუბრა:

- წლევანდელი საპარლამენტო ცხოვრების დასკვნითი დღე იყო მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ უმრავლესობა არ არის, არამედ ის არის საკმარისი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანოა, რომ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა და ბოლომდე მიყვანა. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ კანონის კიდევ ერთხელ დადასტურებული ვერსია ისევ გაეგზავნება პრეზიდენტს. მას 7 დღე აქვს, რომ მოაწეროს ხელი კანონპროექტს და გამოაქვეყნოს, რომელიც შემდგომ შევა ძალაში. 7 დღის ამოწურვისთანავე, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს კანონს, მაშინ ჩემი ხელმოწერით გამოქვეყნდება კანონი და შევა ძალაში. ნაკლებად ველი, რომ სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, მე მომიწეევს ამის გაკეთება და ეს იქნება დაახლოებით 7-8 იანვარს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყება პროცედურები - ზოგს სასჯელი შეუმცირდება და ვისაც გათავისუფლება ეხება, გათავისუფლდება.

ამ საკითხზე ისტერიული კამპანიის გამართვით ყოფილი ხელისუფლება ეცადა, გადაეფარა გაღიზიანების რეალური მიზეზი - პოლიტპატიმრების თემა. ამიტომ შემოიტანეს ნარკოდილერებისა და პედოფილების თემები, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. არც ერთი ის პატიმარი, რომელიც ამგვარი ქმედების გამოა ბრალდებული, არ გათავისუფლდება. როგორც სხვა პატიმრებს, მათაც შეეხოთ სასჯელის მხოლოდ 1/4-ით შემსუბუქება. ქართულ ციხეში გატარებული ყოველი დღე უდრიდა პატიმრობის 2-3 დღეს. ითქვა, რომ თავად პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის მრავლად არიან ნარკოდილერები. ჩვენ არც ერთ ნარკოდილერს არ გამოვუშვებთ. ამნისტია შევახეთ მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებლებს, მაგრამ ახლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თვალის ჩაკვრით გვეუბნებიან, მანდ ზოგი ნარკოგამსაღებელია, მაგრამ თავის დროზე მოხმარებისთვის დავაკავეთ, რადგან თავი არ შევიწუხეთ დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლადო. ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან თუ ეს ხალხი გასამართლებული იქნებოდნენ ნარკოტიკების გასაღების მუხლით, მაშინ მათ არც გათავისუფლება შეეხებოდათ.

პოლიტპატიმრების საკითხზე უმძიმესი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კმაყოფილი ვარ, რომ ზოგიერთ საკითხზე საჯაროდ დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც შს სამინისტროსა და პარლამენტს შორის, რაც ჯანსაღი პროცესია. უნდა დავივიწყოთ ის პერიოდი, როდესაც ერთი საძალაუფლებო ცენტრიდან იმართებოდა ყველა და ყველაფერი.

- უმცირესობას არ დავიწყებია ხაზგასმა - "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე პრემიერის, შს მინისტრისა და უმცირესობის პოზიციები დაემთხვაო.

- პრემიერი იყო ჩართული ამ კონსულტაციებში, მასაც ჰქონდა მოსაზრებები, კითხვები, მაგრამ ბოლო ეტაპზე სწორი პოზიცია დაიკავა - გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოსო. პრემიერ-მინისტრმა გვირჩია, რომ უმრავლესობას მოესმინა შს სამინისტროსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არგუმენტებისთვისაც და თუ გონივრული წინადადება ექნებოდათ, გაგვეზიარებინა. ვადასტურებ, რომ რამდენიმე საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მიერ მოყვანილი ფაქტების გაანალიზების შედეგად კორექტივები შევიტანეთ ზოგიერთ საკითხებში. როდესაც საქმე კონკრეტული ადამიანის ბედს, სტატუსს ეხება, ამ დროს პოლიტიკური და უწყებრივი საკითხები მეორე პლანზე გადადის. მესმის პრეზიდენტის უკიდურესი გაღიზიანება. მინდა მჯეროდეს, რომ ის და მისი გუნდი გამონახავენ ძალას, პოლიტიკურ ალღოს, შორსმჭვრეტელობას და გაითვალისწინებენ, რომ ახალ ვითარებაში ვართ. საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა და არასტაბილურობა. პოლიტიკურ ოლიმპზე რამდენიმე ადამიანს შორის ჭიდილს არ უნდა შეეწიროს ქვეყანა. აქეთ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომლითაც მოისპობა ის ყველაზე მახინჯი მოვლენა, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული, რომლითაც პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია არა მხოლოდ მთელი მთავრობის დათხოვნა, არამედ ახლის შექმნაც. სამწუხაროდ, მასმედიაში ამ საკითხებზე უფრო მეტად ყურადღება გადატანილი იყო პარლამენტის დათხოვნა-ვერდათხოვნაზე, პრეზიდენტი აპრილ-მაისში პარლამენტს დაითხოვსო და ა.შ. პარლამენტის დათხოვნა კატასტროფა არ არის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი შემოდის სცენაზე, რომ არჩევანი გააკეთოს, ვის უჭერს მხარს. ამაზე გაცილებით სახიფათოა დებულება კონსტიტუციაში - პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად მთავრობის შექმნის საკითხი. თუ ამას გამოიყენებდა, ვადამდე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის ხელში. შესაძლოა, ეს ჩანდა ვიღაცისთვის გადარჩენის თუ ხელისუფლების კვლავ ხელში აღების გზად. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ და დასაბუთებულად ვუთხარით, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ. პრეზიდენტს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით აქვს ეს შეთავაზება, - გადაწყვეტს მთავრობის დათხოვნას, ამას შესაძლოა გარდაუვლად მოჰყვეს არა შენ მიერ ახალი მთავრობის შექმნა, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება არა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესის, საარჩევნო კომისიის, პოლიციის პირობებში, არამედ ახალ პირობებში.

პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა კარგად უნდა გაიაზრონ, რა ურჩევნიათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა