პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კონტროლი დამეკარგოს"
"სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კონტროლი დამეკარგოს"

"სამ­წუ­ხა­როდ, ისე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ კონ­ტრო­ლი და­მე­კარ­გოს. იმ ეტაპ­ზე მგო­ნია, რომ მიყ­ვარს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ვხვდე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არ მყვა­რე­ბია", - ეს მო­დელ კრის­ტი ყიფ­ში­ძის სი­ტყვე­ბია, რო­მელ­საც, რო­გორც იცით, ორი ქმა­რი ჰყავ­და, ერთი - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მე­ო­რე კი მიშა ან­დღუ­ლა­ძე, რო­მელ­თა­ნაც გი­ორ­გის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელს ქმარს არ უწო­დებს, ამ­ბობს, რომ ერთი ქმა­რი ჰყავ­და, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გე­ნე­ტი­კას?

- ზო­გა­დად, გე­ნე­ტი­კა­სა და გა­რე­მოს, სა­დაც ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! იზ­რდე­ბა, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. რო­დე­საც ჩემი შვი­ლი, ნა­ტა­ლია გაჩ­ნდა, გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თონ გა­მე­ზარ­და და ბუ­ნებ­რი­ვად მეკ­ვე­ბა, ვაჭ­მევ­დი მა­შინ, როცა ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მთხოვ­და და არა სა­ა­თე­ბის მი­ხედ­ვით, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე და გა­ირ­კვა, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი კვე­ბა" ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. ამით იმის თქმა მინ­და, რომ სწო­რი აღ­ზრდა, ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მი­მართ და თბი­ლი გა­რე­მო ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

- პი­რა­დად შენ რა თვი­სე­ბა გა­მოგ­ყვა მშობ­ლე­ბის­გან?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­დის­გან არ გა­მომ­ყვა ემო­ცი­უ­რო­ბა და პა­ნი­კუ­რი შიში, ყო­ველ­თვის ეში­ნო­და ჩვე­ნი სად­მე გაშ­ვე­ბის და ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად ხვდე­ბო­და ყვე­ლა­ფერს, მამა კი ცდი­ლობ­და, უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვე­ზარ­დეთ და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ცა.

- რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შე­ნს ხა­სი­ათს...

- ძა­ლი­ან ცუდი ხა­სი­ა­თი მაქვს, ჩემი ბევ­რი თვი­სე­ბა მა­წუ­ხებს. ვერ ვი­ტყვი, მა­ინ­ცდა­მა­ინც მჯე­რა ჰო­როს­კო­პის-მეთ­ქი, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც ამარ­თლებს. სას­წო­რი ვარ და ძა­ლი­ან რთუ­ლად ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ში­ნე­ლე­ბაა ჩემ­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა, ამი­ტო­მაც არ მიყ­ვარს შო­პინ­გი. გარ­და ამი­სა, ზედ­მე­ტად კე­თი­ლი ვარ, ამას იმის­თვის კი არ ვა­კე­თებ, რომ ვი­ღა­ცამ თქვას, კრის­ტიმ სი­კე­თე გა­მი­კე­თაო, უბ­რა­ლოდ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ და­უ­ნა­ხა­ო­ბა მა­გი­ჟებს. ჩემი ქმე­დე­ბის­თვის მად­ლო­ბის თქმას ან სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას კი არ ვი­თხოვ, სი­კე­თის ნაც­ვლად ელე­მენ­ტა­რულ გა­ღი­მე­ბა­საც კი რომ ვერ ვი­ღებ, მა­შინ სა­შინ­ლად მტკი­ვა გული. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან გულ­მა­ვი­წყი ვარ, შე­იძ­ლე­ბა, ერთი-ორი დღე ვიყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ის ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მა­ლე­ვე ვი­ვი­წყებ წყე­ნას.

- გრძნო­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი შე­გიძ­ლია?

- სამ­წუ­ხა­როდ, ისე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ კო­ნტრო­ლი და­მე­კარ­გოს. იმ ეტაპ­ზე მგო­ნია, რომ მიყ­ვარს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ვხვდე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არ მყვა­რე­ბია. ახლა ამას რომ ვამ­ბობ, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ეწყი­ნოს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასეა. რო­დე­საც გიყ­ვარს, ტვი­ნი გე­თი­შე­ბა, ოღონდ არა პირ­და­პი­რი გა­გე­ბით და კონ­ტროლ­საც კარ­გავ, მე კი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ.

- ანუ, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან არც ერთი მე­უღ­ლე არ გყვა­რე­ბია?

- რად­გან ადა­მი­ან­თან ვი­ყა­ვი, ე.ი. რა­ღაც დო­ზით მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ეს ის გრძნო­ბა არ იყო. მე­უღ­ლე­ე­ბი ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, რად­გან ერთი ქმა­რი მყავ­და - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, რო­მელ­თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღემ­დე ქორ­წი­ნე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, ეს დო­კუ­მენ­ტუ­რი მხა­რე არც ერთს არ გვიშ­ლის ხელს, ამი­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გავ­ყრილ­ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ანს, მიშა ან­დღუ­ლა­ძეს, ვის­თან ერ­თა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ის მე­უღ­ლე არ იყო, უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას გა­თხო­ვე­ბას ეძა­ხი­ან, თო­რემ ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა წყვი­ლე­ბი ოჯა­ხის შექ­მნამ­დე ერ­თად დიდ­ხანს ცხოვ­რო­ბენ, მერე კი ან ქორ­წინ­დე­ბი­ან, ან - არა.

- ამ ეტაპ­ზე მარ­ტო ხარ?

- კი, მარ­ტო ვარ და მე­ტის თქმა არ მინ­და ამ თე­მა­ზე.

- კარ­გი. ად­ვი­ლია კრის­ტის წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა?

- არა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემი გაბ­რა­ზე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მომთმე­ნი ვარ, შე­მიძ­ლია, ბე­ვრი რა­ღაც "გა­ვა­ტა­რო", მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნა­გა­ნად მა­ინც გროვ­დე­ბა, ილე­ქე­ბა, ბო­ლოს კი უკუ­რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს და ყვე­ლაფ­რის მი­მართ სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბა.

- პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი?

- კი, თუ რა­ღაც მა­წყე­ნი­ნეს, პირ­და­პირ მი­ვალ და ვე­ტყვი, რომ გავ­ბრაზ­დი, მირ­ჩევ­ნია, გა­უ­გებ­რო­ბა გა­ვარ­კვიო, ვიდ­რე არ ვთქვა და მერე ამის გამო ვი­ტან­ჯო.

- ად­ვი­ლად ვარ­დე­ბი დეპ­რე­სი­ა­ში?

- არა. რო­დე­საც ვგრძნობ, რომ დეპ­რე­სი­ის­კენ მივ­დი­ვარ, მა­შინ­ვე რა­ი­მე ზო­მებს მივ­მარ­თავ, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არ მი­ვი­დე. ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად მე­გობ­რებს გა­მოვ­ყა­ვარ, ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვა, თუ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, წა­ვალ კლუბ­ში, მაგ­რად ვი­ცეკ­ვებ, დავ­ხარ­ჯავ ენერ­გი­ას და დაც­ლი­ლი დავ­ბრუნ­დე­ბი სახ­ლში. ასე­ვე ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია ახა­ლი ად­გი­ლე­ბის, კვე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და და­გე­მოვ­ნე­ბა. რო­დე­საც თბი­ლის­ში კვე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! რა­ი­მე ახა­ლი ობი­ექ­ტი იხ­სნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ და ვნა­ხუ­ლობ. მე­ტიც, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის შემ­დეგ კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებს ვსტუმ­რობ, ზოგი მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ სა­შო­პინ­გოდ გარ­ბის, მე კი ასე არ ვარ, მით უმე­ტეს, რომ შო­პინ­გი არ მიყ­ვარს. ხან­და­ხან, ცუდ ხა­სი­ათ­ზე მყოფს, სახ­ლში ყოფ­ნაც მამ­შვი­დებს, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ტან­საც­მე­ლი ხა­ლა­თი და ჩუს­ტე­ბია. მიყ­ვარს, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან ან ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბი. ახლა ერთ სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცას გე­ტყვით, გაბ­რა­ზე­ბულს მიყ­ვარს ჭურ­ჭლის რე­ცხვა, სა­ოც­რად მამ­შვი­დებს. ზო­გა­დად, მიყ­ვარს ჭურ­ჭლის რე­ცხვა, სა­დაც მივ­დი­ვარ, ყველ­გან ამ საქ­მეს ვა­კე­თებ, მგო­ნი, ად­გი­ლი არ დარ­ჩა, სა­დაც ჭურ­ჭე­ლი არ და­მი­რე­ცხავს. ამას წი­ნათ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის კლიპს ვი­ღებ­დით, შეს­ვე­ნე­ბა­ზე საჭ­მე­ლი მო­ი­ტა­ნეს, მი­ვირ­თვით და ბო­ლოს და­ვი­წყე რე­ცხვა, მთე­ლი ჯგუ­ფი გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, მაგ­რამ მერე ავუხ­სე­ნი, რომ ეს საქ­მე მა­წყნა­რებს.

- ხში­რად ტი­რის კრის­ტი?

- ვა­ი­მე, ძა­ლი­ან მტი­რა­ლა ვარ, შე­იძ­ლე­ბა, იმა­ზეც კი ვი­ტი­რო, რომ ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ფუჭ­და. ძი­რი­თა­დად სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ვტი­რი, მაგ­რამ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს ვუძ­ლებ, ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ისე გა­ვა­ჩი­ნე, ხმა არ ამო­მი­ღია.

- ვის­გან იღებ კრი­ტი­კას?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს კრი­ტი­კის მოს­მე­ნა, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ სა­შინ­ლად კრი­ტი­კუ­ლი ვარ, ოღონდ ვი­ღებ მხო­ლოდ ჯან­საღ კრი­ტი­კას. ლან­ძღვა­სა და კრი­ტი­კას შო­რის კი დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. რო­დე­საც პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ერთ-ერთი ბლო­გე­რი სა­შინ­ლად მლან­ძღავ­და, არა­და მისი ჩა­ნა­წე­რი­დან ერთი სი­ტყვაც კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თლეს, ეს იყო მისი ბო­რო­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ჩემ­ზე ამ­ბობ­და, შვი­ლით მა­ნი­პუ­ლი­რებ­სო. რე­ა­ლუ­რად კი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პრო­ექ­ტში შვი­ლის გამო ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი, რად­გან მას მოს­წონ­და და სი­ა­მოვ­ნებ­და, რომ მე ვცეკ­ვავ­დი. რო­დე­საც შოუ დავ­ტო­ვე, ნა­ტა­ლია კი­ნა­ღამ "ბალ­კო­ნი­დან" გად­მო­ვარ­და...

- თავს იღ­ბლი­ა­ნად მი­იჩ­ნევ?

- კი, მი­ვიჩ­ნევ, რომ იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რაც მაქვს, ამის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ. არ მინ­და, უკ­მა­ყო­ფი­ლო ვიყო და ღმერ­თს ამით ვა­წყე­ნი­ნო. იღ­ბლი­ა­ნი ვარ იმი­ტომ, რომ მაქვს ასე­თი ოჯა­ხი, მყავს შვი­ლი, მაქვს საქ­მე, რო­მელ­შიც 19 წე­ლია ჩარ­თუ­ლი ვარ, მო­დე­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი კა­რი­ე­რას 5 წე­ლი­წად­ში ას­რუ­ლებს, მე კი თით­ქმის 20 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისე­თი სიხ­ში­რით ჩვე­ნე­ბე­ბი აღარ იმარ­თე­ბა, მა­ინც ვცდი­ლობ, ყველ­გან არ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამას­თან ამ საქ­მემ კი­დევ სხვაგ­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­მი­ტა­ნა. ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დი­ო­ში მიმ­ყავ­და გა­და­ცე­მა "მოდა და კრის­ტი", დღე­ვან­დე­ლი ჩემი სამ­სა­ხუ­რიც ნა­წი­ლობ­რივ ალ­ბათ ჩემი კა­რი­ე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლოს კო­პი­რა­ი­ტე­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში პი­ა­რის გან­ხრით, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ამას­თან, ვმუ­შა­ობ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჟურ­ნალ­ში.

- მთა­ვა­რი შეც­დო­მა, რო­მე­ლიც და­უშ­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ნობ...

- ის, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ არ გა­ვემ­გზავ­რე კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი, მა­შინ ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი იყო სი­ტუ­ა­ცია, იქ რა ხდე­ბო­და, არა­ვინ იცო­და, მერე ისე მოხ­და, რომ გავ­თხოვ­დი, შვი­ლი შე­მე­ძი­ნა და... ვერ წა­ვე­დი, მაგ­რამ ალ­ბათ ასე ჯობ­და. დღეს სხვაგ­ვა­რა­დაა ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ნატა 10-11 წლი­საა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვუშ­ვებ, ისე­დაც ძა­ლი­ან მინ­და, რომ სწავ­ლა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნაგ­რძოს.

- რო­გორც მივ­ხვდი, ბავ­შვს ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდი..

- ვცდი­ლობ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი ერე­ვა ამ სა­კი­თხში და ბო­ლომ­დე ჩემს ჭკუ­ა­ზე ვერ ვა­ხერ­ხებ აღ­ზრდას. შე­ვი­და თუ არა ნა­ტა­ლია სკო­ლა­ში, მა­შინ­ვე ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლე, არა­ვინ ჩა­ე­რი­ოს გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, მას უნდა გა­მო­უ­მუ­შავ­დეს ეს თვი­სე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მი­ეჩ­ვი­ოს მე­ცა­დი­ნე­ო­ბას-მეთ­ქი. ასეც მოხ­და, დღემ­დე ნა­ტა­ლი­ას არ სჭირ­დე­ბა შეხ­სე­ნე­ბა, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი აქვს სას­წავ­ლი, თვი­თონ­ვე ხვდე­ბა, რო­დის რა უნდა გა­ა­კე­თოს.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კონტროლი დამეკარგოს"

"სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კონტროლი დამეკარგოს"

"სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კონტროლი დამეკარგოს. იმ ეტაპზე მგონია, რომ მიყვარს, მაგრამ ძალიან მალე ვხვდები, რომ საერთოდ არ მყვარებია", - ეს მოდელ კრისტი ყიფშიძის სიტყვებია, რომელსაც, როგორც იცით, ორი ქმარი ჰყავდა, ერთი - გიორგი ყიფშიძე, მეორე კი მიშა ანდღულაძე, რომელთანაც გიორგისთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა ამ უკანასკნელს ქმარს არ უწოდებს, ამბობს, რომ ერთი ქმარი ჰყავდა, რომელთანაც დღემდე ოფიციალურად ქორწინებაში იმყოფება.

- როგორ ფიქრობ, ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში რა მნიშვნელობა აქვს გენეტიკას?

- ზოგადად, გენეტიკასა და გარემოს, სადაც ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იზრდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათის ჩამოყალიბებაში. როდესაც ჩემი შვილი, ნატალია გაჩნდა, გადავწყვიტე, თვითონ გამეზარდა და ბუნებრივად მეკვება, ვაჭმევდი მაშინ, როცა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მთხოვდა და არა საათების მიხედვით, ამის შესახებ ბევრი წიგნი წავიკითხე და გაირკვა, რომ "თავისუფალი კვება" ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორი აღზრდა, ჯანსაღი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ და თბილი გარემო ხელს უწყობს ადამიანის დადებითი თვისებების გამომუშავებას.

- პირადად შენ რა თვისება გამოგყვა მშობლებისგან?

- საბედნიეროდ, დედისგან არ გამომყვა ემოციურობა და პანიკური შიში, ყოველთვის ეშინოდა ჩვენი სადმე გაშვების და ძალიან ემოციურად ხვდებოდა ყველაფერს, მამა კი ცდილობდა, უფრო დამოუკიდებლად გავეზარდეთ და თავისუფლება მოეცა.

- რაც შეეხება უშუალოდ შე­ნს ხასიათს...

- ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს, ჩემი ბევრი თვისება მაწუხებს. ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც მჯერა ჰოროსკოპის-მეთქი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ამართლებს. სასწორი ვარ და ძალიან რთულად ვიღებ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, საშინელებაა ჩემთან ერთად მაღაზიაში შესვლა, ამიტომაც არ მიყვარს შოპინგი. გარდა ამისა, ზედმეტად კეთილი ვარ, ამას იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ თქვას, კრისტიმ სიკეთე გამიკეთაო, უბრალოდ მსიამოვნებს, მაგრამ დაუნახაობა მაგიჟებს. ჩემი ქმედებისთვის მადლობის თქმას ან სამაგიეროს გადახდას კი არ ვითხოვ, სიკეთის ნაცვლად ელემენტარულ გაღიმებასაც კი რომ ვერ ვიღებ, მაშინ საშინლად მტკივა გული. თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან გულმავიწყი ვარ, შეიძლება, ერთი-ორი დღე ვიყო გაბრაზებული, მაგრამ თუ ის ადამიანი ძალიან მიყვარს, მალევე ვივიწყებ წყენას.

- გრძნობებისა და ემოციების კონტროლი შეგიძლია?

- სამწუხაროდ, ისე არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, რომ კო­ნტროლი დამეკარგოს. იმ ეტაპზე მგონია, რომ მიყვარს, მაგრამ ძალიან მალე ვხვდები, რომ საერთოდ არ მყვარებია. ახლა ამას რომ ვამბობ, შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ რეალურად ასეა. როდესაც გიყვარს, ტვინი გეთიშება, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და კონტროლსაც კარგავ, მე კი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ ვყოფილვარ.

- ანუ, დღევანდელი გადმოსახედიდან არც ერთი მეუღლე არ გყვარებია?

- რადგან ადამიანთან ვიყავი, ე.ი. რაღაც დოზით მიყვარდა, მაგრამ ეს ის გრძნობა არ იყო. მეუღლეები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ერთი ქმარი მყავდა - გიორგი ყიფშიძე, რომელთანაც ოფიციალურად დღემდე ქორწინებაში ვიმყოფები, ეს დოკუმენტური მხარე არც ერთს არ გვიშლის ხელს, ამიტომ ოფიციალურად არ გავყრილვართ. რაც შეეხება მეორე ადამიანს, მიშა ანდღულაძეს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, ის მეუღლე არ იყო, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობდით. საქართველოში ამას გათხოვებას ეძახიან, თორემ ხშირია შემთხვევა, როცა წყვილები ოჯახის შექმნამდე ერთად დიდხანს ცხოვრობენ, მერე კი ან ქორწინდებიან, ან - არა.

- ამ ეტაპზე მარტო ხარ?

- კი, მარტო ვარ და მეტის თქმა არ მინდა ამ თემაზე.

- კარგი. ადვილია კრისტის წყობიდან გამოყვანა?

- არა, ძალიან რთულია ჩემი გაბრაზება, რადგან ძალიან მომთმენი ვარ, შემიძლია, ბე­ვრი რაღაც "გავატარო", მაგრამ ეს ყველაფერი შინაგანად მაინც გროვდება, ილექება, ბოლოს კი უკურეაქციას იწვევს და ყველაფრის მიმართ საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდება.

- პირდაპირობით გამოირჩევი?

- კი, თუ რაღაც მაწყენინეს, პირდაპირ მივალ და ვეტყვი, რომ გავბრაზდი, მირჩევნია, გაუგებრობა გავარკვიო, ვიდრე არ ვთქვა და მერე ამის გამო ვიტანჯო.

- ადვილად ვარდები დეპრესიაში?

- არა. როდესაც ვგრძნობ, რომ დეპრესიისკენ მივდივარ, მაშინვე რაიმე ზომებს მივმართავ, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდე. ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგად მეგობრებს გამოვყავარ, ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა, თუ გაბრაზებული ვარ, წავალ კლუბში, მაგრად ვიცეკვებ, დავხარჯავ ენერგიას და დაცლილი დავბრუნდები სახლში. ასევე ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია ახალი ადგილების, კვებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ახალი ობიექტების დათვალიერება და დაგემოვნება. როდესაც თბილისში კვებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რაიმე ახალი ობიექტი იხსნება, აუცილებლად მივდივარ და ვნახულობ. მეტიც, მოგზაურობისას ღირსშესანიშნაობების შემდეგ კაფეებსა და რესტორნებს ვსტუმრობ, ზოგი მუზეუმების დათვალიერების შემდეგ საშოპინგოდ გარბის, მე კი ასე არ ვარ, მით უმეტეს, რომ შოპინგი არ მიყვარს. ხანდახან, ცუდ ხასიათზე მყოფს, სახლში ყოფნაც მამშვიდებს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტანსაცმელი ხალათი და ჩუსტებია. მიყვარს, როდესაც მეგობრები ჩემთან მოდიან ან ტელეფონით ვესაუბრები. ახლა ერთ სასაცილო რაღაცას გეტყვით, გაბრაზებულს მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, საოცრად მამშვიდებს. ზოგადად, მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, სადაც მივდივარ, ყველგან ამ საქმეს ვაკეთებ, მგონი, ადგილი არ დარჩა, სადაც ჭურჭელი არ დამირეცხავს. ამას წინათ ნოდიკო ტატიშვილის კლიპს ვიღებდით, შესვენებაზე საჭმელი მოიტანეს, მივირთვით და ბოლოს დავიწყე რეცხვა, მთელი ჯგუფი გაოცებული მიყურებდა, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ეს საქმე მაწყნარებს.

- ხშირად ტირის კრისტი?

- ვაიმე, ძალიან მტირალა ვარ, შეიძლება, იმაზეც კი ვიტირო, რომ ტელეფონი გამიფუჭდა. ძირითადად სისულელეებზე ვტირი, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვუძლებ, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ისე გავაჩინე, ხმა არ ამომიღია.

- ვისგან იღებ კრიტიკას?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს კრიტიკის მოსმენა, რადგან საკუთარი თავის მიმართ საშინლად კრიტიკული ვარ, ოღონდ ვიღებ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას. ლანძღვასა და კრიტიკას შორის კი დიდი განსხვავებაა. როდესაც პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვმონაწილეობდი, ერთ-ერთი ბლოგერი საშინლად მლანძღავდა, არადა მისი ჩანაწერიდან ერთი სიტყვაც კი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ეს იყო მისი ბოროტული დამოკიდებულება, ჩემზე ამბობდა, შვილით მანიპულირებსო. რეალურად კი ზემოხსენებულ პროექტში შვილის გამო ვიყავი შესული, რადგან მას მოსწონდა და სიამოვნებდა, რომ მე ვცეკვავდი. როდესაც შოუ დავტოვე, ნატალია კინაღამ "ბალკონიდან" გადმოვარდა...

- თავს იღბლიანად მიიჩნევ?

- კი, მივიჩნევ, რომ იღბლიანი ვარ, რაც მაქვს, ამისთვისაც მადლობელი ვარ. არ მინდა, უკმაყოფილო ვიყო და ღმერთს ამით ვაწყენინო. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მაქვს ასეთი ოჯახი, მყავს შვილი, მაქვს საქმე, რომელშიც 19 წელია ჩართული ვარ, მოდელობას ვგულისხმობ. ზოგიერთი მოდელი კარიერას 5 წელიწადში ასრულებს, მე კი თითქმის 20 წელია ამ სფეროში ვტრიალებ. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი სიხშირით ჩვენებები აღარ იმართება, მაინც ვცდილობ, ყველგან არ მივიღო მონაწილეობა, ამასთან ამ საქმემ კიდევ სხვაგვარი განვითარება მომიტანა. ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში მიმყავდა გადაცემა "მოდა და კრისტი", დღევანდელი ჩემი სამსახურიც ნაწილობრივ ალბათ ჩემი კარიერის დამსახურებაა. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს კოპირაიტერების ასოციაციაში პიარის განხრით, რომელიც საავტორო უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, ამასთან, ვმუშაობ ამავე ორგანიზაციის ჟურნალში.

- მთავარი შეცდომა, რომელიც დაუშვი და შესაბამისად, ნანობ...

- ის, რომ საზღვარგარეთ არ გავემგზავრე კარიერის გასაგრძელებლად, მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ არ დავთანხმდი, მაშინ ძალიან ჩაკეტილი იყო სიტუაცია, იქ რა ხდებოდა, არავინ იცოდა, მერე ისე მოხდა, რომ გავთხოვდი, შვილი შემეძინა და... ვერ წავედი, მაგრამ ალბათ ასე ჯობდა. დღეს სხვაგვარადაა ყველაფერი. ახლა ნატა 10-11 წლისაა და შემოთავაზებების შემთხვევაში საზღვარგარეთ გავუშვებ, ისედაც ძალიან მინდა, რომ სწავლა სხვა ქვეყანაში განაგრძოს.

- როგორც მივხვდი, ბავშვს ძალიან დამოუკიდებლად ზრდი..

- ვცდილობ, მაგრამ დედაჩემი ერევა ამ საკითხში და ბოლომდე ჩემს ჭკუაზე ვერ ვახერხებ აღზრდას. შევიდა თუ არა ნატალია სკოლაში, მაშინვე ყველა გავაფრთხილე, არავინ ჩაერიოს გაკვეთილების მომზადების პროცესში, მას უნდა გამოუმუშავდეს ეს თვისება და დამოუკიდებლად უნდა მიეჩვიოს მეცადინეობას-მეთქი. ასეც მოხდა, დღემდე ნატალიას არ სჭირდება შეხსენება, რომ გაკვეთილები აქვს სასწავლი, თვითონვე ხვდება, როდის რა უნდა გააკეთოს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება